23 ნოემბერი, შაბათი, 2024

საკ­რა­უ­ლის სკო­ლის ის­ტო­რია

spot_img

სო­ფე­ლი საკ­რა­უ­ლა (ყო­ფი­ლი კიკ­ნა­ვე­ლე­თი) და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, იმე­რე­თის მხა­რე­ში, ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს, მდი­ნა­რე საკ­რა­უ­ლის მარ­ჯ­ვე­ნა მხა­რეს. გა­და­ჭი­მუ­ლია და­სავ­ლე­თი­დან აღ­მო­სავ­ლე­თი­სა­კენ 8 კი­ლო­მეტ­რ­ზე, ზღვის დო­ნი­დან –  480 მეტ­რი, ბაღ­და­თი­დან 21 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით. აღ­მო­სავ­ლე­თით ესაზღ­ვ­რე­ბა ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს.

სო­ფელ საკ­რა­უ­ლას, და­ახ­ლო­ე­ბით, ოთხ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს. მი­სი თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ხე­ლია „კიკ­ნა­ვე­ლე­თი“, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ამ სოფ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირ­ველ­მო­სახ­ლე კიკ­ნა­ვე­ლი­ძე­ე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლოს­თან. 1937 წელს, ისე­ვე რო­გორც ბაღ­და­თი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ სხვა ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­უ­ლებს, სო­ფელ „კიკ­ნა­ვე­ლეთ­საც“ შე­ეც­ვა­ლა სა­ხელ­წო­დე­ბა და ამა­ვე სოფ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი მდი­ნა­რის – საკ­რა­უ­ლის სა­ხე­ლი ეწო­და. ასე ეწო­დე­ბა დღე­საც.

მდი­ნა­რე საკ­რა­უ­ლა სა­თა­ვეს იღებს ხა­რა­გა­უ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი „სა­მეცხ­ვა­რე­ოს“ მთი­დან, რო­მე­ლიც შე­სუ­ლია ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი ტყე-პარ­კის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

სა­ხელ­წო­დე­ბა საკ­რა­უ­ლა მი­ღე­ბუ­ლია „კრა­ვი“-სა­გან – „საკ­რა­ვე ად­გი­ლე­ბი“. ხალ­ხუ­რი რწმე­ნით, მდი­ნა­რეს საკ­რა­უ­ლა იმი­ტომ შერ­ქ­მე­ვია, რომ ზაფხუ­ლო­ბით მი­სი სა­თა­ვე ისე პა­ტა­რავ­დე­ბა, რომ კრავ­საც კი შე­უძ­ლია ზედ გა­დახ­ტო­მა.

ის­ტო­რი­უ­ლად, რო­ცა დამ­პყ­რობ­თა ხელ­ში მო­ექ­ცე­ო­და ქუ­თა­ი­სი-არ­გ­ვე­თის სამ­თავ­რო და შო­რა­პა­ნი, მა­შინ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­და­სას­ვ­ლე­ლი ერ­თა­დერ­თი გზა სწო­რედ საკ­რა­უ­ლის ხე­ო­ბის გავ­ლით იყო – ფერ­სა­თი­დან მა­რე­ლი­სამ­დე და იქი­დან კი, ლი­ხის მთის გა­და­ლახ­ვით.

1848 წლი­დან 1918 წლამ­დე, სო­ფელ­ში მოქ­მე­დებ­და ღვთის­მ­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია. 1918 წლი­დან, ბოლ­შე­ვი­კუ­რი რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იძუ­ლე­ბით შეწყ­ვე­ტილ იქ­ნა ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა, უფ­რო მე­ტიც, 1946 წელს ღვთის­მ­შობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია და­ან­გ­რი­ეს და ეკ­ლე­სი­ის გათ­ლი­ლი ქვე­ბით სოფ­ლის კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის შე­ნო­ბა ააშე­ნეს.

საბ­ჭო­თა ეპო­ქის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა, თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ე­ხა­ტა სურ­ვი­ლი ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბის წე­სის აღ­ს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, კვლავ და­იწყო და გა­ნახ­ლ­და ეკ­ლე­სი­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, მათ შო­რის, აღ­ნიშ­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის აღ­დ­გე­ნა. ღვთის­მ­შობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის აღ­დ­გე­ნას სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა და დი­დი ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯი გა­ი­ღო ზუ­რაბ ორ­ჯო­ნი­კი­ძემ. ასე­ვე, სხვათა დახ­მა­რე­ბით აღდგა სო­ფელ საკ­რა­უ­ლა­ში ნან­გ­რე­ვე­ბად ქცე­უ­ლი ე­კ­ლე­სია, რო­მე­ლიც დღე­საც ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. (ცნო­ბი­სათ­ვის – დღეს­დღე­ო­ბით სო­ფელ საკ­რა­უ­ლა­ში სა­მი მოქ­მე­დი ეკ­ლე­სიაა).

ის­ტო­რი­უ­ლი არ­ქი­ვის ცნო­ბით, 1940 წელს, საკ­რა­უ­ლა­ში 48 გვა­რის 388 კომ­ლი ცხოვ­რობ­და, ხო­ლო 1950 წელს – 50 გვა­რის 370 კომ­ლი; 2002 წლი­სათ­ვის სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა 433 ადა­მი­ანს შე­ად­გენ­და; 2014 წლი­სათ­ვის კი – 242 ადა­მი­ანს. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სო­ფელ­ში 200 მდე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

სო­ფელ საკ­რა­უ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას, თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, დი­დი წვლი­ლი შეჰ­ქონ­და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში. მათ შო­რის, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის წვლი­ლი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში – და­ახ­ლო­ე­ბით, 400 ადა­მი­ა­ნი იყო გაწ­ვე­უ­ლი, ხო­ლო უკან ნა­ხე­ვა­რიც არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მა­თი სა­ხე­ლე­ბის უკ­ვ­დავ­სა­ყო­ფად, მო­ქან­და­კე ავ­თან­დილ კიკ­ნა­ვე­ლი­ძემ, 1975 წელს, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დამ­თავ­რე­ბის 30-ე წლის­თავ­ზე, სო­ფელს შინ­მო­უს­ვ­ლელ­თა მე­მო­რი­ა­ლი უსახ­სოვ­რა.

       

სოფ­ლის ის­ტო­რი­ას­თან შე­და­რე­ბით, ნაკ­ლე­ბი ის­ტო­რია აქვს საკ­რა­უ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლას, რად­გან სო­ფელ­ში პირ­ვე­ლი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა 1895 წელს გა­იხ­ს­ნა, ე.წ. „სამ­რევ­ლო სკო­ლა“. თუმ­ცა, ამ სკო­ლამ დი­დი ვე­რა­ფე­რი ცოდ­ნა შეს­ძი­ნა სოფ­ლის ახალ­გაზ­რ­დო­ბას, რად­გან ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რის არარ­სე­ბო­ბის გა­მო, წე­ლი­წად­ში, 4-5 მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ინც უნ­და შეც­ვ­ლი­ლი­ყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ხარ­ჯ­საც სწევ­და და ფულ­საც იხ­დი­და, გა­ნათ­ლე­ბის საქ­მე წინ ვერ მი­დი­ო­და, მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ეკარ­გე­ბო­და.

სო­ფელ საკ­რა­უ­ლა­ში (მა­შინ­დელ კიკ­ნა­ვე­ლეთ­ში) მდგო­მა­რე­ო­ბა მას შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა, რაც 1903 წელს გა­იხ­ს­ნა პირ­ვე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო სკო­ლა,“რომ­ლის გახ­ს­ნა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ამა­ვე სოფ­ლის მკვიდ­რის, დი­დი ქარ­თ­ვე­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის – ყა­რა­მან კიკ­ნა­ვე­ლი­ძის სა­ხელ­თან.

ყა­რა­მან­მა თხოვ­ნით მი­მარ­თა მა­შინ­დელ მთავ­რო­ბას და აღუთ­ქ­ვა: „ვწი­რავ ად­გილს ღი­რე­ბულს ათას მა­ნე­თად, ავა­გებ სკო­ლის შე­ნო­ბას და მოწყო­ბა­საც მე ვკის­რუ­ლობ, ამას გარ­და გა­ნა­თე­ბა, მუ­შა და მო­სამ­სა­ხუ­რე ჩე­მი იყოს, მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლებს და­ე­ნიშ­ნოს ჯა­მა­გი­რი ხა­ზი­ნი­დან.“

ყა­რა­მან კიკ­ნა­ვე­ლი­ძის მი­ერ გახ­ს­ნილ სკო­ლა­ში, იმა­ვე წელს, 40-მდე მოს­წავ­ლემ მო­ი­ყა­რა თა­ვი. სო­ფელ­ში სწავ­ლის სურ­ვი­ლი მა­ნამ­დეც ბევრს ჰქონ­და, მაგ­რამ უსახ­ს­რო­ბის გა­მო ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ, ამი­ტო­მაც სოფ­ლის მცხოვ­რე­ბი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ბავ­შ­ვებს წე­რა-კითხ­ვას უსას­ყიდ­ლოდ ას­წავ­ლიდ­ნენ.

ასე­თე­ბი იყ­ვ­ნენ: მღვდე­ლი ნი­კა­ლა კიკ­ნა­ვე­ლი­ძე, კო­ტე აბა­ში­ძე, კი­რი­ლე ჯა­ფა­რი­ძე, სამ­სონ მას­ხა­რაშ­ვი­ლი, სავ­ლე ორ­ჯო­ნი­კი­ძე და სხვე­ბი.

♦ 1903 წელს გახ­ს­ნი­ლი ერ­თ­წ­ლი­ა­ნი სა­სოფ­ლო დაწყე­ბი­თი სკო­ლა, 1924 წელს, ოთხ­წ­ლი­ან დაწყე­ბით სკო­ლად გა­და­კეთ­და; 1930 წლი­დან არას­რუ­ლი სა­შუ­ა­ლო შვიდ­კ­ლა­სი­ა­ნი სკო­ლა გახ­და, 1938 წლი­დან კი უკ­ვე სა­შუ­ა­ლო სკო­ლის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო.

♦ 1930 წელს დაწყე­ბი­თი სკო­ლის გამ­გე მას­წავ­ლებ­ლად და­ი­ნიშ­ნა გრი­შა გი­ორ­გა­ძე, მას­წავ­ლებ­ლად — რა­ი­სა გი­ორ­გა­ძე. 1932 წელს არას­რუ­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ნუ­ლია და­ვით დოგ­რაშ­ვი­ლი, ხო­ლო 1933 წლი­დან – ვა­ლე­რი­ან დოგ­რაშ­ვი­ლი, 1933 წელს უკ­ვე პირ­ვე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი – გი­გი­შა კიკ­ნა­ვე­ლი­ძე.

♦ 1934-35 წლებ­ში პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწე­ოდ­ნენ სოფ­ლის მკვიდ­რ­ნი: ან­გე­ლი­ნა კიკ­ნა­ვე­ლი­ძე და ბი­ძი­ნა კუპ­რა­ძე. 1937-38 წლებ­ში სკო­ლის დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და გი­ვი ენ­დე­ლა­ძე, 1938-1939 წლებ­ში, უკ­ვე სა­შუ­ა­ლო სკო­ლის პირ­ველ დი­რექ­ტო­რად –  ვა­ლე­რი­ან ბრე­გა­ძე.

♦ 1945 წლი­დან სკო­ლის დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ნუ­ლია ალი­ო­შა (ალექ­სან­დ­რე) გუმ­ბე­რი­ძე, ხო­ლო 1949 წლი­დან – პირ­ვე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რი, ქუ­თა­ი­სის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის გე­ოგ­რა­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ზუ­რაბ კიკ­ნა­ვე­ლი­ძე, რო­მე­ლიც ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ედ­გა სა­თა­ვე­ში მშობ­ლი­ურ სკო­ლას.

♦ 1986 წლი­დან სკო­ლის დი­რექ­ტო­რად ამა­ვე სკო­ლის პე­და­გო­გი ირა არ­ში­ლა­ვა და­ი­ნიშ­ნა, რო­მელ­საც ქუ­თა­ი­სის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 1969 წლი­დან, გა­ნა­წი­ლე­ბით მო­უ­წია მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა სო­ფელ საკ­რა­უ­ლა­ში.

2006 წლი­დან საკ­რა­უ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლას სა­თა­ვე­ში უდ­გე­ბა ამა­ვე სოფ­ლის მკვიდ­რი ტა­რი­ელ კიკ­ნა­ვე­ლი­ძე, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია და 1995 წლი­დან მუ­შა­ობს ამა­ვე სკო­ლა­ში ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლად.

2012 წლი­დან დღემ­დე, საკ­რა­უ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს ამა­ვე სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის პე­და­გო­გი ლელა გურ­გენიძე, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს ქუ­თა­ი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მა­თე­მა­ტი­კის სპე­ცი­ა­ლო­ბით.

ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი ტყე-პარ­კის შექ­მ­ნის შემ­დეგ, ტყე-პარკს ეკუთ­ვ­ნის სო­ფელ საკ­რა­უ­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ასე­უ­ლო­ბით ჰექ­ტა­რი მი­წის ფარ­თო­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2000 წელს, საკ­რა­უ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლას მსოფ­ლიო ბან­კის და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­უ­ტარ­და სრუ­ლი კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი.

არ შე­იძ­ლე­ბა არ აღ­ვ­ნიშ­ნოთ ყა­რა­მან კიკ­ნა­ვე­ლი­ძის ღვაწ­ლი. პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­მა­არ­სე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრე­ბა­ზე დარ­ბაზ­ში შე­ვი­და ყა­რა­მან კიკ­ნა­ვე­ლი­ძე, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს გა­დას­ცა კონ­ვერ­ტი და კრე­ბი­დან წა­ვი­და. კონ­ვერ­ტ­ში წე­რი­ლი იდო, რო­მელ­ზეც ეწე­რა: „ღრმად პა­ტივ­ცე­მუ­ლო ბა­ტო­ნო ივა­ნე! ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის აზ­რ­მა უზო­მოდ გა­მა­ხა­რა, ვი­ნა­ი­დან ვგრძნობ, რომ ამ აზ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნას აღორ­ძი­ნე­ბის ახა­ლი ხა­ნა უდ­გე­ბა. ნე­ბა მი­ბო­ძეთ ,მე, რო­გორც ჩვე­ნი ერის წინ­მ­ს­ვ­ლე­ლო­ბის მო­ნატ­რე ერ­თ­მა ქარ­თ­ველ­თა­გან­მა, ერ­თ­დ­რო­ულ დახ­მა­რე­ბად ჯერ­ჯე­რო­ბით მო­გარ­თ­ვათ ასი თუ­მა­ნი (ათა­სი მა­ნე­თი) ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­სა­არ­სე­ბე­ლი თან­ხის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. იმე­დია, თქვე­ნის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­ყა­ი­თო­ბით, ჩვენს სამ­შობ­ლოს მა­ლე ეღირ­სე­ბა სა­კუ­თა­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი ჩვენს დე­და­ქა­ლაქ ტფი­ლის­ში.

დავ­რ­ჩე­ბი მა­რა­დის თქვე­ნი ღრმად პა­ტი­ვის­მ­ცე­მე­ლი, ყა­რა­მან კიკ­ნა­ვე­ლი­ძე – ღვი­ნო­ბის­თ­ვის 8. 1917 წე­ლი.“

1917 წლის ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში ყა­რა­მან­მა და მის­მა ძმებ­მა დი­დი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას – გა­ზეთ „ალი­ო­ნის“ რე­დაქ­ცი­ას მი­წა შე­უ­ძი­ნეს და აუშე­ნეს ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა; დე­კემ­ბერ­ში შე­ი­ძი­ნეს მი­წა, დაწყე­ბუ­ლი ვა­რა­ზის ხე­ვი­დან  ვა­კის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ის ჩათ­ვ­ლით.

1918 წელს და­უკ­ვე­თეს ამ მი­წა­ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტ­თა ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის შედ­გე­ნა, მაგ­რამ 1918 წლის 13 თე­ბერ­ვალს ყა­რა­მა­ნი და მი­სი მე­უღ­ლე ოლი­კო ქვა­რი­ა­ნი, ორი­ვე ძმა (ნი­კო­ლო­ზი და შალ­ვა), დე­და მარ­თა, და ანე­ტა, ანუ კიკ­ნა­ვე­ლი­ძე­ე­ბის დი­დი ოჯა­ხის ექ­ვ­სი წევ­რი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცოცხ­ლეს.

აუცი­ლებ­ლად აღ­სა­ნიშ­ნა­ვი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია სო­ფელ საკ­რა­უ­ლის მკვიდ­რის, ან­დ­რო კიკ­ნა­ვე­ლი­ძის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც „თო­ხის მუ­ში­დან აკა­დე­მი­კო­სო­ბამ­დე“ გზა გან­ვ­ლო დი­დი ღირ­სე­ბით, პე­და­გო­გი­უ­რი და მეც­ნი­ე­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბით. პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით და თავ­და­დე­ბით, ბა­ტო­ნი ან­დ­რო გახ­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი, მეც­ნი­ე­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე, ეკო­ნო­მი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი. გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო მოღ­ვა­წე. დღეს­დღე­ო­ბით, ჩვენ სკო­ლას ამ­შ­ვე­ნებს რო­გორც მი­სი გან­ვ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის გზა, ასე­ვე მის პატივსაცემად სკო­ლის ეზო­ში აღ­მარ­თუ­ლი ძეგ­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე ჩვე­ნი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მო­ქან­და­კის –  ალ­მას­ხან კიკ­ნა­ვე­ლი­ძის მი­ე­რაა შექ­მ­ნი­ლი.

სკო­ლას მრავ­ლად ჰყავს სა­ხე­ლო­ვა­ნი და სა­ხელ­მოხ­ვე­ჭი­ლი აღზრდილები: მხატ­ვა­რი, ფერ­მ­წე­რი და­ვით კიკ­ნა­ვე­ლი­ძე; მო­ქან­და­კე ავ­თან­დილ კიკ­ნა­ვე­ლი­ძე; თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ლა­მა­რა კიკ­ნა­ვე­ლი­ძე; ძმე­ბი – ბუ­ხუ­ტი და ვა­ნო ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ე­ბი; ვა­სილ კე­ლენ­ჯე­რი­ძე, მრავლად არიან ისინი.

ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბა­შიც ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი და ნი­ჭი­ე­რი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი გვყავს, რომ­ლე­ბიც თა­ვის ღირ­სე­ულ სიტყ­ვას იტყ­ვი­ან ჩვე­ნი ქვეყ­ნის აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

სო­ფელ საკ­რა­უ­ლა­ში, დღეს­ღე­ო­ბით, ამა­ყად დგას და ღირ­სე­ბას სძენს სო­ფელს კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტა­ძა­რი – საკ­რა­უ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა, რო­მე­ლიც 1968 წელს აშენ­და ყა­რა­მან კიკ­ნა­ვე­ლი­ძის ეზო­ში.

დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, სკო­ლა, ძი­რი­თა­დად, და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რე­ბით. ყვე­ლა პე­და­გო­გი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. 2024 წელს საკ­რა­უ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლას მი­ე­ნი­ჭა ავ­ტო­რი­ზა­ცია. მოს­წავ­ლე­თა ჟრი­ა­მუ­ლი დღე­საც დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით ავ­სებს სო­ფელს. და­სა­ნა­ნია, რომ მიგ­რა­ცი­ის გა­მო მოს­წავ­ლე­თა კონ­ტინ­გენ­ტი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ღრმად გვწამს და გვჯე­რა, რომ ამ სკო­ლის კედ­ლებ­ში „კი­დე­ვაც აღიზ­რ­დე­ბი­ან“…

ტა­რი­ელ კიკ­ნა­ვე­ლი­ძე – სსიპ ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ საკ­რა­უ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის პე­და­გო­გი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები