24 ნოემბერი, კვირა, 2024

იყო თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო – ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის

spot_img

    თა­თა ჭან­ტუ­რია

გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი

USAID-ის საბაზისო განათლების წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელი

 

პირ­ველ რიგ­ში, ალ­ბათ, უნ­და დავ­ფიქ­რ­დეთ, რა არის ის ძა­ფი, ან ე.წ. „კაუჭი“, რი­თაც გვინ­და, რომ სკო­ლა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო, ერ­თ­გ­ვა­რად და­მა­ინ­ტ­რი­გე­ბელ ად­გი­ლად იქ­ცეს. ვგუ­ლის­ხ­მობ, ბავ­შ­ვი ცნო­ბის­წა­დი­ლით, გუ­ლის ბა­გა­ბუ­გით ელო­დეს, აბა, რა მოხ­დე­ბა დღეს სკო­ლა­ში? რა დამ­ხ­ვ­დე­ბა კლას­ში? რას გა­ვა­კე­თებთ გაკ­ვე­თილ­ზე?

ცხა­დია, მას­წავ­ლე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბა ყო­ველ წელს ისე­დაც გა­და­ხე­დავს გა­სავ­ლელ პროგ­რა­მა­სა და რე­სურ­სებს, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა და­ვა­ლე­ბე­ბი თუ აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მელ­თა მო­სინ­ჯ­ვა­საც ბავ­შ­ვებ­თან ვგეგ­მავთ, გა­ცი­ლე­ბით სიღ­რ­მი­სე­უ­ლად იყოს გა­და­სა­სინ­ჯი.

ახ­ლა, რო­ცა ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია სულ მარ­ტი­ვა­დაა ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, უკ­ვე პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებ­საც კი, არა­თუ შე­და­რე­ბით უფ­როს­კ­ლა­სე­ლებს, იმ­დე­ნი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი აქვთ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, რომ თუ­კი თვით­გან­ვი­თა­რე­ბის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­უძ­ლი­ათ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, სკო­ლაც ჩა­ა­ნაც­ვ­ლონ და თა­ვად და­ე­უფ­ლონ ნე­ბის­მი­ერ რა­მეს, რაც აინ­ტე­რე­სებთ, სჭირ­დე­ბათ, გა­მო­ად­გე­ბათ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ცოდ­ნით, უნა­რე­ბით, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლებს უკ­ვე სკო­ლი­სად­მი მო­ლო­დი­ნე­ბიც, მოთხოვ­ნე­ბიც ეც­ვ­ლე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, დღეს ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, იყოს ამ თა­ო­ბი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო.

თუ­კი, და­ახ­ლო­ე­ბით, ათე­უ­ლი წლის წი­ნაც კი, და­ფას­თან და­კი­დე­ბუ­ლი ბუშ­ტე­ბი ან მას­წავ­ლებ­ლის ხე­ლით გა­მოჭ­რი­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი საკ­მა­რი­სი იყო ბავ­შ­ვის აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად და შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, დღეს ასე აღარ არის. დღე­ვან­დე­ლი ბავ­შ­ვე­ბი, აღ­ჭურ­ვილ­ნი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი თუ რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან მი­ღე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცოდ­ნით, ძა­ლი­ან მყა­რად დგა­ნან მი­წა­ზე, სხვაგ­ვა­რად, მე­ტად პრაგ­მა­ტუ­ლად აფა­სე­ბენ და­ხარ­ჯულ დროს, თა­ვი­ანთ სა­ჭი­რო­ე­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რა­დაც გვეს­მის მათ­გან კითხ­ვა: ახ­ლა რომ ამას ვა­კე­თებ, რა­ში დამ­ჭირ­დე­ბა? ზოგ­ჯერ უფ­რო­სე­ბი ვბრაზ­დე­ბით ხოლ­მე ამ შე­კითხ­ვა­ზე, ხის­ტი რე­აქ­ცია გვაქვს. ბავ­შ­ვო­ბა­ში, ალ­ბათ, ყვე­ლას ხში­რად გვეს­მო­და ხოლ­მე პა­სუ­ხი: ხომ იცი, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა ადა­მი­ანს გა­მო­ად­გე­ბა… აი, ნა­ხავ, თუ არ დაგ­ჭირ­დე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ისევ ასეა, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა კვლავ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და არა­ვინ და­ვობს, რომ ის ადა­მი­ანს გა­მო­ად­გე­ბა, მაგ­რამ ვიდ­რე ბავ­შ­ვებს გა­ვუწყ­რე­ბით ამ შე­კითხ­ვის­თ­ვის, ის კონ­ტექ­ს­ტიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რო­მელ­შიც ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ – გა­ცი­ლე­ბით რე­ა­ლის­ტუ­რად უყუ­რე­ბენ ყვე­ლა­ფერს, დროც გა­ცი­ლე­ბით აჩ­ქა­რე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, შე­დე­გე­ბის და­ნახ­ვაც მა­ლე­ვე სურთ. უკ­ვე და­სა­ხუ­ლი აქვთ კონ­კ­რე­ტუ­ლი პა­ტარ-პა­ტა­რა მიზ­ნე­ბი. ზო­გი­ერთს ხელ­საქ­მე გა­მოს­დის კარ­გად, სურს ნა­მუ­შევ­რე­ბი შექ­მ­ნას და გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა მო­აწყოს. მი­იჩ­ნევს, რომ ასე ცნო­ბი­ლიც გახ­დე­ბა და წვრილ-წვრი­ლი ხარ­ჯე­ბის­თ­ვის ფულ­საც თა­ვი­სი შრო­მით იშო­ვის.  ზოგს მე­ნე­ჯე­რის გა­მოკ­ვე­თი­ლი თვი­სე­ბე­ბი აქვს და ამ კუთხით მოს­წონს საქ­მი­ა­ნო­ბა, ზო­გი ბუ­ნე­ბი­სა თუ ცხო­ვე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და მათ და­სა­ცა­ვად გა­და­სად­გ­მელ ნა­ბი­ჯებს გეგ­მავს. იმის თქმა მინ­და, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვე­ბის მიზ­ნე­ბი­ცა და მო­ლო­დი­ნე­ბიც გა­ცი­ლე­ბით პრაგ­მა­ტუ­ლი, რე­ა­ლის­ტუ­რია. მა­თი სურ­ვი­ლი, რა­ღაც ის­წავ­ლონ, პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა მათ­სა­ვე ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას. ვფიქ­რობ, მას­წავ­ლებ­ლი­სთ­ვის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლი სწო­რედ ეს უნ­და იყოს: მოს­წავ­ლეს რომ კლას­ში რა­ღაც ვას­წავ­ლე, უნ­და ვხე­დავ­დე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მი­სი ტრან­ს­ფე­რი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. მოს­წავ­ლის ცოდ­ნი­სა თუ ამა თუ იმ უნა­რის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას უბ­რა­ლოდ იმი­ტომ ხომ არ ვახ­დენთ, რომ სადღაც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ან გეგ­მა­ში გვი­წე­რია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ ცოდ­ნა­სა და უნა­რებს გრძელ­ვა­დი­ან ჭრილ­ში ვუ­ყუ­რებთ – რო­გორ გა­მო­ად­გე­ბა ეს ბავშვს ხვალ, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ,  ან თუნ­დაც დღეს­ვე. რა­ში? თით­ქოს რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, არა? მა­გა­ლი­თად, იმა­ში, რომ ბე­ბოს მი­ეხ­მა­როს პენ­სი­ის დათ­ვ­ლა­ში, ან კლა­სე­ლებ­თან ერ­თად და­გეგ­მოს ექ­ს­კურ­სი­ის მარ­შ­რუ­ტი და ბი­უ­ჯე­ტი, ან შე­ად­გი­ნოს გან­ცხა­დე­ბა, თუ­კი, მა­გა­ლი­თად, კა­ტა და­ე­კარ­გა. ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა ხომ ყო­ველ­დღი­უ­რი, პა­ტა­რა, მაგ­რამ მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა. თუ­კი გვინ­და, სკო­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე იყოს, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ის, რა­საც სკო­ლა­ში ვას­წავ­ლით, რე­ა­ლიზ­დეს, აირეკ­ლოს მო­ზარ­დის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მხატ­ვ­რუ­ლი, სა­ინ­ფორ­მა­ციო თუ ფუნ­ქ­ცი­უ­რი ტექ­ს­ტე­ბი, ცხა­დია, იძ­ლე­ვა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. მთა­ვა­რია, სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ მა­თი და­მუ­შა­ვე­ბი­სათ­ვის აქ­ტი­ვო­ბე­ბი და და­ვა­ლე­ბე­ბი. ალ­ბათ, მი­ნი-პ­რო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­თა თე­მა­ტი­კაც ავ­თენ­ტუ­რი და აქ­ტუ­ა­ლუ­რია ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის, შეს­რუ­ლე­ბის ვა­და და ნა­ბი­ჯე­ბი კი – გო­ნივ­რუ­ლი, მკა­ფიო და ლო­გი­კუ­რი კავ­ში­რე­ბით და­გეგ­მი­ლი, ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მოს­წავ­ლე­თა და­სა­ინ­ტე­რე­სებ­ლად და სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის გა­საზ­რ­დე­ლად. ამ­გ­ვა­რი და­ვა­ლე­ბე­ბით თა­მა­მად ვუ­პა­სუ­ხებთ მათ სავ­სე­ბით ლე­გი­ტი­მურ შე­კითხ­ვა­საც: „რაში დამ­ჭირ­დე­ბა ამის სწავ­ლა?“ და არა­მარ­ტო სა­განს, შე­საძ­ლოა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის ინ­ტე­რეს­საც აღ­მო­ვა­ჩე­ნი­ნებთ მოს­წავ­ლე­ებს.

მე­ო­რე მხრივ, ამ შე­კითხ­ვა­ზე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი პა­სუ­ხი რომ გვქონ­დეს, ალ­ბათ, ჩვენ თა­ვად გა­ნუწყ­ვეტ­ლივ უნ­და ვიზ­რუ­ნოთ იმა­ზე, თუ რო­გორ ვი­ყოთ სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის. სა­ინ­ტე­რე­სო, თუნ­დაც გა­რეგ­ნო­ბით, სიტყ­ვა­თა მა­რა­გით, ხა­სი­ა­თით, იუმო­რით, ცოდ­ნით და ა.შ. ეს იოლი ნამ­დ­ვი­ლად არაა. თუმ­ცა მი­იღ­წე­ვა პრო­ფე­სი­ულ თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, თვით­შე­მეც­ნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბი­თა და ქმე­დე­ბით.

მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა ერ­თ­გ­ვა­რად ორ ნა­წი­ლად იყო­ფა: ერ­თია, ვი­ცო­დე, კლას­ში რა შე­ვი­ტა­ნო და რო­გორ გავ­ხა­დო მა­სა­ლა, და­ვა­ლე­ბე­ბი, აქ­ტი­ვო­ბე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო, ავ­თენ­ტუ­რი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რის სა­შუ­ა­ლე­ბის მომ­ცე­მი და მე­ო­რეა, ვი­ცო­დე, მე თვი­თონ რო­გორ გან­ვ­ვი­თარ­დე, რომ ამ გა­მოწ­ვე­ვებს მომ­ზა­დე­ბუ­ლი დავ­ხ­ვ­დე. ალ­ბათ, მუდ­მი­ვად უნ­და ფიქ­რობ­დე, რომ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის არ გახ­დე მო­საწყე­ნი, რომ 45 წუ­თი გაკ­ვე­თილ­ზე ყოფ­ნა მათ­თ­ვის მხო­ლოდ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ იყოს. წა­ვი­და ის დრო, წი­ნა თა­ო­ბებ­თან ნა­ცა­დი თე­ო­რი­ი­თა და პრაქ­ტი­კით შე­და­რე­ბით იოლად რომ გავ­დი­ო­დით ფონს. ახ­ლა უკ­ვე, პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, მე­ცა­დი­ნე­ო­ბა გვჭირ­დე­ბა ელ­ვის სის­წ­რა­ფით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ახა­ლი ტექ­ნი­კე­ბი­სა თუ ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­მო­სა­ჩე­ნად, და იმის ხე­ლახ­ლა აღ­მო­სა­ჩე­ნა­დაც, რაც გვგო­ნია, კარ­გად ვი­ცით.

ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან უყ­ვართ უფ­რო­სებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, თუ­კი ისი­ნი მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო­ნი არი­ან, რა­ღაც ისე­თი იცი­ან, რაც მა­თაც აინ­ტერ­სებთ, ისეთ ენა­ზე ესა­უბ­რე­ბი­ან, მათ რომ კარ­გად ეს­მით. მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი, პა­თე­ტი­კუ­რი, გან­ყე­ნე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი ბავ­შვებისთვის მო­საწყე­ნი­ცაა და გა­უ­გე­ბა­რიც. მე­ო­რე მხრივ, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ბავ­შ­ვებს ენა უნ­და მო­ვუჩ­ლი­ქოთ, ზედ­მე­ტად დამ­ტ­კ­ბა­რი ტო­ნი­თა და მო­სა­ფე­რე­ბე­ლი სიტყ­ვე­ბით ვე­სა­უბ­როთ. ამით მხო­ლოდ მო­ვა­ყირ­ჭებთ ჩვენს ალერ­ს­სა და ზრუნ­ვას. ბავ­შ­ვებს ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ის მოს­წონთ, რო­დე­საც მათ თა­ნას­წო­რად მი­ვიჩ­ნევთ და ამ­გ­ვა­რად­ვე ვექ­ცე­ვით. გულ­წ­რ­ფე­ლად ვთხოვთ დახ­მა­რე­ბას, გა­ზი­ა­რე­ბას, კომ­პა­ნი­ო­ნო­ბას, ვი­ნა­წი­ლებთ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბებს. ამ­ყო­ლი, ლა­ღი მას­წავ­ლე­ბე­ლი ერ­თი­ო­რად ძვირ­ფა­სია, რად­გან ცო­ტა რა­მაა ბავ­შ­ვის­თ­ვის იმა­ზე მშვე­ნი­ე­რი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე­ბე­ლი, გა­მა­ლა­ღე­ბე­ლი, რო­გორც ლა­ღი უფ­რო­სი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში – მას­წავ­ლე­ბე­ლი.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვებ­თან ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე ხში­რი, თუმ­ცა ძალ­და­უ­ტა­ნე­ბე­ლი სა­უ­ბა­რი (რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა, ოჯა­ხის წევ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ეკოც­ნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და სხვ.) რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ სა­უბ­რე­ბი­სათ­ვის სწო­რად უნ­და შე­ვარ­ჩი­ოთ სიტყ­ვე­ბი, ტო­ნა­ლო­ბა, აქ­ცენ­ტე­ბი, რა­თა დათ­ვუ­რი სამ­სა­ხუ­რი არ გა­მოგ­ვი­ვი­დეს და სი­ყალ­ბი­სა და პა­თე­ტი­კის­კენ არ ვუ­ბიძ­გოთ. ამ­გ­ვა­რი სა­უბ­რე­ბის ბუ­ნებ­რი­ვად წა­მო­საწყე­ბად თუ გან­სა­ვი­თა­რებ­ლად შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა პა­რა­ლე­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა წიგ­ნი­სა თუ ფილ­მის პერ­სო­ნაჟ­თან, პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას­თან, ქუ­ჩა­ში ნა­ნახ შემ­თხ­ვე­ვას­თან; შე­კითხ­ვე­ბის დას­მა; ხმა­მაღ­ლა ფიქ­რი; მსჯე­ლო­ბი­სას მოვ­ლე­ნე­ბი­სა თუ ფაქ­ტე­ბის შე­ჯა­მე­ბა, შე­ფა­სე­ბა. ამ ტი­პის სა­უბ­რე­ბი უნ­და გას­ც­დეს საკ­ლა­სო ოთახს და გა­და­ი­ნაც­ვ­ლოს ეზო­ში, სკო­ლის ბუ­ფეტ­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ექ­ს­კურ­სი­ა­ზე და, სუ­ლაც, ონ­ლა­ინ, სოც. ქსე­ლებ­სა თუ მოკ­ლე ტექ­ს­ტურ შეტყო­ბი­ნე­ბებ­ში. სწო­რედ არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში სა­უ­ბა­რი ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე, ადა­მი­ა­ნებ­სა და მათ ქმე­დე­ბებ­ზე ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად ეხ­მა­რე­ბა ბავ­შ­ვებს  პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის და­ლა­გე­ბა­ში, თვი­სე­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

♦ ♦ ♦

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბე­ლი იც­ნობ­დეს და ფლობ­დეს კლა­სის მარ­თ­ვის სტრა­ტე­გი­ებს. კლა­სი ხომ მიკ­რო­სო­ცი­უ­მია, ერ­თ­გ­ვა­რი მი­ნი­-მა­კე­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ირეკ­ლავს, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხდე­ბა – ზო­გი­ერ­თე­ბი ლი­დე­რე­ბი არი­ან, ზოგს გა­აქ­ტი­უ­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ვი­ღაც „ინტრი­გებს“ ხლარ­თავს, ვი­ღაც ამ­რე­ვია და ა.შ. მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ ყვე­ლა­ფერს სწო­რედ კლა­სის მარ­თ­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბით უნ­და აბა­ლან­სებ­დეს.

ზოგ­ჯერ გვი­ნა­ხავს, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი თავს არი­დე­ბენ ჯგუ­ფურ აქ­ტი­ვო­ბებს, რომ­ლე­ბიც ჯგუ­ფის წევ­რებს შო­რის დი­ნა­მი­კას, დის­კუ­სი­ას, ფუს­ფუსს მო­ითხოვს. არა­და, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში სწო­რედ ასე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბია ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გა­ცი­ლე­ბით ნა­ყო­ფი­ე­რი. ამ დროს შე­ი­ძე­ნენ ცოდ­ნის, უნა­რე­ბი­სა თუ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის იმ­გ­ვარ პა­კეტს, რო­მე­ლიც ინ­დი­ვი­დე­ბად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­მა­ვა­ლ წევ­რე­ბად ფორ­მი­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, ასე­თე­ბია, მა­გა­ლი­თად, ორ­გა­ნი­ზე­ბა, თვით­მე­ნეჯ­მენ­ტი, თვით­მო­ნი­ტო­რინ­გი, ურ­თი­ერ­თ­დახ­მა­რე­ბა, ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სწავ­ლის შე­დე­გებ­ზე აისა­ხე­ბა. ამ პრო­ცე­სის ეტა­პობ­რი­ვად, ულუ­ფე­ბად წარ­მარ­თ­ვა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საყ­რ­დე­ნია პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის  ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გა­და­ცე­მის მო­დე­ლი. ეს გუ­ლის­ხ­მობს, რომ საწყის ეტაპ­ზე მას­წავ­ლე­ბე­ლია მოვ­ლე­ნე­ბის წარ­მ­მარ­თ­ვე­ლი, დო­მი­ნან­ტი. მი­სი მო­დე­ლის­გან იღე­ბენ ბავ­შ­ვე­ბი ამა თუ იმ ქცე­ვის მა­გა­ლითს. საკ­ლა­სო დათ­ქ­მე­ბი­სა თუ რუ­ტი­ნე­ბის დად­გე­ნა-დაც­ვა­შიც მას­წავ­ლე­ბე­ლია მთა­ვა­რი ინი­ცი­ა­ტო­რი და დამ­ხ­მა­რე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე, მას­წავ­ლე­ბე­ლი და მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თობ­ლი­ვად მოქ­მე­დე­ბენ. მოს­წავ­ლე­ე­ბი მეტ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვას იჩე­ნენ. ცხა­დია, სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლე­ე­ბი ვაქ­ცი­ოთ მთა­ვარ აქ­ტო­რე­ბად, კლას­ში მიმ­დი­ნა­რე ყო­ველ­დღი­უ­რი, შე­და­რე­ბით უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო თუ მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ცე­სე­ბის დამ­გეგ­მ­ვე­ლე­ბად და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბად. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პე­რი­ო­დუ­ლად, მას­წავ­ლე­ბე­ლი კა­ლა­პოტს შე­უც­ვ­ლის პრო­ცე­სის მდი­ნა­რე­ბას, მო­ატ­რი­ა­ლებს სა­ჭეს ბავ­შ­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუმ­ცა უნ­და გვახ­სოვ­დეს, თუ­კი ბავ­შ­ვებს ვერ/არ გა­და­ვე­ცით პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, რომ თა­ვად მარ­თონ სა­კუ­თა­რი ქცე­ვე­ბი, ერ­თ­მა­ნეთს და­ეხ­მა­რონ დრო­ის მე­ნეჯ­მენ­ტ­ში, სწავ­ლის მე­ნეჯ­მენ­ტ­ში, თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, ურ­თი­ერ­თორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, რა თქმა უნ­და, სწავ­ლის შე­დე­გე­ბიც არ იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი.

კლა­სის მარ­თ­ვა ხომ მხო­ლოდ იმას არ ნიშ­ნავს, წლის და­საწყის­ში კლა­სის წე­სე­ბი გა­მო­ვაკ­რათ და მე­რე შე­ვახ­სე­ნოთ ხოლ­მე მოს­წავ­ლე­ებს: „აბა, ბავ­შ­ვე­ბო, მო­ვუს­მი­ნოთ ერ­თ­მა­ნეთს!“ „არ ვიხ­მა­უ­როთ!“ – და ამით და­ვამ­თავ­როთ. წე­სე­ბი კლა­სის ერ­თ­გ­ვა­რი კონ­ს­ტი­ტუ­ციაა, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად უნ­და შე­იც­ვა­ლოს. მა­გა­ლი­თად, სექ­ტემ­ბერ­ში შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა ნო­ემ­ბერ­ში სუ­ლაც აღარ იყოს აქ­ტუ­ა­ლუ­რი ანუ აზ­რიც აღარ ექ­ნე­ბა კე­დელ­ზე მის და­ტო­ვე­ბას. წე­სე­ბი უნ­და იყოს ცოცხა­ლი, დი­ნა­მი­კუ­რი და, რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა უნ­და იცავ­დეს მათ. თუ­კი და­ვა­წე­სებთ, რომ  მო­ვუს­მი­ნოთ ერ­თ­მა­ნეთს, არც მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და აწყ­ვე­ტი­ნებ­დეს მოს­წავ­ლეს სა­უ­ბარს და ისე­ვე უს­მენ­დეს, რო­გორც მას ვთხოვთ თა­ნაკ­ლა­სე­ლის მოს­მე­ნას. თუ­კი ბავ­შ­ვებს ვთხოვთ, არ იყ­ვი­რონ, მა­შინ არც მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და აუწი­ოს ხმას და გა­მო­უ­რი­ოს უხე­ში ტო­ნი გაწყ­რო­მი­სას. ალ­ბათ სა­უ­კე­თე­სო გზაა, სა­კუ­თარ კან­ზე მო­ირ­გო ის, რაც გინ­და ბავ­შ­ვებ­თან და­ნერ­გო. ეს ერ­თი შე­ხედ­ვით უფ­რო რთუ­ლი ჩანს, ვიდ­რე სი­ნამ­დ­ვი­ლე­შია. აი, კლას­ში გყავს 20 მოს­წავ­ლე, 21-ე კი შენ თვი­თონ ხდე­ბი. თა­ვად იწყებ წე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, მათ­თან ერ­თად ერ­თ­ვე­ბი პრო­ცე­სებ­ში, უკეთ იაზ­რებ, სად იყო შე­ნი გა­დაც­დო­მა, სად მოს­თხო­ვე ზედ­მე­ტი ან გა­ე­ცი სა­ჭი­რო­ზე ნაკ­ლე­ბი ინ­ს­ტ­რუქ­ცია. ასეთ დროს უფ­რო ფხიზ­ლად ხარ, ირ­გებ მოს­წავ­ლის როლს და ცო­ტა ხნით ჩა­მო­დი­ხარ პრო­ფე­სი­უ­ლი კვარ­ცხ­ლ­ბე­კი­დან.

რო­ლუ­რი მო­დე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით დაწყე­ბით სკო­ლა­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მას­წავ­ლე­ბე­ლი სწო­რედ სა­კუ­თა­რი ქცე­ვით აჩ­ვე­ნებს ბავ­შ­ვებს, რო­გორ იყ­ვ­ნენ კაც­თ­მოყ­ვა­რე, მომ­ს­მე­ნი, მომ­თ­მე­ნი, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, თა­ვა­ზი­ა­ნი, რო­გორ უნ­და შეძ­ლონ შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა. თუ­კი მე, მას­წავ­ლე­ბე­ლი, გა­მოვ­ხა­ტავ, რომ ჩემ მი­ერ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მას დრა­მა­ტუ­ლად გან­ვიც­დი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბავ­შ­ვიც ჩათ­ვ­ლის, რომ მცდა­რი პა­სუ­ხი ან სხვა ტი­პის შეც­დო­მა ტრა­გე­დიაა, რო­მელ­ზეც უნ­და იგ­ლო­ვოს, იტი­როს, შინ და­მა­ლოს. თუ­კი მე ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია მექ­ნე­ბა შეც­დო­მა­ზე, შევ­ძ­ლებ, მა­გა­ლი­თად, ბო­დი­შის მოხ­დას, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლის შეს­წო­რე­ბას და ამა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარ­საც, ამით ვაჩ­ვე­ნებ, რომ არა­ფე­რია გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი, ტრა­გი­კუ­ლი, რომ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა შედ­გე­ბა შეც­დო­მე­ბის­გან და ამ შეც­დო­მე­ბით ვიზ­რ­დე­ბით ყვე­ლა­ნი. ოღონდ ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ სიტყვით არა, ქმე­დე­ბით უნ­და გა­მოვ­ხა­ტოთ. მა­ლე­ვე კი აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბიც ამ­გ­ვა­რად მო­იქ­ცე­ვი­ან, რა­კი მას­წავ­ლებ­ლის ნათ­ქ­ვა­მი თუ ქცე­ვა მათ­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი მო­დე­ლია.

მარ­თა­ლია, 6-7 წლის ადა­მი­ა­ნებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, მაგ­რამ მარ­თ­ლა ასეა – უხი­ლა­ვი, სა­ხელ­და­ურ­ქ­მე­ვე­ლი პრო­ცე­სე­ბი ფუთ­ფუ­თებს კლას­ში. პირ­და­პირ არა­ვინ ამ­ბობს, „მე ლი­დე­რი ვარ“, „მე შენ­თან მე­გობ­რო­ბა არ მინ­და“, „ჩემ­თან დაჯ­დო­მა არა­ვის უნ­და“, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბის ერ­თ­გ­ვა­რი უჩი­ნა­რი ყა­ლი­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იძერ­წე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, სრუ­ლი­ად უწყი­ნა­რი თა­მა­შის დრო­საც კარ­გად ჩანს ხოლ­მე, ურ­თი­ერ­თო­ბის რო­გო­რი სის­ტე­მა შე­ი­მუ­შა­ვეს. თუ­კი მუდ­მი­ვად ვი­ღაც არის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, ყვე­ლას მას­თან თა­მა­ში უნ­და, წე­სებს მუდ­მი­ვად ის გან­კარ­გავს, ის წყვეტს, რო­დის და­იწყონ და შეწყ­ვი­ტონ თა­მა­ში, ასეთ დროს, ცხა­დია, რა­ღაც შე­საც­ვ­ლე­ლია, რად­გან და­ნარ­ჩე­ნე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პის დაც­ვას, თა­ვი­ან­თი ძა­ლე­ბით გამ­კ­ლა­ვე­ბას. ასეთ დროს მას­წავ­ლებ­ლის ძალ­და­უ­ტა­ნე­ბე­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა, ძი­რი­თა­დად, კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა. მა­გა­ლი­თად; „მოდი, ერ­თად ვი­თა­მა­შოთ“, „მეც გა­მი­ზი­ა­რეთ, რა, თქვე­ნი წე­სე­ბი“ ან „ერთხელ მეც მინ­და, ვი­ყო არ­ჩე­ვა­ნი, ახ­ლა გავ­ც­ვა­ლოთ რო­ლე­ბი, რა“ (მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან „დაჩაგ­რუ­ლი“, უფ­ლე­ბებ­შე­სუს­ტე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის პო­ზი­ცი­ა­ში თა­ვის ჩა­ყე­ნე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მის­თ­ვის მხარ­და­ჭე­რის გა­მოცხა­დე­ბა, ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში შე­მოყ­ვა­ნის ხერ­ხია).

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბე­ლი ფრთხი­ლად და ფა­ქი­ზად მი­უდ­გეს ამ პრო­ცე­სებს. ერ­თი მხრივ, პირ­და­პირ, მენ­ტო­რუ­ლად არ უნ­და ჩა­ვე­რი­ოთ ბავ­შ­ვე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, არ და­ვუ­გეგ­მოთ რო­გორ ითა­მა­შონ, რო­გორ და­ის­ვე­ნონ, არ წა­ვარ­თ­ვათ არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მე­ო­რე მხრივ კი, რა­კი მათ, ძა­ლი­ან მცი­რე გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო, ჯერ არ აქვთ ურ­თი­ერ­თო­ბის სწო­რი ფორ­მე­ბი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ჩვე­ნი დრო­უ­ლი და სწო­რი ჩა­რე­ვა შე­იძ­ლე­ბა გა­დამ­წყ­ვე­ტი იყოს.

ბავ­შ­ვებს ხში­რად არ­ც­თუ სა­ხარ­ბი­ე­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, ვთქვათ ბა­ღი­დან, შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხი­და­ნაც. შე­საძ­ლოა უფ­რო­სე­ბის მხრი­დან ჩაგ­ვ­რის მსხვერ­პ­ლნიც კი იყ­ვ­ნენ ან პი­რი­ქით – მჩაგ­ვ­რე­ლე­ბი. ამი­ტო­მა­ცაა სი­ფა­ქი­ზე­სა და სიფხიზ­ლე­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი – ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველ ჩქამს უს­მენ. კი არ აყუ­რა­დებ, მაგ­რამ სულ ფხიზ­ლად ხარ, თვალს ადევ­ნებ, რად­გან თი­თო­ე­ულ ბავ­შ­ვ­ში მო­ციმ­ცი­მე უნი­კა­ლუ­რი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი შე­ნი სულ პა­ტა­რა მო­დუ­ნე­ბი­თაც კი ქრე­ბა (ზოგ­ჯერ – სა­მუ­და­მო­დაც). სა­მა­გი­ე­როდ, შე­ნი სიფხიზ­ლით­ვე იკაშ­კა­შებს (ხში­რად – სა­მუ­და­მო­დაც). სწო­რედ შენ მი­ერ წარ­მარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის რო­ლუ­რი მო­დე­ლით იცხოვ­რებს რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ამ ბავ­შ­ვე­ბის­გან შემ­დ­გა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი.

ხში­რად მას­წავ­ლებ­ლებს გვაქვს ამ­გ­ვა­რი „საც­დუ­რი“: უკ­ვე ოთხი კლა­სი გა­ვუშ­ვი და რად­გან ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა, მო­დი, კვლავ იმა­ვე მიდ­გო­მით გა­ვაგ­რ­ძე­ლებ ყვე­ლა­ფერს. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ზუს­ტად იგი­ვე გზა უც­ვ­ლე­ლად გა­ვი­ა­როთ. თუ­კი ერ­თი ფორ­მუ­ლა „მუშა­ობს“ ყვე­ლას­თან, გა­მო­დის, ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის კლო­ნე­ბი ყო­ფი­ლან, ზუს­ტად ერ­თ­ნა­ი­რი გან­ც­დე­ბი­თა და გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პით. არა­თუ სხვა­დას­ხ­ვა კლას­თან, ერ­თი კლა­სის ფარ­გ­ლებ­შიც კი, რა­მაც შე­დე­გი გა­მო­ი­ღო ორ ბავ­შ­ვ­თან, შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად არა­ე­ფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნ­დეს და­ნარ­ჩე­ნი ოცი­სათ­ვის. შე­სა­ბა­მი­სად, ოს­ტა­ტო­ბა ნამ­დ­ვი­ლად გვჭირ­დე­ბა სწავ­ლე­ბა­ში, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. მუდ­მი­ვად მზად უნ­და ვი­ყოთ, რომ სა­ჭე შე­მო­ვატ­რი­ა­ლოთ და სწავ­ლე­ბი­სა თუ კლას­ში მიმ­დი­ნა­რე სხვა პრო­ცე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა შევ­ც­ვა­ლოთ. მა­გა­ლი­თად, ტი­პუ­რი საკ­ლა­სო სი­ტუ­ა­ციაა, რომ რა­ღაც მა­სა­ლა­ზე მუ­შა­ო­ბა მქონ­და და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს უკ­ვე იცი­ან ბავ­შ­ვებ­მა (ან წა­უ­კითხავთ, ან უნა­ხავთ), ან კონ­კ­რე­ტულ დრო­ში კონ­კ­რე­ტულ მა­სა­ლა­ზე მუ­შა­ო­ბის მოს­წ­რე­ბას ვგეგ­მავ­დი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, რომ ვერ დაძ­ლი­ეს ბავ­შ­ვებ­მა, არ გა­მო­უ­ვი­დათ. ასეთ დროს „მერე რა, რომ იცი­ან, პროგ­რა­მა­ში მი­წე­რია და მე მა­ინც ამას გა­ვივ­ლი“ ან „არ გა­მო­უ­ვი­დათ, მაგ­რამ მო­სას­წ­რე­ბი მაქვს, მა­ინც მივ­ცემ და­ვა­ლე­ბად“ არაა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი ტაქ­ტი­კა. არც გა­უ­გე­ბა­რი მა­სა­ლის იმა­ვე ხერ­ხით ხე­ლახ­ლა ახ­ს­ნა იქ­ნე­ბა შე­დე­გი­ა­ნი. თუ­კი მი­წო­დე­ბუ­ლი მა­სა­ლა ვერ გა­ი­გო, აქ ბავ­შ­ვის ბრა­ლე­უ­ლო­ბა ნაკ­ლე­ბია. მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ალ­ბათ, სწო­რედ მას­ზეა, ვინც მა­სა­ლას აწ­ვ­დის და მის მი­სა­წო­დე­ბელ ხერ­ხებს არ­ჩევს. შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბელს მუდ­მი­ვად კლა­სის პულ­სა­ცი­ა­ზე უდევს ხე­ლი და სა­ჭეს სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით ატ­რი­ა­ლებს. მხო­ლოდ ის არ არის საკ­მა­რი­სი, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბით ვი­პო­ვოთ, სად არის პრობ­ლე­მა. უნ­და გვქონ­დეს ამ პრობ­ლე­მა­ზე რე­ა­გი­რე­ბის ტექ­ნი­კე­ბის მთე­ლი არ­სე­ნა­ლი. და, რაც მთა­ვა­რია, უნ­და გვქონ­დეს კომ­პე­ტენ­ცია მა­თი სწო­რად შერ­ჩე­ვი­სა. მა­გა­ლი­თად, ვი­ცო­დეთ, რო­დი­საა უმ­ჯო­ბე­სი სხვა სიტყ­ვე­ბით ახ­ს­ნა, სხვა მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რე­სურ­სის შე­თა­ვა­ზე­ბა, ერ­თი ნა­ბი­ჯით უკან და­ხე­ვა, ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბის­თ­ვის მი­მარ­თ­ვა, მშობ­ლის ჩარ­თ­ვა და სხვ. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბაც ხომ რე­ა­ლუ­რად სწო­რედ ესაა. მუდ­მი­ვად ხარ სტარ­ტ­ზე, რად­გან შე­ნი მყი­სი­ე­რი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა ბავ­შ­ვე­ბის ცოდ­ნის, უნა­რე­ბის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ცვლი­ლე­ბა­ზე გა­დამ­წყ­ვე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ამას ვგუ­ლის­ხ­მობ სა­ჭის დრო­უ­ლად და სწო­რად მოტ­რი­ა­ლე­ბა­ში. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნამ­დ­ვი­ლად გაგ­ვექ­ცე­ვა პრო­ცე­სე­ბი ხე­ლი­დან. ბავ­შ­ვის ყუ­რადღე­ბის, ინ­ტე­რე­სის, მო­ტი­ვა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა რთუ­ლი, თო­რემ და­კარ­გ­ვა ხომ ერ­თი წა­მის საქ­მეა.

და კი­დევ ერ­თი, ალ­ბათ სულ უნ­და გვახ­სოვ­დეს – ბავ­შ­ვი მა­ტა­რე­ბე­ლია, დაქ­რის ახალ-ახალ ად­გი­ლებ­ში, აღ­მო­ა­ჩენს ახალ ნიჭს, ცოდ­ნას, უნა­რებს, თვი­სე­ბებს, ადა­მი­ა­ნებს, გა­რე­მო­ე­ბებს. შენ, მას­წავ­ლე­ბე­ლი, სად­გუ­რი ხარ. შე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, მი­ი­ღო შენ­თან შე­მო­სუ­ლი „მატა­რე­ბე­ლი“, მის­ცე, რაც სჭირ­დე­ბა, და­ა­სუფ­თა­ვო, და­ათ­ბო, და­აკ­ვა­ლი­ა­ნო, აღ­ჭურ­ვო და გა­უშ­ვა. არც მი­ი­ჯაჭ­ვო, არც ზედ­მე­ტი წუ­ხი­ლი გა­უ­ჩი­ნო/გა­ი­ჩი­ნო და­შო­რე­ბი­სას, არც თა­ვი­დან მო­ი­შო­რო, არა­მედ, რო­გორც სად­გურ­მა, მი­ი­ღო სიმ­ყუდ­რო­ვე­ში, გა­დას­ცე ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­გიძ­ლია და მწვა­ნე შუ­ქი აუნ­თო, რად­გან მა­ტა­რე­ბელს შე­ნი საგ­ზ­ლით უკ­ვე სხვა გზე­ბი აქვს გა­და­საქ­რო­ლი, ვიდ­რე მუდ­მივ სა­ვა­ნეს იპო­ვის. შენ კი ამა­სო­ბა­ში სხვა მა­ტა­რებ­ლის ხელ­გაშ­ლი­ლად სა­მას­პინ­ძ­ლოდ მო­ემ­ზა­დე­ბი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები