25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

რა არის სე­ლექ­ცი­უ­რი მუ­ტიზ­მი

spot_img

თუ გი­ნა­ხავთ ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც სახ­ლ­ში ძა­ლი­ან ბევრს სა­უბ­რობს, ხო­ლო ბაღ­სა ან სკო­ლა­ში ხმას არ იღებს, ალ­ბათ გი­ფიქ­რი­ათ, რომ საქ­მე მეტყ­ვე­ლე­ბის შე­ფერ­ხე­ბას­თან გაქვთ. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ამას „შერ­ჩე­ვი­თი (სე­ლექ­ცი­უ­რი) მუ­ტიზ­მი“ ჰქვია, რო­მე­ლიც შფოთ­ვით აშ­ლი­ლო­ბას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა და F 94.0 კო­დით არის ცნო­ბი­ლი.

სე­ლექ­ცი­უ­რი მუ­ტიზ­მის დროს ბავ­შ­ვი ვერ სა­უბ­რობს გარ­კ­ვე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, გარ­კ­ვე­ულ ად­გი­ლას ან ადა­მი­ა­ნებ­თან, ხო­ლო მშობ­ლებ­თან ან სხვა ახ­ლო ადა­მი­ა­ნებ­თან შე­უძ­ლია ვერ­ბა­ლუ­რი უნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. სე­ლექ­ცი­უ­რი მუ­ტიზ­მის დროს ბავშვს ერ­თ­გ­ვა­რი ში­შის, შფოთ­ვის ან უხერ­ხუ­ლო­ბის გან­ც­და აქვს სა­უბ­რი­სას. შფოთ­ვას კი თან ახ­ლავს ფი­ზი­კუ­რი სიმ­პ­ტო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა: გუ­ლის­ცე­მის აჩ­ქა­რე­ბა, ოფ­ლი­ა­ნო­ბა ან სუნ­თ­ქ­ვის რიტ­მის დარ­ღ­ვე­ვა (სუნ­თ­ქ­ვის გაძ­ნე­ლე­ბა ან გახ­ში­რე­ბუ­ლი სუნ­თ­ქ­ვა).

სე­ლექ­ცი­უ­რი მუ­ტიზ­მის მდგო­მა­რე­ო­ბის დროს ყვე­ლა ბავ­შ­ვი ერ­თ­ნა­ი­რად არ რე­ა­გი­რებს გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე და­ამ­ყა­როს მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. მუ­ტიზ­მის დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია ბავ­შ­ვი იყე­ნებ­დეს:

  1. მოკ­ლე პა­სუ­ხებს, რო­გო­რი­ცაა „კი“ ან „არა“ – შე­მოკ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი.
  2. ჩურ­ჩულს.
  3. მხო­ლოდ ჟეს­ტებს და მი­მი­კებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და­სამ­ყა­რებ­ლად.
  4. მხო­ლოდ დუ­მილს.

სე­ლექ­ცი­უ­რი მუ­ტიზ­მის ის­ტო­რი­ას რომ გა­დავ­ხე­დოთ, გერ­მა­ნელ­მა ექიმ­მა, ადოლფ კუს­მა­ულ­მა, 1877 წელს, მუ­ტიზ­მის აღ­სა­წე­რად, გა­მო­ი­ყე­ნა ად­რე­უ­ლი ტერ­მი­ნი – „აფა­ზია ვო­ლუნ­ტა­რია“, რაც ნიშ­ნავს „ლა­პა­რა­კის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ნაკ­ლე­ბო­ბას“.

ტერ­მი­ნი „არ­ჩე­ვი­თი მუ­ტიზ­მი“, პირ­ვე­ლად, შე­მო­ი­ტა­ნა შვე­ი­ცა­რი­ელ­მა ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქი­ატ­რ­მა, მო­რიც ტრა­მერ­მა, 1934 წელს. ბო­ლოს კი ამ მდგო­მა­რე­ო­ბას „შერ­ჩე­ვი­თი მუ­ტიზ­მი“ და­ერ­ქ­ვა. რო­გორც ხე­დავთ, ამ მდგო­მა­რე­ო­ბას ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მდგო­მა­რე­ო­ბას ადა­რებ­დ­ნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი დად­გინ­და, რომ ვერ­ბა­ლუ­რი უნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი, კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ბავ­შ­ვის სურ­ვილ­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

იმი­სათ­ვის, რომ გო­ნივ­რუ­ლი ეჭ­ვი მი­ვი­ტა­ნოთ „სე­ლექ­ცი­უ­რი მუ­ტიზ­მის“ არ­სე­ბო­ბა­ზე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი:

  1. ბავ­შ­ვის მი­ერ მეტყ­ვე­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა, კონ­კ­რე­ტულ გა­რე­მო­ში, მი­ნი­მუმ, ერ­თი თვე უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს.
  2. სხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მას არ უნ­და ჰქონ­დეს მეტყ­ვე­ლე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი.
  3. ბავ­შ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ენის ცოდ­ნის დე­ფი­ცი­ტით.
  4. უნ­და გა­ი­მიჯ­ნოს ბავ­შ­ვის სხვა მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის­გან, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა აუტიზ­მი, რო­მელ­საც ასე­ვე ახა­სი­ა­თებთს სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი.

ვის უნ­და მივ­მარ­თოთ? მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თ­ვის მივ­მარ­თოთ ფსი­ქი­ატრს/პე­დი­ატრს, ხო­ლო შემ­დეგ გა­და­მი­სა­მარ­თ­დეს ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტ­თან.

მუ­ტიზ­მი ხში­რად თა­ნა­არ­სე­ბობს სხვა მდგო­მა­რე­ო­ბებ­თან ერ­თად, რო­გო­რი­ცაა: სო­ცი­ა­ლუ­რი შფოთ­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბა, ფო­ბი­ე­ბი, არა­სან­დო მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, პოს­ტ­ტ­რავ­მუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა და ა.შ

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ოჯა­ხის ინ­ფორ­მი­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი თე­რა­პი­უ­ლი სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ, რო­გო­რი­ცაა: CTB-კოგ­ნი­ტურ ბი­ჰე­ვი­ო­რუ­ლი თე­რა­პია, ქცე­ვი­თი თე­რა­პია, ფლორ­თა­ი­მის თე­რა­პია, არ­ტ­თე­რა­პია.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი
  1. პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავშვს სხვა გა­რე­მო­შიც არ და­ა­ძა­ლოთ სა­უ­ბა­რი, არ მის­ცეთ შე­ნიშ­ვ­ნე­ბი და უფ­რო მე­ტად არ გა­უძ­ლი­ე­როთ შფოთ­ვა.
  2. შექ­მე­ნით ბავ­შ­ვის­თ­ვის უსაფ­რ­თხო, მშვი­დი და პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მო.

3. და­იწყეთ ბავ­შ­ვ­თან არა­ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბით. და­ამ­ყა­რეთ მას­თან მზე­რი­თი კონ­ტაქ­ტი, გა­მო­ი­ყე­ნეთ ჟეს­ტე­ბი, მი­მი­კა, გა­უ­ზი­ა­რეთ ემო­ცი­ე­ბი, გა­ა­ცი­ნეთ, უბ­რა­ლოდ ეთა­მა­შეთ და მი­ი­ღეთ ურ­თი­ერ­თო­ბის ის ფორ­მა, რო­მელ­საც ბავ­შ­ვი ამ ეტაპ­ზე გი­წი­ლა­დებთ.

  1. შეს­თა­ვა­ზეთ ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ბავშვს რე­ლაქ­სა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს და შე­უმ­ცი­რებს შფოთ­ვას, რო­გო­რი­ცაა: ხატ­ვა, ძერ­წ­ვა, სენ­სო­რუ­ლი „ჭუჭყი­ა­ნი თა­მა­შე­ბი“ – ქვი­შა, ქა­ფი, წყა­ლი, სა­ღე­ბა­ვე­ბი, ბურ­ღუ­ლე­უ­ლი და ა.შ.

  1. მი­ე­ცით ბავშვს სა­შუ­ა­ლე­ბა ითა­მა­შოს მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით, რად­გან გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და მუ­ტიზ­მის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ სა­უ­ბა­რი ეუხერ­ხუ­ლე­ბათ, ასე­ვე, თავს იკა­ვე­ბენ ხმე­ბის გა­მო­ცე­მის­გან. ამი­ტომ დოლ­ზე დარ­ტყ­მა, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვ­რა ან ჩა­სა­ბე­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტით ხმე­ბის გა­მო­ცე­მა ის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ მუ­ტიზ­მ­თან გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად გა­დად­გათ.
  2. გა­და­უ­ღეთ ბავშვს ვი­დე­ო­ე­ბი იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს, შემ­დეგ კი ეს ვი­დე­ო­ე­ბი აჩ­ვე­ნეთ იქ, სა­დაც სა­უ­ბა­რი უჭირს, აღ­ნიშ­ნეთ რო­გორ კარ­გად და რა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხ­ზე სა­უბ­რობს ვი­დე­ო­ში. დას­ვით კითხ­ვე­ბი, თუნ­დაც პა­სუ­ხე­ბი არ მი­ი­ღოთ მის­გან და ვი­დე­ო­ში ბავ­შ­ვის სა­უ­ბარს პო­ზი­ტი­უ­რად გა­მო­ეხ­მა­უ­რეთ.

7. ჩარ­თეთ ბავ­შ­ვი ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რო­გო­რი­ცაა სირ­ბი­ლი, ვარ­ჯი­ში, ცეკ­ვა და ა.შ ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თ­ვა ამ­ცი­რებს სტრე­სის ჰორ­მო­ნის – კორ­ტი­ზო­ლის გა­მო­ყო­ფას და, შე­სა­ბა­მი­სად, მის შფოთ­ვა­საც ამ­ცი­რებს.

8. მი­მარ­თეთ ჯგუ­ფურ თე­რა­პი­ას. ეს და­ეხ­მა­რე­ბა ბავშვს და­ი­ნა­ხოს, რო­გორ იქ­ცე­ვი­ან სხვა ბავ­შ­ვე­ბი თა­მა­შის დროს და ნელ-ნე­ლა გა­და­ლა­ხონ შფოთ­ვა, რომ და­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა­ი­მე ემუქ­რე­ბათ.

სტატია მოამზადა ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტმა და განათლების ფსიქოლოგმა, სოფიო მელაძემ

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები