24 ნოემბერი, კვირა, 2024

რო­გორ და­ი­წე­რა „ცუ­გა“ – 13 რჩე­ვა სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლე­ბი­სა და მწე­რე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის

spot_img

 

გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე

მას­წავ­ლე­ბე­ლი

…მიკ­რო­ტექ­ს­ტე­ბი ჩა­მო­ვი­ტა­ნე ჯა­ვა­ხე­თი­დან და პა­ა­ტას მი­ვუ­ტა­ნე ოფის­ში. გა­უ­ხარ­და, მე­რე გა­დავ­ხე­დო­თო. მა­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის (G-PriEd) ტრე­ნე­რი ვი­ყა­ვი და ნი­ნოწ­მინ­და­სა და ახალ­ქა­ლაქ­ში ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლებს ვა­მე­ცა­დი­ნებ­დი. პა­ა­ტა პა­პა­ვა კი ამ პრო­ექ­ტის წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გახ­ლ­დათ…

ტექ­ს­ტებს შო­რის ერ­თი სა­მი­ოდ­წი­ნა­და­დე­ბი­ა­ნი ამ­ბა­ვიც ერია, რო­მე­ლიც ელი­ოზ მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­ხელ­და­ხე­ლოდ და­წე­რა ტრე­ნინ­გ­ზე­ვე:

ძრო­ხა ბა­ლახს ძოვს.

მას­თან ძაღ­ლი მი­დის.

ძაღ­ლი ძრო­ხას უყეფს.

ძრო­ხა ძაღლს რქენს.

პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ან­ბა­ნე ტექ­ს­ტე­ბის შექ­მ­ნა ვთხო­ვე მას­წავ­ლებ­ლებს, კონ­კ­რე­ტუ­ლი ასო-ბგე­რის სწავ­ლე­ბის მიზ­ნით. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ტექ­ს­ტებ­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო რო­მე­ლი­მე სა­მიზ­ნე ასო. რო­გორც ხვდე­ბით, ამ ამ­ბავ­ში ასო „ძ“ გა­ა­აქ­ტი­უ­რა ელი­ოზ მას­წავ­ლე­ბელ­მა. პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა მიკ­რო­ტექ­ს­ტე­ბის შე­სა­ხებ სხვა დროს ვი­სა­უბ­როთ, მა­ნამ­დე კი ბა­ტონ ელი­ოზ ზედ­გი­ნი­ძის ძრო­ხა­სა და ძაღლს მი­ვუბ­რუნ­დეთ.

ჯა­ვა­ხუ­რი ტექ­ს­ტე­ბი სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ, ჯიპ­რა­ი­დუ­ლად გა­და­ვა­მუ­შა­ვეთ და მათ­გან უმ­რავ­ლე­სო­ბა წიგ­ნე­ბად და­ი­ბეჭ­და კი­დეც. ეს წიგ­ნე­ბი პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თულ სკო­ლებს და­უ­რიგ­და და ამ­ჟა­მად ელექ­ტ­რო­ნუ­ლა­და­ცაა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი სა­იტ­ზე kargiskola.ge. სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი ელი­ოზ მას­წავ­ლებ­ლის ძრო­ხი­სა და ძაღ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში…

— გინ­და, ძაღ­ლის ამ­ბა­ვი გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ? — კარ­გა ხნის შემ­დეგ მე­კითხე­ბა ჯიპ­რა­ი­დის ოფის­ში მი­სულს პა­ა­ტა პა­პა­ვა.

— რა ძაღ­ლის ამ­ბა­ვი?! — ვერ გა­ვიხ­სე­ნე ჯა­ვა­ხუ­რი ტექ­ს­ტი.

— აი ის, ძაღ­ლ­ზე და ძრო­ხა­ზე რომ იყო… ახალ­ქა­ლა­ქი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ტექ­ს­ტი.

— ძაღ­ლი რომ ძრო­ხას უყეფ­და? სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, თუ გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ.

პა­ა­ტა პა­პა­ვას­თან ერ­თად მხატ­ვ­რულ ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მა­ნამ­დე არ მქო­ნო­და და ეს პრო­ცე­სიც საკ­მა­ოდ სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და. რო­გორც აღ­მო­ვა­ჩი­ნე, პა­ა­ტას უკ­ვე თავ­ში ჰქონ­და მოთხ­რო­ბის კონ­ცეფ­ცია, პერ­სო­ნა­ჟე­ბი, სი­უ­ჟე­ტი, ფა­ბუ­ლა. მე ვე­ლო­დი, მცი­რე­დით თუ გა­ვამ­დიდ­რებ­დით ამ­ბავს, მაგ­რამ პრო­ცეს­ში უკ­ვე სულ სხვა ნა­წარ­მო­ე­ბი მი­ვი­ღეთ. პა­ა­ტა თა­ვის ლეპ­ტოპ­თან იჯ­და, იდე­ებს წი­ნა­და­დე­ბე­ბად ახ­მო­ვა­ნებ­და და ფხულ­ნარ­ზე (კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე) კრეფ­და, მეც ვკარ­ნა­ხობ­დი ჩემს ში­ნა­არსს და თან­და­თან ყა­ლიბ­დე­ბო­და ტექ­ს­ტი…

— ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი ხომ არ შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ კი­დევ?

— რა ვი­ცი… — არ მო­მე­წო­ნა იდეა. ისე­დაც ბევ­რი პერ­სო­ნა­ჟი დაგ­როვ­და: ძაღ­ლი, ძრო­ხა, გვე­ლი, მა­მა­ლი. — რო­მე­ლი პერ­სო­ნა­ჟი?

— თხა… შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თხა, — ისე­თი და­ჯე­რე­ბით გად­მომ­ხე­და პა­ა­ტამ, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო და­უ­თან­ხ­მებ­ლო­ბა.

„ცუ­გა“ ჯიპ­რა­ი­დის ერთ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი ტექ­ს­ტი გა­მო­ვი­და. დავ­ფიქ­რ­დეთ და გან­ვი­ხი­ლოთ, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­სი პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზი? გან­ვა­ზო­გა­დოთ და აქ­ვე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ ამ წე­რი­ლის მთა­ვა­რი შე­კითხ­ვა: რა პა­რა­მეტ­რე­ბი/მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბას?

(ამ შე­კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად არ მო­მი­ფიქ­რე­ბია. ამა­ში, — ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბის, გა­მოც­დი­ლე­ბის, პე­და­გო­გიუ­რი პრქა­ტი­კი­სა და კლა­სი­კუ­რი სა­ბავ­შ­ვო ტექ­ს­ტე­ბის შეს­წავ­ლის გარ­და, — და­მეხ­მარ­ნენ ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თა ტრე­ნინ­გებ­საც ვეს­წ­რე­ბო­დი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ჯიპ­რა­ი­დის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში: პა­ა­ტა პა­პა­ვა, ალან კრო­უ­ფორ­დი, მე­რი კორ­პ­სი და სხვ. ტრე­ნინ­გებ­სა და სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში ვსწავ­ლობ­დი ისეთ სა­კითხებს, რო­გო­რი­ცაა ტექ­ს­ტის კითხ­ვა­დო­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, წიგ­ნე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე­ე­ბი, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი სა­კითხე­ბი, სა­ბავ­შ­ვო ავ­ტო­რე­ბის მი­ერ დაშ­ვე­ბუ­ლი გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, გმი­რი­სა და ან­ტიგ­მი­რის სა­ხე­ე­ბი, პრობ­ლე­მი­სა და მი­სი გა­დაჭ­რის მცდე­ლო­ბე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა და ა.შ.)

ქვე­მოთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბის 13 მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

  1. მშობ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხში­რად ჩი­ვი­ან, რომ მე­სა­მე-მე­ოთხეკ­ლა­სელ ბავშვს კითხ­ვა ვერ და­ვაწყე­ბი­ნეო. იგუ­ლის­ხ­მე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მკითხ­ვე­ლის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. პი­რა­დად მე არ მახ­სოვს, რა ასაკ­ში წა­ვი­კითხე „ტომ სო­ი­ე­რი“, თუმ­ცა ჯერ რომ „ჰეკლბე­რი ფი­ნი“ წა­ვი­კითხე და მის წი­ნა­მორ­ბედს ვერ ვკითხუ­ლობ­დი, კარ­გად მახ­სოვს. დე­და­ჩემ­მა დამ­ს­ვა და ხმა­მაღ­ლა წა­კითხ­ვა და­იწყო ისე, რო­გორც პა­ტა­რა­ო­ბი­სას აკე­თებ­და. მე­რე შემ­რ­ცხ­ვა, მე ხომ უკ­ვე დი­დი ბი­ჭი ვი­ყა­ვი და გა­მო­ვარ­თ­ვი: კაი, მო­მე­ცი, მე თვი­თონ წა­ვი­კითხავ-თქო…

ბევ­რი მშო­ბე­ლი მი­ნა­ხავს გა­ხა­რე­ბუ­ლი, ბავშვს ჯიპ­რა­ი­დის წიგ­ნე­ბით და­ვაწყე­ბი­ნე კითხ­ვაო და მეც, რო­დე­საც შე­მომ­ჩივ­ლე­ბენ ხოლ­მე, რა ვქნა, არა­და არ კითხუ­ლობს ბავ­შ­ვიო, ვაც­ნობ ხოლ­მე kargiskola.ge სა­იტს, სა­დაც უმარ­ტი­ვე­სი და­რე­გის­ტ­რი­რე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მის­წავ­დო­მია სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის (G-PriEd) ფარ­გ­ლებ­ში შექ­მ­ნი­ლი უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­ს­ტი.

ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ მიმ­ზიდ­ვე­ლი წიგ­ნე­ბის პირ­ვე­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი: პა­ტა­რაა და მი­სი წა­კითხ­ვა ერთ დღე­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, ყვე­ლა­ზე ზარ­მა­ცი მკითხ­ვე­ლის მი­ე­რაც კი.

(შე­გახ­სე­ნებთ, ეს პა­ტა­რა მკითხ­ვე­ლის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბია და მა­თი გა­დად­გ­მა სწო­რე­დაც რომ მცი­რე ზო­მის ტექ­ს­ტე­ბის წა­კითხ­ვით იქ­ნე­ბა უმ­ჯო­ბე­სი და არა სქელ­ტა­ნი­ა­ნი ტომ­სო­ი­ე­რე­ბი­თა და კარ­ლ­სო­ნე­ბით. მა­თი დროც მო­ვა…)

კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლე­ბი სქელ­ტა­ნი­ა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შექ­მ­ნი­სა­საც გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ამ ფაქ­ტორს და ისე ააგე­ბენ ტექ­ს­ტებს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს ერ­თი დას­რუ­ლე­ბუ­ლამ­ბი­ა­ნი თა­ვის ერთ ამო­სუნ­თ­ქ­ვა­ზე წა­კითხ­ვა.

მაშ ასე, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ მიმ­ზიდ­ვე­ლი სა­ბავ­შ­ვო ტექ­ს­ტე­ბის პირ­ვე­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი: პა­ტა­რაა.

  1. ამას წი­ნათ ერთ-ერთ სა­ბავ­შ­ვო გა­მო­ცე­მას ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი მა­ღა­ზი­ა­ში. აკა­კის შე­სა­ხებ იყო და პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბის კითხ­ვა რომ და­ვიწყე პირ­ველ გვერ­დ­ზე, ლა­მის მე­ო­რე გვერ­დ­ზე გა­და­ვე­დი, სა­ნამ წერ­ტი­ლამ­დე მი­ვი­დო­დი.

მხატ­ვ­რუ­ლი ან სხვა ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვის ერთ-ერ­თი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, რის გა­მოც ბავ­შ­ვე­ბი უარს ამ­ბო­ბენ კითხ­ვა­ზე, გრძე­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბია, რად­გან სა­ნამ ბავ­შ­ვი წი­ნა­და­დე­ბის ბო­ლომ­დე გა­ვა, თუ­კი მას­ში სხვა დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბია ჩარ­თუ­ლი, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ შე­იძ­ლე­ბა თან­წყო­ბი­ლი იყოს და შე­იძ­ლე­ბა ქვეწყო­ბი­ლი, აზ­რი ეფან­ტე­ბა… რა იგ­რ­ძე­ნით წი­ნა წი­ნა­და­დე­ბის კითხ­ვის პრო­ცეს­ში? შე­ყოვ­ნ­დით? და­ი­ძა­ბეთ? გა­ღი­ზი­ან­დით?

ალ­ბათ. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ გრძე­ლი წი­ნა­და­დე­ბაა და ვერც სინ­ტაქ­სუ­რი იერით და­იკ­ვეხ­ნის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აზ­რის გა­მო­ტა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამის­თ­ვის რამ­დენ­ჯერ­მე მიბ­რუ­ნე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ ანუ შე­ყოვ­ნ­დე­ბით. თუ­კი რამ­დენ­ჯერ­მე მო­გი­წევთ ასე­თი ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ერთ გვერ­დ­ზე, ცხა­დია, სა­კითხავს გვერ­დ­ზე გა­და­დებთ.

ასე­ვე, და უარე­სად, იქ­ცე­ვი­ან ბავ­შ­ვე­ბიც. თუ­კი ტექ­ს­ტე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია გრძე­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბით, კითხ­ვა­ში გა­უ­წა­ფა­ვი მკითხ­ვე­ლი სა­ერ­თოდ უარს ამ­ბობს კითხ­ვა­ზე და მე­ტიც, საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ იძუ­ლებს ამ პრო­ცესს.

მიმ­ზიდ­ვე­ლი სა­ბავ­შ­ვო ტექ­ს­ტე­ბის მე­ო­რე მა­ხა­სი­თე­ბე­ლი: მოკ­ლე წი­ნა­და­დე­ბე­ბი.

და მი­სი შე­სა­ბა­მი­სი მე­ო­რე რე­კო­მენ­და­ცია: წე­რეთ მოკ­ლე წი­ნა­და­დე­ბე­ბით.

  1. ერ­თი წე­სი გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ან შვი­ლის­თ­ვის წიგ­ნის შერ­ჩე­ვა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ხუ­თი თი­თის წე­სი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: ვი­ღებთ წიგნს და ვკითხუ­ლობთ მის პირ­ველ გვერდს. რო­დე­საც შეგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, შვი­ლის­თ­ვის უც­ნო­ბი სიტყ­ვა, მოვ­კე­ცავთ ერთ თითს. თუ­კი ერთ გვერ­დ­ზე ასე­თი სიტყ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ხუთს მი­აღ­წევს, უნ­და და­ვას­კ­ვ­ნათ, რომ ასე­თი ტექ­ს­ტი ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის რთუ­ლია და მათ არ უნ­და შევ­თა­ვა­ზოთ. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იგი ფრუს­ტ­რა­ცი­ა­ში ჩა­ვარ­დე­ბა და სა­ერ­თო­დაც აუც­რუვ­დე­ბა გუ­ლი კითხ­ვა­ზე.

სა­ბავ­შ­ვო ტექ­ს­ტე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე სა­უბ­რი­სას გვერდს ვერ ავუვ­ლით სიტყ­ვებ­ზე სა­უ­ბარს. ზე­მოთ უკ­ვე გა­მოვ­კ­ვე­თეთ სიტყ­ვე­ბის ერ­თი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი — ში­ნა­არ­სი. სიტყ­ვე­ბი გა­სა­გე­ბი უნ­და იყოს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. ტექ­ს­ტ­ში არ უნ­და იყოს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის უც­ნო­ბი სიტყ­ვე­ბი. ამას­თან, რო­დე­საც გა­მო­ვი­ყე­ნებთ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­ვა­რა­უ­დოდ უც­ნობ სიტყ­ვას, უნ­და ვე­ცა­დოთ, რომ მი­სი ამოც­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს კონ­ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით ან შე­იძ­ლე­ბო­დეს მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა. ერ­თი­ცაა: ბავ­შ­ვე­ბი იმა­საც უნ­და მი­ეჩ­ვი­ონ, რომ ზო­გი­ერ­თი სიტყ­ვა გა­უ­გე­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეთ, მაგ­რამ ამის გა­მო ტექ­ს­ტის აზ­რი მა­ინც გა­ი­გონ.

ში­ნა­არ­სის გარ­და სიტყ­ვას სხვა მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლიც აქვს — სიგ­რ­ძე, სიტყ­ვა­ში ასო­ე­ბი­სა და მარ­ც­ვ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. სიტყ­ვა მით უფ­რო ად­ვი­ლი წა­სა­კითხია, რაც უფ­რო მოკ­ლეა. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც ტექ­ს­ტის კითხ­ვა­დო­ბის დო­ნე დგინ­დე­ბა, ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პა­რა­მეტ­რი მას­ში სიტყ­ვის სა­შუ­ა­ლო სიგ­რ­ძეა. რაც უფ­რო მა­ღა­ლია ეს პა­რა­მეტ­რი, მით უფ­რო რთულ­დე­ბა ასე­თი ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვა. ამი­ტო­მაც სა­ბავ­შ­ვო ავ­ტო­რე­ბი უნ­და მო­ე­რი­დონ გრძე­ლი სიტყ­ვე­ბის ხშირ გა­მო­ყე­ნე­ბა­საც.

ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მე­სა­მე რჩე­ვა იქ­ნე­ბა: ნუ გა­დატ­ვირ­თავთ ტექ­ს­ტებს უც­ნო­ბი, გა­უ­გე­ბა­რი და/ან გრძე­ლი სიტყ­ვე­ბით.

  1. ახ­ლა ჩემ გვერ­დით მერ­ვეკ­ლა­სე­ლი რუ­ფატ ალი­ე­ვია და ვე­კითხე­ბი, მის­თ­ვის რო­გო­რი წიგ­ნი იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო. ის ფიქ­რობს, რომ წიგ­ნ­ში უნ­და იყოს ჯა­დოქ­რო­ბე­ბი და ჯა­დოს­ნო­ბე­ბი.

მარ­თ­ლაც, ბავ­შ­ვებს იტა­ცებთ ისე­თი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც გმი­რე­ბი და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან ზე­ბუ­ნებ­რი­ვი თვი­სე­ბე­ბით. ჩვე­ნი ბავ­შ­ვო­ბის ზღაპ­რე­ბიც რომ გა­ვიხ­სე­ნოთ — რა­ტომ აღ­გ­ვაფ­რ­თო­ვა­ნებ­და წი­ქა­რა თუ ას­ფურ­ცე­ლა? ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი ისიც იყო, რომ ეს პერ­სო­ნა­ჟე­ბი გან­საც­დე­ლის დროს ზე­ბუ­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იყე­ნებ­დ­ნენ ხოლ­მე. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბი­სა და და­მარ­ცხე­ბის პი­რას იყო და ამ დროს მო­უ­ლოდ­ნე­ლად პრო­ტა­გო­ნის­ტი თა­ვის ჯა­დოს­ნურ ძა­ლას გა­მო­ავ­ლენ­და და იმარ­ჯ­ვებ­და…

ცხა­დია, ჩვენს სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლებ­სა და მწე­რელ მას­წავ­ლებ­ლებს ზო­მი­ე­რე­ბამ არც აქ არ უნ­და უღა­ლა­ტოთ. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­და­ჭარ­ბე­ბა და გაც­ვე­თა ბავ­შ­ვე­ბის იმედ­გაც­რუ­ე­ბას გა­მო­იწ­ვევს, და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მი­ზიდ­ვის ნაც­ვ­ლად.

მაშ ასე, მე­ოთხე რე­კო­მენ­და­ცი­აც და­უ­რი­დებ­ლად დავ­წე­როთ: მი­ა­ნი­ჭეთ პერ­სო­ნა­ჟებს ჯა­დოს­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი.

  1. რამ­დენ­ჯერ­მე ვახ­სე­ნე სი­უ­ჟე­ტი — ნა­წარ­მო­ე­ბის ერთ-ერ­თი ხერ­ხე­მა­ლი. რო­გორც ჩვე­ნი ძვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხო­სა­ნი მეზღაპ­რე­ე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ, „მო­მე­ცი კარ­გი სი­უ­ჟე­ტი და ერთ დუ­ჟინ ბავშვს და­ვა­ძი­ნე­ბო“…

ტექ­ს­ტი და სი­უ­ჟე­ტი მა­ში­ნაა სა­ინ­ტე­რე­სო, რო­დე­საც მას­ში ამ­ბა­ვია გად­მო­ცე­მუ­ლი. ამ­ბა­ვი კი რა ამ­ბა­ვია, თუ­კი მას­ში პრობ­ლე­მა არაა?! მოკ­ლედ, ნა­წარ­მო­ებ­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს პრობ­ლე­მა, რომ­ლის წი­ნა­შეც დგე­ბა პრო­ტა­გო­ნის­ტი და ორი-სა­მი მცდე­ლო­ბის შე­დე­გად უნ­და ხდე­ბო­დეს ამ პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტა (ერ­თი მცდე­ლო­ბით პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტა არ ვარ­გა. მე­ო­რედ, მე­სა­მედ მცდე­ლო­ბა ძა­ბავს სი­უ­ჟეტს, უფ­რო მე­ტად მიმ­ზიდ­ველს ხდის მას. გა­გონ­დე­ბათ ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მი, რო­მელ­შიც ხი­ფათ­ში ჩა­ვარ­დ­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟი ერ­თი მცდე­ლო­ბის­თა­ნა­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყოს?! არა).

გა­ვიხ­სე­ნოთ ჩვენ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ბავ­შ­ვო ზღაპ­რის „ნა­ცარ­ქე­ქია“ სი­უ­ჟე­ტი.

  1. ნა­ცარ­ქე­ქია ნა­ცარს ქე­ქავს და არის კომ­ფორ­ტუ­ლად.
  2. მას აიძუ­ლე­ბენ მი­ა­ტო­ვოს კომ­ფორ­ტის ზო­ნა, ფაქ­ტობ­რი­ვად სახ­ლი­დან აგ­დე­ბენ.
  3. ნა­ცარ­ქე­ქი­ას ში­ნი­დან ატა­ნენ რა­ღაც კუ­რი­ო­ზულ ნივ­თებს, რო­მე­ლიც შემ­დ­გომ­ში ძა­ლი­ან გა­მო­ად­გე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას.
  4. ნა­ცარ­ქე­ქია ტო­ვებს სახლს და იწყებს მოგ­ზა­უ­რო­ბას უცხო, სა­ხი­ფა­თო სამ­ყა­რო­ში.
  5. იგი გა­და­ეყ­რე­ბა დევს და მას­თან უწევს გა­ჯიბ­რე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა.
  6. ფა­თე­რა­კე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი გმი­რი შინ მიჰ­ყ­ვე­ბა დევს, კი­დევ უფ­რო უახ­ლოვ­დე­ბა მო­სა­ლოდ­ნელ გან­საც­დელს, ერ­თი მხრივ, და სა­ბო­ლოო ჯილ­დოს, მი­ზანს, მე­ო­რე მხრივ.
  7. ყო­ველ­მ­ხ­რივ და­ძა­ბუ­ლო­ბა იგ­რ­ძ­ნო­ბა, ჩვე­ნი გმი­რი უკი­დუ­რეს გან­საც­დელ­ში ექ­ცე­ვა (კე­ცის ქვეშ მოჰ­ყ­ვე­ბა, დი­რეს აეკ­რო­ბა) და ლა­მი­საა და­ი­ღუ­პოს.
  8. ნა­ცარ­ქე­ქია უკა­ნას­კ­ნელ ძა­ლებს (მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბას, ტყუ­ილს) იკ­რებს გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით.
  9. ზღაპ­რის გმი­რი შე­დეგს აღ­წევს, დევს სახ­ლი­დან აგ­დებს.
  10. ნა­ცარ­ქე­ქი­ას თავ­გა­და­სავ­ლე­ბი მთავ­რ­დე­ბა, ის დე­ვის სახლ-კარს ეპატ­რო­ნე­ბა.
  11. ნა­ცარ­ქე­ქია ახალ ცხოვ­რე­ბას, გა­ცი­ლე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულს, იწყებს.

გმი­რის თავ­გა­და­სავ­ლის შე­სა­ხებ მე­თიუ უინ­კ­ლე­რის სა­ინ­ტე­რე­სო ვი­დეოა გან­თავ­სე­ბუ­ლი TED-Ed-ის იუთუ­ბარ­ხ­ზე, 2012 წლის 4 დე­კემ­ბერს (http://tiny.cc/j0ga8y). აქ სა­უ­ბა­რია უნი­ვერ­სა­ლუ­რი გმი­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გარ­კ­ვე­ულ სა­ფე­ხუ­რებს გა­დის თა­ვი­სი თავ­გა­და­სავ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში (ნა­ცარ­ქე­ქი­ას თავ­გა­და­სა­ვა­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სრუ­ლად ემ­თხ­ვე­ვა ამ სქე­მას).

აქაც, ისე­ვე რო­გორც ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში, უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ერ­თი რამ: ზო­მი­ე­რე­ბა. თავ­გა­და­სა­ვალ­მა ისე არ უნ­და გაგ­ვი­ტა­ცოს, რომ შე­მო­ვი­ტა­ნოთ სხვა­დას­ხ­ვა დრო და შრე­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, გმი­რის ბა­ბუ­ის ამ­ბე­ბის აღ­წე­რა… არამ­თა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის სახ­ლის დაწ­ვ­რი­ლე­ბი­თი მი­მო­ხილ­ვა…

მე­ხუ­თე რჩე­ვა: სი­უ­ჟე­ტი უნ­და იყოს გან­ვი­თა­რე­ბა­დი (მაგ­რამ არა ჩახ­ლარ­თუ­ლი), და­ძა­ბუ­ლი, პრობ­ლე­მე­ბის შემ­ც­ვე­ლი და მის გა­დაჭ­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

  1. ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი საყ­ვა­რე­ლი­ვე ნა­წარ­მო­ე­ბი­დან, „კა­პი­ტან გრან­ტის შვი­ლე­ბი­დან“ იყო — პა­გა­ნე­ლი, ნი­ჭი­ე­რი, კუ­რი­ო­ზუ­ლი, დაბ­ნე­უ­ლი მეც­ნი­ე­რი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი პერ­სო­ნა­ჟი იზი­დავს ბავ­შ­ვებს?

პერ­სო­ნა­ჟი უნ­და იყოს გა­მორ­ჩე­უ­ლი, უც­ნა­უ­რი, გას­ნ­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ნა­წარ­მო­ებ­ში იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე პერ­სო­ნა­ჟი, რო­მელ­თა­გან გა­მო­იკ­ვე­თე­ბა ორი: პრო­ტა­გო­ნის­ტი და ან­ტა­გო­ნის­ტი, ანუ გმი­რი და ან­ტიგ­მი­რი, და­დე­ბი­თი მთა­ვა­რი გმი­რი და მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟი. და­დე­ბით პერ­სო­ნაჟს თა­ვი­სი და­სი, დამ­ხ­მა­რე­ე­ბი ეყო­ლე­ბა, რო­მელ­თა­გან ორი-სა­მი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი უნ­და იყოს. არაა სა­ჭი­რო ხე­ლოვ­ნუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის შე­მოყ­ვა­ნა მთა­ვა­რი გმი­რის და­სახ­მა­რებ­ლად, ეს მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას უკარ­გავს ნა­წარ­მო­ებს. მა­გა­ლი­თად, თუ­კი მე­ოთხეკ­ლა­სე­ლი ლე­ი­ლა ღრმა ორ­მო­ში ჩა­ვარ­დე­ბა, მის ამო­საყ­ვა­ნად ნუ მო­უხ­მობთ კე­თილ ბი­ცო­ლას ან გუ­ლად პო­ლი­ცი­ელს. ამას აჯო­ბებს, ლე­ი­ლას­ვე და­ა­ყე­ნოთ ჯა­ფა და თა­ვად­ვე მო­ა­ფიქ­რე­ბი­ნოთ ამო­სა­ვა­ლი.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პერ­სო­ნა­ჟის სა­ხე­ლიც. ამა­საც კარ­გი მო­ფიქ­რე­ბა სჭირ­დე­ბა. არ უნ­და მოგ­ვე­რი­დოს ერ­თი შე­ხედ­ვით მი­უ­ღე­ბე­ლი, რთუ­ლი, მი­ვიწყე­ბუ­ლი თუ ახა­ლი სა­ხე­ლე­ბი­სა და სიტყ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. სა­ხე­ლის მთა­ვა­რი თვი­სე­ბა უნ­და იყოს და­მახ­სოვ­რე­ბა­დო­ბა და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა.

ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ მე-6 რე­კო­მენ­და­ცი­აც: შექ­მე­ნით ხა­სი­ა­თით, თვი­სე­ბე­ბი­თა და სა­ხე­ლი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი.

  1. ტექ­ს­ტი, ისე­ვე რო­გორც პერ­სო­ნა­ჟი, ცოცხა­ლი არ­სე­ბაა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ არ­სე­ბას სულს შთა­ბე­რავს სტი­ლი. სწო­რედ სტი­ლია ნა­წარ­მო­ე­ბის სუ­ლი. ეს ყვე­ლა­ზე მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი რა­მაა, რაც თარ­გ­მან­ში ხში­რად იკარ­გე­ბა ხოლ­მე. ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მკითხ­ვე­ლე­ბი სტილს ყვე­ლა­ზე მე­ტად ქარ­თუ­ლად შექ­მ­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან აღიქ­ვა­მენ.

გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეს კომ­პო­ნენ­ტი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საა. ისი­ნი ახ­ლა ით­ვი­სე­ბენ, უკ­ვირ­დე­ბი­ან თხზუ­ლე­ბე­ბის სტილს. შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ კი­დევ არ არი­ან მზად რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბი­სა და ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბის­თ­ვის. მე­ტიც, ავ­ტორ­თა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ძი­ე­ბე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა დამ­ღ­ლე­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს გა­მო­უც­დე­ლი მკითხ­ვე­ლე­ბის­თ­ვის.

სა­ბავ­შ­ვო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბო­და სა­და და მარ­ტი­ვი სტი­ლი. ეს მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ასე­თი სტი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბის და­წე­რა ად­ვი­ლია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ პი­რი­ქით.

მეშ­ვი­დე რჩე­ვა: გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ბავ­შ­ვებს აღაფ­რ­თო­ვა­ნებთ სი­მარ­ტი­ვე და თქვენც მარ­ტი­ვი სტი­ლი გა­მო­ი­ყე­ნეთ.

  1. ჩემს მოს­წავ­ლე­ო­ბას გა­ვიხ­სე­ნებ. იყო ხოლ­მე გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ბავ­შ­ვე­ბი ხმა­მაღ­ლა გა­ვი­ცი­ნებ­დით. ამ დროს მას­წავ­ლე­ბე­ლიც გა­ი­ცი­ნებ­და და მა­ლე­ვე იტყო­და ჩემს სას­კო­ლო მახ­სოვ­რო­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ ფრა­ზას: გვე­ყო­ფა სი­ცი­ლი!

სი­ცი­ლი კარ­გია! სი­ცი­ლი ყვე­ლა­ზე კარ­გი რა­მაა. არა­ფე­რი არ იზი­დავს ბავშვს ტექ­ს­ტ­ში ისე, რო­გორც სა­სა­ცი­ლო მო­მენ­ტე­ბი. მაგ­რამ: არა­ფე­რი არაა ისე რთუ­ლი შე­საქ­მ­ნე­ლი, რო­გორც სა­სა­ცი­ლო სი­ტუ­ა­ცია. ამ კომ­პო­ნენ­ტ­ში მწერ­ლებს — დი­დი ოს­ტა­ტო­ბა, ხო­ლო მწე­რე­ლებს (მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს) დი­დი დაკ­ვირ­ვე­ბა მარ­თებთ.

რა ჰქმნის სა­სა­ცი­ლო სი­ტუ­ა­ცი­ებს?

მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა (ფე­ხი წა­მოკ­რა, ჭამ­და და სკა­მი­დან გა­და­ვარ­და…)

შე­უ­სა­ბა­მო­ბა (პა­ტა­რამ დი­დი და­ა­მარ­ცხა, პა­ტა­რას დი­დი შარ­ვა­ლი აც­ვია…)

ტყუ­ი­ლი

უზ­რ­დე­ლო­ბე­ბი (უკა­ნალ­ზე უკ­ბი­ნა…)

რე­კო­მენ­და­ცია № 8: შექ­მე­ნით ნა­წარ­მო­ებ­ში სა­სა­ცი­ლო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი.

  1. უზ­რ­დე­ლო­ბე­ბით გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ. ერ­თხელ ახ­ლო­ბელ მეცხ­რეკ­ლა­სელ­თან მი­ვე­დი სტუმ­რად. რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი, და­ვინ­ტე­რეს­დი სას­კო­ლო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბით. ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი ძა­ლას იკ­რეფ­და და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ახა­ლი და­რი­გე­ბუ­ლი (თუ ნა­ყი­დი?!) ჰქონ­დათ.

— ნა­ხე, რა წე­რია ჩემს ქარ­თუ­ლის წიგ­ნ­ში, — მითხ­რა ბი­ძი­ნამ და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წიგ­ნი გა­მო­მი­ტა­ნა.

წიგნს მი­თი­თე­ბულ ად­გილ­ზე ჩავ­ხე­დე და თვალ­ში უწ­მა­წუ­რი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი მომ­ხ­ვ­და: „აფხა­ზე­ბი გაგ­ჟი­მა­ვენ…“

— ამის მეტ­მა არა­ფერ­მა და­გა­ინ­ტე­რე­სა ამ ტექ­ს­ტი­დან?

— ჯერ არ წა­მი­კითხავს… ისე, და­მა­ინ­ტე­რე­სა და წა­ვი­კითხავ.

…რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს უზ­რ­დე­ლუ­რი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ტექ­ს­ტ­ში? სა­ერ­თო­დაც, სა­ჭი­როა თუ არა ასე­თი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ სა­ბავ­შ­ვო ტექ­ს­ტებ­ში?

უზ­რ­დე­ლურ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მებს ახა­სი­ა­თებს მიმ­ზი­დევ­ლო­ბა (ბი­ძი­ნას­მაგ­ვა­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბი ყვე­ლას გა­გახ­სენ­დე­ბათ) და უგუ­ნუ­რე­ბა იქ­ნე­ბა, თუ ამ ფაქ­ტორს სა­თა­ნა­დოდ არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლე­ბი.

აგ­რეთ­ვე, რა და­სა­მა­ლია და, უზ­რ­დე­ლო­ბე­ბი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბის­თ­ვის. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბავ­შ­ვო ტექ­ს­ტი უნ­და ასა­ხავ­დეს კი­დეც სი­ნამ­დ­ვი­ლეს. ამი­ტომ მა­თი სრუ­ლი­ად იგ­ნო­რი­რე­ბა და­აკ­ნი­ნებს ტექ­ს­ტე­ბის მხატ­ვ­რულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს რამ­დე­ნი­მე პრინ­ცი­პი:

ზო­მი­ე­რე­ბა ში­ნა­არ­ს­ში — უზ­რ­დე­ლო­ბე­ბის ხა­რის­ხე­ბი­დან (სარ­თუ­ლე­ბი­დან) მხო­ლოდ უწყი­ნა­რი, და­ბა­ლი სიმ­ძაფ­რის ერ­თე­უ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა.

ზო­მი­ე­რე­ბა სიხ­ში­რე­ში — არაა სა­ჭი­რო ყო­ველ გვერ­დ­ზე, ტექ­ს­ტ­ში ბევ­რ­ჯერ ამ ხერ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბა. ჩვე­ნი ტექ­ს­ტი არ უნ­და და­ემ­ს­გავ­სოს ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლის სცე­ნარს.

უზ­რ­დე­ლო­ბე­ბის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა — რო­დე­საც გარ­კ­ვე­უ­ლი სიტყ­ვე­ბის კი არა, მათ მო­ნაც­ვ­ლეს ვი­ყე­ნებთ. მა­გა­ლი­თად, საჯ­დომს, რბილ ად­გილს…

მეცხ­რე რე­კო­მენ­და­ცია: ზო­მი­ე­რად ჩარ­თეთ ტექ­ს­ტ­ში ავ­თენ­ტი­კუ­რი უზ­რ­დე­ლო­ბე­ბი.

  1. ზე­მოთ რომ ლე­ი­ლა ვახ­სე­ნეთ გახ­სოვთ? მე­ა­თე რე­კო­მენ­და­ცი­ის­თ­ვის მი­ვუბ­რუნ­დეთ სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბას ტექ­ს­ტ­ში. რა ხდის მიმ­ზიდ­ვე­ლად გმი­რის თავ­გა­და­სა­ვალს? ფა­თე­რა­კე­ბი.

ვნა­ხოთ შემ­დეგ­ნა­ი­რი ამ­ბა­ვი: „ლე­ი­ლა მე­ოთხე კლას­ში სწავ­ლობს. ერ­თხელ ის სკო­ლა­ში მი­დი­ო­და. გზა­ში ალი­კა შეხ­ვ­და და ერ­თად წა­ვიდ­ნენ სკო­ლა­ში. გაკ­ვე­თი­ლე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ისი­ნი სკო­ლი­და­ნაც ერ­თად წა­მო­ვიდ­ნენ…“ მო­ე­წო­ნე­ბა ვინ­მეს ეს ამ­ბა­ვი?! ცხა­დია, არა. პრინ­ციპ­ში ეს არ­ცაა ამ­ბა­ვი… მაგ­რამ, თუ­კი ლე­ი­ლა ორ­მო­ში ჩა­ვარ­დე­ბა? ან თუ­კი ის მი­უ­ღე­ბელ რა­მეს ჩა­ი­დენს, რის გა­მოც სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მრის­ხა­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევს? ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ინ­ტე­რე­სი იზ­რ­დე­ბა.

მე­ა­თე რჩე­ვა, რო­მე­ლიც ერ­თ­გ­ვა­რად მე­თერ­თ­მე­ტე რჩე­ვა­საც ებ­მის, სწო­რედ ფა­თე­რა­კე­ბით ნა­წარ­მო­ე­ბის გამ­დიდ­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს.

  1. რა­ტომ გვი­ზი­დავს ნა­წარ­მო­ე­ბი ძლი­ე­რად? იმი­ტომ, რომ მას­ში არის მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი. ჩვენ ყვე­ლა­ზე მე­ტად აღ­გ­ვაფ­რ­თო­ვა­ნებ­და ის, რაც ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნის მიღ­მა არ­სე­ბობ­და. აღ­ტა­ცე­ბა­ში მოვ­ყავ­დით გმი­რის ისეთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს, რო­გორ­ზეც ჩვენ და­მო­უ­კი­დებ­ლად წარ­მოდ­გე­ნაც კი არ გვექ­ნე­ბო­და.

სა­ბავ­შ­ვო ნა­წარ­მო­ებს (სა­დი­დო­საც) ისე არა­ფე­რი ამ­შ­ვე­ნებს, რო­გორც მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი. ცხა­დია, ამის მი­საღ­წე­ვად კი­დევ და კი­დევ შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბაა სა­ჭი­რო, მაგ­რამ გა­მიზ­ნუ­ლა­დაც შეგ­ვიძ­ლია სა­სურ­ვე­ლი ეფექ­ტის მი­ღე­ბა. რო­გორ?

ავი­ღოთ სი­ტუ­ა­ცია; მო­ვი­ფიქ­როთ ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ორი ერ­თ­მა­ნე­თის­გან მეკ­ვეთ­რად და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი; სი­ტუ­ა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას ისე­თი ფაქ­ტე­ბი გა­ვა­აქ­ტი­უ­როთ, რომ­ლე­ბიც მკითხ­ველს უბიძ­გებს ერთ-ერ­თი გა­მო­სავ­ლის­კენ; ხო­ლო ჩვენ, ბო­ლოს, შევ­თა­ვა­ზოთ მე­ო­რე, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი. ეფექ­ტი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ყვე­ლა­ფერს უხ­დე­ბა ილუს­ტ­რი­რე­ბა და აქაც შე­მოგ­თა­ვა­ზებთ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის შექ­მ­ნის მა­გა­ლითს. ვთქვათ, ლე­ი­ლას არ აქვს და­ვა­ლე­ბა და გან­საც­დელ­შია. მას­წავ­ლე­ბელს აღ­ვ­წერთ რო­გორც მკაცრს, რო­მელ­საც არ გა­მო­ე­პა­რე­ბა არც ერ­თი უზუს­ტო­ბა გაკ­ვე­თილ­ზე, რო­მე­ლიც სას­ტი­კად სჯის მოს­წავ­ლე­ებს და­ვა­ლე­ბე­ბის არ­ქო­ნის გა­მო, რომ ერ­თხელ მოს­წავ­ლეს… ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მკითხ­ველს მო­ლო­დი­ნი უჩ­ნ­დე­ბა, რომ ლე­ი­ლას მას­წავ­ლე­ბე­ლი სას­ტი­კად დას­ჯის და ვა­რა­უ­დობს დას­ჯის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მას. ხო­ლო თუ ჩვენ მკითხ­ვე­ლებს შევ­თა­ვა­ზებთ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ლე­ი­ლას აპა­ტია და­ვა­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა, ეს და­სას­რუ­ლი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა (რაც იყო ჩვე­ნი მი­ზა­ნი).

არ ვი­ცი, რამ­დე­ნად მო­გე­წო­ნათ ჩემ მი­ერ მოყ­ვა­ნი­ლი მა­გა­ლი­თი, მაგ­რამ მე-11 რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა თქვენს ნა­წარ­მო­ებს ღირ­სე­ბას შე­მა­ტებს: აღავ­სეთ ტექ­ს­ტი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით.

  1. რა გვახ­სოვს ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვად? რა და ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი. ყდის ილუს­ტ­რა­ცია ხომ გან­სა­კუთ­რე­ბით და თუ­კი იმის ბედ­ნი­ე­რე­ბაც გვექ­ნე­ბო­და, რომ გვერ­დებ­ზეც ყო­ფი­ლი­ყო ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი, მით უმე­ტეს…

წი­ნა რე­კო­მენ­და­ცი­ის პუნ­ქ­ტ­ში ვახ­სე­ნე, ყვე­ლა­ფერს ილუს­ტ­რი­რე­ბა უხ­დე­ბა-მეთ­ქი. სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით კი ვთქვი და პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­თაც აღ­ვ­ნიშ­ნოთ: სა­ბავ­შ­ვო ნა­წარ­მო­ე­ბის სამ­კა­უ­ლი არის ილუს­ტ­რა­ცია. ილუს­ტ­რა­ტო­რო­ბა ჯა­დოს­ნუ­რი პრო­ფე­სიაა და მე შუ­რით ვუ­ყუ­რებ ყვე­ლა მხატ­ვარ-ილუს­ტ­რა­ტორს და ვცდი­ლობ კი­დეც, ხატ­ვაც ვის­წავ­ლო და ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბიც შევ­ქ­მ­ნა (რა და­სა­მა­ლია და, ამა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა იუთუბ­სივ­რ­ცეც, სა­დაც ჩავ­წერ „how to draw…“ ნე­ბის­მი­ერ რა­მე­ზე და მივ­ყ­ვე­ბი თვალ­სა­ჩი­ნო ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს).

რაც მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვე­ბი ხა­ტა­ვენ სა­ო­ცარ ილუს­ტ­რა­ცი­ებს. რა შე­ედ­რე­ბა ბავ­შ­ვის მი­ერ და­ხა­ტულ ილუს­ტ­რა­ცი­ას? არა­ფე­რი.

ბო­ლოს­წი­ნა რე­კო­მენ­და­ცია: თქვენ­ვე და­ა­სუ­რა­თეთ თქვე­ნი ტექ­ს­ტე­ბი და ამ პრო­ცეს­შიც ჩარ­თეთ ბავ­შ­ვე­ბი არა მხო­ლოდ აზ­რის გა­მო­კითხ­ვის, არა­მედ ხატ­ვის დო­ნე­ზეც.

  1. რო­გორც ვნა­ხეთ, ეს წე­რი­ლი მწერ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვი­საა, მწე­რე­ლი (ეს სიტყ­ვა პა­ა­ტა პა­პა­ვას­თან მუ­შა­ო­ბის დროს და­ი­ბა­და და აღ­ნიშ­ნავს ისეთ შე­მოქ­მე­დე­ბით ადა­მი­ანს, რო­მელ­საც მწერ­ლო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია არ აქვს, ან აქვს, მაგ­რამ…) მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. და ბო­ლო რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც ერ­თ­გ­ვა­რად მსჭვა­ლავს ყვე­ლა წი­ნა რჩე­ვას: თუ­კი მო­ხერ­ხ­დე­ბა, რამ­დე­ნა­დაც მო­ხერ­ხ­დე­ბა… არა, უფ­რო დი­რექ­ტი­უ­ლად რომ ვთქვათ:

აუცი­ლებ­ლად, ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად და­წე­რეთ მოთხ­რო­ბე­ბი. ეს თქვენ­თ­ვის და თქვე­ნი ნა­წე­რე­ბის­თ­ვის იქ­ნე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სა­ოც­რად სა­სარ­გებ­ლო, რაც არ უნ­და აღი­ა­რე­ბუ­ლი, გა­წა­ფუ­ლი და გა­ყიდ­ვა­დი სა­ბავ­შ­ვო მწე­რა­ლი იყოთ. და მე­ო­რეც, ერ­თად წე­რა ბაშ­ვე­ბის­თ­ვის რო­გო­რი სა­სი­ა­მოვ­ნო და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? და კი­დევ: ცალ­კეა ასა­წო­ნი ის აუწო­ნა­ვი სი­ა­მოვ­ნე­ბა, რო­მელ­საც თა­ვად თქვენ, უფ­რო­სე­ბი მი­ი­ღებთ ამ პრო­ცე­სის­გან, ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად თხზვის­გან.

მე­ცა­მე­ტე რე­კო­მენ­და­ცია: წე­რეთ ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად.

P.S. არ შე­იძ­ლე­ბო­და ამ წე­რი­ლის ბო­ლოს არ მი­მე­თი­თე­ბი­ნა ის ჯა­დოს­ნუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მრა­ვალ­გ­ზის ნახ­სე­ნებ­მა ჯიპ­რა­იდ­მა შექ­მ­ნა და რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლია პორ­ტალ­ზე http://kargiskola.ge/dawere/. ეს ისე­თი რა­მაა, რო­მელ­საც მე ვერც აღ­ვ­წერ და რომც აღ­ვ­წე­რო, ჩე­მი აღ­წე­რი­ლის წა­კითხ­ვას მა­ინც არ ექ­ნე­ბა აზ­რი. თა­ვად უნ­და ნა­ხოთ! რაც მთა­ვა­რია, არა მხო­ლოდ უნ­და ნა­ხოთ, არა­მედ უნ­და და­წე­როთ!

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები