24 ნოემბერი, კვირა, 2024

კო­ვიდ პან­დე­მი­ის ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 

spot_img

სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­გა­რი­ში „კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ ასა­ხავს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რა­ტის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გებს, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ კო­ვიდ-19-ის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბის ზე­გავ­ლე­ნას ბავ­შ­ვებ­ზე.

კვლე­ვა ორ ნა­წი­ლად იყო და­ყო­ფი­ლი: პან­დე­მი­ის დროს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ზრუნ­ვას­თან, ბავ­შ­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვის, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის, ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის, სხვა­დას­ხ­ვა სერ­ვის­ზე წვდო­მა­სა და ოჯა­ხებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბის შე­ფა­სე­ბა სა­მა­გი­დო კვლე­ვის გზით; ზო­მე­ბის ზე­გავ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბა სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბის, სხვა­დას­ხ­ვა სა­მიზ­ნე ჯგუფ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­სა და ფო­კუს ჯგუ­ფე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზით.

უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი იყო ბავ­შ­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბის ეტაპ­ზე — მა­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­გე­ბა, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ COVID- 19-ის პან­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით შე­მუ­შა­ვე­ბულ ზო­მებ­ში მა­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ, ისე იმ სირ­თუ­ლე­ე­ბის ირ­გ­ვ­ლი­ვაც, რომ­ლე­ბიც შე­ექ­მ­ნათ და/ან დღემ­დე ექ­მ­ნე­ბათ ამ ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ბავ­შ­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იყო — შე­ეძ­ლოთ აერ­ჩი­ათ, მი­ი­ღებ­დ­ნენ თუ არა კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ეძ­ლოთ შე­ეწყ­ვი­ტათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ბავ­შ­ვე­ბის შერ­ჩე­ვის დროს და­წე­სე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა ასა­კობ­რი­ვი შეზღუდ­ვა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ მიდ­გო­მა ასა­კის მი­ხედ­ვით. ად­რე­უ­ლი ასა­კის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­სა­უბ­რე­ბის დროს აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბო­და მა­თი ასა­კის შე­სა­ბა­მის აქ­ტი­ვო­ბებ­ზე. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში უფ­რო­სებს ბავ­შ­ვე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და ნე­ბის­მი­ე­რი რის­კის პრე­ვენ­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ.

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის დაწყე­ბი­დან, თით­ქ­მის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­და, კერ­ძოდ: კი­დევ უფ­რო დამ­ძიმ­და იმ ბავ­შ­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან ოჯა­ხურ გა­რე­მოს, არ აქვთ წვდო­მა სა­თა­ნა­დო რე­სურ­სებ­ზე, აქვთ ძა­ლა­დო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბას; ამას­თა­ნა­ვე, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, გა­ი­ზარ­და ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის მოწ­მედ ყოფ­ნის რის­კე­ბი და კი­დევ უფ­რო შემ­ცირ­და მა­თი გა­მოვ­ლე­ნის მე­ქა­ნიზ­მე­ბი; ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის რის­კე­ბის ზრდა, ძი­რი­თა­დად გა­მო­იწ­ვია დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლამ და იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნამ, ბავ­შ­ვებს აღარ ჰქონ­დათ სრულ­ყო­ფი­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია თა­ვი­ანთ მას­წავ­ლებ­ლებ­თან, რაც მათ მი­მართ ოჯახ­ში ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ შე­ატყო­ბი­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას უზღუ­დავ­და.

გან­სა­კუთ­რე­ბულ იზო­ლა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რია, არ ჰქონ­დათ მშობ­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა. და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ მზად, ჩა­კე­ტილ სივ­რ­ცე­ში ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ.

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლის რე­ჟიმ­მა და იზო­ლა­ცი­ამ მკვეთ­რად გა­ზარ­და ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის რის­კე­ბი, ამას­თა­ნა­ვე, გარ­თულ­და ძა­ლა­დო­ბის ემო­ცი­ურ და ფი­ზი­კურ ნიშ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა. თუმ­ცა, შე­ფა­სე­ბის შე­დე­გებ­მა ისიც აჩ­ვე­ნა, რომ გაზ­რ­დი­ლი რის­კე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­ში მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ზრდა არ ყო­ფი­ლა. რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა მცი­რე­დი­თაა გაზ­რ­დი­ლი ან პი­რი­ქით, კლე­ბის ტენ­დენ­ცია შე­იმ­ჩ­ნე­ვა, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, უფ­რო ბავ­შ­ვ­თა მი­მართ შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის პრობ­ლე­მას უკავ­შირ­დე­ბა. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის მკვეთრ მა­ტე­ბა­ზე მათ უწყე­ბა­ში მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტოს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ.

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მო­დელ­ზე გა­დას­ვ­ლის პრო­ცე­სი ცალ­კე­უ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სტრე­სუ­ლი გა­მოდ­გა. კერ­ძოდ, ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თილ­ში ჩარ­თ­ვის და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დის­კომ­ფორ­ტი ექ­მ­ნე­ბო­დათ გა­დატ­ვირ­თულ საცხოვ­რის­ში მცხოვ­რებ ბავ­შ­ვებს, ასე­ვე, არას­რულ­წ­ლოვ­ნებს, რო­მელ­თაც ოჯა­ხუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტის ფონ­ზე უწევ­დათ გაკ­ვე­თი­ლის მოს­მე­ნა და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, კვლე­ვის პრო­ცეს­ში, ერთ-ერ­თ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­იხ­სე­ნა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ბავ­შ­ვის სახ­ლ­ში მშობ­ლებს შო­რის კონ­ფ­ლიქ­ტი­სა და მშობ­ლე­ბის მხრი­დან ბავ­შ­ვის მი­მართ სიტყ­ვი­ე­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფის შემ­თხ­ვე­ვა, რა­მაც არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი მძი­მე ფსი­ქო­ე­მო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო.

დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო მას­წავ­ლებ­ლებს, მოს­წავ­ლე­ებ­სა და მა­თი ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის შე­სა­ბა­მი­სი ციფ­რუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დო­ნე. სო­ცი­ა­ლუ­რად და ეკო­ნო­მი­კუ­რად და­უც­ველ ოჯა­ხებ­სა და რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტი მი­უწ­ვ­დო­მე­ლი იყო, ბავ­შ­ვებს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უმ­წ­ვა­ვე­სი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ. ამას­თან, გა­მოვ­ლინ­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბი შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პროგ­რა­მის დაძ­ლე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აღ­მოჩ­ნ­და, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა და მა­თი ჩა­ტა­რე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა არ იყო საკ­მა­რი­სი მა­სა­ლის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად. მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო ტექ­ნი­კურ სა­კითხებ­ში იხარ­ჯე­ბო­და, დი­დი დრო სჭირ­დე­ბო­და და­ვა­ლე­ბე­ბის შე­მოწ­მე­ბა­სა და გა­მო­კითხ­ვას და ახა­ლი მა­სა­ლის ახ­ს­ნის დრო აღარ რჩე­ბო­და. ამი­ტომ, ზო­გი­ერთ სა­გან­ში ვერ მო­ა­ხერ­ხეს წიგ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბა. ბავ­შ­ვებ­მა ამის ფონ­ზე მო­ითხო­ვეს და­მა­ტე­ბი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რაც დაკ­მა­ყო­ფილ­და.“  (სა­ჯა­რო სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი)

„ოჯახ­ში ნაკ­ლე­ბად ჰქონ­დათ ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი, არც მშობ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ მზად ბავ­შ­ვე­ბის სახ­ლ­ში სა­მე­ცა­დი­ნოდ. ამი­ტომ, სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ბავ­შ­ვებს ჰქონ­დათ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ქცე­ვა, რო­მე­ლიც მო­წეს­რიგ­და ფსი­ქო­ლო­გი­სა და სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩა­რე­ვის შე­დე­გად. რო­დე­საც გა­ნახ­ლ­და კონ­ტაქ­ტუ­რი სწავ­ლე­ბა, ბავ­შ­ვე­ბი ნელ-ნე­ლა გა­ხა­ლის­დ­ნენ და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ნენ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში.“ (სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სკო­ლა-პან­სი­ო­ნის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი) 

„დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის დროს შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და შვი­ლე­ბის მი­მართ მშობ­ლე­ბის არა­ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. კერ­ძოდ, რო­დე­საც ბავ­შ­ვი სახ­ლი­დან ერ­თ­ვე­ბო­და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს, მშობ­ლის მხრი­დან შემ­დე­გი კო­მენ­ტა­რე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლა: ,,რა ვე­ღარ დამ­თავ­რ­და შე­ნი გაკ­ვე­თი­ლი“!? „რა ვე­ღარ მორ­ჩი“!? მა­თი თქმით, რა თქმა უნ­და, ეს ნე­გა­ტი­უ­რად აისა­ხა ბავ­შ­ვე­ბის ფსი­ქი­კა­ზე, მუდ­მი­ვად გა­ნიც­დიდ­ნენ სტრესს, თით­ქოს იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხის ქვეშ მშობ­ლე­ბის მხრი­დან. პე­და­გო­გე­ბი ითხოვ­დ­ნენ მშობ­ლე­ბის­გან, რომ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სას­კო­ლო გა­რე­მო შე­ექ­მ­ნათ, თუმ­ცა რო­დე­საც ოჯა­ხი ერთ სივ­რ­ცე­ში ცხოვ­რობს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ბავ­შ­ვია, შე­უძ­ლე­ბე­ლია ასეთ დროს მოს­წავ­ლეს ჰქონ­დეს გა­ნათ­ლე­ბა­ზე წვდო­მის ადეკ­ვა­ტუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა.“ (ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­თა თავ­შე­საფ­რის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი) 

ვი­ნა­ი­დან ბავ­შ­ვი სულ სახ­ლ­ში ატა­რებ­და დროს, არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­შიც ყო­ფი­ლი­ყო ჩარ­თუ­ლი. გა­ი­ზარ­და ექ­ს­პ­ლო­ა­ტა­ცი­ის რის­კიც, თუმ­ცა სკო­ლა ამას ვერ გა­მო­ავ­ლენ­და. იზო­ლა­ცი­ამ ბავ­შ­ვე­ბის ქცე­ვა­ზეც მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მოვ­ლინ­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და ქცე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში დის­ტან­ცი­ურ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რიც. სამ­სა­ხუ­რის ყვე­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბა პი­რის­პირ/ფი­ზი­კურ ფორ­მატ­ზე იყო მორ­გე­ბუ­ლი, მათ შო­რის, არას­რულ­წ­ლოვ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამი­ტომ,  გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რეწ­ლო­ვან ბავ­შ­ვებ­თან ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბა, თუ მა­ნამ­დე უკ­ვე არ ჰქო­ნი­ათ ურ­თი­ერ­თო­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. გან­სა­კუთ­რე­ბულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა რე­გი­ონ­ში, რად­გან მომ­სა­ხუ­რე­ბა, ძი­რი­თა­დად, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და, ინ­ტერ­ნეტ­ზე წვდო­მა კი ყვე­ლა ბავშვს არ ჰქონ­და.

„ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ზე გა­დას­ვ­ლა გა­მოწ­ვე­ვა არ ყო­ფი­ლა მხო­ლოდ ბავ­შ­ვე­ბი­სა და მა­თი მშობ­ლე­ბი­სათ­ვის. გა­მოწ­ვე­ვა იყო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თ­ვი­საც, და ეს გა­მოწ­ვე­ვა ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში ახ­ლაც დგას. ფსი­ქო­ლო­გია, ფსი­ქი­ატ­რია, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა ისე­თი ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბია, რომ სა­ჭი­როა ფი­ზი­კუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია. ამი­ტომ, ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში ეს პრო­ცე­სი გარ­თულ­და.“ (მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი) 

კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა, რაც შშმ და სსსმ ბავ­შ­ვე­ბის დის­ტან­ცი­ურ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ეფექ­ტი­ან ჩარ­თ­ვა­სა და ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­ზე გაზ­რ­დი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გახ­ლ­დათ. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, ერთ-ერ­თი სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის თქმით, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის დროს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა წარ­მოშ­ვა იმან, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის და ასის­ტენ­ტე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად გა­და­ვი­და მშობ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც, თა­ვის მხრივ, არ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ მზად ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

კვლე­ვის ძი­რი­თად­მა თე­მა­ტი­კამ, და­მა­ტე­ბით, მო­იც­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვა­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­კითხე­ბიც, კო­ვიდ 19-ის პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნის პი­რო­ბებ­ში. კვლე­ვამ ცხად­ყო, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის მიმ­წო­დე­ბე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის მარ­თ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბულ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და. მუდ­მივ­მა იზო­ლა­ცი­ამ და სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბის წყვე­ტამ ბავ­შ­ვე­ბის ქცე­ვის მარ­თ­ვა გა­არ­თუ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა არას­რულ­წ­ლო­ვან­თა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და რთუ­ლი ქცე­ვის კუთხით.

ბავ­შ­ვე­ბის ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­სა და ქცე­ვის სირ­თუ­ლე­ებ­ზე ისა­უბ­რეს ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც შე­ფა­სე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თაც ეზო­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა ჰქონ­დათ, გა­რე აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, შე­და­რე­ბით, ახე­რებ­დ­ნენ ბავ­შ­ვე­ბის ქცე­ვის მარ­თ­ვას. თუმ­ცა, კი­დევ უფ­რო რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მ­ნა იმ მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლებ­სა და მი­უ­სა­ფარ ბავ­შ­ვ­თა თავ­შე­საფ­რებ­ში, სა­დაც მსგავ­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა არ ჰქონ­დათ. ამის გა­მო, იმა­ტა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გაქ­ცე­ვის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით, მი­უ­სა­ფარ ბავ­შ­ვ­თა თავ­შე­საფ­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში.

„ეზო იყო ერ­თა­დერ­თი სივ­რ­ცე, სა­დაც გა­დი­ოდ­ნენ. იმ ბავ­შ­ვებს, ვი­საც ისე­დაც ჰქონ­დათ გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბე­ბი, და­ე­მა­ტათ ახა­ლი ქცე­ვე­ბი. ამის ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი იყო ის, რომ არა ეზო, არა სკო­ლა, არა მე­გობ­რე­ბი. იყო ტან­საც­მ­ლის გა­დაყ­რის, კა­რა­დე­ბის დან­გ­რე­ვის შემ­თხ­ვე­ვე­ბი. ხში­რი იყო ბავ­შ­ვებს შო­რის კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. ბავ­შ­ვე­ბი ღა­მე რომ იძი­ნებ­დ­ნენ, მო­რი­გე­ობ­დ­ნენ, რომ ასა­კით უფ­რო დიდ ბავშვებს არ ეძა­ლა­დათ.“ (სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი) 

სამ­წუ­ხა­როდ, იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ჰქონ­და ეზო, მაგ­რამ არ იყე­ნებ­და და ბავ­შ­ვე­ბი გა­მო­კე­ტი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ოთა­ხებ­ში. მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, მა­გა­ლი­თად, კოჯ­რის შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თა პან­სი­ო­ნატ­ში. ბავ­შ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბას, პან­დე­მი­ამ­დე, ჰქონ­და ქცე­ვი­თი სირ­თუ­ლე და ამას და­მა­ტე­ბი­თი შეზღუდ­ვა და­ე­მა­ტა. სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ბავ­შ­ვე­ბი მთე­ლი დღე გა­კო­ჭი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ სკამ­ზე და ერ­თა­დერ­თი ჭა­მის პრო­ცეს­ში თუ უახ­ლოვ­დე­ბო­დათ მათ ვინ­მე, შე­სა­ბა­მი­სად, ად­ვი­ლად ასახ­ს­ნე­ლია მდგო­მა­რე­ო­ბის კი­დევ უფ­რო დამ­ძი­მე­ბა.

კოჯ­რის შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თა პან­სი­ო­ნა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, გა­ი­ზარ­და რო­გორც ბავ­შ­ვე­ბის ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­დაყ­ვა­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ასე­ვე, ბავ­შ­ვებს შო­რის კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი. ბავ­შ­ვე­ბის ქცე­ვის დამ­ძი­მე­ბა მი­უ­სა­ფარ ბავ­შ­ვ­თა თავ­შე­საფ­რი­სა და მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლის შემ­თხ­ვე­ვებ­შიც გა­მოვ­ლინ­და. ამას­თა­ნა­ვე, ამ ტი­პის გარ­თუ­ლე­ბებ­მა იმ ბავ­შ­ვებ­შიც იჩი­ნა თა­ვი, რო­მელ­თაც მა­ნამ­დე მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქონ­დათ.

სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნის გა­მოცხა­დე­ბამ რის­კის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა ბავ­შ­ვე­ბის წვდო­მა სა­სი­ცოცხ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე, კვე­ბა­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სერ­ვი­სებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით პრობ­ლე­მუ­რი იყო ეს სა­კითხი პან­დე­მი­ის დაწყე­ბის პირ­ველ თვე­ებ­ში, რო­დე­საც და­ი­კე­ტა ან დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი, დღის ცენ­ტ­რე­ბი, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი სკო­ლა-პან­სი­ო­ნე­ბი და ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თ­ვის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მი­წო­დე­ბის სქე­მა არ არ­სე­ბობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დღის ცენ­ტ­რე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თ­ვის გა­ი­ცა კვე­ბის ვა­უ­ჩე­რე­ბი. თუმ­ცა, საკ­ვე­ბის მი­წო­დე­ბის კუთხით, პრობ­ლე­მუ­რი იყო სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი ზო­მა, რო­მე­ლიც კრძა­ლავ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტის მოძ­რა­ო­ბას.

„ძა­ლი­ან დი­დი გა­მოწ­ვე­ვა იყო ყვე­ლაფ­რის და­კეტ­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტის გა­ჩე­რე­ბა. ჩვენ, გარ­და იმი­სა, რომ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­ში გვყავს ბავ­შ­ვე­ბი, მი­უ­სა­ფარ ბავ­შ­ვ­თა დღის ცენ­ტ­რე­ბში გვაქვს, ასე­ვე, სა­სა­დი­ლო­ე­ბი. აქ, ხან­დაზ­მუ­ლებ­თან ერ­თად, და­დი­ან მა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც. ტრან­ს­პორ­ტის გა­უქ­მე­ბის გა­მო, ძა­ლი­ან დი­დი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩ­ნ­დით, რომ მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა ეს საჭ­მე­ლი, რად­გან მათ­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ამას სა­ხელ­მ­წი­ფო ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და და პრო­ვა­ი­დე­რე­ბის კე­თილ ნე­ბა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მე­რე და­ვიწყეთ ფონ­დე­ბის მო­ძი­ე­ბა და პე­რი­ო­დუ­ლად, 2 კვი­რა­ში ერ­თხელ მა­ინც, ვა­ხერ­ხებ­დით დღის ცენ­ტ­რის ბავ­შ­ვე­ბის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბით მო­მა­რა­გე­ბას. სა­ხელ­მ­წი­ფოს ამის­თ­ვის და­მა­ტე­ბით ერ­თი თეთ­რიც არ გა­მო­უყ­ვია.“ (სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი) 

სპე­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ში გან­ხი­ლუ­ლია სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ, 2020 წლის მარ­ტი­დან 2021 წლის მა­ი­სის ჩათ­ვ­ლით, პან­დე­მი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, ეტა­პობ­რი­ვად მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბი, რო­მე­ლიც შე­ირ­ჩა კვლე­ვის მიზ­ნე­ბის­თ­ვის და ზე­გავ­ლე­ნა იქო­ნია ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბებ­ზე, მათ შო­რის, ბავ­შ­ვე­ბის ძა­ლა­დო­ბი­სა და არა­სა­თა­ნა­დო მოპყ­რო­ბის­გან დაც­ვა­ზე, გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვა­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის ზო­გად უფ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

ან­გა­რი­შის რე­კო­მენ­და­ცი­ით, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში თუ სხვა კრი­ზი­სე­ბი­სას შექ­მ­ნი­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, მთავ­რო­ბამ ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბი და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უნ­და შე­ი­მუ­შა­ოს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შ­ვ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას ან სხვა მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, მათ შო­რის, COVID-19-ის გავ­რ­ცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში, არას­რულ­წ­ლო­ვან­თა აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რატ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­გა­რი­ში, ევ­რო­პის ბავ­შ­ვ­თა ომ­ბუდ­ს­მენ­თა ქსე­ლის (ENOC), ასე­ვე, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის (UNICEF) ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის (UNICEF) აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და ცენ­ტ­რა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სი­სა და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მი­ერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პრო­ექ­ტის „კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის დროს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ ფარ­გ­ლებ­ში, მო­ამ­ზა­და.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები