1 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2021

კონკურსი „დაწერე ნოველა“

spot_img

გაზეთი „ახალი განათლება“ (ვებგვერდი akhaliganatleba.ge ), მიმდინარე სასწავლო წლიდან, სემესტრში ერთხელ, გამოაცხადებს სხვადასხვა ტიპის კონკურსს, რომლის მიზანია მოსწავლეებში აკადემიური და შემოქმედებითი უნარების განვითარება. კონკურსის პირობები საკონკურსო თემატიკის მიხედვით იქნება წარმოდგენილი.

კონკურსში ჩართვა შეუძლიათ ჩვენი გაზეთის ხელმომწერი საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.

2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში „ახალი განათლება“ გთავაზობთ ნოველების კონკურსს –

„დაწერე ნოველა“ – თემატიკა შეუზღუდავია (ეთიკური ნორმების გათვალისწინებით).

მონაწილეობის მსურველებმა გაითვალისწინეთ:

☑🟪 უმჯობესია, სკოლის ბაზაზე (ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ) შეირჩეს მოსწავლის/მოსწავლეების მიერ შექმნილი ნოველა (ერთი ავტორი – ერთი ნოველა, არა უმეტეს 3 ვორდული გვერდისა, ქართული უნიკოდით, ზომა 11) და ნოველის ავტორის ფოტოსურათთან ერთად გამოიგზავნოს მიმდინარე წლის 20 ნოემბრამდე, მისამართზე: konkursiganatleba@gmail.com

შენიშვნა: საკონკურსო მასალის გამოგზავნა შესაძლებელია კათედრისა და სკოლის ჩართულობის გარეშეც;

☑🟪 გამომგზავნს, 72 საათის განმავლობაში, ეცნობება საკონკურსო მასალის მიღების შესახებ, პასუხით – „მიღებულია“. ასეთი პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, კონკურსანტი მასალას განმეორებით აგზავნის;

☑🟪 საკონკურსო მასალის შემცველი ფაილის სახელწოდებად  ავტორის სახელი და გვარი უნდა დაფიქსირდეს;

☑🟪 ნოველის დასასრულს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა), სკოლის დასახელება, დამატებითი საკონტაქტო პირი, შემდეგი მონაცემებით: სახელი, გვარი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, სტატუსი (მასწავლებელი, მშობელი, მეურვე).

საკონკურსო მასალა, რომელშიც არასრულფასოვნად იქნება წარმოდგენილი საკონტაქტო ინფორმაცია, არ განიხილება ჟიურის მიერ.

შერჩევის კრიტერიუმები

☑🟪 საკონკურსოდ გამოგზავნილი მასალა უნდა აკმაყოფილებდეს ნოველის ჟანრობრივ მახასიათებლებს (იხილეთ სახელმძღვანელოდ https://akhaliganatleba.ge/https-akhaliganatleba-ge-wp-admin-post-phppost13363actioneditclassic-editor/; )

☑🟪 უპირატესობა მიენიჭება ორიგინალური თემების, იდეების, პერსონაჟების, კოლიზიების, ენობრივ-გამომსახველობითი ფორმების, სიუჟეტის, კონტექსტის მქონე ნაწარმოებებს;

☑🟪 ენის ნორმების დაცვა აუცილებელია (თუ სიუჟეტი არ მოითხოვს „თვითნებობას“).

გამარჯვებულის გამოვლენა

☑🟪 ათი საუკეთესო ნოველის ავტორი 6 დეკემბერს დასახელდება. ჟიურის მიერ შეარჩეული ათი საუკეთესო ნოველა გამოქვეყნდება გაზეთ  „ახალ განათლებაში“ და აიტვირთება ვებგვერდზე. ათი ნოველიდან სამი გამარჯვებული – ჟიურის, ვებგვერდის მკითხველისა და სოციალურ ქსელში „მოწონებების“ მიხედვით შეირჩევა და 23 დეკემბერს დასახელდება.  იმ შემთხვევაში, თუ რჩეული ნოველა ერთზე მეტ ნომინაციაში გაიმარჯვებს, ავტორთან შეთანხმებით, სამიდან, მხოლოდ ერთ-ერთ „რჩეულ“ სტატუსს შეინარჩუნებს;

☑🟪 სამივე გამარჯვებული მოსწავლის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა საჩუქრად მიიღებს გაზეთ „ახალი განათლების“  ერთწლიან ხელმოწერას;

☑🟪 კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები, საუკეთესო ათეულის წევრები კი „ახალი განათლებისგან“ ციფრული სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.

შესაძლოა, ჟიურის გვერდის ავლით, დაწესდეს დამატებითი პრიზები.

საკონკურსო პრიზების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები