19 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2024

ქიმიისა და ბიოლოგიის გამოცდების პირველადი შედეგები

spot_img

გთავაზობთ  ქიმიისა და ბიოლოგიის გამოცდების პირველად შედეგებს. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შედეგების გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

 

ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, მინიმალური გამსვლელი ქულა  კი  – 16. 

ბიოლოგიის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა – 18.

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნების დასრულების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად.

გამოცდები 2024 – ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და შეფასების სქემები 

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

ბლოგი

ხევსურეთს ვიყავ…

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები