27 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

მოსწავლის გვერდი

spot_img

რა უფ­რო დი­დი ტრა­გე­დიაა ადა­მი­ა­ნის­თ­ვის – სუ­ლი­ე­რი უნა­ყო­ფო­ბა თუ სუ­ლი­ე­რი სი­ბერ­წე?

და­ვით ღვინ­ჯი­ლია
თბი­ლი­სის ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის 199-ე სა­ჯა­რო სკო­ლა-პან­სი­ო­ნის XII/6 კლა­სის მოს­წავ­ლე

 

ადა­მი­ა­ნი სუ­ლი­ე­რი სრულ­ყო­ფი­ლე­ბი­სა­კენ უნ­და მი­ის­წ­რაფ­ვო­დეს. იგი არ უნ­და იშუ­რებ­დეს არა­ფერს ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. ოდით­გან­ვე ქარ­თ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი სუ­ლი­ერ კე­თილ­დღე­ო­ბას პირ­ველ ად­გილ­ზე აყე­ნებ­და და მზად იყო სა­კუ­თა­რი სუ­ლის საცხო­ნებ­ლად გა­ნევ­ლო არა­ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ტან­ჯ­ვა. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ამ და ქარ­თულ­მა მწერ­ლო­ბამ მრავ­ლად შე­მოგ­ვი­ნა­ხა ასე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი: წმინ­და აბო თბი­ლე­ლი, შუ­შა­ნიკ დე­დო­ფა­ლი, გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლი, თა­მარ მე­ფე და უამ­რა­ვი სხვა. აქ ჩნდე­ბა კითხ­ვა: რა­ტომ თა­მა­რი და გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლი, ისი­ნი ხომ მო­წა­მე­ობ­რი­ვი სიკ­ვ­დი­ლით არ გარ­დაც­ვ­ლი­ლან? ნუ­თუ მა­თი ცხოვ­რე­ბა მო­წა­მე­ობ­რივ­ზე ნაკ­ლე­ბი იყო, ნუ­თუ მათ სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო­ზე არ მი­ი­ტა­ნეს სა­კუ­თა­რი ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა თა­ვი­სი და სხვა­თა სუ­ლე­ბის ქრის­ტეს ნა­თელ­ში ნე­ტა­რე­ბი­სათ­ვის? სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნი მი­მაჩ­ნია სუ­ლი­ე­რად ნა­ყო­ფი­ე­რად, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავ­საც იცხო­ნებს და სხვა­საც და­ა­ნა­ხებს ცხო­ნე­ბის გზას. აქ მინ­და მო­ვიყ­ვა­ნო სე­რა­ფი­მე სა­რო­ვე­ლის შემ­დე­გი სიტყ­ვე­ბი: „თუ ხორ­ცი­ე­ლად იცხოვ­რებ, სულ­საც და­ღუ­პავ და ხორ­ც­საც; ხო­ლო თუ ღვთივ­სათ­ნოდ იცხოვ­რებ, ორი­ვეს აცხოვ­ნებ“ და „ამ­ყო­ფე სუ­ლი შე­ნი სიმ­შ­ვი­დე­ში და შენს ირ­გ­ვ­ლივ ათა­სე­ბი გა­დარ­ჩე­ბი­ან“.

და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბა­ში „სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი“, წარ­მოდ­გე­ნი­ლია ორი პერ­სო­ნა­ჟი, ორი მა­მა, კი­რი­ლე მი­მი­ნოშ­ვი­ლი და პლა­ტონ სა­მა­ნიშ­ვი­ლი. ორი­ვე ოთხ-ოთხი შვი­ლის მა­მაა, მა­შა­სა­და­მე, ფი­ზი­კუ­რი უნა­ყო­ფო­ბის არა­ფე­რი ეტყო­ბათ. მაგ­რამ ვაი ასეთ ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას, რო­ცა მა­თი სუ­ლე­ბი სრუ­ლი­ად უნა­ყო­ფოა. წმინ­და მა­მა­თა სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ან­მა უნ­და „და­იმ­დაბ­ლოს თა­ვი თვი­სი, რა­თა სუ­ლი მი­სი ამაღ­ლ­დეს“, კი­რი­ლე კი სა­პი­რის­პი­როს აკე­თებს. იგი ცხოვ­რობს ქე­ი­ფი­დან ქე­ი­ფამ­დე, ღრე­ო­ბი­დან ღრე­ო­ბამ­დე, რაც სწო­რედ მის სუ­ლი­ერ სი­ბერ­წე­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს; ხო­ლო პლა­ტო­ნი არ­ღ­ვევს უფ­ლის მი­ერ მო­ცე­მუ­ლი ათი მცნე­ბი­დან ორს. პირ­ვე­ლი: „პა­ტივ-ეც მა­მა­სა შენ­სა და დე­და­სა შენ­სა, რა­თა კე­თილ გე­ყოს შენ და დღეგ­რ­ძელ იყო ქვე­ყა­ნა­სა ზე­და“. პლა­ტო­ნი მო­ხუ­ცე­ბუ­ლი მა­მის ცოლს შე­უ­რაცხ­ჰ­ყოფს, მა­მას ეჩხუ­ბე­ბა და სარ­ჩო-სა­ბა­დე­ბელს უყოფს, შე­დე­გად ბე­კი­ნა საფ­ლავ­ში გამ­წა­რე­ბუ­ლი ჩა­დის; მე­ო­რე: „არა კაც-ჰკლა“. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პლა­ტონს არ ჩა­უ­დე­ნია მკვლე­ლო­ბა, მას ჰქონ­და ამის გან­ზ­რახ­ვა და მცდე­ლო­ბა, რო­ცა მან დე­დი­ნაც­ვალს წიხ­ლი ჩა­არ­ტყა ჯერ კი­დევ და­უ­ბა­დე­ბე­ლი ძმის მო­საკ­ლა­ვად. მა­შა­სა­და­მე, პლა­ტო­ნიც სუ­ლი­ე­რად ბერ­წია. ძველ ის­რა­ელ­ში უშ­ვი­ლო­ბას ღვთის რის­ხ­ვად მი­იჩ­ნევ­დ­ნენ. მარ­თა­ლია, რომ ელი­სა­ბე­დი და ზა­ქა­რია (იოანე ნათ­ლის­მ­ცემ­ლის მშობ­ლე­ბი) თავ­და­პირ­ვე­ლად უშ­ვი­ლო­ე­ბი იყ­ვ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათ ერ­თი სიტყ­ვა არ დას­ც­დე­ნი­ათ ღვთის საყ­ვედ­რე­ბე­ლი, რის გა­მოც უფალ­მა ისი­ნი უდი­დე­სი სას­წა­უ­ლის მო­ნა­წი­ლე­ნი გა­ხა­და. ზა­ქა­რი­ას და ელი­სა­ბედს შე­ე­ძი­ნათ ძე, სა­ხე­ლად იოანე, რო­მელ­მაც მო­მა­ვალ­ში უამ­რა­ვი ხალ­ხი და თვით გან­კა­ცე­ბუ­ლი ღმერ­თი, იესო ქრის­ტე, მო­ნათ­ლა იორ­და­ნე­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დე­ლო­ბას: ჩვენ ვცხოვ­რობთ ისეთ ეპო­ქა­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბას გან­საზღ­ვ­რავს არა სუ­ლი­ე­რე­ბა, არა­მედ თუ რამ­დე­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და ამე­რი­კე­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბის პორ­ტ­რე­ტე­ბი­ა­ნი რამ­დე­ნი ქა­ღალ­დი დევს მის სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე. ამას­თან ერ­თად ამ „ადა­მი­ა­ნე­ბის“ სახ­ლებ­ში ბავ­შ­ვე­ბის ჟრი­ა­მუ­ლი კა­ტის კნა­ვილ­მა და ძაღ­ლის ყე­ფამ ჩა­ა­ნაც­ვ­ლა. ხალ­ხ­მა მთა­ვარ­თან ერ­თად (მთა­ვარ­ში სუ­ლი­ე­რი ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა იგუ­ლის­ხ­მე­ბა), და­კარ­გა გამ­რავ­ლე­ბის უნა­რი. მათ­თ­ვის შვი­ლი ზედ­მე­ტი საწ­ვა­ლე­ბე­ლია, კა­ტის ან ძაღ­ლის მოვ­ლა ხომ ბევ­რად უფ­რო ად­ვი­ლია? სა­ნამ ასე იფიქ­რებს თა­ნა­მედ­რო­ვე „სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, იგი დარ­ჩე­ბა რო­გორც სუ­ლი­ე­რი, ისე­ვე ფი­ზი­კუ­რი სი­ბერ­წის მსხვერ­პ­ლად.

ამ­დე­ნად, ჩე­მი აზ­რით, ნა­თე­ლია თუ რო­მე­ლი უფ­რო დი­დი ტრა­გე­დიაა – ფი­ზი­კუ­რი უნა­ყო­ფო­ბა თუ სუ­ლი­ე­რი სი­ბერ­წე. რა თქმა უნ­და, ჩვენ­თ­ვის, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, ორი­ვე დი­დი ტრა­გე­დიაა, თუმ­ცა ცხო­ნე­ბა ფი­ზი­კუ­რი სი­ბერ­წის დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია, რაც მე შე­უძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია სუ­ლი­ე­რი უნა­ყო­ფო­ბის დროს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პი­რა­დად მე უფ­რო დიდ ტრა­გე­დი­ად სუ­ლი­ე­რი სი­ბერ­წე მი­მაჩ­ნია.

 

„ბულ­ბუ­ლი ანა“ და გა­ლაკ­ტი­ო­ნი

თი­ნა­თინ შა­რა­ბი­ძე
თბი­ლი­სის ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის 199-ე სა­ჯა­რო სკო­ლა-პან­სი­ო­ნის XII/6 კლა­სის მოს­წავ­ლე

 

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის უკუნ ბნელ­ში ნა­თე­ლი სხი­ვი­ვით შე­მო­იჭ­რა ანა კა­ლან­და­ძე, მუ­დამ რა­ღა­ცა­ზე მშფოთ­ვა­რე და მწუ­ხა­რე ხალხს მგოს­ნის ლექ­სებ­მა გუ­ლი მო­ულ­ბო და და­უ­ა­მა. ახალ­გაზ­რ­და პო­ე­ტის ლექ­სე­ბი გა­მო­ძა­ხი­ლი იყო სიყ­ვა­რუ­ლი­სა ყვე­ლაფ­რი­სად­მი, გა­ნურ­ჩევ­ლად და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად. ის წერ­და სამ­შობ­ლო­ზე, ბუ­ნე­ბა­ზე, წმინ­და­ნებ­ზე, პო­ე­ტებ­ზე, მა­რა­დი­უ­ლო­ბა­ზე, იდუ­მა­ლე­ბა­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ზე. მი­სი „სა­ქარ­თ­ვე­ლოო ლა­მა­ზო“ წარ­მო­ად­გენს და­უ­ო­კე­ბელ ტრფო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბუ­ნე­ბი­სად­მი, რომ­ლის ყო­ვე­ლი ელე­მენ­ტი, უტურ­ფე­სი, ქვეყ­ნის დი­დე­ბას ჰგა­ლობს:

„ბა­რად შრი­ა­ლებს ჭა­და­რი,

მზეს უმ­ღე­რი­ან ჩი­ტე­ბი…

მხა­რევ მო­სი­ლო დი­დე­ბით,

სხვა სა­ქარ­თ­ვე­ლო სად არი?“

ცის ხსე­ნე­ბა გვხვდე­ბა ანა კა­ლან­და­ძის თით­ქ­მის ყო­ველ ლექ­ს­ში და ქარ­თულ ცას პო­ე­ტი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს, ის ღრმაა უსას­რუ­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­უ­კუ­ნე­თა სას­წა­ულ­ნი მუ­დამ ადი­დე­ბენ:

„შენ ისე ღრმა ხარ, ქარ­თუ­ლო ცაო,

შენ ისე ღრმა ხარ…

შე­ნი დი­დე­ბის მომ­ღე­რა­ლია

ოშ­კი და ზარ­ზ­მა.“

ყვე­ლა დი­დე­ბულ მგო­სანს აქვს გულ­ში ის კა­ე­შა­ნი, რო­მე­ლიც არ ეხე­ბა ყო­ფით ამა­ო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა­სა და წუ­ხილს, არა­მედ უფ­რო მა­ღალ­სა და მი­უწ­ვ­დო­მელ­ზე ფიქ­რ­ში იქ­ცე­ვა პო­ე­ტის მა­რა­დი­ულ ლან­დად და შე­უ­ჩე­რებ­ლად ავ­ლენს თავს მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში:

„მო, მო­მე­ახ­ლე, მითხარ, მი­ამ­ბე,

კა­ეშ­ნით მო­ცულს

და ობ­ლად შთე­ნილს

და­მიყ­ვა­ვე და მო­მე­ფე­რე.“

ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში ვა­ჟამ ყვე­ლა­ზე უფ­რო მძაფ­რად შე­მო­ი­ტა­ნა ბუ­ნე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბის თე­მა­ტი­კა, გაგ­ვი­ცოცხ­ლა ბუ­ნებ­რივ ელე­მენ­ტ­თა არ­სე­ბო­ბა და მათ­თან უშუ­ა­ლო კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა, რა­საც ახერ­ხებს ანა კა­ლან­და­ძეც, რო­მე­ლიც თით­ქ­მის ყვე­ლა ლექ­ს­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა ბუ­ნე­ბის სა­ო­ცარ ძა­ლებს:

„ლხე­ნით ვის­მენ ბე­ღუ­რე­ბის წივ-წივ, წივ-წივს…

ამო­დი­ან, ბა­ლა­ხე­ბის სუნ­თ­ქ­ვა მეს­მის.“

პო­ე­ტის სახ­ლის წინ და­ურ­გ­ვე­ლად ამო­ვი­და თუ­თა, რო­მელ­მაც შტო­ე­ბი მგოს­ნის ფან­ჯ­რებს ალერ­სი­ა­ნად მი­უ­კა­კუ­ნა და ლექ­ს­ში „თუ­თა“ გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბუ­ლი მწვე­ლი ჩურ­ჩუ­ლით და­ა­ფიქ­რა ანა კა­ლან­და­ძე, ზურ­მუხ­ტის­ფე­რი ხე ავ­ტო­რის უახ­ლო­ეს მე­გობ­რად იქ­ცა:

„რა ჩურ­ჩუ­ლი… დამ­დაგ­ვე­ლი, მწვე­ლი…

ლა­მის სახ­ლ­ში შე­მო­ვი­დეს თუ­თა,

ლა­მის წელ­ზე შე­მომ­ხ­ვი­ოს ხე­ლი…“

თით­ქოს გა­ლაკ­ტი­ო­ნის სიტყ­ვებს:

„ოჰ, ასე­თია ჩე­მი ცხოვ­რე­ბა:

იან­ვარს მოძ­მედ არ ვეძ­ნე­ლე­ბი“

ეხ­მი­ა­ნე­ბა ანა კა­ლან­და­ძის წუ­ხი­ლი:

„თუ გა­ზაფხუ­ლის ზე­ფირ­მა გრილ­მა

მი­პო­ვოს გუ­ლი,

ვეჭვ იმის გახ­ს­ნას…“

მარ­თა­ლია, გა­ლაკ­ტი­ო­ნის ფე­რე­ბი უფ­რო ცი­ვია და მო­ნაც­რის­ფ­რო, ხო­ლო ანა­სი – ნა­თე­ლი და სით­ბოს მომ­ტა­ნი, მაგ­რამ ორი­ვეს გულ­ში და­უ­სად­გუ­რე­ბია სევ­დას, შე­უ­ჩე­რე­ბელ­სა და და­უ­ო­კე­ბელს იმი­ტომ, რომ ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ამა­ო­ე­ბის­თ­ვის არ გა­ჩე­ნი­ლა არც ერ­თი პო­ე­ტი, ისი­ნი ცა­თა სა­სუ­ფევ­ლის და­უდ­გ­რო­მელ ძებ­ნა­ში არი­ან და თუ ანა­სათ­ვის უფა­ლი ეჭ­ვე­ბის გან­მ­ქარ­ვე­ბე­ლია:

„მე­უ­ფევ, ჩე­მო,

ჩემ­ში ეჭ­ვ­ნი და­ი­ვა­ნე­ბენ.“

გა­ლაკ­ტი­ონს მუ­დამ თან სდევს ღვთის­მ­შობ­ლის ზმა­ნე­ბა:

„მაგ­რამ მე მუ­დამ მე­მახ­სოვ­რე­ბა

შე­ნი თოვ­ლი­ვით მკრთა­ლი ხე­ლე­ბი.“

ანა კა­ლან­და­ძე ცის­კენ აფ­რე­ნას ლა­მობს:

„ო, სუ­ლო ჩე­მო,

გე­ყო ლო­დი­ნი, –

აფ­რინ­დი ცის­კენ!“

გა­ლაკ­ტი­ო­ნი თეთრ აკ­ლ­და­მა­ზე ამაღ­ლე­ბას ნატ­რობს:

„ამაღ­ლ­დი, სუ­ლო, თეთრ აკ­ლ­და­მა­ზე

მშვე­ნი­ე­რე­ბის ლექ­სით მქე­ბე­ლი.“

გა­ლაკ­ტი­ო­ნი ლექ­ს­ში „სი­ლაჟ­ვარ­დე ანუ ვარ­დი სი­ლა­ში“ წერს:

„ღა­მე­ნა­თე­ვი და ნამ­თ­ვ­რა­ლე­ვი,

დაღ­ლილ ქა­ლი­ვით მი­ვალ ხა­ტებ­თან.“

ანა კა­ლან­და­ძე ამ­ბობს:

„მი­ვე­ახ­ლე­ბი კვლავ სახ­ლ­სა წმინ­დას,

სახლს უს­პე­ტა­კესს ამ ცი­სა ქვე­შე.“

აქ კი აუცი­ლებ­ლად გა­ახ­სენ­დე­ბა მკითხ­ველს ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი:

„და­ვალ ქვე­ყა­ნა­ზე, რო­გორც გა­ძარ­ცუ­ლი,

ღმერ­თო! და­აჩ­ქა­რე ჩე­მი აღ­სას­რუ­ლი.“

ანა კა­ლან­და­ძეც და ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლიც გულ­ში არ­სე­ბუ­ლი ან­გე­ლო­ზის შემ­წე­ო­ბით სულ­დ­გ­მუ­ლო­ბენ ხალ­ხ­თა შო­რის და ორი­ვე ამ ან­გელ­ოზ­ზე და­უ­ფა­რა­ვად ღა­ღა­დებს გუ­ლით:

„გულს ჩა­სა­ხუ­ლი

მყვა ან­გე­ლო­სი

და სხივ­თა თო­ვით

ვი­ყავ მდი­და­რი…“ (ანა)

„გა­ლაკ­ტი­ონ­ში არის დე­მო­ნი

და ჩემ­ში უფ­რო ან­გე­ლო­ზია“

                           (ტე­რენ­ტი)

სიყ­ვა­რუ­ლის დი­ა­დი გრძნო­ბის გა­რე­შე, რო­გორც ვი­ცით, „თვით უკ­ვ­და­ვე­ბაც არ არ­სე­ბობს!“ რა თქმა უნ­და, ანა კა­ლან­და­ძე­საც ეწ­ვია ეს ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი გრძნო­ბა, რო­მე­ლიც მან მრა­ვალ ლექ­ს­ში ფა­რუ­ლად გად­მოგ­ვ­ცა, ბუ­ნე­ბას­თან შე­კავ­ში­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით:

„ნა­ზის ნე­კერ­ჩხ­ლის

ესე შრი­ა­ლი…

გარ­და­მე­სა­ხოს, –

ხმად სატ­რ­ფო­ი­სა,

მა­რად, ო, მა­რად!“

ქა­ლი პო­ე­ტი, რო­გორც მორ­წ­მუ­ნე ადა­მი­ა­ნი, მრა­ვალ წმინ­დანს უძღ­ვ­ნის თა­ვის ლექ­სებს და მათ ღვაწლს სა­ოც­რად აღ­წერს. ლექ­ს­ში „ქე­თე­ვან დე­დო­ფა­ლი“ მგო­სა­ნი ამ უდ­რე­კი დე­დოფ­ლის წა­მე­ბით აღ­სას­რულს გვი­ხა­ტავს, რო­მე­ლიც თით­ქოს უნ­და გვამ­წუხ­რებ­დეს, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში სიმ­შ­ვი­დე და სი­ფა­ქი­ზე ეუფ­ლე­ბა ჩვენს სულს და ჩვენც წმინ­და­ნი­ვით გვინ­დე­ბა წა­მო­ვი­ძა­ხოთ – „არა­სო­დეს!“:

„ცეცხ­ლით სწვავ­დ­ნენ

ტან­შე­ძა­რულ დე­დო­ფალ­სა,

უდ­რეკ იყო დე­დო­ფა­ლი.“

ანა კა­ლან­და­ძეს დი­დე­ბუ­ლად აქვს აღ­წე­რი­ლი წმინ­და ნი­ნოს შე­მოს­ვ­ლა ქარ­თ­ლ­ში და გა­მო­უც­დე­ლი ქალ­წუ­ლის გრძნო­ბებ­ზე ნა­ზად სა­უბ­რობს. „მო­ცი­ქულ­თა სწორს“ უფა­ლი ამ­ხ­ნე­ვებს მძი­მე გან­საც­დელ­თა და­სათ­მე­ნად, მტკი­ცე რწმე­ნა ქალ­წულს შე­უძ­ლე­ბელს შე­აძ­ლე­ბი­ნებს:

„ნუ გე­ში­ნინ ეუბ­ნე­ბა იესო…

გა­ეღ­ვი­ძა… წუ­თით იგ­რ­ძ­ნო

მშობ­ლის სევ­და,

მაგ­რამ რწმე­ნა ავა­ლებ­და რა­ო­დენს?“

გა­სა­ო­ცა­რი ძველ­ქარ­თუ­ლი სტი­ლი­თა და მა­ნე­რით და­წე­რილ ლექსს უძღ­ვ­ნის პო­ე­ტი წმინ­და შუ­შა­ნიკს, სა­დაც ბუ­ნე­ბა ცოცხა­ლი პერ­სო­ნა­ჟია:

„მოჰ­ყავთ შუ­შა­ნი­კი ტან­ჯუ­ლი, გვე­მუ­ლი…

მთა­თა მო­ი­ხა­დეს გვირ­გ­ვინ­ნი მე­ფურ­ნი,

თვალ­თა სხი­ვი მოწყ­და ელ­ვა­რე­ბი­საი

ტი­რი­ან, მოთ­ქ­ვა­მენ „დე­და­ნი ზე­პურ­ნი“,

ტი­რი­ან ყვა­ვილ­ნი ცხა­რედ ვე­ლი­სა­ნი.

მარ­ტ­ვილს მო­ა­ცი­ლებს ქა­რი მგლო­ვი­ა­რე,

კრძალ­ვით კარს უღე­ბენ ძალ­ნი ზე­ცი­სა­ნი…

ხე­ნი თა­ვებს ხრი­ან ძა­ძით შე­ნამ­კობ­ნი

მოკ­ვ­და შუ­შა­ნი­კი თთუ­ე­სა სთუ­ლი­სა­სა

და ცხოვ­რე­ბას მი­სას წერ­და იაკო­ბი.“

ამ­გ­ვა­რად, წმინ­და­ნებ­ზე, ცა­თა სა­სუ­ფე­ველ­ზე, სიყ­ვა­რულ­სა და უფალ­ზე სა­სო­ე­ბით მღა­ღა­დე­ბე­ლი ამ ქა­ლი პო­ე­ტის სუ­ლი მარ­თ­ლაც იყო გა­ნა­თე­ბუ­ლი მზის შუ­ქით და სხი­ვე­ბით, ღმერ­თის მი­ერ გა­მოგ­ზავ­ნილ იმ ნა­თელს წარ­მო­ად­გენ­და, რო­მელ­მაც ნუ­გე­ში სცა ურ­წ­მუ­ნო­ე­ბის­გან და გა­ნუ­კითხა­ო­ბის­გან შერ­ყე­ულ ქარ­თ­ველ ერს.

რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ლუ­ა­რა სორ­დია ამ­ბობს: „ანა კა­ლან­და­ძის სი­დი­ა­დის აღი­ა­რე­ბის დას­ტუ­რია მი­სი ხსე­ნე­ბა ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას, გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძის გვერ­დით“ [სორ­დია, ანა კა­ლან­და­ძის ეს­თე­ტი­კის სა­კითხე­ბი, 2009 წ. გვ. 4].

 

ვის ხე­ლე­წი­ფე­ბა ბრბოდ ქცე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მოფხიზ­ლე­ბა

მარიამ შა­რა­ბი­ძე
თბი­ლი­სის ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის 199-ე სა­ჯა­რო სკო­ლა-პან­სი­ო­ნის XII/6 კლა­სის მოს­წავ­ლე

 

ბრბოს ფსი­ქო­ლო­გი­ა­სა და მის მი­ერ გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებ­ზე ბევრს უსა­უბ­რია, ამის გა­მოს­წო­რე­ბა უც­დი­ათ კი­დეც, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა რა­ტომ­ღაც მიდ­რე­კი­ლია ამ სა­ყო­ველ­თაო და­ა­ვა­დე­ბის­კენ. ბრბო ოდით­გან­ვე პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და, ამ ანო­მა­ლი­ის შე­სა­ხებ ბევ­რი ნა­წარ­მო­ე­ბიც და­წე­რი­ლა. თით­ქ­მის ყვე­ლა მხატ­ვ­რულ ტექ­ს­ტ­ში სა­უ­ბა­რია ბრბოს გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ თვი­სე­ბებ­ზე. რო­დე­საც ამ თე­მა­ტი­კას ვე­ხე­ბით, აუცი­ლებ­ლად გაგ­ვახ­სენ­დე­ბა გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის „მა­რი­ტა“ – უბ­რა­ლო გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ბრბოდ ქცე­ულ­მა თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­მა უმოწყა­ლოდ ჩა­ქო­ლეს; ან კი­დევ „სარ­ჩო­ბე­ლა­ზედ“, თო­კით და­კი­დუ­ლი ბი­ჭის გარ­შე­მო შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თუ რო­გორ აკ­ვირ­დე­ბა, ყო­ველ­გ­ვა­რი ემო­ცი­ის გა­რე­შე, ადა­მი­ა­ნის ჩა­მოხ­რ­ჩო­ბის „სა­ნა­ხა­ო­ბას“. სა­ერ­თოდ, ბრბოს მსხვერ­პ­ლი არა მხო­ლოდ მა­რი­ტას მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, არა­მედ უგუ­ნუ­რი გრო­ვის უნე­ბუ­რად გამ­ხ­და­რი წევ­რე­ბიც, რო­გო­რე­ბიც არი­ან, მა­გა­ლი­თად, ბრბო­ში შემ­თხ­ვე­ვით აღ­მო­ჩე­ნი­ლი პეტ­რე და მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხი­ში­ლის მოთხ­რო­ბის „ეშ­მა­კის ქვა“ პერ­სო­ნა­ჟი – სო­ფიო, რო­მელ­საც არ სურ­და „დამ­ნა­შა­ვის“„ დას­ჯა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად ხელ­ში ქვა მა­ინც აიღო. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაც ესაა, ძა­ლი­ან რთუ­ლია შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ბრბოს დამ­თ­რ­გუნ­ველ ძა­ლას, რო­მე­ლიც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ზე­მოქ­მე­დებს შენ­ზე. ეს მხო­ლოდ ისეთ ადა­მი­ა­ნებს ძა­ლუძთ, რო­მე­ლე­ბიც ში­ნა­გა­ნად და სუ­ლი­ე­რად არ არი­ან უგუ­ნურ ჯო­გად ქცე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი.

გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბა­ში „ალა­ვერ­დო­ბა“ კარ­გად ჩანს ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნა. ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი, რო­მე­ლიც თა­ვად ავ­ტო­რია, ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს დღე­სას­წა­ულ­ზე მი­სუ­ლი ხალ­ხის ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვას, რომ იქ­ნებ, რო­გორ­მე გა­მო­აფხიზ­ლოს ღრე­ო­ბა­ში თავ­და­კარ­გუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. გუ­რა­მი თა­ვის მი­ზანს აღას­რუ­ლებს კი­დეც და მი­წას ჩაც­ქე­რე­ბულ, მა­ტე­რი­ა­ლურ­ზე მი­ჯაჭ­ვულ, ადა­მი­ან­თა მზე­რას ზე­ცის­კენ მი­აპყ­რობს. მა­შა­სა­და­მე, ღრე­ო­ბის თავ­და­უ­ვიწყა­რი ექ­ს­ტა­ზით გაბ­რუ­ე­ბუ­ლი ხალ­ხი ერ­თ­მა ადა­მი­ან­მა გა­მო­აფხიზ­ლა. ნა­წარ­მო­ე­ბის და­საწყის­ში­ვე ვხე­დავთ, რომ გუ­რა­მი, თა­ვი­სი ში­ნა­გა­ნი მრწამ­სით, არ არის უგუ­ნუ­რი ბრბოს ნა­წი­ლი, რამ­დე­ნა­დაც არ უნ­და ეცა­დოს, რომ თვი­თო­ნაც დათ­ვ­რეს, იცეკ­ვოს და იქ­ნებ რო­გორ­მე გა­უ­გოს სხვებს.

მსგავს პრობ­ლე­მას ვხე­დავთ ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის მოთხ­რო­ბა­ში „იგი“, რომ­ლის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟია პირ­ველ­ყო­ფილ ადა­მი­ან­თა ჯო­გის ერთ-ერ­თი წევ­რი. ის, თა­ნა­ტო­მე­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, გა­მარ­თუ­ლია, რაც მი­სი გა­რი­ყუ­ლო­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. იგი ცდი­ლობს მოხ­რას, რაც გა­მო­უ­ვა კი­დეც და ჯო­გის მი­ერ „აღი­ა­რე­ბუ­ლი“ წევ­რი გახ­დე­ბა, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად იგი მა­ინც არ არის მა­თი ნა­წი­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, და­ძი­ნე­ბის ქა­რა­ფი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი მთა­ვა­რი გმი­რი ისევ გა­მარ­თუ­ლია. ეს მოვ­ლე­ნა ბრბოს გა­მოფხიზ­ლე­ბის და­საწყი­სია, ვი­ნა­ი­დან იგი, უკან მო­ხედ­ვი­სას, და­ი­ნა­ხავს წელ­ში გა­მარ­თულ თა­ნა­ტო­მელ მე­გო­ბარს – ზუს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერ­თი ადა­მი­ა­ნის მი­ერ და­ტო­ვე­ბუ­ლი კვა­ლი  ხდე­ბა და­საწყი­სი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის პროგ­რე­სი­სა.

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ თვალ­საზ­რი­სით, ოთარ ჭი­ლა­ძის თეთ­რი ლექ­სი „ადა­მი­ა­ნი გა­ზე­თის სვეტ­ში“. ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი ჯა­რის­კა­ცია, რო­მე­ლიც არ და­მორ­ჩილ­დე­ბა ბრძა­ნე­ბას და აჯან­ყე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს არ ეს­ვ­რის, პი­რი­ქით, მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ც­ვე­ლი ხდე­ბა, რა­საც ეწი­რე­ბა კი­დეც. აქაც, მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯა­რის­კა­ცია და ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, მა­ინც არ ეს­ვ­რის მარ­თალ ხალხს ტყვი­ას. მარ­თა­ლია, ის შე­ე­წი­რა ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვას, თუმ­ცა და­ტო­ვა სი­კე­თის მარ­ც­ვა­ლი მათ გუ­ლებ­ში, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად გაღ­ვივ­დე­ბა და კე­თილ ნა­ყოფს გა­მო­ი­ღებს. ეს კი­დევ ერ­თი გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი გახ­და ომ­ში ჩაფ­ლუ­ლი სამ­ყა­როს გა­მოფხიზ­ლე­ბი­სა­კენ.

რო­გორც ვხე­დავთ, ბრბოს ფსი­ქო­ლო­გი­ას­თან  პირ­და­პი­რაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის თე­მა, მას­ზე სა­უბ­რი­სას აუცი­ლებ­ლად გაგ­ვახ­სენ­დე­ბა ვა­ჟა ფშა­ვე­ლას „ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი“. ნა­წარ­მო­ებ­ში კონ­ფ­ლიქ­ტის მი­ზე­ზი დრო­მოჭ­მუ­ლი ტრა­დი­ციაა – მტრის­თ­ვის მარ­ჯ­ვე­ნის მოჭ­რა. ალუ­და მიხ­ვ­დე­ბა, რომ ეს წე­სი არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, არას­წო­რია. ამ დროს ჩნდე­ბა ბზა­რი პი­როვ­ნე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის და რო­ცა მთა­ვა­რი გმი­რი შე­ე­წი­ნაღ­მ­დე­გე­ბა და და­არ­ღ­ვევს დოგ­მას ხალ­ხის წი­ნა­შე, ამას აღარ პა­ტი­ობს თე­მი. ალუ­დას თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი, ერთ დროს მათ­თ­ვის სა­ქებ და სა­თაყ­ვა­ნო გმირს, სახლ-კარს უწ­ვა­ვენ და თე­მი­დან ოჯა­ხი­ა­ნად აძე­ვე­ბენ, თუმ­ცა აქაც სა­სიკ­ვ­დი­ლოდ გან­წი­რუ­ლი ალუ­და-ქე­თე­ლა­უ­რი თა­ვის ნაკ­ვა­ლევს მა­ინც და­ტო­ვებს.

ამ­დე­ნად, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბრბოდ ქცე­ვის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნია, თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ გა­მო­აფხიზ­ლონ და სა­კუ­თარ თავს და­უბ­რუ­ნონ უგუ­ნუ­რი ბრბოს უნე­ბუ­რად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი წევ­რე­ბი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები