27 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად

spot_img

უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად დარეგისტრირებულ პირებს წინასწარი ტესტირების გავლა ელექტრონულად 5 სექტემბრის 09:00 საათიდან 20:00 საათამდე შეეძლებათ.  

საცდელ ტესტირებაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ფასდება.

წინასწარი ტესტირების გასავლელად გამოიყენეთ ბმული: https://online2.naec.ge/prof

დეტალური ინსტრუქცია:

  • ველში – „პირადი ნომერი“ შეიყვანეთ თქვენი თერთმეტნიშნა პირადი ნომერი, რის შემდეგაც  დაინახავთ თქვენს სახელსა და გვარს;
  • „პაროლის“ ველში ჩაწერეთ ციფრები: 10001000 და გამოიყენეთ ღილაკი „დასტური“;
  •  საგნის არჩევის შემდეგ საგნის სახელწოდება მოინიშნება ცისფრად. კვლავ დააჭირეთ ღილაკს „დასტური“ და გაიხსნება პირველი დავალება;
  • თითოეულ დავალებას თან ახლავს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომელთა გასწვრივ მონიშნულია წრეები. კურსორი უნდა მიიტანოთ თქვენ მიერ ამორჩეულ პასუხთან (წრესთან) და მონიშნოთ. წრეში გამუქდება წერტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხი უკვე მოინიშნა. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „დასტური“. პროგრამა შემოგთავაზებთ ახალ დავალებას;
  • თითოეული დავალებისათვის გამოყოფილია 2 წუთი. ამასთან, ამ დროს ემატება დროის რეზერვი – 10 წუთი (კომპიუტერის ეკრანზე არის განთავსებული ტაიმერის აღმნიშვნელი სიმბოლო – ცისფერი ხაზი, რომლითაც იღებთ დროის რეზერვის შესახებ ინფორმაციას). დროის რეზერვი ივსება, თუ ერთ დავალებაზე გამოიყენებთ 2 წუთზე ნაკლებ დროს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ერთ დავალებაზე იყენებთ 2 წუთზე მეტს, დროის რეზერვი იკლებს. დროის რეზერვის ამოწურვის შემდეგ თითოეული დავალება მხოლოდ 2 წუთის განმავლობაში რჩება ეკრანზე, თუკი ამ დროის განმავლობაში არ მონიშნავთ პასუხს, ეს დავალება ავტომატურად გაქრება ეკრანიდან;
  • ტესტირების დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება შესაბამისი შეტყობინება. წინასწარი ტესტირებისას ქულები არ იწერება;
  • მეორე საგნის ასარჩევად გაიმეორეთ პროცედურა თავიდან. ხელახლა შედით ბმულზე და მიჰყევით ინსტრუქციას.
  • საგნის არჩევანში შეზღუდული არ ხართ, მაგრამ ერთსა და იმავე საგანში ტესტირებას ორჯერ ვერ გაივლით.
  • თუ წინასწარი ტესტირების დროს გაგეთიშათ კომპიუტერი ან გაითიშა ელექტროენერგია, პრობლემის მოგვარების შემდეგ დაიწყეთ პროცესი თავიდან, ანუ ბმულზე შესვლიდან აირჩიეთ იგივე საგანი, პროგრამა ავტომატურად გააგრძელებს იმ დავალებიდან, რომლის დროსაც შეწყვიტეთ ტესტირება.

საცდელი ტესტირება  საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაეცნონ თავად სისტემას და ტესტური დავალებების ნიმუშებს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები