20 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2021

ფსიქოლოგი გირჩევთ ⇒ მთავარია ცოდნა, რაზე და როგორ გაამახვილო ყურადღება, რომელ აზრს მისცე გასაქანი და რომელი შეაჩერო

spot_img

✔🟩 მზი­კო და­ლა­ქიშ­ვი­ლი

ფსი­ქო­ლო­გი, ბავ­შ­ვ­თა და ზრდას­რულ­თა ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი

 

 

 

 

პან­დე­მი­ით შექ­მ­ნი­ლი ქა­ო­სი, ში­ში და სირ­თუ­ლე­ე­ე­ბი სამ­ყა­როს მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა – ყვე­ლა სფე­როს, დარ­გი­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბის, ყვე­ლა­ნა­ი­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის, სქე­სის თუ ასა­კის­თ­ვის თავ­სა­ტე­ხად ქცე­უ­ლი რე­ა­ლო­ბა. ამ რე­ლო­ბა­ში კი, გან­სა­კუთ­რე­ბით რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოწყ­ვ­ლა­დი ჯუ­ფე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. ამ წე­რი­ლის ად­რე­სა­ტი არც ერთ კონ­კ­რე­ტულ ჯგუფს არ მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, წე­რი­ლის ავ­ტო­რი ქა­ლებს სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვის­კენ მო­უ­წო­დებს, მით უფ­რო, მას­წავ­ლებ­ლებს და მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც დი­დი დატ­ვირ­თ­ვის ქვეშ არი­ან ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში და ისე­დაც რთულ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას კი­დევ ერ­თი და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საზ­რუ­ნა­ვი და­ე­მა­ტა — რო­გორ­მე თა­ვი გა­არ­თ­ვან სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცესს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, კი­დევ მეტ დროს, ენერ­გი­ა­სა და შრო­მას მო­ითხოვს. ამი­ტომ, ქა­ლე­ბის ნა­წილ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა გვერ­დ­ზე გა­და­დო და მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვით შე­მო­ი­ფარ­გ­ლა. მზი­კო და­ლა­ქიშ­ვი­ლი კი, მათ ახ­სე­ნებს, რომ: „ახ­ლა არის დრო იზ­რუ­ნოთ სა­კუ­თარ თავ­ზე ისე, რო­გორც არას­დ­როს. სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა არ არის ფუ­ფუ­ნე­ბა, არც შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს აუცი­ლე­ბე­ლია! მთა­ვა­რია ცოდ­ნა, რა­ზე და რო­გორ გა­ა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რადღე­ბა. რო­მელ აზრს მის­ცეთ გა­სა­ქა­ნი და რო­მე­ლი შე­ა­ჩე­როთ.“

გთა­ვა­ზობთ ფსი­ქო­ლო­გის რჩე­ვებს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც კი, შე­იქ­მათ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა და დრო პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ა­ნა­წი­ლოთ.

მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რადღე­ბა, რო­გორ იწყებთ დღეს. ად­რი­ა­ნი დი­ლა და­უთ­მეთ მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს.

გა­იღ­ვი­ძეთ პირ­ველ­მა,   და­იწყეთ დღე პო­ზი­ტი­უ­რად, შე­იქ­მე­ნით გან­წყო­ბა. ფო­კუ­სირ­დით  მთა­ვარ მი­ზან­ზე, რაც თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის აზ­რია, ენერ­გი­ის წყა­როა. რამ­დე­ნი­მე წუ­თი და­უთ­მეთ ფიქრს, რის­თ­ვის ცხოვ­რობთ, რა გა­მოძ­რა­ვებთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ დღეს რო­მე­ლი­მე პო­ზი­ტი­უ­რი აფირ­მა­ცი­ით და­იწყებთ, რაც თქვე­ნი დღის გეგ­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად: დღეს მე მზად ვარ, გა­ვა­კე­თო ყვე­ლა ჩე­მი საქ­მე და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით, გავ­ცე და მი­ვი­ღო მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გია, მი­ვი­ღო მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით, საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბით, მო­ვას­წ­რო ყვე­ლა­ფე­რი და დღე და­ვას­რუ­ლო მად­ლი­ე­რე­ბის გან­ც­დით.

დი­ლა და­იწყეთ საყ­ვა­რე­ლი რი­ტუ­ა­ლით, იქ­ნე­ბა ეს ყა­ვის და­ლე­ვა, ყვა­ვი­ლე­ბის მორ­წყ­ვა თუ უბ­რა­ლოდ ჰა­ერ­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა. შე­არ­ჩი­ეთ მუ­სი­კა დი­ლის ფო­ნად, რაც შე­ე­სა­ბა­მე­ბა თქვე­ნი დღის გეგ­მე­ბის რიტ­მ­სა და სტილს. და­ი­სა­ხეთ პა­ტარ-პა­ტა­რა მიზ­ნე­ბი, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბაც მი­გიყ­ვანთ დიდ მიზ­ნამ­დე, დღის ბო­ლოს იტყ­ვით, მე ეს შევ­ძე­ლი! კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ დი­ლის რი­ტუ­ა­ლის დროს, თქვე­ნი დღის მიზ­ნებს და გეგ­მებს ჩა­მო­წერთ.

და­გეგ­მეთ დღე, სა­დაც დრო გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რო­გორც ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე, ისე სურ­ვი­ლებ­ზე. მთა­ვა­რი მათ შო­რის ბა­ლან­სის პოვ­ნაა!

ეცა­დეთ, იყოთ მო­მენ­ტ­ში, იცხოვ­როთ აწყ­მოს მაქ­სი­მა­ლუ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბით. რას ნიშ­ნავს ეს? გრძნობ­დე რას აკე­თებ, ყვე­ლა შე­ნი შეგ­რ­ძ­ნე­ბის ორ­გა­ნო იყოს ღია, მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია და შე­იგ­რ­ძ­ნოს მო­მენ­ტი, მთე­ლი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი­თა და მო­ცე­მუ­ლო­ბით.

არ იმოქ­მე­დოთ მე­ქა­ნი­კუ­რად, დას­წავ­ლი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის პირ­ნათ­ლად შეს­რუ­ლე­ბის­თ­ვის, არა­მედ იგ­რ­ძე­ნით ის, რა­საც აკე­თებთ, გო­ნე­ბით და შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბით. ესა­უბ­რეთ სა­კუ­თარ ში­ნა­გან მეს: „მე ვი­ცი რას ვა­კე­თებ, რო­გორ და რის­თ­ვის“, ასე­ვე, „ვი­ცი რა მსი­ა­მოვ­ნებს ამ პრო­ცეს­ში და რა არ მომ­წონს, მე ეს ვი­ცი, ვაც­ნო­ბი­ე­რებ და ვა­კე­თებ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით, რაც კმა­ყო­ფი­ლე­ბის გან­ც­დას მა­ნი­ჭებს“, „ჩე­მი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნია“ – ამა­ზე იფიქ­რეთ, ეს მარ­თ­ლაც ასეა! ამის აღი­ა­რე­ბა ძა­ლას მოგ­ცემთ.

მე ვარ პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე, ვზრუ­ნავ რო­გორც სა­კუ­თარ თავ­ზე, ისე სხვა­ზე! ისიც ვი­ცი, რო­გორ გა­და­ვა­ნა­წი­ლო ენერ­გია, რომ ის, რაც მსი­ა­მოვ­ნებს და ის, რაც ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა (ჩე­მი­ვე არ­ჩე­უ­ლი), ერ­თ­მა­ნეთ­თან ბა­ლან­ს­ში იყოს.

თუ გყავთ ბავ­შ­ვე­ბი, გა­ა­მახ­ვი­ლეთ ყუ­რადღე­ბა დი­ლის რი­ტუ­ალ­ზე. თქვე­ნი დი­ლის რი­ტუ­ა­ლის შემ­დეგ, მათ შე­ე­გე­ბეთ სიყ­ვა­რუ­ლით, გა­მო­ხა­ტეთ ემო­ცია ისე, თით­ქოს პირ­ვე­ლად და­ი­ნა­ხეთ ისი­ნი და თქვენ­თ­ვის მა­თი და­ნახ­ვა დღე­სას­წა­უ­ლია. თქვე­ნი გან­წყო­ბა გა­დამ­დე­ბია, ამა­ვე გან­წყო­ბით ბავ­შ­ვის დღეც და­იწყე­ბა ბედ­ნი­ე­რად, კარ­გი ამ­ბე­ბის მო­ლო­დი­ნით. ბავშვს გა­უჩ­ნ­დე­ბა გან­ც­და – „მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ვარ!“

დღე დაწყე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბით, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნახ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბით, უკ­ვე სი­ხა­რუ­ლია, და­ი­ჭი­რეთ ეს მო­მენ­ტი, და­იწყეთ დღე ამ ენერ­გი­ით!

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხში­რად შეც­ვა­ლეთ სი­ტუ­ა­ცია. რო­გორ? ჩვენ ხომ სულ სახ­ლ­ში ვართ?! შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ხა­დეთ გა­რე­მო, თქვენ ყვე­ლა­ზე უკეთ იცით რა გიქ­მ­ნით და­დე­ბით გან­წყო­ბას: იქ­ნე­ბა ეს სახ­ლის გა­ნა­თე­ბა, მუ­სი­კა, თუ ტან­საც­მე­ლი (ჩა­იც­ვით ლა­მა­ზად, შე­გიძ­ლი­ათ რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­იც­ვა­ლოთ კი­დეც), ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ჭურ­ჭელს, სა­ი­და­ნაც მი­ირ­თ­მევთ, იყოს ფე­რა­დი (მო­გო­ნე­ბე­ბით სავ­სე), ისე­თი, რო­გო­რიც თქვენ მოგ­წონთ და გე­ხა­ლი­სე­ბათ, გახ­სე­ნებთ ვინ­მეს ან რა­მეს. ხში­რად გა­და­ა­ად­გი­ლეთ ავე­ჯი. ყვე­ლა­ფე­რი ეს შე­გი­ნარ­ჩუ­ნებთ გან­წყო­ბას და ცხოვ­რე­ბის ხა­ლისს. გახ­სოვ­დეთ, რომ ცვა­ლე­ბა­დია ყვე­ლა­ფე­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ამის აღ­ქ­მა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­კუ­თა­რი გან­წყო­ბე­ბით  თუ შეძ­ლებთ მის გამ­დიდ­რე­ბას!

ხში­რად უთხა­რით თქვენს თავს: „მე­რე რა, რომ სახ­ლ­ში ვარ, მე ვარ ყველ­გან! ჩე­მი ლა­მა­ზი ცხოვ­რე­ბით, მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბით, მიზ­ნე­ბით… მე ყველ­გან და ყო­ველ­თ­ვის ვზრუ­ნავ ჩემს თავ­ზე. არ ვე­ლო­დე­ბი სხვას, იზ­რუ­ნოს ჩემ­ზე!“

და­უ­რე­კეთ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთ ადა­მი­ანს მა­ინც, ვინც იცით, რომ და­დე­ბით ენერ­გი­ას მოგ­ცემთ, ასე­ვე, მო­ი­კითხეთ ახ­ლობ­ლე­ბი, ვი­საც იცით, რომ სჭირ­დე­ბა და გა­ა­ხა­რებს თქვე­ნი ზა­რი.

საქ­მი­ა­ნი დღის შუ­ა­ლედ­ში, გა­მო­ი­თა­ვი­სუფ­ლეთ 15 წუ­თი, ეს დრო იქ­ნე­ბა მხო­ლოდ თქვენ­თ­ვის, გან­მარ­ტოვ­დით ან გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს დრო ისე, რო­გორც გინ­დათ, ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რაც ოდ­ნავ მა­ინც მო­გა­ნი­ჭებთ თუნ­დაც სულ პა­ტა­რა სი­ხა­რულს, სი­ა­მოვ­ნე­ბას.

სა­ღა­მო, ვახ­შ­მის პე­რი­ო­დი, გა­ა­ტა­რეთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, გა­ა­ზი­ა­რეთ დღის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს მო­მენ­ტი ენერ­გი­ის აღ­სად­გე­ნად, თქვენ ხომ უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ხართ!

თუ გყავთ ბავ­შ­ვე­ბი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მა­თი და­ძი­ნე­ბის შემ­დე­გაც და­ი­ტო­ვოთ დრო­ის მოკ­ლე მო­ნაკ­ვე­თი გან­მარ­ტო­ე­ბის­თ­ვის. დღის ბო­ლოს ამ­ბობთ ორ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წი­ნა­და­დე­ბას — მად­ლო­ბის და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გა­მომ­ხატ­ველს: „მე დღეს ვე­ცა­დე გა­მე­კე­თე­ბი­ნა ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუ­მი.“ თუ რა­მე არ მო­მე­წო­ნა ჩემს საქ­ცი­ელ­ში ან ვთვლი, რომ შე­მე­შა­ლა, ვერ მო­ვას­წა­რი, არ მე­ყო მოთ­მი­ნე­ბა, არ ვი­ყა­ვი საკ­მა­რი­სად ნა­ყო­ფი­ე­რი, გა­ვიხ­სე­ნებ სიტყ­ვას – არა­ უ­შავს – გა­თენ­დე­ბა ხვა­ლინ­დე­ლი დღე ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თ­ვის! და მე­ო­რე: მად­ლო­ბა უთხა­რით სა­კუ­თარ თავს გამ­ძ­ლე­ო­ბის­თ­ვის, მონ­დო­მე­ბის­თ­ვის, იყა­ვით მიმ­ტე­ვე­ბე­ლი. „მად­ლო­ბე­ლი ვარ დღე­ვან­დე­ლი დღის­თ­ვის!“ – მეს­მის და ვპა­ტი­ობ სა­კუ­თარ თავს შეც­დო­მებს.

გა­იხ­სე­ნეთ, რამ­დენ რა­მე­ზე გი­წევთ ერ­თ­დ­რო­უ­ლად ზრუნ­ვა და ფიქ­რი, აპა­ტი­ეთ და გა­ამ­ხ­ნე­ვეთ სა­კუ­თარ თა­ვი, ეს მო­მენ­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე, მი­უ­ტე­ვეთ სხვებ­საც შეც­დო­მე­ბი – შვი­ლებს, ქმარს, მშობ­ლებს, მე­გობ­რებს…

გა­იხ­სე­ნეთ ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვის გა­მოც გი­ხა­რი­ათ ცხოვ­რე­ბა, ვინც გე­ნატ­რე­ბათ, გა­მო­ხა­ტეთ მად­ლი­ე­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი, რომ თქვენ ისი­ნი გყავთ. თქვენ ხართ ის, რა­საც ფიქ­რობთ, თქვენს გარ­შე­მოც მოვ­ლე­ნე­ბი ვი­თარ­დე­ბა თქვე­ნი აზ­რე­ბის გავ­ლე­ნით. დღის და­სას­რუ­ლი, ასე­თი ფიქ­რე­ბი­თა და ემო­ცი­ით, სა­სი­ა­მოვ­ნო დი­ლას გა­გი­თე­ნებთ!

აირ­ჩი­ეთ ფიქ­რი, გა­ა­ზი­ა­რეთ ემო­ცია, შე­იც­ვ­ლე­ბა ქცე­ვაც!

♦♦♦

ამავე ავტორისგან 👇👇👇

მარ­ტი­ვად გა­უ­გებთ ოკ­ლან­დერს, თუ მზად ხართ სი­მარ­თ­ლის მო­სას­მე­ნად

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები