27 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

მაჯამა

spot_img

მაჯამა არაბული სიტყვაა და კრებულს ნიშნავს. იგი სპარსულ პოეტიკაში სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ტერმინია და უპირველესად აღნიშნავს რამდენიმე ან ერთი პოეტის ლექსთა კრებულს. ამას გარდა, მაჯამას უწოდებენ ისეთ ლექსს, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა პოეტური ხერხი, ჩამოთვლილია საგნები თუ ტერმინები. მაჯამა აერთიანებს ერთგვაროვანი ხერხებითა თუ თემატიკით დაკავშირებულ ლექსებსაც.

გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, მაჯამა ზუსტი რითმის სახეობაა. სტროფის  ტაეპები ზუსტად ანალოგიური სიტყვებით ან სიტყვათა შეკავშირებით მთავრდება, მაგრამ მათი მნიშვნელობა სხვადასხვაა:

„აღმართ–აღმართ მივდიოდი მე ნელა,

სერზე შევდეგ, ჭმუნვის ალი მენელა,

მზემც სხივი მომაფინა მაშინა,

სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა“  (აკაკი წერეთელი).

ქართულ პოეზიაში მაჯამა, როგორც ლიტერატურული ხერხი, გვხვდება ჯერ კიდევ კლასიკურ ქართულ პოეზიაში. შემდეგ იგი განავითარა სპარსული პოეზიის შესანიშნავმა მცოდნემ თეიმურაზ პირველმა. მისი მაჯამა საგანგებოდ შერჩეულ ლექსთა კრებულია, რომელთა სტროფების დიდი ნაწილი ომონიმური რითმებით არის გაწყობილი. მათი ამოხსნა გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამგვარი რითმებით ლექსებს წერდნენ არჩილი და  ვახტანგ VI-ც.

თეკლა მორჩილაძე –  აკეთის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები