24 ნოემბერი, კვირა, 2024

ფრან­გუ­ლი სკო­ლის შტრი­ხე­ბი

spot_img

საფ­რან­გეთ­ში გა­ნათ­ლე­ბა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და კარ­გად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი დარ­გია და ამ­დე­ნად, აქ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა საკ­მა­ოდ პრეს­ტი­ჟუ­ლად ით­ვ­ლე­ბა და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი­ცაა. თუმ­ცა გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ექ­ს­პერ­ტე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ არ­ქა­უ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სის­ტე­მა, შე­იძ­ლე­ბა, ფრან­გუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ნაკ­ლად მი­ვიჩ­ნი­ოთ.

 

აქ შე­ვეც­დე­ბით, ჩა­მოვ­თ­ვა­ლოთ ფრან­გუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი შტრი­ხე­ბი:

☑️🔹 ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლას 6 წლის ასაკ­ში იწყე­ბენ, დაწყე­ბი­თი სკო­ლა (ღcole primaire) ოთხ­წ­ლი­ა­ნია, შემ­დეგ სწავ­ლას აგ­რ­ძე­ლე­ბენ არას­რულ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში (college, 11-15 წე­ლი) და სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში (lycღe,15-18 წე­ლი).

☑️🔹 თუ ბავ­შ­ვი სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბას ვერ იღებს, კლას­ში კი­დევ ერ­თი წლით რჩე­ბა, რაც ფრან­გულ სკო­ლებ­ში საკ­მა­ოდ ხში­რია.

☑️🔹 ფრან­გუ­ლი სკო­ლე­ბი უფა­სოა. მშობ­ლე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ სას­წავ­ლო დაზღ­ვე­ვას, რო­მე­ლიც 10-35 ევ­რო ღირს და ფა­რავს სას­კო­ლო ექ­ს­კურ­სი­ებს, სპორ­ტულ და კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებს, ასე­ვე ნე­ბის­მი­ერ ზა­რალს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვ­მა სკო­ლის სა­კუთ­რე­ბას მი­ა­ყე­ნოს.

☑️🔹 სას­კო­ლო ნივ­თებს, გარ­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­სა, მშობ­ლე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ, თუმ­ცა ისი­ნი ყო­ველ­წ­ლი­ურ დახ­მა­რე­ბას იღე­ბენ ყო­ველ ბავ­შ­ვ­ზე, სას­კო­ლო ნივ­თე­ბის შე­სა­ძე­ნად.

☑️🔹 ფრან­გულ სკო­ლებ­ში არ არი­ან დი­რექ­ტო­რე­ბი — მას­წავ­ლებ­ლე­ბი პა­სუხს აგე­ბენ რე­გი­ო­ნულ სა­გან­მა­ნა­თებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. სკო­ლას მარ­თავს ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც არ ას­წავ­ლის.

☑️🔹 კერ­ძო სკო­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლია — კა­თო­ლი­კუ­რი სკო­ლე­ბი კერ­ძო სკო­ლე­ბად ით­ვ­ლე­ბა, თუმ­ცა მას­წავ­ლებ­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფო უხ­დის, სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი კი სე­მეს­ტ­რ­ში 100 ევ­როა. გარ­და ამი­სა, არის ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი კერ­ძო სკო­ლე­ბის ძალ­ზე პა­ტა­რა ქსე­ლი.

სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი ფრან­გუ­ლი კა­ნო­ნი­თაა დად­გე­ნი­ლი

ფრან­გი მშობ­ლე­ბი მო­ზარდ შვი­ლებს ამას ახ­სე­ნე­ბენ, თუ­კი ისი­ნი წუ­წუნს იწყე­ბენ, სკო­ლას გა­ვაც­დე­ნო.

ფრან­გულ სკო­ლებ­ში ძვე­ლი მე­თო­დე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი

ცვლი­ლე­ბე­ბი არის, მაგ­რამ „ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა“ ძა­ლი­ან ხის­ტი ორ­გა­ნი­ზა­ციაა, რო­მე­ლიც ნე­ლა იც­ვ­ლე­ბა. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ისევ მთე­ლი კლა­სის წი­ნა­შე წე­რენ ნიშ­ნებს და სას­ჯე­ლად გა­და­წე­რას იყე­ნე­ბენ.

მა­თე­მა­ტი­კა პრი­ო­რი­ტე­ტია

უფ­როს კლა­სებ­ში შერ­ჩე­ვა მა­თე­მა­ტი­კას და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებს ეფუძ­ნე­ბა. საფ­რან­გეთ­ში სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­ე­ბად ით­ვ­ლე­ბი­ან ისი­ნი, ვინც მა­თე­მა­ტი­კა­სა და ფი­ზი­კა­შია წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

ფრან­გუ­ლი სკო­ლე­ბი სა­ე­როა

კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მ­წი­ფო სკო­ლებ­ში რე­ლი­გი­უ­რი ატ­რი­ბუ­ტი­კა აკ­რ­ძა­ლუ­ლია. ეს დრო­დად­რო კა­მათს იწ­ვევს, გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ დად­გა ეს სა­კითხი მა­შინ, რო­ცა რამ­დე­ნი­მე წლის წინ აიკ­რ­ძა­ლა მუს­ლი­მუ­რი თავ­სა­ბუ­რა­ვე­ბის ტა­რე­ბა.

მთა­ვა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია

ფრან­გულ სკო­ლებ­სა და კლა­სებს მას­წავ­ლე­ბე­ლი წარ­მარ­თავს; ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სულ უფ­რო და უფ­რო ხში­რად, ას­წავ­ლი­ან უფ­რო თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბით და უკეთ აკ­ვა­ლი­ა­ნე­ბენ მოს­წავ­ლეს.

გრძე­ლი სას­წავ­ლო დღე

სწავ­ლა 8 სა­ათ­ზე ან 8. 30-ზე იწყე­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით 17 სა­ათ­ზე მთავ­რ­დე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა სკო­ლა­ში, ოთხ­შა­ბათს, მხო­ლოდ დი­ლით და­დის, თუმ­ცა შა­ბათ­საც სწავ­ლო­ბენ — დი­ლით.

კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბი მცი­რეა

კლუ­ბე­ბი არც ისე პო­პუ­ლა­რუ­ლია. ფრან­გე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დას­ვე­ნე­ბა ამე­რი­კუ­ლი კონ­ცეფ­ციაა.

საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი ცა­რი­ე­ლია

ამე­რი­კუ­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­დაც კედ­ლე­ბი სავ­სეა სა­მო­ტი­ვა­ციო პლა­კა­ტე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბით და სას­წავ­ლო დამ­ხ­მა­რე ბა­ნე­რე­ბით, საფ­რან­გეთ­ში საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში ვერ ნა­ხავთ ერ­თ­მა­ნეთ­ზე ახონ­ხ­ლილ ბავ­შ­ვურ ორ­ნა­მენ­ტებს. აქ კედ­ლე­ბი შიშ­ვე­ლია.

ქუ­ლე­ბის 20-ბა­ლი­ა­ნი სის­ტე­მა

უმაღ­ლე­სი ქუ­ლა 20-ია და ამის მი­ღე­ბა თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლია. 10 ქუ­ლა ნიშ­ნავს, რომ სა­გა­ნი ჩა­ბა­რე­ბუ­ლია, 12 — კარ­გია, 17-ზე მე­ტი თით­ქ­მის არას­დ­როს იწე­რე­ბა. ნიშ­ნე­ბი სა­ჯა­რო­დაა გა­მო­ფე­ნი­ლი ვეს­ტი­ბი­ულ­ში, მთელ­მა სკო­ლამ რომ ნა­ხოს.

არ­და­დე­გე­ბის სი­უხ­ვე

სას­კო­ლო კა­ლენ­და­რი, მოს­წავ­ლე­ე­ბის გულ­გა­სა­ხა­რად, ყო­ვე­ლი 6 ან 7 კვი­რის მე­რე, ორი კვი­რით წყდე­ბა. ფრანგ სტუ­დენ­ტებს მოს­წონთ ყვე­ლა წმინ­და­ნის არ­და­დე­გე­ბი, სა­შო­ბაო არ­და­დე­გე­ბი, ზამ­თ­რის და სა­აღ­დ­გო­მო არ­და­დე­გე­ბი. ამას ორ­თ­ვი­ა­ნი სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი ემა­ტე­ბა.

ორ­სა­ა­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა სა­დი­ლის­თ­ვის

სკო­ლის კა­ფე­ტე­რი­ებ­ში მშვე­ნი­ე­რი არ­ჩე­ვა­ნია — ახა­ლი პუ­რი, სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რი ყვე­ლი, ხორ­ცი და სე­ზო­ნუ­რი ხი­ლი. არა­ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის ავ­ტო­მა­ტე­ბი აკ­რ­ძა­ლუ­ლია. ეს „სა­ბავ­შ­ვო“ საჭ­მე­ლი არ არის. ერ­თა­დერ­თი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი სას­მე­ლი წყა­ლია. მოს­წავ­ლე­ებს ეკ­რ­ძა­ლე­ბათ სახ­ლი­დან საჭ­მ­ლის მო­ტა­ნა, თუმ­ცა ბევ­რი სახ­ლ­ში მი­დის საჭ­მე­ლად.

ენე­ბის სწავ­ლე­ბა

ინ­გ­ლი­სუ­რის და სხვა ენის სწავ­ლას მე-6 კლა­სი­დან იწყე­ბენ. თუმ­ცა, კერ­ძო სკო­ლებ­ში უცხო ენე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი უფ­რო ად­რე­ულ ასაკ­ში იწყე­ბა. საფ­რან­გეთ­ში ბევ­რი ორე­ნო­ვა­ნი სკო­ლააა, ძი­რი­თა­დად, ინ­გ­ლი­სუ­რი, მაგ­რამ ასე­ვე არის კა­ტა­ლო­ნუ­რი სკო­ლე­ბი, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ.

უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია

სხვა ქვეყ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ­ლის სა­ფა­სურს მოს­წავ­ლე­ე­ბი ლა­მის მთე­ლი სი­ცოცხ­ლე იხ­დი­ან, ფრან­გუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ევ­რო ღირს წე­ლი­წად­ში. თუმ­ცა, ფრან­გ­მა სტუ­დენ­ტებ­მა, დიპ­ლო­მის მი­სა­ღე­ბად, საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­მოც­დე­ბი უნ­და ჩა­ა­ბა­რონ.

მო­ამ­ზა­და ნი­ნო მეტ­რე­ველ­მა Frenchly Publicite-ს მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები