9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ოტფრიდ ჰიოფე: „რაც შეეხება ბედნიერებას, ამაში მთავრობები არ არიან კომპეტენტურები“

spot_img

ფილოსოფოსი ოტფრიდ ჰიოფე საუბრობს, კორონა კრიზისის პერიოდში, რა ამოცანები უნდა გადაჭრას სახელმწიფომ და გადაწყვეტილების უსუსურობაზე, ვისაც ვირუსის თავის ნებაზე მიშვება სურთ.

 

 ბატონო პროფესორო ჰიოფე, კორონა კრიზისის პერიოდში, ცოტა რამ ისმის ფილოსოფოსებისგან. ამავდროულად, თქვენ ერთ-ერთი იმათგანი ბრძანდებით, ვისასწორედ მორალზე, ორმხრივ ვალდებულებებსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი (სიკვდილ-სიცოხლის) გადაწყვეტილებების შესახებ გეთქმით სიტყვ. რატომ დუმან თქვენი კოლეგები?

მართალია, ჩვენ, ფილოსოფოსები, არ ვაცხადებთ იმის პრეტენზიას, რომ დღევანდელ ვითარებაში მიზანშეწონილად ვუპასუხებთ ვირუსის საშიშროების დიქტატურას, თუმცა, მართალია, სიტყვა ჩვენც გვეთქმის, რადგან პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსები, თავიანთი გადაწყვეტილებების დროს, მხოლოდ ვირუსოლოგების, ეკონომისტებისა და სახელმწიფომცოდნეების კომპეტენციას არ უნდა ეყრდნობოდნენ. თუ გავიხსენებთ პოლიტიკური ფილოსოფიის, მორალის ფილოსოფიისა და გამოყენებითი ეთიკის მრავალრიცხოვან პროფესორთა შეხედულებებს, მათი ცნებებისა და არგუმენტების მდიდარი ისტორიის საფუძველზე, ცხადი ხდება, რომ ფილოსოფიას აქვს საგნის გაგების კომპეტენცია. თუმცა, ამავე დროს, არსებობ მოსაზრება, რომ უნივერსიტეტებში, ახალგაზრდა დოცენტებს შორის, ამ აქტუალურ საკითხზე ცოტა თუ გამოთქვამს საკუთარ პოზიციას.

ოტფრიდ ჰიოფე: ჯოგური იმუნიტეტის დაჩქარება ჰუმანურობის  ღალატი იქნებოდა. 

ბევრი ადამიანი ამბობ: სულერთია, ადამიანები მაინც კვდებიან, ამიტომ, ეს თემა დროულად მოვიტოვოთ უკან და ადამიანების უმრავლესობისთვის ჯოგური იმუნიტეტის გარკვეული სახე შევქმნათ. არის კი ეს, მორალური კუთხით თუ შევხედავთ, დასაძრახი?

 ვირუსის თავის ნებაზე მიშვება ნებაყოფლობითი უსუსურობის ტოლფასი იქნებოდა, ანუ თვითპასუხისმგებელი და ინტელიგენტი ადამიანისთვის ყოვლად შეუფერებელი რამ. უფრო მძაფრად შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ეს ჩვენი ადამიანური ბუნებისა და ჰუმანურობის ღალატია. 

ამის დედააზრი შემდეგში მდგომარეობს: იმის ნაცვლად, რომ მთელ ქვეყანაში მკაცრი ზომები იქნს მიღებული – მასიური უმუშევრობის, ოჯახური ტრაგედიების, სამოქალაქო ქაოსის და მეორე ტალღაში ბევრი მსხვერპლის საფრთხის აცილების მიზნით, მთავრობა უფრო მეტად აკეთბს აქცენტს იმაზე, რომ  ერთბაშად დიდი რაოდენობის ადამიანები არ გარდაიცვალონ. როგორ უნდა აიწონოს ეს სიკეთეებიერთმანეთის საპირწონედ?

სიკეთეების აწონვა დღეს, უდავოდ, აუცილებელია, თუმცა, არც ისე ადვილადაა საქმე, როგორც ეს თქვენ მიერ ციტირებულ ნააზრევშია: მაგალითად, ოჯახური ტრაგედიები მაშინაც წარმოიქმნება, როდესაც ცხოვრების პარტნიორები, მშობლები და, სამწუხაროდ, ბავშვებიც იღუპებიან, ნათესავები კი ფიქრობდნენ, რომ ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ამის საფუძველზე, შეიძლება წარმოიშვას დიდი მღელვარება, საიდანაც, თავის მხრივ, შეიძლება განვითარდეს ძალმომრეობა და ეს ყველაფერი არც სიკვდილიანობას გამორიცხავს და არც ეკონომიკურ ზიანს.

კორონა კრიზისი: ადამიანთა გაწირვა არც ერთ შემთხვევაში არაა ნებადართული.

 თუ კონკრეტულ ფილოსოფიურ  პოზიციებს გადავხედავთ,  მაგალითად ე.. უტილიტარები ასე ამბობენ: მუდმივად ისე უნდა იმოქმედო, რომ, რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ადამიანმა მიაღწიოს, რაც შეიძლება დიდ ბედნიერებას. მოქმედებს ჩვენი მთავრობა ახლა ამ პრინციპით?

მთავრობები, ბედნიერების საკითხში კომპეტენტურები არ არიან, თუკი ამის გაკეთებას შეეცდებიან, უფრო მეტად ტოტალიტარულები გახდებიან, ამით კი, თავიანთ მოქალაქეებს უბედურებს გახდიან; თუკი პოლიტიკოსს სურს, რომ უტილიტარიზმს გაჰყვეს, მაშინ ეს, ალბათ, ნეგატიური უტილიტარიზმი უნდა იყოს, რომელსაც შეუძლია ბევრი დარდისა და უბედურების თავიდან აცილება. მაგრამ, მაშინ მუდმივად ისმის კითხვა სამართლიანობის შესახებ, რომელიც უტილიტარიზმმა დღევანდლამდე დაბეჯითებით ვერ გადაჭრა. სამართლიანობის საფუძვლებიდან გამომდინარე, დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოების კონსტიტუციების მიხედვით და, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი ძირითადი კანონის მიხედვით, ითვლება, რომ პირველ და ბოლო ადგილზე დგას ცალკეული, მაგრამ არა განცალკევებული ადამიანი, თავისი ხელშეუხებელი ღირსებით, გაუსხვისებელი და ხელშეუხებელი უფლებებით. ამ პრინციპიდან გამომდინარე, კანტის მიხედვით რომ ვთქვათ, არავინ შეიძლება იყოს საშუალება, ვინმეს მიერ რაიმე მიზნის განხორციელებისათვის. 

უტილიტარისტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არსობივად ცხოვრების საზრისი სიამოვნებიდან გამომდინარეობს. ისინი ამბობენ: იმას, რასაც ცხოვრებას მივაკუთვნებთ, მხოლოდ კითხვა, თუ რამდენად კარგად არის ინდივიდუმი. როგორ შეიძლება ეს მოსაზრება თანამედროვე გამოწვევას მოვარგოთ?

ეს მოსაზრება მხოლოდ ჰედონისტურ უტილიტარიზმს თუ შეესაბამება. მხოლოდ მისთვის არის მნიშვნელოვანი ადამიანური საჭიროებებისა და ინტერესების განხორციელება, ანუ პიროვნული კეთილდღეობა, როგორც უმაღლესი ღირებულება. საბედნიეროდ, არსებობს თამაშის სხვა წესები, რომელთა მიხედვითაც, უმაღლესი ღირებულება საზოგადოებრივი აღიარება, ან შემეცნება, ან სხვადასხვა შეხედულებების კავშირია. მხოლოდ მაშინ, თუ უტილიტარიზმს ჰედონიზმზე და ამას, თავის მხრივ, ნეგატიურ ჰედონიზმზე ვაფუძნებთ, რაც ადამიანური წუხილისა და უბედურების თავიდან აცილებას გულისხმობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში, შეიძლებოდა ეს პოზიცია ამჟამინდელი სიტუაციისთვის მიგვესადაგებინა, მაგრამ მაინც რჩება ორი პრობლემა: პირველი – ადამიანი, რომლისთვისაც საკუთარი კეთილდღეობა უმნიშნლოვანესია და რატომ შეიმცირებს ან უნდა შეიმციროს ის მოყვასისთვის? ამაში კიდევ ერთი ფუნდამენტური პრობლემაა: როგორ გადაიტანს საკუთარი კეთილდღეობისკენ მიმარტული ჰედონიზმი, ალტრუიზმის გადაჭარბებას, რადგან უტილიტარისტული პრინციპი უდიდესი ბედნიერების უდიდეს რაოდენობას, მაქსიმალურ კოლექტიურ კეთილდღეობას მოითხოვს? არც ჰედონისტურ მიმართულების მოქალაქეები მისცემენ უფლებას პოლიტიკოსებს, რომ ისინი კოლექტიური ღირსების ჩამოფასების ინსტრუმენტებად გამოიყენონ და არც იმას დაუშვებენ, რაც მეორე პრობლემაა, რომ ადამიანის ღირსებისა და და ადამიანის უფლებების პრინციპებზე არ ჰქონდეთ წვდომა.

 როგორ შეაფასებდა ისეთი მორალის ფილოსოფოსი, როგორიც იმანუელ კანტია, კრიზისს, როდესაც ზოგიერთი ამბობს: ჩვენ შეგვიძლია მხცოვანი პაციენტების სიცოცხლე ვიმსხვერპლოთ, რადგან, მთლიანობაში, ეს შეიძლება საზოგადოებას წაადგეს.

თავისი აკრძალვით, რომ ადამიანმა მოყვასი არ განიხილოს, როგორც ინსტრუმენტი, კანტი ცალსახა ვეტოს დაადებდა: ეს არც ერთ შემთხვევაში არ იქნებოდა ნებადართული!

 შეუძლიათ კი ფილოსოფოსებს, საერთოდ, კლასიკური დილემების აღმოფხვრა? ერთი მაგალითი: თუ უმართავი ტრამვაი გორაკიდან გორდება და შეუძლია, ხუთი ადამიანი მოკლას, შეიძლებოდა მისი ისე წარმართვა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი ემსხვერპლა?

ჭკვიანი ფილოსოფოსები ამ დილემას საერთოდ არ მიიღებდნენ, სხვა გამოსავალს მოძებნიდნენ: თუ აქვს ვინმეს იმის უნარი, რომ ტრამვაის მიმართულება შეუცვალოს, რატომ არ შეიძლება მაშინ, სხვა მიმართულებით მიაბრუნო ან საშიშროების ქვეშ  მყოფი პიროვნება გააფრთხილო? რეალურ სიტუაციაში იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ თუ საკმარისად საფუძვლიანად და კრეატიულად ვიაზროვნებთ, აუცილებელ ან საჭირო გამოსავალს ვიპოვით.

 კორონა კრიზისი: განსაკუთრებულად ფრთხილად ვიყოთ თავისუფლებისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან მიმართებაში.

 არის ეს დილემა იმ მდგომარეობის შესატყვისი, რაშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით?

ამ კითხვაზე ჩემი პასუხი არის, უბრალოდ, არა.

 აზროვნების რომელ მიმართულებას ურჩევდით NRWნორდრაინ ვესტფალიის ექსპერტთა კომისის წევრებს? არის ისეთი რაღაცები, რაზეც თქვენ განსაკუთრებულად გნებავთ მიუთითოთ?

რადგან კომისიის წევრებს, თავისთავად ცხადია, კანტის ცნება განმანათლებლობის შესახებ  მხედველოვაში აქვთ და გულთან ახლოს მიაქვთ, კერძოდ ის, რომ აქვთ გამბედაობა საკუთარ განსჯას ენდობოდნენ, ისინი არ საჭიროებენ რჩევებს ჩემი მხრიდან; და თუ მაინც საჭიროებენ, მაშინ მხოლოდ ორს: ჩვენ უნდა მივცეთ, ჩვენს თავისუფალ სახელმწიფოში, ძირითად უფლებებს კონსტიტუციურად მოთხოვნადი წონა და უნდა ვიყოთ, თავისუფლებების შეზღუდვებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ფრთხილები: მივცეთ იმედს მეტი შანსი, ვიდრე შიშებს და  პანიკაში ჩავარდნას.

 რომელ წიგნებს იღებთ თქვენი წიგნების კარადიდან ამ განსაკუთრებულ დროში წასაკითხად?

მე, როგორც ყოველთვის, კანტს ვიღებ, რადგან ის კრძალავს ადამიანის ინსტრუმენტალიზირებას და, ამასთან, აფუძნებს ორმხრივი თავისუფლების პრინციპს; მეორედ ყოველთვის ვიხსენებ არისტოტელეს: ახლა განსაკუთრებით, მის ნააზრევს ფრონეზისის შესახებ, რაც ზნეობრივი პოლიტიკური მსჯელობის უნარს აფუძნებს. ვინც ამ ორ ფილოსოფოსს სერიოზულად განიხილავს, მას შეუძლია, ვირუსის დიქტატურის ამ მძიმე დროში, პოლიტიკური გონების მმართველობა განახორციელოს.

ფილოსოფოსი: ოტფრიდ ჰიოფე

ჟურნალისტი: მიხაელ ჰესე

https://www.fr.de/kultur/gesellschaft/philosoph-otfried-hoeffe-ueber-coronakrise-regierungen-sind-nicht-glueck-zustaendig-13651363.html

 თარგმნა გიორგი ბერიაშვილმა

? ოტფრიდ ჰიოფე დაიბადა 1943 წელს, ქალაქ ლეობშუცში, ობერშილეზიაში; იგი ფილოსოფიის პროფესორ ემერიტუსია და პოლიტიკის ფილოსოფიის კვლევითი ცენტრის  ხელმძღვანელი ტიუბინგენის უნივერსიტეტში. ამასთანავრ, იგი ნორდრაინ ვესტფალიის მიწის მინისტრ-პრეზიდენტის, არმინ ლაშეტის, კორონა კრიზისის გამო, შექმნილ ექსპერტთა კომისიის წევრია. მეცნიერული ნაშრომისთვის „ფილოსოფიის პატარა ისტორია“ იგი დაჯილდოვდა ბავარიის მიწის კარლ ფოსლერის ლიტერატურული პრემიით.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები