24 ნოემბერი, კვირა, 2024

სკო­ლა ორი დი­დი მოღ­ვა­წის ხსოვ­ნას ინა­ხავს

spot_img

ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქი, სო­ფე­ლი ცურ­ტა­ვი, მდი­ნა­რე ხრა­მის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, თბი­ლის-დმა­ნი­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ნა­პი­რას მდე­ბა­რე­ობს, ბოლ­ნი­სი­დან 18 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით. ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში ის V სა­უ­კუ­ნი­დან მო­იხ­სე­ნი­ე­ბა.

ამ დროს აქ ქარ­თ­ლის პი­ტი­ახ­შის და სა­ე­პის­კო­პო­სო­ე­ბის რე­ზი­დენ­ცი­ე­ბი ყო­ფი­ლა. ქა­ლაქ­სა და მის რე­გი­ონ­ში ქარ­თ­ვე­ლი და სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობ­და. ცურ­ტა­ვი ცნო­ბი­ლი იყო რო­გორც კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რა — სწავ­ლობ­დ­ნენ ქარ­თულ და სომ­ხურ მწიგ­ნობ­რო­ბას. აქ მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ: იაკობ ცურ­ტა­ვე­ლი (ხუ­ცე­სი) და მო­სე ცურ­ტა­ვე­ლი (ეპის­კო­პო­სი); აქ უს­წავ­ლია სო­მეხ ის­ტო­რი­კოსს, ლა­ზარ ფარ­პეცს (Vს).

ჟამ­თა სვლამ ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა ცურ­ტა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში: გარ­და­სულ დღე­თა სი­დი­ა­დე­ზე ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვ­რე­ბის ძეგ­ლე­ბის ნან­გ­რე­ვე­ბი და XVIII სა­უ­კუ­ნე­ში აშე­ნე­ბუ­ლი ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­აც მეტყ­ვე­ლებს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­ლო­ცა­ვი კი არა, ჯა­რის მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლიც ყო­ფი­ლა. ახ­ლა აქ დე­და­თა მო­ნას­ტე­რია. დღე­ვან­დე­ლი ცურ­ტა­ვი, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც, შე­და­რე­ბით სხვა ტე­რი­ტო­რი­ას ეწო­დე­ბა და იქ ძი­რი­თა­დი მო­სახ­ლე­ო­ბა ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი არი­ან.

პირ­ვე­ლი დაწყე­ბი­თი სკო­ლა მათ­თ­ვის სა­უ­კუ­ნის წინ, 1921 წელს გა­იხ­ნა, რომ­ლის გამ­გედ მე­მედ რა­ზა­დე და­ი­ნიშ­ნა. 1958 წლი­დან  სკო­ლა ჯერ 7-წლი­ა­ნი გახ­და, შემ­დეგ — 8-წლი­ა­ნი, ხო­ლო 1966 წლი­დან დღემ­დე სა­შუ­ა­ლო სკო­ლის სტა­ტუ­სით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. სტა­ტის­ტი­კა გვამ­ც­ნობს, რომ ცურ­ტა­ვის სა­ბა­ზო სკო­ლა სოფ­ლის 1729 მკვიდრს და­უმ­თავ­რე­ბია, ხო­ლო სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა 1000-ზე მეტს მი­უ­ღია.

დღე­ი­სათ­ვის, ცურ­ტა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში (დი­რექ­ტო­რი — ავ­თან­დილ მა­მე­დო­ვი) 175 მოს­წავ­ლის გა­ნათ­ლე­ბის საქ­მეს 25 მას­წავ­ლე­ბე­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა, მათ­გან ოთხ­მა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. ესე­ნი არი­ან ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბი: მა­რი­ნა რა­მა­ზაშ­ვი­ლი, ირ­მა მა­ი­სუ­რა­ძე, აბას აბა­სო­ვი და გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი გუ­ლუმ­ხან ის­მა­ი­ლო­ვი.

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ის­ტო­რი­უ­ლი სოფ­ლის შე­სა­ხებ, პირ­ველ რიგ­ში, მის­მა მაცხოვ­რებ­ლებ­მა უნ­და იცოდ­ნენ. ამი­ტო­მაც ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ამ მხრივ, თით­ქოს, და­მა­ტე­ბით მი­სი­ა­საც ითავ­სე­ბენ, რომ ჩვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა იცოდ­ნენ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის­თ­ვის რა­ო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოღ­ვა­წის სა­ხელს ატა­რებს მა­თი სო­ფე­ლი, იც­ნობ­დ­ნენ იაკობ ცურ­ტა­ველს რო­გორც მწე­რალს და რო­გორც კა­რის მოძღ­ვარს, აგ­რეთ­ვე, ჩვე­ნი რა­ი­ო­ნის შვილს, დიდ ქარ­თ­ველ მწე­რალს, მე­ი­გა­ვეს, დი­დაქ­ტი­კოს­სა და პო­ლი­ტი­კოსს, სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ანს. მი­სი ღვაწ­ლის სრულ­ფა­სოვ­ნად წარ­მო­ჩე­ნის­თ­ვის სკო­ლა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტიც კი გან­ხორ­ცი­ელ­და, ჩვე­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. პრო­ექ­ტის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში კი­დევ უფ­რო ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ შე­იტყ­ვეს სულ­ხან-სა­ბას ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი, ვიდ­რე ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე შე­ეძ­ლოთ გა­ე­გოთ. ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად უკე­თე­სი შე­დე­გის მომ­ტა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენ­ნა­ი­რი სკო­ლე­ბის­თ­ვის.

ცურ­ტა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა მრა­ვალ­ფე­რო­ვან სას­წავ­ლო პრო­ცესს სთა­ვა­ზობს მოს­წავ­ლე­ებს, პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის სირ­თუ­ლე­ებ­საც კარ­გად გა­ვარ­თ­ვით თა­ვი. მას­წავ­ლებ­ლე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად უხ­ს­ნიდ­ნენ მოს­წავ­ლე­ებს ახალ მა­სა­ლას, აძ­ლევ­დ­ნენ და­ვა­ლე­ბებს და მათ ნა­მუ­შევ­რებ­საც ამოწ­მებ­დ­ნენ, იღებ­დ­ნენ უკუ­კავ­შირს. გაკ­ვე­თი­ლე­ბი ცხრი­ლის მი­ხედ­ვით ტარ­დე­ბო­და, ასე­ვე, მოს­წავ­ლე­ე­ბი „ტე­ლეს­კო­ლა­საც“ აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­დ­ნენ. პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც ისევ პი­რის­პირ სწავ­ლე­ბას და­ვუბ­რუნ­დით, მოს­წავ­ლე­თა უსაფ­რ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლა­ში ზედ­მი­წევ­ნით ვი­ცავ­დით გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის მი­ერ და­წე­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს.

ცურ­ტა­ვის სკო­ლა არ არის მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი, მაგ­რამ რე­ფორ­მის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტ­ში, სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბა­სა თუ ში­და სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში. ჩვე­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბიც არი­ან. მა­თი რიცხ­ვი დღე­ი­სათ­ვის ცო­ტაა, მაგ­რამ ტენ­დენ­ციაა და­დე­ბი­თი და იმე­დი მაქვს, კარ­გი მო­ტი­ვა­ცი­აც იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის.

მა­რი­ნა რა­მა­ზაშ­ვი­ლი

ქარ­თუ­ლი რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები