24 ნოემბერი, კვირა, 2024

რო­გო­რია მოს­წავ­ლე­ე­ბის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი უჩი­ნა­რი სამ­ყა­რო დე­და­მი­წა­ზე

spot_img

27-28 ნო­ემ­ბერს, ა(ა)იპ „ასო­ცი­ა­ცია-ბი­ოს“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ჩა­ტარ­და მოს­წავ­ლე­თა კონ­ფე­რენ­ცია „მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი ჩვენ გარ­შე­მო“, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო COVID-19-ის პან­დე­მი­ის თე­მის ირ­გ­ვ­ლივ რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა და პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლა და ნი­ჭი­ე­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა. დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში (თიმ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით) მიმ­დი­ნა­რე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს თით­ქ­მის ყვე­ლა რე­გი­ო­ნის სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. 81 სა­კონ­კურ­სო ნაშ­რო­მი­დან, შემ­დე­გი ეტა­პის­თ­ვის, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბულ­მა ჟუ­რიმ, 22 მომ­ხ­სე­ნე­ბე­ლი შე­არ­ჩია. კონ­ფე­რენ­ცი­ას საკ­მა­ოდ დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა მოჰ­ყ­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით, 100-მდე მსმე­ნე­ლი დაეს­წ­რო.

8 ნო­ემ­ბერს კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი და­სა­ხელ­დ­ნენ, საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­და:

✔️🟪 გი­ორ­გი შა­რი­ქა­ძე – I ად­გი­ლი – თბი­ლი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის VIII კლა­სის მოს­წავ­ლე –

🔎სა­კონ­ფე­რენ­ციო თე­მა: „SARS-Cov-2-ის სტრუქ­ტუ­რა და პა­თო­გე­ნე­ზი“ (მას­წავ­ლე­ბე­ლი: ეკა­ტე­რი­ნე მი­თა­იშ­ვი­ლი);

✔️🟪 ნი­კა ღამ­ბა­რო­ვი – II ად­გი­ლი – სსიპ მე­რაბ კოს­ტა­ვას სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ თე­ლა­ვის №4 სა­ჯა­რო სკო­ლის VIII კლა­სის მოს­წავ­ლე

🔎 სა­კონ­ფე­რენ­ციო თე­მა: „ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა“ (თე­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: ეკა­ტე­რი­ნე გი­გი­ტე­ლაშ­ვი­ლი);

✔️🟪 ნია კა­ლან­და­ძე – II ად­გი­ლი – თბი­ლი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის XII კლა­სის მოს­წავ­ლე

🔎 სა­კონ­ფე­რენ­ციო თე­მა: „კო­ვიდ-19 და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა“ (მას­წავ­ლე­ბე­ლი: ეკა­ტე­რი­ნე მი­თა­იშ­ვი­ლი);

✔️🟪  ნო­დი­კო ბელ­თა­ძე – III ად­გი­ლი – სსიპ სამ­ტ­რე­დი­ის №11 სა­ჯა­რო სკო­ლის VII კლა­სის მოს­წავ­ლე

🔎 სა­კონ­ფე­რენ­ციო თე­მა:  „უჩი­ნა­რი სამ­ყა­რო დე­და­მი­წა­ზე“ (თე­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი –  მა­რი­ამ ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი)

       

რა გახ­და კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის ინ­ს­პი­რა­ცია, რა­მაც ქვეყ­ნის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნის სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­იც­ვა? –  ამ კითხ­ვით მივ­მარ­თეთ კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორს, ქი­მი­ის დოქ­ტორს, ბი­ო­ლო­გი­ის მენ­ტორ მას­წავ­ლე­ბელს, ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძეს. მი­სი თქმით, კო­ვიდ-19 პან­დე­მი­ამ დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი. პან­დე­მი­ის დროს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გ­ვამ, ისი­ნი ამ თე­მის ირ­გ­ვ­ლივ მე­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის, შეს­წავ­ლი­სა და გა­ზი­ა­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ში და­არ­წ­მუ­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ამ სა­კითხ­ზე სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ა­ფიქ­რა. „პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხს წარ­მო­ად­გენს ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა (ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თე­მაა ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის), ამავ­დ­რო­უ­ლად, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის დროს, აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა. „ასო­ცი­ა­ცია-ბი­ოს“ ფარ­გ­ლებ­ში, რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო რე­სურ­სი შე­იქ­მ­ნა ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სწავ­ლე­ბის მე­თოდს მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი რე­სურ­სე­ბი წარ­მო­ად­გენს, მათ შო­რის პრო­ექ­ტე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, კვლე­ვე­ბი. ჩე­მი ფიქ­რიც აქე­დან და­იწყო, მოს­წავ­ლე­ებს შე­ექ­მ­ნათ რე­სურ­სე­ბი და მა­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით პან­დე­მი­ის თე­მა­ზე ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა კონ­ფე­რენ­ცია. მათ უნ­და მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ რე­სურ­სე­ბი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის როლ­ზე, ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­სა თუ დღე­ვან­დელ სა­მეც­ნი­ე­რო მიღ­წე­ვებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე. სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, რო­გორ მსჯე­ლო­ბენ და რას ფიქ­რო­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ თე­მა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­დო­და აღ­მო­მე­ჩი­ნა მათ შო­რის ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის რე­გი­ონ­სა თუ სკო­ლა­ში ამ თე­მა­ზე შექ­მ­ნილ რე­სურ­სებს რე­გი­ო­ნის მაცხოვ­რებ­ლებ­სა და თა­ნა­ტო­ლებს გა­აც­ნობ­დ­ნენ,“ — ამ­ბობს ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძე.

ჟი­უ­რის წევ­რე­ბის აზ­რით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში, მსგავს თე­მებ­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბის ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, მით უფ­რო, რო­ცა ღო­ნის­ძი­ე­ბა კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია და ჩანს მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნა კონ­კ­რე­ტულ თე­მა­ტი­კა­ზე.

ჟი­უ­რის წევ­რი აივენ­გო შა­თი­რიშ­ვი­ლი, ბი­ო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ემე­რი­ტუს პრო­ფე­სო­რი, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ბი­ო­ლო­გი­ის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ამ­ბობს, რომ კონ­ფე­რენ­ცია მარ­თ­ლაც მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ტარ­და და კარ­გად იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც კარ­გად ერ­კ­ვე­ოდ­ნენ წარ­მოდ­გე­ნილ თე­მა­ტი­კა­ში და დას­მულ კითხ­ვებ­საც თა­მა­მად პა­სუ­ხობ­დ­ნენ. მი­სი­ვე თქმით, დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია არაფ­რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და ტრა­დი­ცი­უ­ლის­გან და მე­ტიც, უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლიც კი აღ­მოჩ­ნ­და სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან ჩარ­თ­ვა და მოხ­სე­ნე­ბის გა­კე­თე­ბა „ში­ნა­ურ ატ­მოს­ფე­რო­ში“: „ჩე­მი შე­ხე­დუ­ლე­ბით, შე­სა­ნიშ­ნავ ტრა­დი­ცი­ას ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. კონ­ფე­რენ­ცი­ამ ერ­თ­გ­ვა­რად გა­მო­ა­ცოცხ­ლა და გა­ა­ხა­ლი­სა მოს­წავ­ლე­თა საქ­მი­ა­ნო­ბა. მას­ში სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ და არ იგ­რ­ძ­ნო­ბო­და ქა­ლა­ქის ლი­დე­რო­ბა. ქა­ლაქ­სა და სო­ფელს შო­რის ზღვა­რი იყო წაშ­ლი­ლი, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ყვე­ლას ერ­თ­ნა­ი­რად მი­უწ­ვ­დე­ბო­და ხე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე. შე­სა­ნიშ­ნა­ვად ფლობ­დ­ნენ უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ებს. მოს­წავ­ლე­ებ­მა ორი­გი­ნა­ლუ­რი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა ტრა­დი­ცი­ად დამ­კ­ვიდ­რ­დე­ბა.“

ნა­ნა დვა­ლიშ­ვი­ლის აზ­რით (ჟი­უ­რის წევ­რი, ბი­ო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, თსუ-სა და ილი­ა­უ­ნის მიწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ბი­ო­ლო­გი­ის ჯგუ­ფის სპე­ცი­ა­ლის­ტი), „ასო­ცი­ა­ცია-ბი­ოს“ ინი­ცი­ა­ტი­ვა, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მოს­წავ­ლე­თა დის­ტან­ცი­უ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, თა­ვის­თა­ვად,  მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იყო. ღო­ნის­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნა ამ­ბობს, რომ: „ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შეგ­ვიძ­ლია გან­ვაცხა­დოთ: წა­მოწყე­ბა აღ­მოჩ­ნ­და ძალ­ზე რე­ზო­ნან­სუ­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა სა­უცხო­ოდ გა­არ­თ­ვა თა­ვი და­სა­ხულ ამო­ცა­ნას.

კონ­ფე­რენ­ცია იყო მას­შ­ტა­ბუ­რი – მო­იც­ვა მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო; მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი იყო; საპ­რე­ზენ­ტა­ცი­ოდ შერ­ჩე­უ­ლი მოხ­სე­ნე­ბე­ბი კარ­გად იყო და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი (უმე­ტე­სო­ბა – სა­კუ­თარ კვლე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი); მომ­ხ­სე­ნებ­ლე­ბი სიღ­რ­მი­სე­უ­ლად ფლობ­დ­ნენ მა­სა­ლას, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად მსჯე­ლობ­დ­ნენ თე­მებ­ზე, გვთა­ვა­ზობ­დ­ნენ სა­კუ­თარ ხედ­ვებს, პა­სუ­ხობ­დ­ნენ შე­კითხ­ვებს და იცავ­დ­ნენ თა­ვი­ანთ შე­ხე­დუ­ლე­ბებს.

უდა­ვოა, რომ მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მა­სობ­რი­ვი უნ­და გახ­დეს, რად­გან ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში საგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას; ამას­თან, აღ­ვი­ვებს მო­ზარ­დებ­ში ინ­ტე­რესს არა მხო­ლოდ საგ­ნის მი­მართ, არა­მედ კვლე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, ზო­გა­დად; ხელს უწყობს მათ­ში ანა­ლი­ზი­სა და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. სა­მო­მავ­ლოდ ვი­სურ­ვებ­დი, რომ „ასო­ცი­ა­ცია-ბი­ოს“ ამ წა­მოწყე­ბას რე­გუ­ლა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ე­ცეს; მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­იც­ვას რე­გი­ო­ნე­ბი და წა­ხა­ლი­სე­ბულ იქ­ნეს ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვე­ბი, რო­მელ­თა დი­ზა­ინს მოს­წავ­ლე­ე­ბი თვი­თონ შე­ი­მუ­შა­ვებ­დ­ნენ და და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­ა­ტა­რებ­დ­ნენ ცდებს სკო­ლის სას­წავ­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში, რა თქმა უნ­და, პე­და­გო­გე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით; შემ­დეგ თვი­თონ­ვე და­ა­მუ­შა­ვებ­დ­ნენ ემ­პი­რი­ულ მო­ნა­ცე­მებს სტა­ტის­ტი­კუ­რად (მათ სან­დო­ო­ბა­ში და­სარ­წ­მუ­ნებ­ლად). ეს უკეთ გა­ნა­ვი­თა­რებ­და მათ­ში სინ­თე­ზი­სა და ანა­ლი­ზის უნა­რებს. სა­სურ­ვე­ლია, მოს­წავ­ლე­ებ­მა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­კონ­კურ­სოდ, ამ­გ­ვა­რი მი­ნი-პრო­ექ­ტე­ბიც წარ­მო­ად­გი­ნონ.“

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტან­ტი, ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის აფი­ლი­რე­ბუ­ლი ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი რუ­სუ­დან თე­დო­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ „ასო­ცი­ა­ცია-ბიო“ ყო­ველ­თ­ვის მო­წი­ნა­ვე­თა რი­გებ­შია და ცდი­ლობს, მას­წავ­ლებ­ლებს სა­მუ­შაო პრო­ცე­სი გა­უ­ხა­ლი­სოს. „უდი­დე­სი შრო­მა ჩანს ნაშ­რო­მე­ბის წარ­დ­გე­ნი­სას, ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მოს­წავ­ლეს შე­აყ­ვა­რო სა­გა­ნი, მო­ან­დო­მო იმუ­შა­ოს და გა­ა­კე­თოს კვლე­ვა , პრო­ექ­ტი თუ პრე­ზენ­ტა­ცია, უდი­დე­სი შრო­მაა. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ის მომ­ხ­სე­ნე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ი­მე­დო ხელ­ში არი­ან. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბა, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნას სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა გა­და­არ­ჩენს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მოს­წავ­ლე­ებ­სა და მათ მას­წავ­ლებ­ლებს ბევრ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ.“

კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­ჯ­ვე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს ვთხო­ვეთ კო­მენ­ტა­რი, თუ რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ თა­ვი­ან­თი სა­კონ­ფე­რენ­ციო თე­მე­ბით ან სა­ერ­თოდ, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეს კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რა გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

გი­ორ­გი შა­რი­ქა­ძე, თბი­ლი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის VIII კლა­სის მოს­წავ­ლე: „ჩე­მი სა­კონ­ფე­რენ­ციო თე­მა გახ­ლავთ „SARS-CoV-2-ის სტრუქ­ტუ­რა და პა­თო­გე­ნე­ზი“. კო­ვიდ­მა გლო­ბა­ლუ­რად შეც­ვა­ლა მსოფ­ლი­ოს ცხოვ­რე­ბა – ჩა­კე­ტი­ლი ქა­ლა­ქე­ბი, ცა­რი­ე­ლი ქუ­ჩე­ბი, გა­ჩე­რე­ბუ­ლი ტრან­ს­პორ­ტი და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, პან­დე­მი­ის და­საწყის­ში ატე­ხი­ლი პა­ნი­კა, რო­ცა არ ვი­ცო­დით რა გვე­ლო­და და რო­გორ გვებ­რ­ძო­ლა ვი­რუს­თან. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ნელ-ნე­ლა, ბევ­რი რამ გა­ირ­კ­ვა. ამი­ტომ, ძა­ლი­ან მო­მინ­და ჩე­მი თა­ნა­ტო­ლე­ბის­თ­ვის გა­მეც­ნო თუ რო­გო­რი აგე­ბუ­ლე­ბი­საა კო­რო­ნა­ვი­რუ­სი, რო­გორ აინ­ფი­ცი­რებს იგი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს, რო­გორ უნ­და და­ვიც­ვათ თა­ვი მის­გან და რო­გორ ავი­რი­დოთ მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი.

ჩემ­თ­ვის ამ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მო­პო­ვე­ბა ძა­ლი­ან დი­დი პა­ტი­ვია და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გა­დად­გ­მუ­ლი პირ­ვე­ლი დი­დი ნა­ბი­ჯია. კონ­ფე­რენ­ცი­ის­თ­ვის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე, რო­გორ ვი­მუ­შაო სა­მეც­ნი­ე­რო თე­მა­ზე, რო­გორ მო­ვი­პო­ვო და და­ვა­მუ­შაო ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორ მი­ვა­წო­დო მსმე­ნელს. მო­ვის­მი­ნე ჩე­მი თა­ნა­ტო­ლე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ოც­რად კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბი, რაც ცოდ­ნის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში და­მეხ­მა­რა. ჟი­უ­რის წევ­რე­ბის მი­ერ დას­მუ­ლი შე­კითხ­ვე­ბის წყა­ლო­ბით, ვის­წავ­ლე ჩე­მი პო­ზი­ცი­ე­ბის დაც­ვა და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა, რის­თ­ვი­საც მათ და კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს დიდ მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებ. მა­თი წყა­ლო­ბით დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ თუ საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვუდ­გე­ბით და ჩვე­ნი მიზ­ნე­ბის­თ­ვის თავს არ დავ­ზო­გავთ, შრო­მა დაგ­ვი­ფას­დე­ბა. იმე­დია, კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი კი­დევ შეძ­ლე­ბენ მსგავ­სი ღო­ნი­ძი­ე­ბე­ბის მოწყო­ბას, რი­თაც დიდ დახ­მა­რე­ბას გაგ­ვი­წე­ვენ მო­მა­ვალ­ში, კარ­გი მეც­ნი­ე­რე­ბი რომ დავ­დ­გეთ. კი­დევ ერ­თხელ დი­დი მად­ლო­ბა.“

ნი­კა ღამ­ბა­რო­ვი, თე­ლა­ვის №4 სა­ჯა­რო სკო­ლის VIII კლა­სის მოს­წავ­ლე: „ვი­ნა­ი­დან დღეს მსოფ­ლი­ო­ში კო­ვიდ-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მია მძვინ­ვა­რებს, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სა­ზო­გა­დო­ე­ბის დარ­წ­მუ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის აუცი­ლებ­ლო­ბა­ში. კო­ვიდ-19-მა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე შე­ი­წი­რა, დავ­კარ­გეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი… ვცდი­ლობ, ჩე­მი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბა­ში და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პის გაზ­რ­და­ში. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ მე­დი­ცი­ნით და ვცდი­ლობ, მე­ტი ვის­წავ­ლო.

ასო­ცი­ა­ცია „ბიო“-ს მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ მოს­წავ­ლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თ­ვის დი­დი გა­მოწ­ვე­ვა იყო. გა­ვი­ცა­ნი ჩე­მი თა­ნა­ტო­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხი­დან, გა­ვი­ზი­ა­რე მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბა. ჟი­უ­რის წევ­რე­ბის მი­ერ თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლი­სათ­ვის მი­ცე­მუ­ლი კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი შე­ფა­სე­ბა ჩემ­თ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი იყო და ბი­ო­ლო­გი­ის უფ­რო ღრმად შეს­წავ­ლის­კენ მი­ბიძ­გა. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, დავ­ხ­ვე­წო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბი და მა­ძი­ე­ბელ მოს­წავ­ლედ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე, რაც, ვფიქ­რობ, მო­მა­ვალ­ში აუცი­ლებ­ლად და­მეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­ულ ას­პა­რეზ­ზე.“

ნო­დი­კო ბელ­თა­ძე, სსიპ სამ­ტ­რე­დი­ის №11 სა­ჯა­რო სკო­ლის VII კლა­სის მოს­წავ­ლე: „მსურ­და, უფ­რო კარ­გად შე­მეს­წავ­ლა მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი, ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბი­ო­ლო­გია, ეს სა­გა­ნი ჩემ­მა მა­რი­ამ მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­მაყ­ვა­რა და და­მა­ინ­ტე­რე­სა.

ჩემ­თ­ვის, რო­გორც ასა­კით ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მო­ნა­წი­ლის­თ­ვის, გა­მარ­ჯ­ვე­ბა ნიშ­ნავს ჩე­მი შრო­მის და­ფა­სე­ბას, იმე­დი და მო­ტი­ვა­ცია გა­მიჩ­ნ­და, ბი­ო­ლო­გია უფ­რო ღრმად შე­ვის­წავ­ლო. მად­ლო­ბა ჩემს მას­წავ­ლე­ბელ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს“.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა სა­ხა­ლი­სო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მუ­ზე­უმ­ში – ექ­ს­პე­რი­მენ­ტო­რი­უმ­ში (http://experimentorium.ge/) გა­ი­მარ­თა – მათ ავ­ტო­რე­ბი­სა­გან – აივენ­გო შა­თი­რიშ­ვი­ლი­სა და ნა­ნა დვა­ლიშ­ვი­ლის­გან – სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცათ „ზო­გა­დი გე­ნე­ტი­კის წიგ­ნი“ და ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძის „ბი­ო­ლო­გია“, სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის კრე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლო და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­თათ­ვის. ამის გარ­და, კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სიმ­ბო­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბიც მი­ი­ღეს.

ლალი ჯელაძე 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები