18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი – პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა

spot_img

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი (სას­წავ­ლო დის­ციპ­ლი­ნე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია) სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა იმი­სთ­ვის, რომ მოს­წავ­ლეს სკო­ლი­დან­ვე შე­ვუწყოთ ხე­ლი, და­ი­ნა­ხოს სამ­ყა­როს მთლი­ა­ნო­ბა, გა­ი­გოს მის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­სა და პრო­ცე­სებს შო­რის ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი, შე­ი­მეც­ნოს გა­რე­მომ­ც­ვე­ლი სამ­ყა­რო, გა­ნი­ვი­თა­როს ანა­ლი­ზის, სინ­თე­ზი­სა და გან­ზო­გა­დე­ბის უნა­რე­ბი, შეძ­ლოს ერთ სა­გან­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის სხვა დის­ციპ­ლი­ნა­ში გა­და­ტა­ნა (ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რი) და ცოდ­ნა­თა სწო­რად და ეფექ­ტი­ა­ნად ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა. ამავ­დ­რო­უ­ლად, სწო­რად და­გეგ­მი­ლი და წარ­მარ­თუ­ლი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი მოს­წავ­ლეს და­ეხ­მა­რე­ბა, თა­ვად­ვე უპა­სუ­ხოს კითხ­ვას: „რა­ტომ უნ­და ვის­წავ­ლო ეს?“. ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი, რო­მელ­საც, უმე­ტეს­წი­ლად, ორი (შე­საძ­ლე­ბე­ლია, მე­ტიც) მას­წავ­ლე­ბე­ლი ატა­რებს, კარ­გი მამ­ტ­კი­ცე­ბე­ლი­ცაა იმი­სა, რომ კო­ლე­გებს შო­რის არსე­ბობს ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და მხარ­და­ჭე­რა, რაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სრულ­ფა­სო­ვა­ნი ში­და­სას­კო­ლო კულ­ტუ­რის ფორ­მი­რე­ბი­სთ­ვის.

ჩვენ პრინ­ცი­პუ­ლად ვერ გა­ვი­ზი­ა­რებთ მო­საზ­რე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა სას­წავ­ლო წლის ბო­ლო პე­რი­ო­დის­კენ უნ­და დავ­გეგ­მოთ. მი­ვიჩ­ნევთ, რომ ასე­თი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია (უფ­რო მე­ტიც, სა­სურ­ვე­ლიც კია) სას­წავ­ლო წლის ნე­ბის­მი­ერ პე­რი­ოდ­ში, თუ მოს­წავ­ლე­ებს უკ­ვე აქვთ ცოდ­ნა, რო­მე­ლიც ახალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უნ­და გა­მო­ი­ყე­ნონ.

ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ საგ­ვი­ჩი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხში­რად ვა­ტა­რებთ ინ­ტეგ­რი­რე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებ­სა და პრო­ექ­ტ­გაკ­ვე­თი­ლებს. ამ­ჟა­მად გა­გი­ზი­ა­რებთ სამ მათ­განს.

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი №1

ინი­ცი­ა­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი: ზა­ზა შუ­ლაია

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი საგ­ნე­ბი: ქარ­თუ­ლი (მას­წავ­ლე­ბე­ლი – ზა­ზა შუ­ლაია) და ბუ­ნე­ბა (მას­წავ­ლე­ბე­ლი – მაყ­ვა­ლა ხა­რა­იშ­ვი­ლი)

კლა­სი: მე-3

აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

♦ მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­იხ­სე­ნეს შეს­წავ­ლი­ლი ტექ­ს­ტე­ბი (რე­სურ­სი: ნ. გორ­დე­ლა­ძე, თ. კუ­ხი­ა­ნი­ძე, „ქარ­თუ­ლი“, მე-3 კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, ნა­წი­ლი პირ­ვე­ლი, მე-5 თა­ვი) და მათ­ში მო­ცე­მუ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბით, ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბით, გა­მოთ­ქ­ვეს თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­მელ ტექ­ს­ტ­ში წე­ლი­წა­დის რო­მე­ლი დრო და რო­მე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა აღ­წე­რი­ლი;

♦ ჩა­მოთ­ვა­ლეს მათ­თ­ვის ცნო­ბი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბი;

♦ შექ­მ­ნეს თე­მა­ტუ­რი ნა­ხა­ტე­ბი წე­ლი­წა­დის დრო­ებ­სა და ბუ­ნებ­რივ მოვ­ლე­ნებ­ზე (ძი­რი­თა­დად, შეს­წავ­ლი­ლი ტექ­ს­ტე­ბის ილუს­ტ­რი­რე­ბით).

ბუ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ებს:

♦ თვალ­სა­ჩი­ნოდ უჩ­ვე­ნა წვი­მის წარ­მო­შო­ბის პრო­ცე­სი;

♦ მარ­ტივ ენა­ზე აუხ­ს­ნა მათ სხვა ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბის (ჭე­ქა-ქუ­ხი­ლი, ელ­ვა, მე­ხი, წვი­მა, თოვ­ლი, სეტყ­ვა, ქა­რი) წარ­მოქ­მ­ნა;

♦ გა­ნუ­მარ­ტა ტყის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის სი­ცოცხ­ლის ციკ­ლ­ში;

♦ ესა­უბ­რა უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის შე­სა­ხებ ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბი­სას.

სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თა მოს­წავ­ლე­თათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოდ და მა­თი აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით.

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი (პრო­ექ­ტ­გაკ­ვე­თი­ლი) №2

ინი­ცი­ა­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი: მაია ოდი­შა­რია (პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი)

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი საგ­ნე­ბი: რუ­სუ­ლი ენა (მას­წავ­ლე­ბე­ლი – მაია ოდი­შა­რია) და ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა (მას­წავ­ლე­ბე­ლი – ზა­ზა შუ­ლაია)

კლა­სე­ბი: მე-7 და მე-8

გაკ­ვე­თი­ლის თე­მა: „Добро пожаловать в Москву “ — „კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რ­ძა­ნე­ბა მოს­კოვ­ში“

აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

♦ მოს­წავ­ლე­ებ­მა მსმე­ნე­ლებს გა­აც­ნეს მოს­კო­ვის და­არ­სე­ბის ის­ტო­რია რუ­სულ და ქარ­თულ ენებ­ზე;

♦ აჩ­ვე­ნეს დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი: „ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა მოს­კოვ­ში“;

♦ ქარ­თულ ენა­ზე წა­ი­კითხეს რუ­სი კლა­სი­კო­სე­ბის ლექ­სე­ბი და პი­რი­ქით, რუ­სულ ენა­ზე წა­ი­კითხეს ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის ნი­მუ­შე­ბი;

♦ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს ესა­უბ­რა ქარ­თულ-რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მოთ­ქ­ვეს სურ­ვი­ლი, რომ მსგავ­სი პრო­ექ­ტ­გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ტარ­დეს ხში­რად.

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი №3

ინი­ცი­ა­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი: ზა­ზა შუ­ლაია

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი საგ­ნე­ბი: ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა (მას­წავ­ლე­ბე­ლი – ზა­ზა შუ­ლაია) და ის­ტო­რია (მას­წავ­ლე­ბე­ლი – გი­ორ­გი (გო­გი) გე­ლაშ­ვი­ლი)

კლა­სი: მე-7

ინ­ტეგ­რი­რე­ბულ გაკ­ვე­თილ­ზე, რო­მელ­საც ორი სა­გაკ­ვე­თი­ლო სა­ა­თი და­ეთ­მო, გა­ნი­ხი­ლე­ბო­და მ. ლე­ბა­ნი­ძის ლექ­სი „ოდეს­მე დი­დი ყო­ფი­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო“.

აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

მოს­წავ­ლე­ებ­მა:

♦ პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას ისა­უბ­რეს ლექ­ს­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი მწერ­ლე­ბის (მოდ­რე­კი­ლი, ცურ­ტა­ვე­ლი, რუს­თა­ვე­ლი), ხე­ლო­ვა­ნე­ბის (ოპიზ­რე­ბი) და ხუ­როთ­მოძღ­ვ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის (იყალ­თო, გრე­მი) შე­სა­ხებ;

♦ მო­ამ­ზა­დეს სა­ინ­ფორ­მა­ციო-შე­მეც­ნე­ბი­თი ტექ­ს­ტე­ბი ლექ­ს­ში ნახ­სე­ნე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­ფე­ე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა ის­ტო­რი­უ­ლი ეპო­ქის შე­სა­ხებ;

♦ იმ­ს­ჯე­ლეს, რა­ტომ და­არ­ღ­ვია ავ­ტორ­მა, მწერ­ლე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლი­სას, ქრო­ნო­ლო­გია (ჯერ მოდ­რე­კი­ლი, მე­რე ცურ­ტა­ვე­ლი) მა­შინ, რო­დე­საც მე­ფე­ებ­ზე და ის­ტო­რი­ულ ეპო­ქა­ზე სა­უბ­რი­სას ქრო­ნო­ლო­გია და­ცუ­ლია;

♦ შექ­მ­ნეს რუ­კე­ბი: 1. „სა­ქარ­თ­ვე­ლო ნი­კოფ­სი­ი­დან და­რუ­ბან­დამ­დე“; 2. „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ვა­სა­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი“;

♦ საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით (მი­მარ­თუ­ლე­ბის მიმ­ცე­მი კითხ­ვე­ბის დას­მა), და­ად­გი­ნეს, რო­მე­ლი მე­ფე­ე­ბი იგუ­ლის­ხ­მა პო­ეტ­მა „ოთხ მე­ფე­ში“ (თე­ი­მუ­რაზ I, არ­ჩი­ლი, ვახ­ტანგ VI, თე­ი­მუ­რაზ II).

გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს ერთ-ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ – ბარ­ბა­რე მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით გა­ნაცხა­და: „მას, მე ამ ლექსს ზე­პი­რად ვის­წავ­ლი!“ (ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ზა­ზა შუ­ლაია არ ავალ­დე­ბუ­ლებს მოს­წავ­ლე­ებს ლექ­სე­ბის ზე­პი­რად დას­წავ­ლას). მას­წავ­ლებ­ლებს ამა­ზე დი­დი მი­ზა­ნი არც ჰქო­ნი­ათ.

მთა­ვა­რია, საგ­ნებს შო­რის კავ­ში­რი იყოს ორ­გა­ნუ­ლი, თე­მა – სა­ერ­თო ან მო­მიჯ­ნა­ვე, არ მოხ­დეს მა­თი „ძალ­და­ტა­ნე­ბი­თი“, მე­ქა­ნი­კუ­რი და უსა­ფუძ­ვ­ლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, თო­რემ რაც უფ­რო ხში­რად ჩა­ვა­ტა­რებთ ინ­ტეგ­რი­რე­ბულ გაკ­ვე­თილს, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სათ­ვის და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად.

სსიპ ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ საგ­ვი­ჩი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლის:

 

ბუ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი მაყ­ვა­ლა ხა­რა­იშ­ვი­ლი

 

რუ­სუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი მაია ოდი­შა­რია

 

 

ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი გი­ორ­გი (გო­გი) გე­ლაშ­ვი­ლი

 

ქარ­თუ­ლი ენი­სა და

ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ზა­ზა შუ­ლაია

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები