7 ოქტომბერი, პარასკევი, 2022

სისტემის საფუძველი – უფასოდ სწავლის უფლება

spot_img
სწავ­ლა და სწავ­ლე­ბა შვე­დეთ­ში

შვე­დეთ­ში სწავ­ლე­ბის სის­ტე­მის სა­ფუძ­ვე­ლია იდეა, რომ ყვე­ლას – გა­ნურ­ჩევ­ლად ეროვ­ნე­ბი­სა, რწმე­ნი­სა, ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა – აქვს სრუ­ლი­ად უფა­სოდ სწავ­ლის უფ­ლე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში სულ რამ­დე­ნი­მე ფა­სი­ა­ნი სკო­ლაა, რაც ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ერ სკო­ლა­ში, იქ­ნე­ბა ეს რე­ლი­გი­უ­რი, კერ­ძო თუ სა­ხელ­მ­წი­ფო, მოს­წავ­ლე­ე­ბი უფა­სოდ სწავ­ლო­ბენ და იღე­ბენ ყვე­ლა­ფერს, რაც აუცი­ლე­ბე­ლია სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სკო­ლა არ არი­გებს ზურ­გ­ჩან­თებს, მაგ­რამ არი­გებს მაკ­რა­ტლებს, ქა­ღალ­დებს, ფან­ქ­რებს, აიპა­დებს, ნო­უთ­ბუ­ქებს და ა.შ. გარ­და ამი­სა, მოს­წავ­ლე­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არი­ან ჯან­სა­ღი, გემ­რი­ე­ლი საკ­ვე­ბით; ზო­გი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, და­მა­ტე­ბით, ხილ­საც არი­გებს სა­უზ­მე­ზე.

შვე­დი ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში 7 წლის ასაკ­ში მი­დი­ან, თუმ­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლებ­ში, სა­დაც უცხო­ე­ლი ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ, არის სკო­ლამ­დე­ლი პროგ­რა­მე­ბი და აქ ბავ­შ­ვებს 4-5 წლის ასა­კი­დან შე­უძ­ლი­ათ სწავ­ლის დაწყე­ბა. თა­ვი­დან სას­წავ­ლო დღე 6-სა­ა­თი­ა­ნია, 11 წლის ასაკ­ში ეს გან­რი­გი შე­იძ­ლე­ბა, შე­იც­ვა­ლოს. 12 წლამ­დე ნიშ­ნე­ბი არ იწე­რე­ბა. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ვრცელ ან­გა­რიშს წე­რენ იმის თა­ო­ბა­ზე, რა იცის ბავ­შ­ვ­მა და რა პრობ­ლე­მე­ბი აქვს, თუმ­ცა ეს შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მას არ უკავ­შირ­დე­ბა.

15 წლის ასაკ­ში ბავ­შ­ვე­ბი ირ­ჩე­ვენ, რო­მელ სკო­ლა­ში გა­ნაგ­რ­ძონ სწავ­ლა. ამ სკო­ლებ­ში ყვე­ლა ძი­რი­თად სა­განს ას­წავ­ლი­ან, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე აქ მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, თუ­კი მოს­წავ­ლე მე­დი­კო­სო­ბას აპი­რებს, ის გიმ­ნა­ზი­ა­ში (სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში) შე­დის, რო­მელ­საც ამ­თავ­რებს, რო­გორც კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი და რო­გორც მედ­დის თა­ნა­შემ­წე. ბევ­რი სპე­ცი­ა­ლო­ბა მთელ ქვე­ყა­ნა­შია გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, ამი­ტომ, ზო­გი მოს­წავ­ლე ამ დროს ში­ნი­დან და­დის ან ირ­ჩევს გიმ­ნა­ზი­ას, რო­მე­ლიც ამავ­დ­რო­უ­ლად პან­სი­ო­ნი­ცაა.

შვე­დეთ­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბაც უფა­სოა, ასე რომ, ბევ­რი მოს­წავ­ლე, გიმ­ნა­ზი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, პირ­და­პირ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­დის.

სას­კო­ლო კა­ლენ­და­რი

სწავ­ლა აგ­ვის­ტო­ში იწყე­ბა და ივ­ნის­ში მთავ­რ­დე­ბა. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მი გრძე­ლი არ­და­დე­გე­ბია: ოქ­ტომ­ბერ­ში – ყვე­ლას რომ შე­ეძ­ლოს თბილ ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა; თე­ბერ­ვალ­ში, რო­მელ­საც სპორ­ტულ არ­და­დე­გებს უძა­ხი­ან და ყვე­ლას შე­უძ­ლია, ალ­პებ­ში გა­ემ­გ­ზავ­როს სათხი­ლა­მუ­როდ; და აპ­რილ­ში, სა­აღ­დ­გო­მო არ­და­დე­გე­ბი, ისევ უფ­რო თბილ ქვე­ყა­ნა­ში გა­სამ­გ­ზავ­რებ­ლად. გარ­და ამი­სა, ორ­კ­ვი­რი­ა­ნი არ­და­დე­გე­ბია სა­შო­ბა­ოდ და ექ­ვ­ს­კ­ვი­რი­ა­ნი – ზაფხულ­ში.

სკო­ლე­ბი ის­ვე­ნე­ბენ 12-ივე „წი­თელ დღეს“ – ეროვ­ნულ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე: ასე­თია შვე­დე­თის ეროვ­ნუ­ლი დღე და რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა ამაღ­ლე­ბა, აღ­დ­გო­მა, შო­ბა… სა­ხელ­წო­დე­ბა „წი­თე­ლი დღე­ე­ბი“ იმ პე­რი­ო­დი­დან მო­დის, რო­ცა კა­ლენ­დარ­ზე უქ­მე­ე­ბი წი­თე­ლი შრიფ­ტით იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი.

სან­ტა-ლუ­სია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შვე­დუ­რი დღე­სას­წა­უ­ლია, მაგ­რამ უქ­მე არ არის, ამი­ტომ ამ დღეს სკო­ლე­ბი და და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მუ­შა­ობს. ამ დღეს ოჯახ­ში უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი სტი­ლის სა­ღა­მურ პე­რან­გ­ში გა­მო­ეწყო­ბა, თავ­ზე ელე­მენ­ტე­ბით მო­მუ­შა­ვე სან­თ­ლე­ბის გვირ­გ­ვი­ნი ად­გას. ის და მი­სი და-ძმე­ბი მშობ­ლებს სა­გან­გე­ბო, ზაფ­რა­ნი­ა­ნი ფუნ­თუ­შით ესალ­მე­ბი­ან და ტრა­დი­ცი­ულ სიმ­ღე­რას მღე­რი­ან. ამ დღეს ყვე­ლა სკო­ლა­ში ლუ­სი­ე­ბის მსვლე­ლო­ბა ეწყო­ბა, რო­მელ­საც წინ მთა­ვა­რი ლუ­სია და მი­სი ამა­ლა მი­უძღ­ვე­ბა. გო­გო­ნებს სან­თ­ლე­ბის გვირ­გ­ვი­ნე­ბი ად­გათ, ბი­ჭებს ვარ­ს­კ­ვა­ლა­ვი­ა­ნი ქუ­დე­ბი ახუ­რავთ – ჯა­დოქ­რე­ბი­ვით. სას­კო­ლო პრო­ცე­სი­ის­თ­ვის მთა­ვარ ლუ­სი­ას სკო­ლა­ში ირ­ჩე­ვენ, მშობ­ლე­ბის­თ­ვის ეწყო­ბა ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი კონ­ცერ­ტი, სა­დაც სრულ­დე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი შვე­დუ­რი სა­შო­ბაო სიმ­ღე­რე­ბი და სან­ტა-ლუ­სი­ას სიმ­ღე­რე­ბი. ამის მე­რე ყვე­ლას ლუ­სი­ას ტრა­დი­ცი­ულ ფუნ­თუ­შებს ური­გე­ბენ.

შვე­დეთ­ში სას­კო­ლო დღის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა სკო­ლა­ზე, მოს­წავ­ლე­ე­ბის ასაკ­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ძი­რი­თა­დად, ექვს-სა­ა­თი­ა­ნი დღეა, თუმ­ცა ბევ­რი მოს­წავ­ლე სკო­ლა­ში, ყო­ველ­დღე, სხვა­დას­ხ­ვა დროს და­დის. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი 40-60 წუთს გრძელ­დე­ბა, კლა­სე­ბი რა­ო­დე­ნობ­რი­ვად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. მშობ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ე­რი სკო­ლა აირ­ჩი­ონ სა­კუ­თარ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ამი­ტომ კლას­ში შე­იძ­ლე­ბა, 35 მოს­წავ­ლეც იყოს, თუმ­ცა ასეთ კლა­სებ­ში მას­წავ­ლე­ბელს თა­ნა­შემ­წე ჰყავს.

სას­წავ­ლო პრო­ცე­სი

პე­და­გოგ­თა მთა­ვა­რი მი­ზა­ნი – გა­მო­ავ­ლი­ნონ და გა­ნა­ვი­თა­რონ თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის ნი­ჭი, ას­წავ­ლონ მიზ­ნის და­სახ­ვა და მიღ­წე­ვა. პე­და­გოგს მკაც­რი, მი­თი­თე­ბე­ბის გამ­ცე­მი მას­წავ­ლებ­ლის კი არა, დამ­ხ­მა­რის რო­ლი ენი­ჭე­ბა. მა­ინც, რა არის შვე­დუ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი?

🔎ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა და პა­ტი­ვის­ცე­მა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი ფორ­მა­ლუ­რად ბა­გა­ში იწყე­ბა: ბავ­შ­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ბა­გა­ში 1,5-2 წლის ასაკ­ში მი­დის. სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა შვე­დუ­რი სის­ტე­მის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და ყვე­ლას­თ­ვის მი­საწ­ვ­დო­მია – ნე­ბის­მი­ე­რი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ოჯა­ხის­თ­ვის. შვე­დუ­რი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში უდი­დეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს თა­მაშს. გენ­დე­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა, მი­სი მი­ზა­ნია, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა ბავშვს თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჰქონ­დეს, სქე­სის მი­უ­ხე­და­ვად. 6 წლის ასაკ­ში ყვე­ლა ბავ­შ­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ად­გი­ლით მო­სამ­ზა­დე­ბელ კლას­ში, სა­დაც ისი­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის პირ­ველ სა­ფე­ხუ­რებს ეც­ნო­ბი­ან.

ბავ­შ­ვის პი­როვ­ნუ­ლო­ბა და ღირ­სე­ბა ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია. შვე­დეთ­ში ბავ­შ­ვებს ისე­თი­ვე პა­ტი­ვის­ცე­მით ექ­ცე­ვი­ან, რო­გორც მოზ­რ­დი­ლებს.

ამ­დე­ნად, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კლა­სე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჯგუ­ფუ­რად მე­ცა­დი­ნე­ობს, მას­წავ­ლე­ბე­ლი არას­დ­როს აძ­ლევს თავს უფ­ლე­ბას, სა­ჯა­როდ, ერ­თი შე­ა­ქოს და მე­ო­რე და­ტუქ­სოს. ბავ­შ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა ან ქცე­ვა სკო­ლა­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა, ბავ­შ­ვ­თან და მის მშობ­ლებ­თან. სკო­ლა­ში საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებს და კლა­სის გა­რეთ მო­მუ­შა­ვე მას­წავ­ლებ­ლებს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი უტარ­დე­ბათ და სერ­ტი­ფი­კა­ტი მო­ეთხო­ვე­ბათ.

🔎 არა­ვი­თა­რი ნიშ­ნე­ბი მე­ექ­ვ­სე კლა­სამ­დე

VI კლა­სამ­დე მოს­წავ­ლე­ებს ნიშ­ნე­ბი არ ეწე­რე­ბათ. შვე­დე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამან შე­იძ­ლე­ბა, გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და შე­ჯიბ­რი ან სტრე­სი გა­მო­იწ­ვი­ოს. ბო­ლო ასი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შვე­დეთ­მა ცოდ­ნის შე­ფა­სე­ბის არა­ერ­თი სის­ტე­მა მო­სინ­ჯა. 2011 წელს სამ­ქუ­ლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბი­დან ექ­ვ­ს­ქუ­ლი­ან­ზე გა­და­ვიდ­ნენ: A (სა­მა­გა­ლი­თო), B (სა­უცხოო), C (კარ­გი), D (და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი), E (მი­სა­ღე­ბი), F (ჩაჭ­რი­ლი).

მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლებს შო­რის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი, ცხა­რე კა­მა­თის სა­გა­ნია. შვე­დე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ და­ან­გა­რი­შე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სის­ტე­მა ყო­ველ­თ­ვის არას­რულ­ყო­ფი­ლია და უსა­მარ­თ­ლო. ამ­დე­ნად, შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მი­სად­მი ახ­ლე­ბუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მუდ­მე­ბუ­ლი გან­ხილ­ვის სა­გა­ნია პარ­ლა­მენ­ტ­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

🔎 გა­ნათ­ლე­ბა თა­მა­შით

I-III კლა­სებ­ში სას­წავ­ლო პროგ­რა­მა მო­ი­ცავს მა­თე­მა­ტი­კას, შვე­დურს, მე­ო­ჯა­ხე­ო­ბას, სო­ცი­ა­ლურ გაკ­ვე­თი­ლებ­სა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბას. გაკ­ვე­თი­ლებს, ძი­რი­თა­დად, თა­მა­შის ფორ­მა აქვს. 7-10 წლის ასაკ­ში ბავ­შ­ვე­ბი აქ­ტი­უ­რად ერ­თ­ვე­ბი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ში და გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში. მა­გა­ლი­თად, ერ­თად უყუ­რე­ბენ ახა­ლი ამ­ბე­ბის პროგ­რა­მას ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად გა­და­ი­ცე­მა შვე­დე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ით და მარ­ტი­ვად და ნათ­ლად აც­ნობს ბავ­შ­ვებს შვე­დეთ­ში თუ მსოფ­ლი­ო­ში მომ­ხ­დარ ახალ ამ­ბებს. ამის შემ­დეგ მსჯე­ლო­ბენ ნა­ნახ­სა და მოს­მე­ნილ­ზე.

III კლა­სი­დან ბავ­შ­ვე­ბი ინ­გ­ლი­სუ­რის სწავ­ლას იწყე­ბენ. ჯერ გრა­მა­ტი­კა­სა და და­ზე­პი­რე­ბა­ზე არა­ვინ აწუ­ხებთ. სწავ­ლო­ბენ მარ­ტივ სიმ­ღე­რებს, დათ­ვ­ლას, თა­მა­ში­სას სწავ­ლო­ბენ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვას და გა­მოთ­ქ­მას.

ცხრილ­ში არის ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დაც, ოღონდ, უმე­ტე­სად, მო­ბი­ლუ­რი თა­მა­შე­ბით და თუ შე­სა­ფე­რი­სი ამინ­დია, ბუ­ნე­ბა­ში გას­ვ­ლით. ბავ­შ­ვებს, ყვე­ლა­ზე მე­ტად, მე­ო­ჯა­ხე­ო­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი უყ­ვართ. ბი­ჭე­ბი და გო­გო­ნე­ბი ერ­თად სწავ­ლო­ბენ კერ­ვას და ქსო­ვას, თა­ვი­სი ხე­ლით აკე­თე­ბენ სა­თა­მა­შო­ებს და მარ­ტივ სა­ო­ჯა­ხო ნივ­თებს, კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ და აცხო­ბენ მარ­ტი­ვი რე­ცეპ­ტე­ბით.

შემ­დ­გომ­ში საგ­რ­ძ­ნობ­ლად იზ­რ­დე­ბა რო­გორც დატ­ვირ­თ­ვა, ასე­ვე ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის მოთხოვ­ნე­ბი. მე­ტი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა აქვთ, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, და­მო­უ­კი­დებ­ლად აირ­ჩი­ონ საგ­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, VI კლა­სი­დან შე­უძ­ლი­ათ, ინ­გ­ლი­სუ­რის გარ­და, კი­დევ ერ­თი ენის არ­ჩე­ვა. ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ენე­ბია გერ­მა­ნუ­ლი, ფრან­გუ­ლი და ეს­პა­ნუ­რი. ბო­ლო წლებ­ში, სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ში, მე­ტი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას.

🔎 ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კომ­ფორ­ტი პრი­ო­რი­ტე­ტია

ბავ­შ­ვე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სი­ჯან­სა­ღე შვე­დურ სკო­ლებ­ში პრი­ო­რი­ტე­ტია. ყვე­ლა სკო­ლა­ში არის ზე­დამ­ხედ­ვე­ლი, რო­მელ­საც ბავ­შ­ვე­ბი მი­მარ­თა­ვენ სა­ლა­პა­რა­კოდ ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე –  აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე, სირ­თუ­ლე­ებ­ზე ოჯახ­ში თუ თა­ნა­ტო­ლებ­თან. გარ­და ამი­სა, მას­წავ­ლებ­ლებს რე­გუ­ლა­რუ­ლად აქვთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­უბ­რე­ბი ყო­ველ ბავ­შ­ვ­თან, რომ­ლის დრო­საც ცდი­ლო­ბენ, გა­არ­კ­ვი­ონ, რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს ბავ­შ­ვი კლას­ში, თა­ნაკ­ლა­სელ­თა შო­რის, აქვს თუ არა დრო სა­მე­ცა­დი­ნოდ, მშობ­ლებს და­მა­ტე­ბი­თი დახ­მა­რე­ბა ხომ არ სჭირ­დე­ბათ.

ყო­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწყის­სა და ბო­ლოს მოს­წავ­ლე­ე­ბი ფას­დე­ბი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ბავ­შ­ვ­სა და მშობ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ. ამ სა­უბ­რის მი­ზა­ნია, ბავ­შ­ვის დახ­მა­რე­ბა, სწავ­ლი­სას პრობ­ლე­მუ­რი სფე­რო­ე­ბის დად­გე­ნა და იმის გა­გე­ბა, რა­ზე უნ­და იმუ­შა­ოს მო­მა­ვალ­ში. მას­წავ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ მო­დე­რა­ტო­რია, მი­მარ­თუ­ლე­ბას აძ­ლევს კითხ­ვე­ბით, ეხ­მა­რე­ბა ბავშვს აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, მაგ­რამ თავს არ ახ­ვევს სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბას.

🔎 პა­სუ­ხი თუ იცი, და­ა­სა­ბუ­თე

პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტი­სას, მა­გა­ლი­თად, მა­თე­მა­ტი­კა­ში, ფი­ზი­კა­ში ან ქი­მი­ა­ში, შვე­დუ­რი სკო­ლა ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებს, თუ რო­გორ აზ­როვ­ნებს, რო­გორ აანა­ლი­ზებს ბავ­შ­ვი სა­კითხს. სხვა სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, არ­სე­ბი­თია არა მარ­ტო სწო­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მა, არა­მედ იმის ჩვე­ნე­ბა, თუ რო­გორ მი­ვი­და მოს­წავ­ლე ამ გა­დაწყ­ვე­ტამ­დე.

🔎 გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის

მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც უჭირთ კითხ­ვა და/ან წე­რა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არი­ან მას­წავ­ლებ­ლის და­მა­ტე­ბი­თი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბით. ზო­გი­ერ­თი ბავ­შ­ვის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა, გა­მოწ­ვე­ვა იყოს ფო­კუ­სი­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლის ნათ­ქ­ვამ­ზე. სტა­ტის­ტი­კუ­რად, ყვე­ლა კლას­ში არის ბავ­შ­ვი ADHD (ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა) დი­აგ­ნო­ზით. ამ ბავ­შ­ვებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბათ, რა­თა ის­წავ­ლონ კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა, რო­გორ არ გა­და­ი­ტა­ნონ ყუ­რადღე­ბა სხვა რა­მე­ზე. მათ­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა მუ­შავ­დე­ბა, რა­თა თა­ნა­ტო­ლებს არ ჩა­მორ­ჩ­ნენ და სრუ­ლად გა­მო­ავ­ლი­ნონ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

♦ ♦ ♦ 

შვე­დე­თი სა­უცხოო ქვე­ყა­ნაა სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის­თ­ვის. მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვად ირ­ჩევს, რა და რო­გორ ას­წავ­ლოს, სკო­ლა კი დროს გა­მოჰ­ყოფს პე­და­გო­გე­ბის აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის. ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი მი­ნი-სკო­ლაა, რომ­ლებ­საც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი გა­ნა­გებს. ეს სკო­ლე­ბი მას­წავ­ლებ­ლებს სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი იძა­ხე­ბენ „ბუ­ნე­ბის სკო­ლას“  და უხ­ს­ნი­ან, რა ტი­პის გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა უნ­დათ, „ბუ­ნე­ბის სკო­ლის“ მას­წავ­ლებ­ლე­ბი კი ამ გაკ­ვე­თი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბას კის­რუ­ლო­ბენ და ბავ­შ­ვე­ბი სას­წავ­ლად ბუ­ნე­ბა­ში გაჰ­ყავთ. არის „კულ­ტუ­რის სკო­ლე­ბი“, სა­დაც ტარ­დე­ბა მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი ცეკ­ვა­ში, მუ­სი­კა­სა და დრა­მა­ტულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. გაკ­ვე­თი­ლებ­ზე იყე­ნე­ბენ ყუ­თებს არ­ტე­ფაქ­ტე­ბით; ყვე­ლა ეს რე­სურ­სი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია და მას­წავ­ლებ­ლებს ბავ­შ­ვე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

The ESL Nexus-ისა და Daily Scandinavian-ის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით

მო­ამ­ზა­და ნი­ნო მეტ­რე­ველ­მა

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები