25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

ფი­ზი­კა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში

spot_img

მო­გე­სალ­მე­ბი ძვირ­ფა­სო მკითხ­ვე­ლო! მინ­და მო­გიყ­ვეთ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხ­და­რი ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რი სა­ჭი­რო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ფი­ზი­კის სწავ­ლა, რად­გან ფი­ზი­კა ცხოვ­რე­ბაა. აქ იმოგ­ზა­უ­რებთ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში, ვი­მე­დოვ­ნებ, ეს იქ­ნე­ბა სა­ხა­ლი­სო და რაც მთა­ვა­რია, სა­ინ­ტე­რე­სო.
ამი­ტომ, არა­ფე­რი და­გე­კარ­გე­ბათ ამ ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვით და დარ­წ­მუნ­დე­ბით კი­დე­ვაც, რო­გო­რი სა­ჭი­როა ფი­ზი­კა და თუ მას პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გი­ით შეხ­ვ­დე­ბი, ვე­რა­ფე­რი და­გა­მარ­ცხებს.
წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ!
თა­მუ­ნა ჩხე­ი­ძე – ქე­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზვა­რეს სა­ჯა­რო სკო­ლის მე-8 კლა­სის მოს­წავ­ლე

მოთხ­რო­ბა და­წე­რი­ლია მეშ­ვი­დე კლა­სის ფი­ზი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მი­ხედ­ვით.

რო­დე­საც VII კლას­ში გა­და­ვე­დი და და­ვიწყე ფი­ზი­კის სწავ­ლა, ძა­ლი­ან რთულ საგ­ნად მეჩ­ვე­ნა, თუმ­ცა, რო­ცა ვეც­ნო­ბო­დი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სა­კითხებს, მივ­ხ­ვ­დი, რომ ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა ფი­ზი­კის ცოდ­ნა. მას­ში მარ­ტო წე­სებს, ფორ­მუ­ლებს, ამო­ცა­ნის ამოხ­ს­ნებს კი არა, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მა­გა­ლი­თებ­საც ვსწავ­ლობთ. ამას კი მი­სი სა­ხე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა: „ფი­ზი­კა“ წარ­მოდ­გე­ბა ბერ­ძ­ნუ­ლი სიტყ­ვის­გან „ფი­უ­ზის“, რაც ნიშ­ნავს ბუ­ნე­ბას. ფი­ზი­კა ბუ­ნე­ბის შემ­ს­წავ­ლე­ლი ერთ-ერ­თი მეც­ნი­ე­რე­ბაა. გარ­და ამი­სა, ფი­ზი­კუ­რი სი­დი­დე­ე­ბიც შე­ვის­წავ­ლე, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში აუცი­ლებ­ლად გა­მო­მად­გე­ბა. მა­გა­ლი­თად:

ერთ დღეს, მე და დე­და ვთა­მა­შობ­დით ასეთ თა­მაშს – უნ­და დაგ­ვეს­ვა ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის კითხ­ვე­ბი ფი­ზი­კუ­რი სი­დი­დე­ე­ბის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან კარ­გად მივ­დი­ო­დით, მაგ­რამ ბო­ლოს პა­სუ­ხი ვერ გა­ვე­ცი კითხ­ვას, რამ­დე­ნი კი­ლოგ­რა­მია 1 ფუ­თი?

ვე­რაფ­რით ვერ გა­ვიხ­სე­ნე პა­სუ­ხი. 2სთ-ის შემ­დეგ, რო­ცა ბოს­ტან­ში ვი­ყა­ვი, გა­მახ­სენ­და, რომ 1 ფუ­თი 16კგ-ია. ძა­ლი­ან კი გავ­ბ­რაზ­დი ჩემს თავ­ზე, მაგ­რამ ჩე­მი თა­ვი თვი­თონ და­ვამ­შ­ვი­დე…

◊ ◊ ◊

ერ­თხე­ლაც, ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა რამ­დე­ნი ვი­ყა­ვი სი­მაღ­ლე­ში. კე­დელ­თან დავ­დე­ქი, მოვ­ნიშ­ნე ჩე­მი სი­მაღ­ლე და ჯერ სა­ზო­მი ლენ­ტით გავ­ზო­მე, შემ­დეგ – სა­ხა­ზა­ვით, მე­რე – გო­ჯით, მტკა­ვე­ლით, მაგ­რამ ზუს­ტი პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღე, რად­გან ყო­ვე­ლი გა­ზომ­ვის დროს სხვა­დას­ხ­ვა შე­დე­გი მი­ვი­ღე. ბო­ლოს ყვე­ლა გა­ზომ­ვის შე­დე­გი შევ­კ­რი­ბე და გავ­ყა­ვი იმ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, რამ­დენ­ჯე­რაც გავ­ზო­მე. ბო­ლოს მა­ინც გა­ვარ­კ­ვიე, რომ სი­მაღ­ლე­ში 1,6მ ვი­ყა­ვი.

◊ ◊ ◊

ორ­შა­ბა­თი დღე იყო, რო­ცა ბი­ო­ლო­გი­ის და­ვა­ლე­ბის­თ­ვის დამ­ჭირ­და მენ­ზუ­რა. მენ­ზუ­რა არ მქონ­და და აქაც ფი­ზი­კა დამ­ჭირ­და სითხის მო­ცუ­ლო­ბის გა­მო­სათ­ვ­ლე­ლად. ეს სითხე ჩა­ვას­ხი მარ­თ­კუთხე­დის ფორ­მის ჭურ­ჭელ­ში, გავ­ზო­მე მი­სი სიგ­რ­ძე, სი­გა­ნე და სი­მაღ­ლე და გა­ვამ­რავ­ლე. მარ­თა­ლია, მა­თე­მა­ტი­კა­შიც ვსწავ­ლობთ ასეთ გა­მოთ­ვ­ლებს, მაგ­რამ ეს თე­მა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ფი­ზი­კა­ში მ­ქონ­და შეს­წავ­ლი­ლი.

ეს გა­მოთ­ვ­ლე­ბი კი ცდის­თ­ვის დამ­ჭირ­და. ცდა, ანუ ექ­ს­პე­რი­მენ­ტი გვეხ­მა­რე­ბა ამა თუ იმ მოვ­ლე­ნის შეს­წავ­ლა­ში, რა თქმა უნ­და, ამ პრო­ცეს­ში დაკ­ვირ­ვე­ბაც სა­ჭი­როა. ამ ფაქ­ტის ერთ-ერ­თი მა­გა­ლი­თია თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით შე­იქ­მ­ნა. მეც­ნი­ე­რუ­ლი ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა ცდე­ბის შე­დე­გე­ბის გა­აზ­რე­ბა და ახ­ს­ნა, მოვ­ლე­ნე­ბის მი­ზეზ­თა მო­ძი­ე­ბა. ამი­ტომ, დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი და ცდე­ბი ცოდ­ნის მი­ღე­ბის წყა­რო­ე­ბია.

◊ ◊ ◊

პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და ამ­დე­ნი წყა­ლი სა­ი­დან მო­დი­ო­და დე­და­მი­წა­ზე. ამის შე­სა­ხებ მა­მას ვკითხე, მან კი მი­პა­სუ­ხა:

– თა­მუ, წყა­ლი წრე­ზე ბრუ­ნავს, აი რო­გორ – და ასე და­მი­ხა­ზა.

 

ფი­ზი­კუ­რად კი ასეა:

– წყა­ლი, შენ უკ­ვე იცი, რომ ტბებ­შია, მდი­ნა­რე­ებ­ში, ოკე­ა­ნე­ებ­ში და ა.შ. მზის სხი­ვე­ბი წყლის ზე­და­პი­რი­დან უამ­რავ წყალს აორ­თ­ქ­ლებს, მაგ­რამ ამას ჩვენ ვერ ვხე­დავთ, იმი­ტომ რომ ორ­თ­ქ­ლი უხი­ლა­ვია. ორ­თ­ქ­ლი, თბილ ჰა­ერ­თან ერ­თად, მაღ­ლა ადის, გზა­ში თან­და­თან ცივ­დე­ბა, დიდ სი­მაღ­ლე­ზე კი ყი­ნუ­ლის ნა­წი­ლა­კე­ბად გა­და­იქ­ცე­ვა და რო­დე­საც ჰა­ერ­ში წყლის ორ­თ­ქ­ლი გროვ­დე­ბა, მათ­გან ღრუბ­ლე­ბი წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა. შიგ­ნით კი წყლის წვე­თე­ბია. რო­ცა ღრუ­ბელ­ში ბევ­რი წყლის წვე­თი გროვ­დე­ბა, შიგ „ვე­ღარ ეტე­ვა“ და წვი­მის, სეტყ­ვის, თოვ­ლის, თრთვი­ლის, ნა­მის ან სხვა სა­ხით ბრუნ­დე­ბა დე­და­მი­წა­ზე.

◊ ◊ ◊

მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სოა ამ სამ­ყა­რო­ში.

ორი კვი­რის წინ „Facebook“-ში ვნა­ხე პოს­ტი: „100+100 ყო­ველ­თ­ვის არ უდ­რის 200-ს!“. გავ­გიჟ­დი, ეს რა წე­რია-მეთ­ქი. მე­რე მო­ვი­ძიე ინ­ტერ­ნეტ­ში და ვნა­ხე, რომ ეს წე­სი ფი­ზი­კა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ნივ­თი­ე­რე­ბა შედ­გე­ბა უმ­ცი­რე­სი ნა­წი­ლა­კე­ბის­გან, მო­ლე­კუ­ლე­ბის­გან, რო­მელ­თა შო­რის შუ­ა­ლე­დე­ბია.

ამ ნივ­თი­ე­რე­ბას თუ სხვა ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ვუ­რევთ, ის ამ შუ­ა­ლე­დებს ამო­ავ­სებს. უფ­რო კარ­გად რომ გა­ვი­გოთ, მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან: სი­მინ­დის მარ­ც­ვ­ლე­ბი რომ ჩავ­ყა­როთ ჭი­ქა­ში და მას­ზე ფქვი­ლი და­ვა­ყა­როთ, ფქვი­ლი შე­ავ­სებს იმ შუ­ა­ლე­დებს, რაც სი­მინ­დის მარ­ც­ვ­ლებს შო­რი­საა, ამი­ტომ ჭი­ქა არ აივ­სე­ბა. თურ­მე ამას ნიშ­ნავს ეს წე­სი. მე კი ყვე­ლა­ნა­ირ კალ­კუ­ლა­ტორ­ზე გა­მო­ვით­ვა­ლე, გა­მოთ­ვ­ლე­ბი ვწე­რე, ყვე­ლა­ნა­ი­რი შემ­თხ­ვე­ვა გან­ვი­ხი­ლე და პა­სუხს ინ­ტერ­ნე­ტის დახ­მა­რე­ბით მა­ინც მი­ვა­გე­ნი. რად­გან გა­ვი­გე, რომ ნივ­თი­ე­რე­ბა მო­ლე­კუ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა, და­მა­ინ­ტე­რე­სა, მო­ლე­კუ­ლაც რა­ი­მეს­გან ხომ არ შედ­გე­ბა მეთ­ქი. ამის შე­სა­ხე­ბაც მო­ვი­ძიე და და­ვად­გი­ნე, რომ მო­ლე­კუ­ლა შედ­გე­ბა ატო­მე­ბის­გან. მხო­ლოდ ეს კი არა, ისიც და­ვად­გი­ნე, რის­გან შედ­გე­ბა ატო­მი. იგი შედ­გე­ბა ატომ­ბირ­თ­ვი­სა და მის გარ­შე­მო მოძ­რა­ვი ელექ­ტ­რო­ნე­ბის­გან. დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად მივ­ხ­ვ­დი, რომ ატომ­ბირ­თ­ვი შედ­გე­ბა პრო­ტო­ნე­ბის­გან და ნე­იტ­რო­ნე­ბის­გან. აი, ამ­დე­ნი რა­მის სწავ­ლა მო­ვინ­დო­მე, მო­მა­ვალ­ში გა­მო­მად­გე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ გა­მი­ჭირ­და. მე­რე, VII კლას­ში, ფი­ზი­კა­ში შე­ვის­წავ­ლე და გან­მიმ­ტ­კიც­და ცოდ­ნა, ახ­ლა ღა­მით ვინ­მემ რომ გა­მაღ­ვი­ძოს და მკითხოს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვუ­პა­სუ­ხებ.

◊ ◊ ◊

ძა­ლი­ან მიყ­ვარს გა­ზაფხუ­ლი და ეს ფი­ზი­კა­შიც ასეა, ყვა­ვი­ლე­ბის სურ­ნე­ლი რომ ერ­თ­მა­ნეთ­ში ერე­ვა და მას ჩი­ტე­ბის ჭიკ­ჭი­კიც ემა­ტე­ბა, ძა­ლი­ან მომ­წონს. მაგ­რამ, მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ მო­დის ეს სურ­ნე­ლი ჩე­მამ­დე. ერ­თი შე­ხედ­ვით, გა­უ­გე­ბა­რია რო­გორ აღ­წევს ყვა­ვი­ლე­ბის, სუ­ნა­მოს, კერ­ძის და ა.შ. სუ­ნი, მაგ­რამ მე ხომ უკ­ვე ვი­ცი, რომ ნივ­თი­ე­რე­ბა მო­ლე­კუ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, აქ იყოს „ძაღ­ლის თა­ვი ჩა­მარ­ხუ­ლი“. თუ და­ვუშ­ვებთ, რომ ნივ­თი­ე­რე­ბის მო­ლე­კუ­ლე­ბი მოძ­რა­ო­ბენ, რომ მათ შო­რის შუ­ა­ლე­დე­ბია, რომ ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბენ და იც­ვ­ლი­ან მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა – სწო­რედ ამის შე­დე­გად ჰა­ე­რი­სა და სხვა ნივ­თი­ე­რე­ბის მო­ლე­კუ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს თა­ვის­თა­ვად ერე­ვა. თურ­მე ასე აღ­წევს სუ­ნი ჩვე­ნამ­დე. ამის შემ­დეგ ისიც გა­ვი­გე, რომ მო­ლე­კუ­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბაც ყო­ფი­ლა – მი­ზიდ­ვა და გან­ზიდ­ვა. მი­ზი­დუ­ლო­ბა შე­სამ­ჩ­ნე­ვი ხდე­ბა მა­შინ, რო­ცა მო­ლე­კუ­ლებს შო­რის შუ­ა­ლე­დი მო­ლე­კუ­ლის ზო­მა­ზე ნაკ­ლე­ბია, ხო­ლო გან­ზიდ­ვა რომ არ­სე­ბობს, იქი­და­ნაც ჩანს, რომ შე­კუმ­შ­ვი­სას სხე­უ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ცდი­ლობს საწყი­სი ფორ­მის აღ­დ­გე­ნას. გა­ვი­გე ისიც, რომ მო­ლე­კუ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბა­ზე, გან­ლა­გე­ბა­სა და მოძ­რა­ო­ბის ხა­სი­ათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი აგ­რე­გა­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, ამი­ტომ აირი ვერ ინარ­ჩუ­ნებს მო­ცუ­ლო­ბას და ფორ­მას – იგი მთლი­ა­ნად ავ­სებს მის­თ­ვის დათ­მო­ბილ მო­ცუ­ლო­ბას და კუმ­შ­ვა­დია.

სითხე ინარ­ჩუ­ნებს მო­ცუ­ლო­ბას, ვერ ინარ­ჩუ­ნებს ფორ­მას და არის დე­ნა­დი. მყა­რი სხე­უ­ლი, ჩვე­უ­ლებ­რივ პი­რო­ბებ­ში, ინარ­ჩუ­ნებს მო­ცუ­ლო­ბა­საც და ფორ­მა­საც.

ოთხ­შა­ბა­თი დღე იყო. ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის სიმ­კ­რი­ვეს ხსნი­და. მე კი ვფიქ­რობ­დი, ეს რა­ში უნ­და გა­მო­მად­გეს-მეთ­ქი. ორი კვი­რის შემ­დეგ, მა­მამ ალუ­მი­ნის დი­დი ყუ­თი მო­ი­ტა­ნა. იცო­და მო­ცუ­ლო­ბა და აინ­ტე­რე­სებ­და მა­სა, მაგ­რამ ვერ გა­ი­გო. ამ დროს გა­მახ­სენ­და სიმ­კ­ვ­რი­ვე. წიგ­ნ­ში ვნა­ხე ალუ­მი­ნის სიმ­კ­ვ­რი­ვე, გა­ვამ­რავ­ლე მო­ცუ­ლო­ბა­ზე და მი­ვი­ღე მა­საც. მა­მას გა­უ­ხარ­და. მე კი გა­ვი­ფიქ­რე, აი, რო­გორ გა­მო­მად­გა ფი­ზი­კის ცოდ­ნა.

◊ ◊ ◊

ზღვა­ზე რო­ცა ვი­ყა­ვი, შორს გე­მი და­ვი­ნა­ხე.

მა­მამ მკითხა, მოძ­რა­ობს იგი თუ არაო. მე ვუთხა­რი, კი. და­მი­სა­ბუ­თე პა­სუ­ხიო. ვხე­დავ რომ მოძ­რა­ობს, მე­ტი რა და­სა­ბუ­თე­ბა უნ­და-მეთ­ქი. მა­შინ მე გეტყ­ვი და ვინ­მე რომ ასეთ შე­კითხ­ვას და­გის­ვამს, უპა­სუ­ხე: სხე­უ­ლი მოძ­რა­ობს, თუ იც­ვ­ლე­ბა მი­სი მდე­ბა­რე­ო­ბა ათ­ვ­ლის სხე­უ­ლის მი­მართ. ათ­ვ­ლის სხე­უ­ლი არის სხე­უ­ლი, რომ­ლის მი­მართ იც­ვ­ლის ან არ იც­ვ­ლის სხვა სხე­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბას. მე პირ­და­ღე­ბუ­ლი ვუს­მენ­დი და რო­ცა და­ას­რუ­ლა მსჯე­ლო­ბა, ჩე­მი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა ასე გა­მოვ­ხა­ტე: ვაააა!

მე­რე მე და­ვუს­ვი შე­კითხ­ვა: თა­ნაბ­რად მოძ­რა­ობს იგი თუ არა­თა­ნაბ­რად?

მე რა ვი­ციო – თქვა მან. მე კი ვუთხა­რი, რომ იგი არა­თა­ნაბ­რად მოძ­რა­ობს, რად­გან თა­ნა­ბა­რი მოძ­რა­ო­ბის დროს სხე­ულ­მა, დრო­ის ნე­ბის­მი­ერ ტოლ შუ­ა­ლედ­ში, ტო­ლი მან­ძი­ლი უნ­და გა­ი­ა­როს და ტრა­ექ­ტო­რია არის წრფე, ხო­ლო არა­თა­ნა­ბა­რი მოძ­რა­ო­ბის დროს სხე­უ­ლი სხვა­დას­ხ­ვა მან­ძილს გა­დის.

ამის გარ­და ისიც ვი­ცით, რომ ყვე­ლა სა­ხის ტრან­ს­პორ­ტი არა­თა­ნაბ­რად მოძ­რა­ობს (ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ზი­კა­ში მქონ­და ნას­წავ­ლი). ახ­ლა ის მის­მენ­და პირ­და­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ „ვაააა!“ მა­ინც ვერ ვათ­ქ­მე­ვი­ნე.

◊ ◊ ◊

შა­ბა­თი დღე იყო. სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბებს ვწერ­დი, მო­ვი­და ფი­ზი­კის დროც – უნ­და გა­მო­მეთ­ვა­ლა ორი სხე­უ­ლის სიჩ­ქა­რე. ამა­ში კი ბე­ბო და ბა­ბუ და­ვიხ­მა­რე. 100 მეტ­რ­ზე ჯერ ბე­ბომ ირ­ბი­ნა, შემ­დეგ ბა­ბუმ. რა თქმა უნ­და, ორი­ვე და­ი­ღა­ლა, მაგ­რამ მა­თი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვი­საც კარ­გია და ჩე­მი და­ვა­ლე­ბის­თ­ვი­საც. 100 მეტ­რი გა­ვამ­რავ­ლე იმ დრო­ზე, რა დრო­შიც და­ფა­რეს მათ ეს მან­ძი­ლი და და­ვად­გი­ნე, რომ 80 წლის ბა­ბუს სიჩ­ქა­რე მე­ტი იყო 76 წლის ბე­ბოს სიჩ­ქა­რე­ზე.

მე მე­გო­ნა პი­რი­ქით მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ გა­სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი მოხ­და. ბევ­რი ვი­ცი­ნეთ. ბა­ბუა ბე­ბოს დას­ცი­ნო­და:

– ასე რო­გორ და­ბერ­დი, რომ მე გა­ჯო­ბე სიჩ­ქა­რე­შიო.

 

 

◊ ◊ ◊

აუცი­ლებ­ლად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, რომ უძ­რა­ვი სხე­უ­ლე­ბი სხვა სხე­უ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის გა­რე­შე ვერ მოძ­რა­ო­ბენ. ესეც ფი­ზი­კა­ში ის­წავ­ლე­ბა. გა­ლი­ლეო გა­ლი­ლე­ის დას­კ­ვ­ნაც ასე­თია: თუ სხე­ულ­ზე სხვა სხე­უ­ლი არ მოქ­მე­დებს, მა­შინ იგი უძ­რა­ვია ან მოძ­რა­ობს თა­ნაბ­რად. მი­სი მტკი­ცე­ბით, თა­ნა­ბა­რი მოძ­რა­ო­ბა სხე­უ­ლის ისე­თი­ვე „ბუ­ნებ­რი­ვი“ მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­გო­რიც უძ­რა­ო­ბა. ამის გარ­და, ამ დრო­ის­თ­ვის, ფი­ზი­კა­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი თე­მე­ბი შე­ვის­წავ­ლე. აი, მა­გა­ლი­თად:

მსოფ­ლიო მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლა – სხე­უ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თ­მი­ზი­დუ­ლო­ბა.

სიმ­ძი­მის ძა­ლა – ძა­ლა, რომ­ლი­თაც დე­და­მი­წა იზი­დავს სხე­ულს.

დრე­კა­დო­ბის ძა­ლა – ძა­ლა, რო­მე­ლიც სხე­უ­ლის დე­ფორ­მა­ცი­ი­სას აღიძ­ვ­რე­ბა და მი­მარ­თუ­ლია სხე­უ­ლის ნა­წი­ლა­კე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­პი­რის­პი­როდ. დე­ფორ­მა­ცია კი სხე­უ­ლის ფორ­მის ან მო­ცუ­ლო­ბის შეც­ვ­ლას ეწო­დე­ბა.

უძ­რა­ო­ბის ხა­ხუ­ნის ძა­ლა – იმ ძა­ლის მო­დუ­ლის ტო­ლია, რო­მე­ლიც ცდი­ლობს სხე­უ­ლის უძ­რა­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნას.

სრი­ა­ლის ხა­ხუ­ნის ძა­ლა – წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა ერ­თი სხე­უ­ლის ზე­და­პირ­ზე მე­ო­რის სრი­ა­ლი­სას.

გორ­ვის ხა­ხუ­ნის ძა­ლა – მოძ­რა­ო­ბის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ძა­ლაა იმ დროს, რო­დე­საც ერ­თი სხე­უ­ლი გო­რავს მე­ო­რის ზე­და­პირ­ზე.

ამ ძა­ლე­ბის სწავ­ლა გა­მი­ჭირ­და და ნერ­ვე­ბიც მეშ­ლე­ბო­და, მაგ­რამ სას­წავ­ლო წე­ლი რო­ცა დას­რულ­და, მივ­ხ­ვ­დი, რომ სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა რთუ­ლი. მე კი ძნე­ლი და მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი მეჩ­ვე­ნე­ბო­და.

◊ ◊ ◊

სახ­ლ­ში ვი­ყა­ვით, რო­ცა ბე­ბოს მა­ღა­ლი წნე­ვა ჰქონ­და.

იმ დღეს ბა­თუმ­ში მივ­დი­ო­დით და აღარ წა­ვე­დით, რად­გან თურ­მე ატ­მოს­ფე­რუ­ლი წნე­ვა იქ უფ­რო მა­ღა­ლია და ბე­ბო­ზე იმოქ­მე­დებ­და. ამი­ტომ, წა­ვე­დით ხუ­ლო­ში, მა­მი­დას­თან, სა­დაც ატ­მოს­ფე­რუ­ლი წნე­ვა შე­და­რე­ბით და­ბა­ლია. ატ­მოს­ფე­რუ­ლი წნე­ვა გარ­კ­ვე­უ­ლი კა­ნო­ნით იკ­ლებს, სი­მაღ­ლეს­თან ერ­თად – 5კმ სი­მაღ­ლე­ზე იგი ზღვის დო­ნე­ზე არ­სე­ბუ­ლი წნე­ვის, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვა­რია. ამას და­ვი­მახ­სოვ­რებ და მეც გა­მო­მად­გე­ბა, რო­ცა დავ­ბერ­დე­ბი.

◊ ◊ ◊

გუ­შინ სამ­ზა­რე­უ­ლოს ვა­ლა­გებ­დი და ზე­თის და­ნახ­ვა­ზე პირ­ვე­ლად დავ­ფიქ­რ­დი: ზე­თი მზე­სუმ­ზი­რი­საა, მაგ­რამ მზე­სუმ­ზი­რი­დან ზეთს რო­გორ იღე­ბენ?

რად­გან მა­მა ასეთ საქ­მე­ებ­ში ერ­კ­ვე­ვა, მას და­ვუს­ვი ეს კითხ­ვა. მა­მამ მი­პა­სუ­ხა, რომ ამის­თ­ვის იყე­ნე­ბენ მან­ქა­ნას, ოღონდ ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სატ­რან­ს­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა წნეხ­ვი­სას… მას­ხ­სოვს, ვის­წავ­ლე, ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი წნე­ხი და გან­მარ­ტე­ბაც გა­მახ­სენ­და…

სწო­რედ ამ წნეხს იყე­ნე­ბენ იქ, სა­დაც დი­დი ძა­ლაა სა­ჭი­რო – ზეთ­სახ­დელ ქარ­ხ­ნებ­ში თეს­ლი­დან (მზე­სუმ­ზი­რა, სოიო და ა.შ.) ზე­თის გა­მო­სა­წუ­რად, ფიც­რის, მუ­ყა­ოს, თი­ვი­სა და სხვა­თა და­საწ­ნე­ხად. ასე­ვე, ქარ­ხ­ნებ­ში ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი წნე­ხე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მან­ქა­ნის ფო­ლა­დის ლილ­ვე­ბის, სარ­კი­ნიგ­ზო თვლე­ბი­სა და პლას­ტ­მა­სის ნა­კე­თო­ბა­თა და­სამ­ზა­დებ­ლად. სწო­რედ ამი­ტომ, ჰიდ­რავ­ლი­კურ წნეხს დი­დი გა­მო­ყე­ნე­ბა აქვს ტექ­ნი­კა­სა და ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა­ში.

– მა­გა­საც ხომ მო­ფიქ­რე­ბა უნ­და, – ვთქვი და სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ლა­გე­ბა გა­ვაგ­რ­ძე­ლე.

◊ ◊ ◊

ასე გრძელ­დე­ბა დღემ­დე ჩე­მი ცხოვ­რე­ბა. ბევ­რი კითხ­ვა მაქვს, რო­მელ­თაც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ფი­ზი­კა პა­სუ­ხობს. ამი­ტომ, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. ფი­ზი­კამ ბევრ კითხ­ვას უპა­სუ­ხა, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტიც გა­მა­გე­ბი­ნა და ეს მოთხ­რო­ბაც და­მა­წე­რი­ნა. იმე­დი მაქვს, ამ მოთხ­რო­ბით ბევრს ის­წავ­ლით, რაც აუცი­ლებ­ლად გა­მო­გად­გე­ბათ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები