23 ნოემბერი, შაბათი, 2024

„მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლის“ მი­სია – ახა­ლი ტი­პის მას­წავ­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა­ში

spot_img

გა­სულ კვი­რას, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლის“ ამოქ­მე­დე­ბა და­ა­ა­ნონ­სა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებ­სა და მოქ­მედ პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს საგ­ნობ­რივ ჯგუფ­ში ან მო­მიჯ­ნა­ვე საგ­ნებ­ში მო­ამ­ზა­დებს, რა­თა მათ მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში ერ­თ­ზე მე­ტი საგ­ნის სწავ­ლე­ბა შეძ­ლონ. „ამ პროგ­რა­მის გავ­ლით, სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევთ ადა­მი­ა­ნებს, რომ სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რად გა­ი­აზ­რონ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია. ჩვენ უნ­და მო­ვამ­ზა­დოთ ახა­ლი ტი­პის მას­წავ­ლე­ბე­ლი“, — გა­ნაცხა­და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძემ, პროგ­რა­მის წარ­დ­გე­ნი­სას.

რა არის „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლის“ მთა­ვა­რი მი­სია და რა­ტომ დას­ჭირ­და სის­ტე­მას „ახა­ლი ტი­პის მას­წავ­ლებ­ლის“ მომ­ზა­დე­ბა – ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი.

–  რა არის პროგ­რა­მის მთა­ვა­რი არ­სი?

– გა­მოც­დი­ლე­ბამ და სი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში არას­რუ­ლი დატ­ვირ­თ­ვის მქო­ნე საგ­ნე­ბის მი­მართ ნაკ­ლე­ბი ინ­ტე­რე­სია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გაჩ­ნ­და სა­ჭი­რო­ე­ბა, პი­რს, რო­მე­ლიც მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად წა­ვა, რამ­დე­ნი­მე საგ­ნის სწავ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­ცეთ. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს მცი­რე­სა­ა­თი­ან სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებს ეხე­ბა. თა­ვის­თა­ვად, მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში, სა­დაც არ არის გა­ნა­ყო­ფე­ბი (პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სე­ბი) და მხო­ლოდ ერ­თი კლა­სი ჰყავთ, მას­წავ­ლე­ბელს შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ცხრა სა­ა­თი ჰქონ­დეს ან ნაკ­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის საგ­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში. ამი­ტომ მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ, პირს, რო­მე­ლიც შე­ვა მცი­რე­კონ­ტი­ნგენ­ტი­ან სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად, ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, სრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თით იმუ­შა­ოს და, ამას­თა­ნა­ვე, მო­მიჯ­ნა­ვე დის­ციპ­ლი­ნებ­ში აიღოს სა­ა­თე­ბი — ამით მხო­ლოდ გა­ნაკ­ვე­თი კი არ შე­ივ­სოს, არა­მედ შეძ­ლოს და­მა­ტე­ბით არ­ჩე­უ­ლი საგ­ნის ხა­რის­ხი­ა­ნად სწავ­ლე­ბა. ამ მიზ­ნით, ჩვენ წინ­ს­წ­რე­ბით გა­ვა­ტა­რებთ კურსს ამ სა­გან­ში/საგ­ნებ­ში, შე­ვახ­სე­ნებთ ძი­რი­თად არსს, მი­ვა­წო­დებთ მა­სა­ლებს, რომ სკო­ლა­ში ბევ­რად უფ­რო ხა­რის­ხი­ა­ნად და­იწყონ საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა. სკო­ლა­ში შეს­ვ­ლის შემ­დეგ კი, ისი­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ, მოკ­ლე დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­დ­ნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი — შეძ­ლონ ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლე­ბა. ახა­ლი პროგ­რა­მის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს არის, გავ­ზარ­დოთ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე.

პროგ­რა­მით მას­წავ­ლე­ბელს რამ­დე­ნი­მე საგ­ნის სწავ­ლე­ბის უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა. შეძ­ლე­ბენ თუ არა ისი­ნი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რე­ბელ გა­მოც­და­ზე, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, რამ­დე­ნი­მე საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბას, რი­სი უფ­ლე­ბაც აქამ­დე არ ჰქონ­დათ, ანუ მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქნება ორ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სა­გან­ზე ერ­თ­დ­რო­უ­ლად და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა?

– რო­ცა გა­მოც­დებ­ზე ვსა­უბ­რობთ, კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა აპ­ლი­კანტს, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისევ ერთ სა­გან­ში შე­ეძ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა რამ­დე­ნი­მე საგ­ნის სწავ­ლე­ბის უფ­ლე­ბას, მათ ამის უფ­ლე­ბა ად­რეც ჰქონ­დათ, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი, საგ­ნის ჯგუ­ფის ფარ­გ­ლებ­ში, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო. რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლებს ამ თე­მა­ზე   ვე­სა­უბ­რე­ბო­დით, ამ­ბობ­დ­ნენ, რომ სხვა საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სას ისი­ნი სა­კუ­თარ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ში   დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი არ იყ­ვ­ნენ და ამ მი­მარ­თ­ულე­ბით დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­დათ. ამ­დე­ნად, პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა, რაც პროგ­რა­მამ მიზ­ნად და­ი­სა­ხა, სწო­რედ მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის (რომ­ლებ­საც 100-მდე მოს­წავ­ლე ჰყავთ) ახა­ლი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბაა, რომ­ლე­ბიც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად შეძ­ლე­ბენ ერ­თ­დ­რო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე საგ­ნის სწავ­ლე­ბას, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პირ­ველ ჯერ­ზე, მათ მივ­ცემთ ძი­რი­თად სა­ბა­ზი­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას/ცოდ­ნას იმ საგ­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც მე­ო­რე საგ­ნად აირ­ჩე­ვენ. მე­ო­რე და ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მა­ში არის ის, რომ მოქ­მედ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა, თუ­კი სა­ა­თე­ბი გა­მოჩ­ნ­დე­ბა, და­ი­მა­ტონ ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბის უფ­ლე­ბა. თუ მოქ­მედ მას­წავ­ლე­ბელს პო­ტენ­ცი­უ­რად აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­მიჯ­ნა­ვე სა­გა­ნი ას­წავ­ლოს, ის, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის გავ­ლით, და­რე­გის­ტ­რირ­დე­ბა პროგ­რა­მა­ზე და ჩვენ მას არ­ჩე­ულ სა­გან­ში მო­ვამ­ზა­დებთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლის“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, ერ­თი მხრივ, ახა­ლი კად­რია, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ას­წავ­ლოს მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლა­ში და მე­ო­რე მხრივ, ამა­ვე სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც, პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, უჩ­ნ­დე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­და­ემ­ზა­დოს მო­მიჯ­ნა­ვე სა­გან­ში და ას­წავ­ლოს. ეს მას­წავ­ლე­ბე­ლი არ უნ­და იყოს პრაქ­ტი­კო­სი, რო­მელ­საც იან­ვ­რი­დან სის­ტე­მი­დან გას­ვ­ლა უწევს. ამი­ტომ სკო­ლებ­მა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებს, პროგ­რა­მა­ში მო­სამ­ზა­დებ­ლად, ისე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და შეს­თა­ვა­ზონ, რო­მე­ლიც მომ­დევ­ნო სე­მეს­ტ­რის­თ­ვის ახერ­ხებს სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბას და, ამავ­დ­რო­უ­ლად, აქვს სხვა, მო­მიჯ­ნა­ვე საგ­ნის სწავ­ლე­ბის უნა­რი. სწო­რედ ამი­ტომ, მას­წავ­ლებ­ლის მსურ­ვე­ლე­ბი რე­გის­ტ­რირ­დე­ბი­ან ცენ­ტ­რის სა­იტ­ზე, „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლის“ ბა­ნე­რით ისი­ნი შეძ­ლე­ბენ რე­გის­ტ­რა­ცი­ის გვერ­დ­ზე გას­ვ­ლას და და­რე­გის­ტ­რი­რე­ბას შე­სა­ბა­მის პროგ­რა­მა­ზე, ხო­ლო და­სა­რე­გის­ტ­რი­რე­ბე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი მოგ­ვაწ­ვ­დი­ან.

– საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის მას­წავ­ლებ­ლობის მსურველი კურ­სის გავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე და­საქ­მ­დე­ბა თუ უნ­და და­ე­ლო­დოს ზაფხუ­ლის გა­მოც­დას და და­ა­დას­ტუ­როს საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია?

– კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ მას­წავ­ლე­ბელს აქამ­დეც ჰქონ­და უფ­ლე­ბა, ეს­წავ­ლე­ბი­ნა საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის ფარ­გ­ლებ­ში. მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­კოსს შე­ეძ­ლო გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბაც, გე­ოგ­რა­ფი­ის პე­და­გოგს — სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის და ის­ტო­რი­ის საგ­ნის და ა.შ. თუმ­ცა, უფ­ლე­ბის გარ­და, ახ­ლა მათ სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვთა­ვა­ზობთ — სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნას, რომ სა­გა­ნი ხა­რის­ხი­ა­ნად ას­წავ­ლონ. სკო­ლას თა­მა­მად   შე­უძ­ლია ეროვ­ნუ­ლი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი უკ­ვე მე­ო­რე საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლა­დაც აიყ­ვა­ნოს და, ასე­ვე, მოქ­მედ პე­და­გო­გებს სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მის­ცეს, რაც, თა­ვის­თა­ვად, პე­და­გო­გის ანაზღა­უ­რე­ბა­საც გაზ­რ­დის.

აღ­რე­ვა რომ არ მოხ­დეს, ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა, რომ ეს პროგ­რა­მა არ არის ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, გათ­ვ­ლი­ლია მხო­ლოდ მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­ზე, რო­მელ­თაც, იან­ვ­რი­დან, ვა­კან­სი­ე­ბის გა­მო­ჩე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, მო­მიჯ­ნა­ვე საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბით შე­ივ­სონ სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვა.

– რო­მელ საგ­ნებ­ში შე­უძ­ლი­ათ მომ­ზა­დე­ბა?

– რე­გის­ტ­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი გვაქვს მო­მიჯ­ნა­ვე საგ­ნე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა. მა­გა­ლი­თად, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია ას­წავ­ლოს ფი­ზი­კა და ისტ, ფი­ზი­კოსს კი — მა­თე­მა­ტი­კა და ისტ, ქი­მი­კოს — ბი­ო­ლო­გია, გე­ოგ­რაფს ის­ტო­რი­ას და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბას ვას­წავ­ლით და ა.შ. ეს არის მო­მიჯ­ნა­ვე საგ­ნე­ბი, რო­მელ­თა სწავ­ლე­ბას ერთ-ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის კომ­პე­ტენ­ტუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი შეძ­ლებს, რად­გან ამ საგ­ნებს ბევ­რი აქვთ სა­ერ­თო.

– და­ეხ­მა­რე­ბა თუ არა კურ­სის გავ­ლა იმ პი­რებს, რომ­ლებ­მაც საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის გა­მოც­და უნ­და ჩა­ა­ბა­რონ, ანუ ამ­ზა­დებს თუ არა „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა“ გა­მოც­დე­ბის­თ­ვის?

– ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნაკ­ლე­ბად ვამ­ზა­დებთ მას­წავ­ლებ­ლებს კომ­პე­ტენ­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის. კონ­კ­რე­ტუ­ლი პროგ­რა­მის მი­ზა­ნი არ არის, მო­მა­ვალ­ში მას­წავ­ლებ­ლებ­მა გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რონ. თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, რო­დე­საც საგ­ნის კურსს გა­ივ­ლი­ან, მე­ტი შან­სი ექ­ნე­ბათ, წარ­მა­ტე­ბით და­ა­დას­ტუ­რონ საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია. კომ­პე­ტენ­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რე­ბე­ლი საგ­ნის გა­მოც­დის­თ­ვის ტრე­ნინ­გე­ბი ცენ­ტ­რ­მა ყვე­ლა გა­მოც­და­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს შეს­თა­ვა­ზა.

– რას სთა­ვა­ზობს „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა“ ახალ კად­რებს — მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს?

– რა თქმა უნ­და, ახა­ლი კად­რი ჩვე­ნი სა­მიზ­ნე აუდი­ტო­რიაა. დე­კემ­ბერ­ში სა­პენ­სიო ჯილ­დოს გა­ცე­მის მე­ო­რე ეტა­პი და­იწყე­ბა და, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­პენ­სიო ასა­კის პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ შე­თა­ვა­ზე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, მათ ად­გი­ლებ­ზე გა­მოცხად­დე­ბა ვა­კან­სი­ე­ბი. ამი­ტომ, ბუ­ნებ­რი­ვია, სის­ტე­მას დას­ჭირ­დე­ბა ახა­ლი კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, სწო­რედ ამ სკო­ლებ­ში შეძ­ლე­ბენ გა­დამ­ზა­დე­ბას და შემ­დეგ და­საქ­მე­ბას. მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბი მიზ­ნობ­რი­ვად იმი­ტომ ავარ­ჩი­ეთ, რომ წი­ნა ვა­კან­სი­ე­ბის გა­მოცხა­დე­ბი­სას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა სწო­რედ ამ სკო­ლებ­ში და­ვი­ნა­ხეთ. ქა­ლა­ქებ­ში, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მა­ღალ­კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გა­რე­მო იყო — მა­გა­ლი­თად, თბი­ლის­ში 180 კან­დი­და­ტიც კი იყო ერთ ვა­კან­სი­ა­ზე. ასე­თი   კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­ში გა­რე­დან ჩა­რე­ვა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის, სკო­ლე­ბი თა­ვად შეძ­ლე­ბენ კად­რე­ბის გადარჩევას. მაგ­რამ მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ ვა­კან­სი­ებ­ზე იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა არამც თუ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გა­რე­მო, კან­დი­და­ტე­ბიც კი არ გა­მოჩ­ნ­დ­ნენ. ამი­ტომ სკო­ლამ გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ად­გილ­ზე კად­რის აყ­ვა­ნა ვერ შეძ­ლო. სწო­რედ ამ სკო­ლებს გვინ­და და­ვეხ­მა­როთ, მო­ვამ­ზა­დოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცე­მენ.

თუმ­ცა, ახა­ლი კად­რე­ბის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კურ­სი, რა თქმა უნ­და, არ არის საკ­მა­რი­სი იმის­თ­ვის, რომ სრულ­ფა­სო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გახ­დ­ნენ. მათ ამის შემ­დე­გაც დას­ჭირ­დე­ბათ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბა­ზი­სო კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, რო­ცა იან­ვ­რი­დან სკო­ლა­ში და­საქ­მ­დე­ბი­ან, მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა მა­ძი­ებ­ლის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვით გაგ­რ­ძელ­დე­ბა. მა­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, მა­ძი­ებ­ლის პროგ­რა­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი კურ­სი წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლი­ონ და ბო­ლოს და­ა­დას­ტუ­რონ საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია (თუ­კი არ აქვთ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი). მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გახ­დე­ბი­ან უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სის­ტე­მა­ში კუთ­ვ­ნილ ად­გილს იპო­ვი­ან.

ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობ, მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლის მო­მა­ვალ მას­წავ­ლებ­ლებს და­ა­ინ­ტე­რე­სებთ, არის ის, რომ მათ ექ­ნე­ბათ და­ნა­მა­ტი, რა­თა გავ­ზარ­დოთ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სი წა­ვიდ­ნენ რა­ი­ო­ნე­ბის სკო­ლებ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბად. მა­ძი­ებ­ლის მცი­რე ხელ­ფა­სით ვერ და­ვა­ინ­ტე­რე­სებთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ საცხოვ­რე­ბელს უნ­და მო­შორ­დ­ნენ.

– რა წი­ნა­პი­რო­ბა აქვს პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვას — ვის შე­უძ­ლია გახ­დეს „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლის“ მსმე­ნე­ლი?

– მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი და დათ­ვ­ლი­ლია, სად შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნ­დეს პო­ტენ­ცი­უ­რი ვა­კან­სია. რო­მე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­დის სკო­ლი­დან, ამის შე­სა­ხებ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას უკ­ვე აქვს ინ­ფორ­მა­ცია, შე­სა­ბა­მი­სად, მიზ­ნობ­რი­ვად, კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის­თ­ვის კონ­კ­რე­ტულ სა­გან­ში   მო­ვამ­ზა­დებთ კადრს. სკო­ლის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი საგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი შემ­თხ­ვე­ვი­თი სუ­ლაც არ არის. ესაა მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, რო­მე­ლიც იან­ვ­რი­დან გაჩ­ნ­დე­ბა.

– რა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს აპ­ლი­კან­ტ­მა და­რე­გის­ტ­რი­რე­ბი­სას?

– რე­გის­ტ­რა­ცი­ის დროს აპ­ლი­კან­ტი ირ­ჩევს იმ რა­ი­ონს, სა­დაც სურს და­საქ­მე­ბა, ასე­ვე უთი­თებს მე­ო­რე ად­გილს, სა­დაც სურს მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სის გავ­ლა. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა და­საქ­მე­ბი­სა და მომ­ზა­დე­ბის ად­გი­ლი სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყოს. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლად სვა­ნეთ­ში წას­ვ­ლას ვგეგ­მავ­დე, მაგ­რამ თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დე და გა­დამ­ზა­დე­ბაც აქ მერ­ჩივ­ნოს, სხვას შე­იძ­ლე­ბა ურ­ჩევ­ნია ზუგ­დიდ­ში გა­დამ­ზად­დეს, მაგ­რამ ფშავ­ში წას­ვ­ლას გეგ­მავ­დეს სა­მუ­შა­ოდ. შემ­დ­გომ გა­ნა­წი­ლე­ბა რე­გის­ტ­რა­ცი­ის დროს მი­თი­თე­ბუ­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით იქ­ნე­ბა გან­საზღ­ვ­რუ­ლი. ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლია ად­გი­ლე­ბი, რა­ი­ო­ნე­ბი, სკო­ლე­ბი და საგ­ნე­ბი, რად­გან პროგ­რა­მა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლე­ბის­თ­ვის ამ­ზა­დებს კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს – ინ­ფორ­მა­ცია სკო­ლე­ბის­გან გა­მო­ვითხო­ვეთ და სწო­რედ ამას ეფუძ­ნე­ბა ად­გი­ლი­სა და რა­ო­დე­ნო­ბის სი­ზუს­ტეც.

– რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის მომ­ზა­დე­ბა­ზეა გათ­ვ­ლი­ლი პროგ­რა­მა?

– პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ვგეგ­მავთ 2000 ადა­მი­ა­ნის გა­დამ­ზა­დე­ბას. რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც რე­გის­ტ­რა­ცია გა­მო­ვაცხა­დეთ და უკ­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი აპ­ლი­კან­ტი და­რე­გის­ტ­რირ­და — 1490-მდე. ამ სი­ებს, რა თქმა უნ­და, გა­დავ­ხე­დავთ, რომ მათ შო­რის არ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან პროგ­რა­მა­ში. თუ აპ­ლი­კან­ტებს გავ­ლი­ლი აქვთ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ტეს­ტი, რო­მელ­შიც შეძ­ლეს 40-დან 60-მდე ზღვრის გა­და­ლახ­ვა, არ მო­უ­წევთ პროგ­რა­მის პრე­ტეს­ტის გავ­ლა, და­ნარ­ჩე­ნებს, ვი­საც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი არ აქვთ საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და, მი­ნი­მა­ლუ­რი 40-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვით, აუცი­ლებ­ლად მო­უ­წევთ პროგ­რა­მა­ში ჩა­სარ­თა­ვად ტეს­ტის ჩა­ბა­რე­ბა, რად­გან პროგ­რა­მა­ზე შე­მოს­ვ­ლის­თ­ვის ერთ სა­გან­ში უნ­და და­ა­დას­ტუ­რონ კომ­პე­ტენ­ცია იმის­თ­ვის, რომ სხვა საგ­ნებ­ში მომ­ზა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ. ეს იქ­ნე­ბა „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ სკო­ლა­ში“ მოხ­ვედ­რის წი­ნა­პი­რო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ტეს­ტი­რე­ბას (ჩვენ მი­ერ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­თან ერ­თობ­ლი­ვად იქ­ნე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი), და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი აპ­ლი­კან­ტე­ბი, რომ­ლებ­საც არა აქვთ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი, გა­ივ­ლი­ან ტეს­ტი­რე­ბას,   წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისი­ნი ასე­ვე გა­სა­უბ­რე­ბის გავ­ლის შე­დე­გად ჩა­ი­რიცხე­ბი­ან.

ჩვენ გვჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ნამ­დ­ვი­ლად აქვთ მი­ნი­მა­ლუ­რი ცოდ­ნა კონ­კ­რე­ტულ სა­გან­ში, რო­მელ­საც კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში კი­დევ უფ­რო გავ­ზ­რ­დით რო­გორც თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლით, ისე პრაქ­ტი­კით.

– „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა“ ერ­თ­ჯე­რა­დი ინი­ცი­ა­ტი­ვა იქ­ნე­ბა თუ პირ­ვე­ლი ეტა­პის შემ­დეგ ისევ გაგ­რ­ძელ­დე­ბა?

– რო­გორც გითხა­რით, იან­ვ­რის­თ­ვის, ჩვენ გვჭირდე­ბა ზუს­ტად ის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა­საც ამ ეტაპ­ზე ვგეგ­მავთ. შემ­დეგ იმის მი­ხედ­ვით ვი­მოქ­მე­დებთ, რო­გო­რი მო­დე­ლი­რე­ბაც გვექ­ნე­ბა სექ­ტემ­ბე­რის­თ­ვის. თუმ­ცა, სის­ტე­მა­ში კვლავ რჩე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ სა­განს ას­წავ­ლი­ან და სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცია არ აქვთ მე­ო­რე სა­გან­ში. ასე რომ, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­თი მომ­ზა­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა მა­ინც გვექ­ნე­ბა, ამ ფუნ­ქ­ცი­ას კი, თა­ვის­თა­ვად, ისევ ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა შე­ას­რუ­ლებს.

– რო­გორ გა­ნი­საზღ­ვ­რა კურ­სის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა და შე­ფა­სე­ბა?

– კურ­სის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა საგ­ნე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. მა­გა­ლი­თად, დაწყე­ბი­თის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სამ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­გან­ში – ქარ­თუ­ლი, მა­თე­მა­ტი­კა, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა – მოგ­ვი­წევს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თი­თო­ე­უ­ლი კურ­სი 30 სა­კონ­ტაქ­ტო სა­ა­თის­გან შედ­გე­ბა – სულ 90-სა­ა­თი­ა­ნი კურ­სია, გე­ოგ­რა­ფი­ის სა­გან­ში – 30-სა­ა­თი­ა­ნი კურ­სი გვაქვს, რო­მელ­საც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის 15-სა­ა­თი­ა­ნი კურ­სი და­ე­მა­ტე­ბა. ეს იქ­ნე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საგ­ნე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. აპ­ლი­კან­ტი ამის ნახ­ვას რე­გის­ტ­რა­ცი­ის ბმულ­ზე შეძ­ლებს თი­თო­ე­უ­ლი კურ­სის ქვეშ. სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ექ­ს­პერ­ტებ­მა იმის მი­ხედ­ვით და­ად­გი­ნეს, რაც სჭირ­დე­ბა კადრს სა­ბა­ზი­სო მი­ნი­მა­ლუ­რი ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად/შე­სახ­სე­ნებ­ლად. ვფიქ­რობთ, დე­კემ­ბ­რის ბო­ლომ­დე შევ­ძ­ლებთ მათ მომ­ზა­დე­ბას.

რა თქმა უნ­და, კურსს აქვს შე­ფა­სე­ბის სქე­მა – მსმე­ნე­ლი რას აკე­თებს, რო­გორ აკე­თებს, რამ­დე­ნად ემ­ზა­დე­ბა სე­სი­ი­დან სე­სი­ამ­დე, რამ­დე­ნად კარ­გად არ­თ­მევს თავს იმ პრაქ­ტი­კულ მოთხოვ­ნებს, რაც პროგ­რა­მა­შია ჩა­დე­ბუ­ლი. პრაქ­ტი­კის გავ­ლას მსმე­ნე­ლე­ბი, ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლად, უშუ­ა­ლოდ სკო­ლა­ში შეძ­ლე­ბენ. კვი­რა­ში ერ­თი დღე ისი­ნი, გა­მოც­დილ მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, და­აკ­ვირ­დე­ბი­ან მიმ­დი­ნა­რე სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს, კლა­სის მარ­თ­ვას, გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვას, მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბას და ა.შ. მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი პრაქ­ტი­კა­ში აკვირდება სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს, რაც მას მო­მა­ვალ­ში გაუ­ად­ვი­ლებს სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბას.

ამ კომ­ბი­ნა­ცი­ით დად­გინ­დე­ბა, წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლის თუ არა კურსს მსმე­ნე­ლი და მი­ი­ღებს თუ არა ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სერ­ტი­ფი­კატს. იან­ვარ­ში, არ­და­დე­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ისი­ნი მზად უნ­და იყ­ვ­ნენ სკო­ლებ­ში შე­სას­ვ­ლე­ლად.

საკ­მა­ოდ მკაცრ მოთხოვ­ნებს ვუ­ყე­ნებთ – მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სი არ გუ­ლის­ხ­მობს მხო­ლოდ ლექ­ცი­ის ტი­პის სა­კონ­ტაქ­ტო სა­ა­თებს, გვექ­ნე­ბა ინ­ტე­რაქ­ტი­ვიც და უკუ­კავ­ში­რიც, რად­გან ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, კლას­ში ისე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­ვიყ­ვა­ნოთ, რომ­ლებ­შიც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით, რომ გა­მარ­თუ­ლად შეძ­ლე­ბენ სწავ­ლე­ბას – წა­რუ­მა­ტებ­ლე­ბის ად­გი­ლი სკო­ლა­ში არ არის.

– ვის ან­დობთ ასე­თი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას – ვინ იქ­ნე­ბი­ან ტრე­ნე­რე­ბი?

– „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ სკო­ლა­ში“ კურ­სებს წა­რუძღ­ვე­ბი­ან ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლი ტრე­ნე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­ვე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ ცენ­ტ­რ­თან. ესე­ნი არი­ან სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­ში ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რი კად­რე­ბი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც, ასე­ვე, გავ­ლი­ლი აქვთ ტრე­ნერ­თა მომ­ზა­დე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა. ისი­ნი ჩავ­ლენ და ას­წავ­ლი­ან იმ რა­ი­ო­ნებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში, რო­მელ­შიც და­გეგ­მი­ლია პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა ვან­დოთ ახა­ლი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა.

– და­ბო­ლოს, გა­აგ­რ­ძე­ლებს თუ არა ცენ­ტ­რი მას­წავ­ლე­ბელ­თა ტრა­დი­ცი­ულ ტრე­ნინ­გებს, თუ ამა­საც ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს?

– სა­მო­მავ­ლოდ ცენტრს აქვს სი­ახ­ლე, რაც გუ­ლის­ხ­მობს სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­მოყ­ვა­ნას მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, შე­სა­ბა­მი­სი წე­სი ერ­თი კვი­რაა რაც დამ­ტ­კიც­და, ამ სი­ახ­ლე­ზე მო­მა­ვალ­ში გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი. ამ ეტაპ­ზე კი, პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბელ ტრე­ნინ­გებს ვთა­ვა­ზობთ. ეს ტრე­ნინ­გე­ბი ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს და, ბუ­ნებ­რი­ვია, ნო­ემ­ბ­რის გა­მოც­დე­ბამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, რამ­დე­ნი­მე მო­დულ­ზე გა­მოცხა­დე­ბუ­ლი გვაქვს ტრე­ნინ­გი, რო­მელ­საც ასე­ვე გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ. „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა“ ამ ტრე­ნინ­გებს, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს — მიმ­დი­ნა­რე ტრე­ნინ­გე­ბის მი­ზა­ნი გა­მოც­დის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა და მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბაა, ხო­ლო სკო­ლის მი­ზა­ნი მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სით მომ­ზა­დე­ბაა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი, მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში, რამ­დე­ნი­მე საგ­ნის სწავ­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ, ანუ ამ პროგ­რა­მე­ბის მი­ზა­ნიც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია და სა­მიზ­ნე აუდი­ტო­რი­აც.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები