23 ნოემბერი, შაბათი, 2024

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში

spot_img

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გერ­მა­ნუ­ლი სის­ტე­მა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო და ეფექ­ტურ სის­ტე­მა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. აქ შერ­წყ­მუ­ლია სწავ­ლე­ბა და ბიზ­ნე­სი, თე­ო­რია და პრაქ­ტი­კა, სწავ­ლე­ბა და მუ­შა­ო­ბა. ეს ორ­მა­გი სის­ტე­მა მყა­რად დამ­კ­ვიდ­რ­და გერ­მა­ნულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში და მი­სი ფეს­ვე­ბი შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბამ­დე აღ­წევს.

ორ­მა­გი სის­ტე­მის მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც კა­ნო­ნით რე­გუ­ლირ­დე­ბა. ტერ­მი­ნი „ორ­მა­გი“ აღ­ნიშ­ნავს გერ­მა­ნი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­კონ­ს­ტი­ტუ­ციო სის­ტე­მას, სა­დაც გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია კომ­პა­ნი­ებ­ში პრო­ფე­სი­ულ სწავ­ლე­ბა­ზე, ფე­დე­რა­ლუ­რი მი­წე­ბი კი (Lლnder) — პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ზე. ამ­გ­ვა­რად, გერ­მა­ნუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მო­ი­ცავს თე­ო­რი­ას და პრაქ­ტი­კას, ცოდ­ნას და უნა­რებს, სწავ­ლას და მუ­შა­ო­ბას.

გერ­მა­ნი­ა­ში ამ­ჟა­მად, დახ­ლო­ე­ბით, 350 აღი­ა­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მაა. ეს პროგ­რა­მე­ბი სის­ტე­მის მთა­ვა­რი ელე­მენ­ტია. მარ­თა­ლია, ისი­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­შია ასა­ხუ­ლი, მაგ­რამ მათ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ვაჭ­რო­ბა და წარ­მო­ე­ბა გა­დამ­წყ­ვეტ როლს თა­მა­შობს.

გერ­მა­ნი­ა­ში, კო­ლე­ჯის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სტუ­დენ­ტე­ბის 50% სწავ­ლას უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში კი არა, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში აგ­რ­ძე­ლებს, მათ სწავ­ლე­ბა­ში უამ­რა­ვი კომ­პა­ნია მო­ნა­წი­ლე­ობს. კომ­პა­ნი­ე­ბი, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით,  ას­წავ­ლი­ან და ხში­რად სწავ­ლე­ბის ხარ­ჯ­საც კის­რუ­ლო­ბენ, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მა­თი­ვე მოთხოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის შერ­ჩე­ვი­სას. დაწყე­ბი­თი პრო­ფე­სი­უ­ლი სწავ­ლე­ბის ხარ­ჯის 2/3-ს კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი ფა­რა­ვენ. ერ­თი სტუ­დენ­ტის მომ­ზა­დე­ბა, წე­ლი­წად­ში, 15 300 ევ­რო ჯდე­ბა. პრაქ­ტი­კა­ში მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ე­ბი ახალ თა­ნამ­შ­რომ­ლებს თა­ვად ამ­ზა­დე­ბენ და  თა­ვი­დან იცი­ლე­ბენ უვარ­გი­სი თა­ნამ­შ­რომ­ლის მი­ღე­ბის რისკს. სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის კი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ისი­ნი ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად სწავ­ლო­ბენ, რაც ზრდის და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ამავ­დ­რო­უ­ლად, ახალ­გაზ­რ­დე­ბი სო­ცი­ა­ლურ უნა­რებს იძე­ნენ და პი­როვ­ნუ­ლად ვი­თარ­დე­ბი­ან. სა­ხელ­მ­წი­ფოც სარ­გე­ბელ­შია ამ ორ­მა­გი სის­ტე­მით — სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯეტს შე­ღა­ვა­თი აქვს სა­წარ­მო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ხარ­ჯ­ზე და მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­კად­რო რე­სურ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბით.

ორ­მა­გი სწავ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი 1 აგ­ვის­ტოს ან 1 სექ­ტემ­ბერს იწყე­ბა და 2 – 3,5 წე­ლი­წადს გრძელ­დე­ბა.  სას­წავ­ლე­ბელ­ში, ხე­ლო­ბას­თან ერ­თად, სწავ­ლო­ბენ გერ­მა­ნულს, ინ­გ­ლი­სურს და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მეც­ნი­ე­რე­ბებს. მე­ცა­დი­ნე­ო­ბის 2/3 ეთ­მო­ბა იმ საგ­ნებს, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის ასათ­ვი­სებ­ლად. სტუ­დენ­ტებს უფ­ლე­ბა აქვთ, წე­ლი­წად­ში ერ­თხელ, 24-დღი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა აიღონ იმ კომ­პა­ნი­ა­ში, სა­დაც მუ­შა­ო­ბენ, ოღონდ ეს მხო­ლოდ სას­წავ­ლე­ბელ­ში არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში უნ­და მოხ­დეს.

პროგ­რა­მის ნა­ხე­ვა­რი რომ დას­რულ­დე­ბა, სტუ­დენ­ტე­ბი გა­მოც­დას აბა­რე­ბენ – იმის გა­სარ­კ­ვე­ვად, თუ რა ის­წავ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში და რო­გორ შეძ­ლეს ამ ცოდ­ნის პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა. პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბი­სას გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი ბარ­დე­ბა.

კვი­რა­ში 1-2 დღეს მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­წავ­ლე­ბელ­ში ატა­რე­ბენ, თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად, და­ნარ­ჩენ დღე­ებს კი კომ­პა­ნი­ა­ში, სა­დაც მი­ღე­ბულ თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას პრაქ­ტი­კა­ში იყე­ნე­ბენ. გარ­და ამი­სა, ეც­ნო­ბი­ან კომ­პა­ნი­ის მუ­შა­ო­ბას და შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, მო­ი­ფიქ­რონ, მო­მა­ვალ­ში მო­ი­სურ­ვე­ბენ თუ არა ამ კონ­კ­რე­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბას.

სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ახალ­გაზ­რ­დებს პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ო­ბის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. ამ პროგ­რა­მე­ბის კურ­ს­და­თავ­რე­ბუ­ლე­ბი იოლად პო­უ­ლო­ბენ სამ­სა­ხურს. ესეც გა­ნა­პი­რო­ბებს ახალ­გაზ­რ­და გერ­მა­ნე­ლებს შო­რის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბას.

პრო­ფე­სი­უ­ლი სწავ­ლე­ბი­სას სტუ­დენ­ტე­ბი ყო­ველ­თ­ვი­ურ ხელ­ფასს იღე­ბენ იმ კომ­პა­ნი­ა­ში, სა­დაც პრაქ­ტი­კას გა­დი­ან. ხელ­ფა­სი, სა­შუ­ა­ლოდ, 960 ევ­როა. პრო­ფე­სი­ი­სა და რე­გი­ო­ნის მი­ხედ­ვით, ეს რიცხ­ვი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს ან შემ­ცირ­დეს. სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ ანაზღა­უ­რე­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იზ­რ­დე­ბა

დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, ბაზ­რე­ბის გლო­ბა­ლი­ზა­ცია, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ახა­ლი მო­დე­ლე­ბი მო­ითხოვს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კის ახ­ლე­ბურ სტრუქ­ტუ­რებს კვა­ლი­ფი­ცი­ურ მუ­შა­ხელ­ზე მოთხოვ­ნის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად.

გერ­მა­ნი­ას ძლი­ე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი, სა­მეც­ნი­ე­რო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო კონ­ცეფ­ცი­ე­ბით. გა­ნათ­ლე­ბას და პრო­ფე­სი­ულ მომ­ზა­დე­ბას ამ ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კურ და სო­ცი­ა­ლურ მოთხოვ­ნებს უსა­და­გე­ბენ და, ძი­რი­თა­დად, ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა და­საქ­მე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ასე­ვე, კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნას.

მო­ამ­ზა­და ნი­ნო მეტ­რე­ველ­მა Raabits-ის მა­სა­ლის მი­ხედ­ვით

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები