18 აგვისტო, ხუთშაბათი, 2022

ნუ გაექცევით სოციალურ და მორალურ პასუხისმგებლობას!

spot_img

მანანა კაპეტივაძე, ბაღდათის №2 საჯარო სკოლის ინგლისური და რუსული ენების მასწავლებელი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018-ის გამარჯვებული

 

#დარჩისახლში, რადგან ეს შენი სოციალური პასუხისმგებლობაა. განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო ბავშვებს, მივმართო იმ მოსწავლეებს, რომლებიც მეგობრებთან ერთად ერთვებიან ხოლმე ონლაინ გაკვეთილებში, ნუ წახვალთ მეგობართან, თქვენი სახლიდან ჩაერთეთ.
დარჩით სახლში, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმისთვის, რომ თქვენ იყოთ ჯანმრთელები, ასევე იმისთვის, რომ გარშემომყოფები დავიცვათ არასასურველი შედეგებისგან. ვიცი, ძალიან რთულია იძულებით სახლში გამოკეტვა, მაგრამ უამრავი საშუალებაა იმისთვის, რომ დრო მხიარულად და ნაყოფიერად გაატაროთ.
იკითხეთ წიგნები – ვიცი, რომ მასწავლებლებიც გირჩევენ წასაკითხ ლიტერატურას და გამარაგებენ კიდეც ონლაინ. ამის გარდა, არსებობს უამრავი აქტივობები, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ, მაგალითად, ისწავლოთ ენა ან უბრალოდ, ითამაშოთ.
ითამაშეთ, რადგან, რეალურად, თამაშითაც ბევრ რამეს სწავლობთ; უყურეთ საინტერესო ფილმებს.
⇒ დარჩით სახლში, რადგან მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს მორალური პასუხისმგებლობაცაა!!!
მშობლებმა ძალიან დიდი როლი უნდა შეასრულონ ამაში – მაქსიმალური ყურადღება უნდა გადაიტანონ ბავშვებზე და თავიანთ შვილებთან ერთად გაატარონ დღეები – ეს ურთულესი პერიოდი.
მერწმუნეთ, ბევრ რამეს გაიგებთ თქვენს შვილებზე, გაიგებთ იმას, რაც აქამდე არ იცოდით. ერთად უყურეთ ფილმებს, იკითხეთ და ითამაშეთ მათთან ერთად სამაგიდო თამაშები, სხვა თამაშები – ამოუწურავი რესურსი არსებობს იმისთვის, რომ საინტერესოდ გაატაროთ თვითიზოლაციის დღეები.
ნუ მისცემთ ბავშვებს მოწყენის საშუალებას. სამწუხაროდ, მშობლების უმეტესობას, აქამდე ამდენი დრო არ ჰქონდა შვილებისთვის, რადგან სამსახურებრივ საქმიანობაში იყვნენ   „გადავარდნილები“. ჰოდა, ახლა ეძლევათ შანსი, მეტი დრო დაუთმონ მათ – ყველაფერში შეიძლება პოზიტივის დანახვა.
#დარჩისახლში, დაიცავი საკუთარი თავი და იზრუნე სხვებზე – ნუ გაექცევი პასუხისმგებლობას!

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები