25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდის ხელ­შეწყო­ბა მა­თე­მა­ტი­კა­ში დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მე­ო­რე ქვე­სა­ფე­ხურ­ზე

spot_img

ხა­თუ­ნა ლო­ჩოშ­ვი­ლი

ნა­ნა კოხ­რე­ი­ძე

 

სსიპ ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხ.  სო­ფელ მე­ო­რე სვი­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი

 

შე­სა­ვა­ლი, პრობ­ლე­მის შერ­ჩე­ვა

წი­ნამ­დე­ბა­რე კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ სსიპ ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სო­ფელ მე­ო­რე სვი­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-5 და მე-6 კლა­სებ­ში. აღ­ნიშ­ნულ კლა­სებ­ში ვას­წავ­ლით მა­თე­მა­ტი­კას.

ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, იზ­რ­დე­ბა სას­წავ­ლო მა­სა­ლის მო­ცუ­ლო­ბა, შე­მო­დის ახა­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი ცნე­ბე­ბი, ტერ­მი­ნე­ბი. გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა ითხოვს მა­თე­მა­ტი­კუ­რი მო­დე­ლი­რე­ბის უნა­რის ქო­ნას. მშობ­ლე­ბი ვერ ეხ­მა­რე­ბი­ან შვი­ლებს და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი მარ­ტო ვერ უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. თან ამ დროს სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი უჩ­ნ­დე­ბათ, ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებთ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი, რაც წარ­მო­შობს ახალ პრობ­ლე­მებს და  შე­სა­ბა­მი­სად, აისა­ხე­ბა სწავ­ლის ხა­რის­ხ­ზე.

მო­ტი­ვა­ცია მოს­წავ­ლის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა და ხელს უწყობს გა­ნათ­ლე­ბის, ცოდ­ნის მი­მართ პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას გან­საზღ­ვ­რავს ბევ­რი ში­ნა­გა­ნი და გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რი. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა მოს­წავ­ლე არ არის ში­ნა­გა­ნად მა­ღალ­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე კი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია. მას­წავ­ლებ­ლის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, სის­ტე­მა­ტ­უ­რად იმუ­შა­ოს მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის, გა­მო­ი­ყე­ნოს სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გია, ხერ­ხე­ბი, შე­უქ­მ­ნას პო­ზი­ტი­უ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მო, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მოს­წავ­ლე­თა ასა­კი, კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის ხა­სი­ა­თი და მუ­შა­ო­ბის სტი­ლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი. მოს­წავ­ლის სწავ­ლის და კოგ­ნი­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად მნიშ­ვ­ნე­ლოვა­ნია მას­წავ­ლე­ბელ­მა წა­ა­ხა­ლი­სოს, გა­ნამ­ტ­კი­ცოს მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ქცე­ვა, შექ­მ­ნას ისე­თი სას­წავ­ლო გა­რე­მო, რო­მელ­შიც შეც­დო­მა, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა და სირ­თუ­ლე აღიქ­მე­ბა, რო­გორც მოს­წავ­ლის სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის თან­მ­დე­ვი ფაქ­ტო­რი. მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და ეცა­დოს, ყვე­ლა მოს­წავ­ლის გო­ნე­ბა მი­მარ­თოს პა­სი­უ­რო­ბი­დან აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ, ახა­ლი იდე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნის, ახა­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და ფაქ­ტე­ბის შე­მეც­ნე­ბის­კენ. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, საქ­მე გვექ­ნე­ბა და­ბალ აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას­თან.

საკ­ვ­ლე­ვად შევარჩიეთ სა­კითხი „მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდის ხელ­შეწყო­ბა დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მე­ო­რე ქვე­სა­ფე­ხურ­ზე“.  კვლე­ვა რომ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წაგ­ვეყ­ვა­ნა, სა­ჭი­რო იყო მთა­ვა­რი კითხ­ვის დასმა, რო­მელ­ზე­ პა­სუ­ხის ძი­ე­ბა იქ­ნე­ბო­და კვლე­ვის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა. მთა­ვა­რი კითხ­ვა კი ასე­თია: რო­გორ უზ­რუნ­ველვ­ყოთ მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა და  ყვე­ლა მოს­წავ­ლის ჩარ­თ­ვა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

ჩვე­ნი აზ­რით, ამ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თ­ვის, ჩვე­ნი კლა­სე­ბი­სათ­ვის და არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის. კერ­ძოდ:

სარ­გე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის:

♦ გა­იზ­რ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია, შე­სა­ბა­მი­სად, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა და გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბაც.

სარ­გე­ბე­ლი მას­წავ­ლებ­ლი­სთ­ვის:

♦ და­ვად­გენთ მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბებს და ვი­მოქ­მე­დებთ შე­სა­ბა­მი­სად; შევ­ძ­ლებთ მოს­წავ­ლე­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბას და მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას; დავ­ნერ­გავთ მრა­ვალ­ფე­რო­ვან მე­თო­დებს და აქ­ტი­ვო­ბებს მოს­წავ­ლე­ებ­ში მა­თი მო­ტი­ვა­ცი­ის  ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით; დაგ­ვეხ­მა­რე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რად და­გეგ­მ­ვა­ში.

სარ­გე­ბე­ლი კო­ლე­გე­ბის­თ­ვის:

♦ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ეფექ­ტუ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის და­ნახ­ვა; ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა; ერ­თობ­ლი­ვად და­გეგ­მი­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, „კრი­ტი­კუ­ლი მე­გობ­რის“ პრაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა; სხვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­კუ­თარ პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვა.

კვლე­ვის მი­ზა­ნი

კვლე­ვის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია: იმ ფაქ­ტო­რე­ბის დად­გე­ნა, რაც ხელს უწყობს მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას უმ­ც­როს­კ­ლა­სე­ლებ­ში. ასე­ვე, საკ­ვ­ლე­ვი პრობ­ლე­მის სწო­რად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა; პრობ­ლე­მე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა; მი­სი სიღ­რ­მი­სე­უ­ლი შეს­წავ­ლა; მა­თი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც აამაღ­ლებს მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას, გაზ­რ­დის მათ თვით­შე­ფა­სე­ბას, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყ­ვე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­აქ­ტი­ურ­ე­ბა გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და გა­იზ­რ­დე­ბა მა­თი სწავ­ლის ხა­რის­ხი. ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ დას­კ­ვ­ნე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და გა­ვუ­ზი­ა­როთ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი კო­ლე­გებს.

საკ­ვ­ლე­ვი კითხ­ვე­ბი

კვლე­ვის დაწყე­ბი­სას და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას საკ­ვ­ლე­ვი კითხ­ვე­ბი ერთ-ერ­თი კარ­გი მა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლია შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად. გა­მოც­დილ კო­ლე­გებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოვ­კ­ვე­თეთ საკ­ვ­ლე­ვი კითხ­ვე­ბი:

  1. რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მოს­წავ­ლე­თა მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დად­გე­ნას სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის­თ­ვის?
  2. რა ფაქ­ტო­რე­ბი ახ­დენს გავ­ლე­ნას მოს­წავ­ლე­თა დე­მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე?
  3. რა შე­საძ­ლო ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის და­გეგ­მ­ვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა სა­ჭი­რო მოს­წავ­ლე­ებ­ში მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად?
ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მო­ხილ­ვა

მო­ტი­ვა­ცია არის იმ­პულ­სი, ში­ნა­გა­ნი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ქმე­დე­ბის­კენ უბიძ­გებს და ამ ქმე­დე­ბებს გარ­კ­ვე­უ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვი­სა­კენ მი­მარ­თავს. დი­მიტ­რი უზ­ნა­ძე მო­ტივს „ქცე­ვის ფსი­ქო­ლო­გი­ურ სა­ფუძ­ველს“ უწო­დებ­და. მო­ტივს აქვს სამ­გ­ვა­რი ფუნ­ქ­ცია: აღ­ძ­რავს ქცე­ვას, აძ­ლევს მას მი­მარ­თუ­ლე­ბას და უზ­რუნ­ველ­ყოფს მის შეს­რუ­ლე­ბას. ცნო­ბი­ლია, რომ არა მარ­ტო სწავ­ლას, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ აქ­ტი­ვო­ბას მო­ტი­ვა­ცია უდევს სა­ფუძ­ვ­ლად. მო­ტი­ვა­ცია გუ­ლის­ხ­მობს ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბი­სა და სი­ტუ­ა­ცი­ის შექ­მ­ნას, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს სწავ­ლის ხა­ლის­სა და უნარს შე­მა­ტებს.სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რია მა­შინ, რო­დე­საც იგი მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. მას­წავ­ლებ­ლის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, მოს­წავ­ლე­ებს გა­უღ­ვი­ძოს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა შე­სას­წავ­ლი სა­კითხის მი­მართ. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია და, ამ­დე­ნად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ის გო­ნე­ბას მი­მარ­თავს პა­სი­უ­რო­ბი­დან აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ, ახა­ლი იდე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნის, ახა­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და ფაქ­ტე­ბის შე­მეც­ნე­ბის­კენ.

საკ­ვ­ლე­ვი სა­კითხის გა­მოკ­ვე­თის­თა­ნა­ვე და­ვიწყეთ იმ ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბა, რო­მე­ლიც კვლე­ვის წარ­მო­ე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და. გარ­და ზგემ-ისა და ესგ-ის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი შეს­წავ­ლი­სა, გან­ვი­ხი­ლეთ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ ლი­ტე­რა­ტუ­რა, ბლუ­მი­სა და სო­ლო ტაქ­სო­ნო­მი­ე­ბი, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, გა­ზეთ „ახალ გა­ნათ­ლე­ბა­ში“ და სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი.

მე­თო­დო­ლო­გია

პრობ­ლე­მის შეს­წავ­ლი­სა და მი­სი გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად გა­მო­ვი­ყე­ნეთ კვლე­ვის რო­გორც თვი­სებ­რი­ვი, ისე რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მე­თო­დე­ბი, რად­გან „კვლე­ვის თვი­სებ­რი­ვი მე­თო­დე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს საკ­ვ­ლე­ვი საგ­ნის სიღ­რ­მი­სე­ულ, ხა­რის­ხობ­რივ შეს­წავ­ლას, ხო­ლო რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მე­თო­დე­ბი ად­გენს პრობ­ლე­მის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი გავ­რ­ცე­ლე­ბის სუ­რათს“ (მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის გზამ­კ­ვ­ლე­ვი, მე-2 ნა­წი­ლი, გვ.68). კერ­ძოდ, თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვის მე­თო­დე­ბი­დან შე­ვარ­ჩი­ეთ დაკ­ვირ­ვე­ბა (გა­მო­ვი­ყე­ნეთ ჩარ­თუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, მო­ი­ცავს, ფო­კუ­სი­რე­ბულ დაკ­ვირ­ვე­ბა­სა და შერ­ჩე­ვი­თ დაკ­ვირ­ვე­ბას), ფო­კუს­ჯ­გუ­ფი. რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კვლე­ვის მე­თო­დე­ბი­დან კი შე­ვარ­ჩი­ეთ ან­კე­ტი­რე­ბა და ზე­პი­რი ინ­ტერ­ვიუ.

კონ­კ­რე­ტუ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნეთ: გა­სა­უბ­რე­ბა პე­და­გო­გებ­თან; მოს­წავ­ლე­თა ან­კე­ტუ­რი გა­მო­კითხ­ვა; მშო­ბელ­თა ან­კე­ტუ­რი გა­მო­კითხ­ვა; პე­და­გოგ­თა ან­კე­ტუ­რი გა­მო­კითხ­ვა; ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა გაკ­ვე­თი­ლებ­ზე.

♦ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ანა­ლი­ზი­სას გა­მო­ვი­ყე­ნეთ რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კვლე­ვის მე­თო­დი და და­ვად­გი­ნეთ, რომ მე-5-6 კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო და­ბალ­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ვიდ­რე დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პირ­ველ ქვე სა­ფე­ხურ­ზე;

♦ შვი­ლე­ბის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის სიხ­ში­რი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნეთ რო­გორც რა­ო­დე­ნობ­რი­ვი, ისე თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვის მე­თო­დე­ბი: რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კვლე­ვის მე­თო­დით გა­ვარ­კ­ვი­ეთ, რამ­დე­ნი მშო­ბე­ლია ჩარ­თუ­ლი შვი­ლის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში. თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვის მე­თო­დით – დი­ა­ლო­გით მო­ვი­პო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცია, რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნად არი­ან მშობ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლი შვი­ლე­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში;

♦ პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის ურ­თი­ერ­თ­გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით  გა­მო­ვი­ყე­ნეთ რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კვლე­ვის მე­თო­დი – გა­მო­კითხ­ვა და თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვის მე­თო­დი – ჩაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვიუ. გა­ვარ­კ­ვი­ეთ, თუ რა მე­თო­დებს და სტრა­ტე­გი­ებს იყე­ნე­ბენ მოს­წავ­ლე­ებ­ში საგ­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაზ­რ­დი­სათ­ვის და და­ბა­ლი მზა­ო­ბის  მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯ­ობე­სე­ბი­სათ­ვის: დად­გინ­და, რომ სა­ჭი­როა არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და კომ­პლექ­სუ­რად შერ­ჩე­უ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ეფექ­ტი­ა­ნი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის გან­სა­საზღ­ვ­რად, წე­რი­ლო­ბით გა­მოვ­კითხეთ სკო­ლის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი კითხ­ვა­რის გა­მო­ყე­ნე­ბით (დავ­ს­ვით შემ­დე­გი კითხ­ვე­ბი:

  1. ახა­ლი მა­სა­ლის მი­წო­დე­ბი­სა და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის მიზ­ნით გეგ­მავთ და ახორ­ცი­ე­ლებთ სხვა­დას­ხ­ვა საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბებს?
  2. ეხ­მა­რე­ბით მოს­წავ­ლე­ებს არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის ახალ ცოდ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბა­ში?
  3. იყე­ნებთ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მას (მათ შო­რის, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებს, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბებს და ა.შ.)?
  4. იყე­ნებთ ინ­ფორ­მა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დებს (მათ შო­რის, გრა­ფი­კულ მა­ორ­გა­ნი­ზებ­ლებს)?
  5. ამუ­შა­ვებთ ში­ნა­არსს მრა­ვალ­გ­ვა­რად, რა­თა მა­სა­ლა გახ­დეს უფ­რო ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის?
  6. რა სირ­თუ­ლე­ებს აწყ­დე­ბით თქვენს პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით?
  7. რას მი­იჩ­ნევთ მშობ­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლად?

გა­მოვ­კ­ვე­თეთ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის მი­ზა­ნი:

მოს­წავ­ლე­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბის, დას­წავ­ლის ტი­პა­ჟის, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის და სხვა სა­კითხებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც დავ­გეგ­მავ­დით ინ­ტერ­ვენ­ცი­ებს მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად.

კვლე­ვის გეგ­მა

კვლე­ვის გეგ­მა გავ­თ­ვა­ლეთ ხუ­თ თვეზე. კვლე­ვის გეგ­მა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო შემ­დე­გი პუნ­ქ­ტე­ბი:

♦ რო­გო­რი მო­ტი­ვა­ცია ჰქონ­დათ მოს­წავ­ლე­ებს კვლე­ვის და­საწყის­სა და ბო­ლოს რო­გო­რი იყო დი­ნა­მი­კა;

♦ რამ­დე­ნად ამარ­თ­ლებ­და კვლე­ვის პრო­ცე­სი მო­ლო­დინს;

♦ იღებ­და თუ არა შე­დეგს ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი, რო­გო­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო პროგ­რე­სი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით;

♦ იყო თუ არა უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­თან, მშობ­ლებ­თან და კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­რე;

♦ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი­სა და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის დი­ნა­მი­კი­სა და ხა­სი­ა­თის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი;

♦ რამ­დე­ნად ზრდი­და მო­ტი­ვა­ცი­ას არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა (კერ­ძოდ, მა­თე­მა­ტი­კის კლუ­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა).

ფო­კუს­ჯ­გუ­ფი მშობ­ლებ­თან

წი­ნას­წარ შე­ვად­გი­ნეთ  მშო­ბელ­თა ან­კე­ტი­რე­ბი­სათ­ვის კითხ­ვა­რი. სა­გან­გე­ბოდ მო­ვიწ­ვი­ეთ ისი­ნი სკო­ლა­ში და ვთხო­ვეთ, რომ ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ გულ­წ­რ­ფელ­ნი ან­კე­ტის შევ­სე­ბის დროს (და­ცუ­ლი იყო ანო­ნი­მუ­რო­ბის პრინ­ცი­პი). ავუხ­სე­ნით მათ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის. მშობ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ ყუ­რადღე­ბით წა­ე­კითხათ და გულ­წ­რ­ფე­ლად შე­ევ­სოთ კითხ­ვა­რი. კითხ­ვარ­მა მოგ­ვ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, დაგ­ვედ­გი­ნა მშობ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მო­საზ­რე­ბე­ბი აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

ან­კე­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი­სას გა­მო­იკ­ვე­თა, რომ:

♦ მშო­ბ­ლე­ბი ნა­წი­ლობ­რივ ეხ­მა­რე­ბი­ან შვი­ლებს და­ვა­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში;

♦ მშობ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ მა­თე­მა­ტი­კის მი­მართ მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სი შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია;

♦ მშო­ბ­ლებ­მა ერ­თხ­მად აღ­ნიშ­ნეს, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წა­ხა­ლი­სე­ბის ფორ­მე­ბი ხელს შე­უწყობს მოს­წავ­ლის სწავ­ლე­ბის ხა­რისხს;

♦ მშობ­ელთა უმ­რავ­ლე­სო­ბამ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის ერთ-ერთ სტრა­ტე­გი­ად არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა (კლუ­ბუ­რი მუ­შა­ო­ბა) მი­იჩ­ნი­ა.

შეხ­ვედ­რა მას­წავ­ლებ­ლებ­თან

საკ­ვ­ლე­ვი თე­მის არ­ჩე­ვის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ვარ­ჩი­ეთ, იდეა გა­ვუ­ზი­ა­რეთ კო­ლე­გებს. მათ სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნეს, რომ ეს სა­კითხი მათ­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, რად­გან სწავ­ლი­სად­მი მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცია, მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი გა­რან­ტია. გა­მო­ვი­ყე­ნეთ ან­კე­ტუ­რი გა­მო­კითხ­ვა და ინ­ტერ­ვიუ. ინ­ტერ­ვი­უ­სათ­ვის წი­ნას­წარ შე­ვარ­ჩი­ეთ კითხ­ვა­რი. ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო იმის გა­აზ­რე­ბა, თუ რას ფიქ­რობ­დ­ნენ პე­და­გო­გე­ბი ამ სა­კითხ­ზე და მა­თი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად, რო­მე­ლია ის ფაქ­ტო­რე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლე­ბა­ში მოს­წავ­ლე­თა მეტ და­ინ­ტე­რე­სე­ბას იწ­ვევს.

მას­წავ­ლებ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბი­სა და ან­კე­ტი­რე­ბის დროს გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მშობ­ლე­ბი არა­საკ­მა­რის დროს უთ­მო­ბენ შვი­ლებს; და­ბალ ინ­ტე­რესს ავ­ლე­ნენ შვი­ლე­ბის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის მი­მართ; უმ­რავ­ლე­სო­ბა ემიგ­რა­ცი­ა­შია, ხო­ლო მეურ­ვე­ებს უჭირთ ბავ­შ­ვე­ბის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა. მას­წავ­ლებე­ლთა აზრით, მოს­წავ­ლე­ებ­ში საგ­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაზ­რ­დის­თ­ვის ერ­თ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სტრა­ტე­გი­აა არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სში.

ფო­კუს­ჯ­გუ­ფი მოს­წავ­ლე­ებ­თან

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მა­ინც მოს­წავ­ლე­თა ფო­კუს­ჯ­გუ­ფია. სწო­რედ მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან სას­კო­ლო თე­მის ის ნა­წი­ლი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ზე მე­ტი დაკ­ვირ­ვე­ბაა სა­ჭი­რო. შე­ვად­გი­ნეთ კითხ­ვა­რი მოს­წავ­ლე­თა ან­კე­ტუ­რი გა­მო­კითხ­ვი­სათ­ვის, გა­მო­ვი­ყე­ნეთ და­ხუ­რუ­ლი ტი­პის შე­კითხ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც თან ახ­ლ­და პა­სუ­ხე­ბის შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტე­ბი იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­თა პა­სუ­ხე­ბი ყო­ფი­ლი­ყო გულ­წ­რ­ფე­ლი, ზუს­ტი და სან­დო, და­ვი­ცა­ვით ანო­ნი­მუ­რო­ბის პრინ­ცი­პი. გა­მო­კითხ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო მე-5 და მე-6 კლა­სების 53-მა მოს­წავ­ლემ. კითხ­ვა­რი დაგ­ვეხ­მა­რა გაგ­ვერ­კ­ვია, რო­გო­რი იყო  მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი, რო­გო­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი მოს­წონთ და რა დროს ერ­თ­ვე­ბი­ან სწავ­ლე­ბა­ში ხა­ლი­სით. რო­გო­რია ბავ­შ­ვ­სა და მშო­ბელს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა, არის თუ არა მათ­თ­ვის სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა რთუ­ლი და გა­უ­გე­ბა­რი და სხვ. ან­კე­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა რამ­დე­ნი­მე სა­კითხი, რომ­ლე­ბიც უნ­და გაგ­ვეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის და­გეგ­მ­ვის დროს, კერ­ძოდ:

♦ მოს­წავ­ლე­ებს უჭირთ ამო­ცა­ნის პი­რო­ბის გა­აზ­რე­ბა;

♦ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს მშო­ბელ­თა ნაკ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლო­ბა;

♦ მოს­წავ­ლე­ებს მოს­წონთ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბით მუ­შა­ო­ბა და მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბით ერ­თ­ვე­ბი­ან სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში;

♦ კარ­გად რე­ა­გი­რე­ბენ გა­რე­გან მო­ტი­ვა­ტო­რებ­ზე;

♦ მოს­წავ­ლე­ებს მოს­წონთ კე­თე­ბით სწავ­ლე­ბა (ხატ­ვა, გა­მოჭ­რა, ჩა­წე­ბე­ბა და სხვა).

მა­თე­მა­ტი­კის კლუ­ბი „მე მიყ­ვარს მა­თე­მა­ტი­კა“

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ერ­თობ­ლი­ვად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ მა­თე­მა­ტი­კის კლუ­ბი „მე მიყ­ვარს მა­თე­მა­ტი­კა“, რომ­ლის მი­ზა­ნია  ხე­ლი შე­უწყოს მოს­წავ­ლე­ე­ბის თა­ნა­ტო­ლებ­თან და უფ­რო­სებ­თან და­დე­ბით, კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და გუნ­დურ მუ­შა­ო­ბას.

გა­ნუ­ვი­თარ­დეთ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბა, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, შეძ­ლონ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­მო­ყო­ფა და მო­ამ­ზა­დოს ისი­ნი პრობ­ლე­მე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დაჭ­რი­სა და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სათ­ვის. რაც მთა­ვა­რია,გახ­დ­ნენ უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი, ორ­გა­ნი­ზე­ბულ­ნი, მი­ზან­და­სა­ხულ­ნი და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში.

ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ეხ­მა­რე­ბა მათ გახ­დ­ნენ კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი, მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი და თა­ვი იგ­რ­ძ­ნონ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რე­ბად.

დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი პრე­ტეს­ტი

კვლე­ვის დროს გა­მო­ვი­ყე­ნეთ დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი პრე­ტეს­ტი, რო­მელ­შიც ვგუ­ლის­ხ­მობთ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის პრო­დუქ­ტია. ვთვლით, რომ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა უნ­და აღ­ძ­რავ­დეს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის აღ­ძ­ვ­რა­ში ვგუ­ლის­ხ­მობთ, რომ მოს­წავ­ლეს უნ­და ჰქონ­დეს პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნის მო­ტი­ვა­ცია და მი­სი უკე­თე­სო­ბის­კენ ცვლის სურ­ვი­ლი. მოს­წავ­ლე­ებს აქვთ უამ­რა­ვი იდეა, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა.

ხში­რია შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ბავ­შ­ვე­ბი თა­ვი­ანთ ნაშ­რო­მებს და­მა­ტე­ბით ეფექ­ტებს ანი­ჭე­ბენ ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბით, ფო­ტო­მა­სა­ლე­ბის და­მა­ტე­ბით და ა.შ. ბუ­ნებ­რი­ვია, ნე­ბის­მი­ე­რი ნაშ­რო­მის­თ­ვის, მა­ტე­რი­ა­ლურ თუ ციფ­რულ ფორ­მატ­ში შექ­მ­ნი­სას, ღი­რე­ბუ­ლია ეს­თე­ტი­კუ­რი მხა­რე, რაც და­დე­ბით ემო­ცი­ებს აღ­ძ­რავს. მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის ჩა­ტა­რე­ბულ­მა პრე­ტეს­ტ­მა აჩ­ვე­ნა და­დე­ბი­თი შე­დე­გი. აქ­ვე დავ­ძენთ, რომ შე­დე­გე­ბი არ ყო­ფი­ლა კითხ­ვა-პა­სუ­ხი, არც ე.წ. „და­ხუ­რუ­ლი ტეს­ტე­ბი“, არა­მედ ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე, რო­გორც პრო­დუქ­ტ­ზე.

წყვი­ლები­სა და ჯგუ­ფუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში,  მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს უზი­ა­რე­ბენ აზ­რებს, მსჯე­ლო­ბენ და უთი­თე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს. აზ­რ­თა გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლის მო­მენ­ტ­ში ის მოს­წავ­ლე­ე­ბიც სწავ­ლო­ბენ, რომ­ლე­ბიც მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი მო­ვიდ­ნენ გაკ­ვე­თილ­ზე, ან ზო­გა­დად გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და­ბა­ლი მო­ტი­ვა­ცი­ით. პრე­ტეს­ტ­მა აჩ­ვე­ნა, რომ გუნ­დურ მუ­შა­ო­ბას მე­ტი ეფექ­ტი აქვს, ვიდ­რე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურს.

აქ­ტი­ვო­ბებ­ზე წყვი­ლებში და ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბი­სას აუცი­ლებ­ლად ყუ­რადღე­ბა უნ­და მიგ­ვექ­ცია შემ­დეგ­ზე: თა­ნაბ­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი­ყო გუნ­დ­ში პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა; ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­თან­ხ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე  გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღოთ კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლად; არ დარ­ღ­ვე­უ­ლი­ყო კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პრინ­ცი­პე­ბი; პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ე­ხა­ტათ ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ  და ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბა­ზე.

თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თმა სწავ­ლე­ბამ და­დე­ბი­თი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. მოხ­და მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა,თვით­შე­ფა­სე­ბის და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა. ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა, გა­მო­უ­მუ­შავ­დათ შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის და სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის უნა­რე­ბი.

კვლე­ვის მიგ­ნე­ბე­ბი

სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პრინ­ცი­პით ეფექ­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და და გა­ად­ვილ­და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. კერ­ძოდ:

♦ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა გა­ად­ვილ­დათ;

♦ მოს­წავ­ლე­ე­ბი უკეთ ახერ­ხებ­დ­ნენ ამო­ცა­ნის პი­რო­ბის გა­აზ­რე­ბას;

♦ ხდე­ბო­და სხვა­დას­ხ­ვა არ­გუ­მენ­ტე­ბის მკა­ფიო და ღია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­კითხის კრი­ტი­კუ­ლად გან­ხილ­ვა და სწო­რი ვერ­სი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა;

♦ ყა­ლიბ­დე­ბო­და მკა­ფიო და ღია კო­მუ­ნი­კა­ცია;

♦ პა­ტივს სცემ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნე­თის აზრს;

♦ უვი­თარ­დე­ბო­დათ  მოს­მე­ნის უნა­რი;

♦ მოს­წავ­ლე­ებ­მა და­იწყეს მო­საზ­რე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ანა­ლი­ზი;

♦ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ დრომ­დე ცდი­ლობ­დ­ნენ, ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ ინერ­ტუ­ლე­ბი, გა­აქ­ტი­ურ­დ­ნენ და თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბას შე­ე­ცად­ნენ.

შე­საძ­ლო ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი

ამ­რი­გად, დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ვუ­ზი­ა­რე კო­ლე­გებს, გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მათ­თან, შე­ვი­მუ­შა­ვეთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, უფ­რო სწო­რად აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც უზ­რუნ­ველვ­ყოფ­დით ყვე­ლა მოს­წავ­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბას სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მი­მართ. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ:

  1. გაკ­ვე­თი­ლე­ბი დაგ­ვე­გეგ­მა შემ­დე­გი სტრა­ტე­გი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით:

♦ შე­ვუქ­მ­ნათ ბავ­შ­ვებს სწავ­ლე­ბა­ზე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი და მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი გა­რე­მო;

♦ ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ თა­ვი მოს­წავ­ლეს კომ­პე­ტენ­ტუ­რად;

♦ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი;

♦ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩავ­რ­თოთ დი­დაქ­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბი, კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მე­თო­დე­ბით სწავ­ლე­ბა;

♦ მივ­ცეთ ბავშვს კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი უკუ­კავ­შ­რი სწავ­ლის პროგ­რე­სის შე­სა­ხებ;

♦ ჩა­ვა­ტა­როთ გაკ­ვე­თი­ლე­ბი მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე;

♦ აღ­ვუძ­რათ მოს­წავ­ლე­ებს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა: პრაქ­ტი­კუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მქო­ნე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბით; ვა­რა­უ­დის გა­მოთ­ქ­მა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კითხ­ვე­ბის დას­მით; ახა­ლი, უც­ნო­ბი ფაქ­ტე­ბით;

♦ ხში­რად ჩავ­რ­თოთ სწავ­ლე­ბა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი;

♦ გა­მო­ვი­ყე­ნეთ G-PRIED-ის სა­რე­სურ­სო წიგ­ნი (სქე­მე­ბი, დი­აგ­რა­მე­ბი,თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბი და სხვა).

  1. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ეფექ­ტი­ა­ნად ჩავ­თ­ვა­ლეთ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­წო­დე­ბა;
  2. სას­წავ­ლო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მა­თე­მა­ტი­კა­ში (მა­თე­მა­ტი­კის კლუ­ბის და­არ­სე­ბა).

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი

გა­ა­ნა­ლი­ზე­ბულ შე­დე­გებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, დავ­გეგ­მეთ შემ­დე­გი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებ­და  აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას და აამაღ­ლებ­და მო­ტი­ვა­ცი­ას. ესე­ნია:

♦ ვი­ყე­ნებ­დით ისეთ აქ­ტი­ვო­ბებს, რომ­ლე­ბიც მათ გა­უ­ად­ვი­ლებ­და სა­კითხის აღ­ქ­მა­სა და გა­გე­ბას. რო­გორც უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი, ვეხ­მა­რე­ბო­დით სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში, ამ მიზ­ნით ვარ­ჩევ­დით არა მხო­ლოდ აქ­ტი­ვო­ბებს, არა­მედ მი­ზან­მი­მარ­თულ რე­სურ­სებს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბულს. 21-ე სა­უ­კუ­ნე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­უ­კუ­ნეა. ამი­ტომ ისტ-ის ეფექ­ტუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბულს ხდის მოს­წავ­ლე­ებს და ხელს უწყობს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, დი­ნა­მი­უ­რი სას­წავ­ლო მა­სა­ლის შექ­მ­ნას;

♦ ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით ვი­ყე­ნებ­დით სი­მუ­ლი­ა­ცი­ებს, რად­გან შე­მეც­ნე­ბი­თი თა­მა­შე­ბი აზ­როვ­ნე­ბის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბია და ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ში და ჩარ­თუ­ლო­ბა­ში სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის დროს. კოგ­ნი­ტუ­რი სქე­მე­ბის ხში­რი მი­წო­დე­ბა, წი­ნა­რე ცოდ­ნის ახალ­თან და­კავ­ში­რე­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბით სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის და­უფ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში ხელს უწყობს მა­ღა­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას;

♦ ჩა­ვა­ტა­რეთ გაკ­ვე­თი­ლე­ბი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობ­და ცოდ­ნის სიღ­რ­მი­სე­ულ ათ­ვი­სე­ბა­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას;

♦ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სუსტ მოს­წავ­ლე­ებს და პე­რი­ო­დუ­ლად ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვ­დიდ­ნენ მა­თი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ;

♦ სის­ტე­მა­ტუ­რად და მყი­სი­ე­რად ვახ­დენ­დით მოს­წავ­ლე­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას და სა­ჯა­როდ შე­ქე­ბას;

♦ მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და შე­დე­გე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და თვით­შე­ფა­სე­ბა, ასე­ვე შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა;

♦ ახა­ლი მა­სა­ლის ახ­ს­ნი­სას ვი­ყე­ნებ­დით თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბებს;

♦ ვი­ყე­ნებ­დით არა­ფორ­მა­ლუ­რ აქ­ტი­ვო­ბებს პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში (მა­თე­მა­ტი­კის კლუ­ბის „მე მიყ­ვარს მა­თე­მა­ტი­კა“ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის მოწ­ვე­ვა და ჩარ­თ­ვა კლუ­ბურ მუ­შა­ო­ბა­ში).

შუ­ა­ლე­დუ­რი ტეს­ტი­რე­ბის ანა­ლი­ზი

მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ძნე­ლია ზუს­ტი დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა, ამი­ტომ, ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის ნა­წი­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, მე-5 და მე-6 კლა­სებ­ში, ჩა­ვა­ტა­რეთ შუ­ა­ლე­დუ­რი ტეს­ტი­რე­ბა, რომ­ლი­თაც უნ­და დაგ­ვედ­გი­ნა დი­ნა­მი­კა. მოს­წავ­ლე­ე­ბი ინ­ტე­რე­სით ელოდ­ნენ ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გებს. კონ­ტექ­ს­ტის ანუ თე­მის მი­ხედ­ვით მო­ვამ­ზა­დეთ მო­რი­გი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ შე­იმ­ჩ­ნე­ო­და პროგ­რე­სი.

შუ­ა­ლე­დურ­მა ტეს­ტი­რე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი იყო ხა­ლი­სი­ა­ნი და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი.

ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბა

ჩვენ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის მიზანი იყო დაგ­ვედ­გი­ნა, რო­გორ გა­იზ­რ­დე­ბო­და მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია სხვა­დას­ხ­ვა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შე­დე­გე­ბი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი  იყო, მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში შე­იმ­ჩ­ნე­ო­და პროგ­რე­სი. ყვე­ლა მოს­წავ­ლე ცდი­ლობ­და გაკ­ვე­თილ­ზე აქ­ტი­უ­რო­ბას. კვლე­ვის პრო­ცეს­ში მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის, მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლი­ზი­სა და ჩა­ტა­რე­ბუ­ლ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით გან­ვ­საზღ­ვ­რეთ მოს­წავ­ლე­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მი­მართ (ვა­კე­თებ­დით ჩა­ნა­წე­რებს და ჩა­ნიშ­ვ­ნებს). გან­სა­კუთ­რე­ბულ დაკ­ვირ­ვე­ბას ვა­წარ­მო­ებ­დით ნაკ­ლე­ბად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლ მოს­წავ­ლე­ე­ბზე. ამ­რი­გად, ფო­კუს­ჯ­გუფის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი­სას გა­მოვ­ლინ­და, რომ ბავ­შ­ვე­ბი ხა­ლი­სით ერ­თ­ვე­ბი­ან ისეთ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რო­მე­ლიც მო­ითხოვს პრაქ­ტი­კულ მუ­შა­ო­ბას, კე­თე­ბას, ხატ­ვას, ვი­დე­ო­რე­სურ­სე­ბით მუ­შა­ო­ბას, ხა­ლი­სით ერ­თ­ვე­ბი­ან ასე­ვე კლუ­ბურ მუ­შა­ო­ბა­ში.

პოს­ტ­ტეს­ტის ანა­ლი­ზი

პოს­ტეს­ტის­თ­ვის გა­მო­კითხ­ვა გა­მო­ვი­ყე­ნეთ. მოს­წავ­ლე­ე­ბის გაკ­ვე­თილ­ზე ჩარ­თუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით ცვლი­ლე­ბე­ბი ნამ­დ­ვი­ლად შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. მოს­წავ­ლე­თა გა­მო­კითხ­ვამ აჩ­ვე­ნა,რომ მა­თი უმე­ტე­სო­ბა ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია. გა­მო­ხა­ტეს სურ­ვი­ლი,რომ მსგავ­სი ტი­პის გაკ­ვე­თი­ლე­ბი მო­მა­ვალ­შიც ჩა­ტარ­დეს, რად­გან ხდე­ბი­ან უფ­რო მე­ტად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი და უღ­ვივ­დე­ბათ ინ­ტე­რე­სი არას­ტან­დარ­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის მი­მართ.

გა­სა­უბ­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­თან, მშობ­ლებ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან

ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შემ­დეგ გა­ვე­სა­უბ­რეთ მოს­წავ­ლე­ებს, მშობ­ლებ­სა და კლას­ის სხვა საგნების მას­წავ­ლებ­ლებს, რა­თა კი­დევ ერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა კვლე­ვის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად.

მოს­წავ­ლე­ებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და გაკ­ვე­თი­ლე­ბი; აუმაღ­ლ­დათ თვით­შე­ფა­სე­ბა; გახ­დ­ნენ უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი; და­აგ­რო­ვეს მე­ტი ცოდ­ნა; სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ხა­და სწავ­ლის პრო­ცე­სი, შე­სა­ბა­მი­სად, გაკ­ვე­თილ­ზე დრო „იხარ­ჯე­ბო­და“ სა­სი­ა­მოვ­ნოდ.

მშობ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ ბავ­შ­ვე­ბი ხში­რად ჰყვე­ბი­ან გაკ­ვე­თი­ლის, აქ­ტი­ვო­ბე­ბის მსვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ და­დე­ბი­თი კუთხით; ხა­ლი­სი­ა­ნად ას­რუ­ლე­ბენ და­ვა­ლე­ბებს; ყვე­ლა­ზე მე­ტად მოს­წონთ არა­ფორ­მა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი; ბავ­შ­ვე­ბის თქმით, ხში­რია პო­ზი­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რი და შე­ფა­სე­ბა არ ხდე­ბა მა­ინ­ც­და­მა­ინც ნიშ­ნე­ბით.

სხვა საგ­ნების მას­წავ­ლებ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი გახ­დ­ნენ უფ­რო აქ­ტი­უ­რე­ბი; იკ­ლო დის­ციპ­ლი­ნის დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვებ­მა; მო­ი­მა­ტა მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბამ.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი

ჩვენ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე და­ვად­გი­ნეთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის აღ­მოფხ­ვ­რას და მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას (მათ მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თ­ვას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში) ხელს უწყობს შემ­დე­გი სტრა­ტე­გი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა:

♦ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გამ­დიდ­რე­ბა და­მა­ტე­ბი­თი, კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბით, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბით და სწავ­ლე­ბის ახა­ლი მე­თო­დე­ბით. ამით სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის უფ­რო სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა;

♦ ჩავ­რ­თოთ მოს­წავ­ლე­ე­ბი კონ­კ­რე­ტულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის, სი­ტუ­ა­ცი­უ­რი ამო­ცა­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში. ეს არა მხო­ლოდ გაზ­რ­დის მათ მო­ტი­ვა­ცი­ას, არა­მედ მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბა­საც შე­უწყობს ხელს;

♦ გა­მო­ვი­ყე­ნოთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბე­ბი-შევ­თა­ვა­ზოთ მათ ერ­თ­სა და იმა­ვე თე­მა­ზე სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ამით ავა­მაღ­ლოთ მა­თი მო­ტი­ვა­ცია;

♦ შევ­ქ­მ­ნათ კლას­ში პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მო, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებს კრი­ტი­კი­სა და შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის ში­ში არ ექ­ნე­ბათ;

♦ მი­ვა­წო­დოთ მოს­წავ­ლე­ებს და­დე­ბი­თი უკუ­კავ­ში­რი, შე­ნიშ­ვ­ნა ვაქ­ცი­ოთ რჩე­ვად, რო­მელ­საც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებენ. მი­ვა­წო­დოთ მე­ტი პო­ზი­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რი;

♦ ნუ გა­ვაკ­რი­ტი­კებთ მოს­წავ­ლეს სა­ჯა­როდ, რად­გან სა­ჯა­რო კრი­ტი­კა ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე. ასე­ვე, ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა აქ­ვე­ი­თებს მოს­წავ­ლის ნდო­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ. ვი­ყოთ მი­უ­კერ­ძო­ებ­ლე­ბი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნე­ბი;

♦ პა­ტი­ვი ვცეთ ბავ­შ­ვის აზრს, მივ­ცეთ მას არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა;

♦ გა­ვუღ­ვი­ვოთ მოს­წავ­ლე­ებს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა: პრაქ­ტი­კუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მქო­ნე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბით; ვა­რა­უ­დის გა­მოთ­ქ­მა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კითხ­ვე­ბის დას­მით;

♦ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სწავ­ლე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან მო­ზარ­დე­ბი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერ­თ­მა­ნე­თის­გან უკეთ სწავ­ლო­ბენ;

♦ კლას­ში ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მოს­წავ­ლე­თა ნაშ­რო­მე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია ფარ­თო აუდი­ტო­რი­ის წი­ნა­შე, რაც მათ­და­მი გაზ­რ­დის პა­ტი­ვის­ცე­მით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და პრეს­ტი­ჟის მოთხოვ­ნი­ლე­ბა კი მო­ზარ­დ­თა სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია;

♦ წა­ვა­ხა­ლი­სოთ ისი­ნი, რა­თა გა­ნუმ­ტ­კიც­დეთ თვით­რ­წ­მე­ნა;

♦ გა­ზი­არ­დეს ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი კო­ლე­გებს შო­რის.

დას­კ­ვ­ნა

პრაქ­ტი­კუ­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბას, შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კ­ვ­ნათ, რომ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა მე­ტად შრო­მა­ტე­ვა­დი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც შე­დეგს არ მოგ­ვ­ცემს ერთ-ორ გაკ­ვე­თილ­ში. მას სჭირ­დე­ბა სის­ტე­მა­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით, რე­სურ­სე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, ახ­ლე­ბუ­რი, მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შე­დე­გად და­ვას­კ­ვე­ნით, რომ: მოს­წავ­ლე­ებს აუმაღ­ლ­დათ თვით­შე­ფა­სე­ბა; შე­იც­ვა­ლა მოს­წავ­ლე­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის მი­მართ; მოს­წავ­ლე­ებს მე­ტად მოს­წონთ გაკ­ვე­თი­ლე­ბი; მოს­წავ­ლე­ე­ბი უკე­თე­სად სწავ­ლო­ბენ; გა­­უმ­ჯო­ბეს­და  მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

რეფ­ლექ­სია

ჩვენ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თე­მა იყო: „მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდის ხელ­შეწყო­ბა მა­თე­მა­ტი­კა­ში დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მე­ო­რე ქვე­სა­ფე­ხურ­ზე“. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი მა­თე­მა­ტი­კის კა­თედ­რის სხდო­მა­ზე წარ­ვად­გი­ნეთ პე­და­გო­გებ­თან, მოკ­ლე პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით. სა­კითხის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბის შე­სა­ხებ პე­და­გო­გე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ, ამი­ტომ გა­ვა­ცა­ნით პირ­და­პირ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, ინ­ტერ­ვენ­ცი­ის პრო­ცე­სი და სა­ბო­ლოო დას­კ­ვ­ნე­ბი. კვლე­ვის წარ­დ­გე­ნის დროს კო­ლე­გე­ბის უკუ­კავ­ში­რი იყო პო­ზი­ტი­უ­რი. მი­ვი­ღეთ სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვე­ბი, კერ­ძოდ:

♦ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­როთ სხვა პე­და­გო­გებს ყვე­ლა იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბით, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია (სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, ვან დრა­ი­ვი, გუგლ დრა­ი­ვი, მე­დია);

♦ გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­მა­ვალ სას­წავ­ლო წელ­საც ყვე­ლა იმ კლას­ში, სა­დაც მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას შე­ვამ­ჩ­ნევთ; დავ­ნერ­გოთ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ეფექ­ტი­ა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რა­თა ამაღ­ლ­დეს სწავ­ლის ხა­რის­ხი;

♦ დავ­ნერ­გოთ აქ­ტი­უ­რი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი კა­თედ­რის წევ­რებ­თან, მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­როთ კო­ლე­გებს და მათ­გა­ნაც მი­ვი­ღოთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი;

♦ მომ­დევ­ნო წელ­საც გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ არა­ფორ­მა­ლუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბით სწავ­ლე­ბა, რაც ხელს შე­უწყობს მო­ტი­ვა­ცი­ის, აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის ამაღ­ლე­ბას და მოს­წავ­ლე­ებ­ში თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სწორად დაგეგმილ სასწავლო პროცესს მივყავართ შედეგამდე. ხოლო ეფექტიანობის ხარისხს ზრდის მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის გაზრდა და „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტის გამოყენება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი იყო კოლეგების უკუკავშირი, რომელიც უფრო მეტად დაგვეხმარა კვლევის საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბებაში. კვლევის დროს გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობას ვუცხადებთ სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის სოფელ მეორე სვირის №1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, საგნობრივი კათედრის წევრებს, მოსწავლეებს, მოსწავლეთა მშობლებს კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობისათვის; ესგ-ისა და ხარისხის განვითარების ექსპერტს როლანდ ხოჯანაშვილს; „ახალი განათლების“ რედაქციას, „მოტივირებულ პედაგოგთა კლუბს“ და ასევე სხვა იმ სოციალურ-პროფესიულ დაჯგუფებებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს რეკომენდაციებითა და იდეებით.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. ს. ლობჟანიძე – „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“, ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“. 2012 წლის 3 მაისი
  2. კვლევის მეთოდები განათლებაში – ლუის კოჰენი.pdf https://docs.google.com/a/iliauni.edu.ge/viewer?a=v&pid=sites&srcid=aWxpYXVuaS5lZHUu Z2V8YXVkaW8tbWFzYWxlYml8Z3g6NzJkNjFjYjcwZTkxODdmOQ
  3. გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო, 2014) მანანა ბოჭორიშვილი http://mastsavlebeli.ge/?p=1915

4. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

5.რობერტ ჯ. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერქინგი, ჯეინ ი. ფოლოქი – ეფექტური სწავლება სკოლაში. თბილისი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

  1. სატრენინგო მასალა – მოდული: სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა.
  2. როგორ ავანაღლოთ მოსწავლეებში მოტივაცია

რო­გორ ავა­მაღ­ლოთ მოს­წავ­ლე­ებ­ში სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები – რჩევები მასწავლებლებს

https://edu.aris.ge/news/moswavleta-motivaciis-amaglebis-strategiebi-rchevebi-maswavleblebs.html

მოტივაცია წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი

მოტივაცია – წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები