23 ნოემბერი, შაბათი, 2024

თუ შექ­მ­ნის პრო­ცე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბას გა­ნი­ჭებს და სხვის­თ­ვი­საც სი­კე­თე მო­აქვს, მა­შინ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ხარ

spot_img

ინ­ტერ­ვიუ და­თო გორ­გი­ლა­ძეს­თან

🔘 და­თო, დე­დათ­ქ­ვე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, ამი­ტომ პირ­ველ შე­კითხ­ვა­ში, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ორი თე­მა მინ­და გა­ვა­ერ­თი­ა­ნო: რა გას­წავ­ლათ დე­დამ, რო­გორც მშო­ბელ­მა და მე­ო­რე მხრივ, რო­გორც მას­წავ­ლე­ბელ­მა, რაც დღემ­დე მოგ­ყ­ვე­ბათ?

დე­დამ გან­გებ თქვა უარი, ჩე­მი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. უფ­რო სწო­რად კი, კლა­სის იმ გა­ნა­ყო­ფის, რო­მელ­შიც მე ვი­რიცხე­ბო­დი. მა­ში­ნაც კი, რო­ცა ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ვდგამ­დი, მი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბი იყო ჩემ­თ­ვის. მას სინ­დი­სი არ გა­უშ­ვებ­და, მა­ღა­ლი ნი­შა­ნი და­ე­წე­რა სა­კუ­თა­რი შვი­ლის­თ­ვის და ვერც და­ბა­ლი ნიშ­ნე­ბის­თ­ვის გა­მი­მე­ტებ­და. ამი­ტო­მაც გვერ­დით გად­გა და ჩე­მი სწავ­ლის ამ­ბა­ვი სა­კუ­თარ კო­ლე­გას მი­ან­დო.

თუმ­ცა მა­ნა­ნა ის ადა­მი­ა­ნი არ იყო, რომ­ლის ფიქ­რიც მხო­ლოდ მა­ღალ-და­ბალ ნიშ­ნებ­ზე ხურ­დავ­დე­ბო­და. შე­ფა­სე­ბა ხომ მოს­წავ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მხო­ლოდ ზე­და­პი­რია. თუ­კი მას­წავ­ლებ­ლის ერ­თა­დერ­თი იარა­ღი მხო­ლოდ ნი­შა­ნია და მას მოს­წავ­ლის და­სას­ჯე­ლად და და­სა­ჯილ­დო­ებ­ლად იღე­რებს, დი­დი ვე­რა­ფე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა. ცხა­დია, რომ არ­სე­ბობ­და უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი (ამას უკ­ვე გვი­ან მივ­ხ­ვ­დი) — დე­და­ჩე­მი არც შინ ცდი­ლობ­და ჩემ­თ­ვის რა­ი­მე ეს­წავ­ლე­ბი­ნა. ის არ მაწ­ვ­დი­და აქ­სი­ო­მებს, რომ რა­ღაც სწო­რია ან არას­წო­რი. ახ­ლა რომ ვიხ­სე­ნებ, ჩემ­თ­ვის ნათ­ქ­ვა­მი მი­სი წი­ნა­და­დე­ბე­ბი, მეტ­წი­ლად, კითხ­ვი­თი იყო. ის ყო­ველ­თ­ვის ტო­ვებ­და სივ­რ­ცე­ებს სხვა, ახა­ლი შე­კითხ­ვე­ბი­სა და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ე­ბის­თ­ვის. ამით ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო დი­ა­ლოგს უფ­რო ემ­ს­გავ­სე­ბო­და, ვიდ­რე სწავ­ლე­ბა­სა და შე­გო­ნე­ბას. დე­ტა­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, მა­თი სხვა­დას­ხ­ვა პრიზ­მი­დან და­ნახ­ვა და შე­კითხ­ვე­ბის დას­მა — ალ­ბათ ეს დამ­რ­ჩა მის­გან. შეგ­ვიძ­ლია ამას სი­ცოცხ­ლის შუ­ქი­სა და მი­სი ჩრდი­ლე­ბის თა­ნაბ­რად და­ფა­სე­ბა და­ვარ­ქ­ვათ.

🔘 ერ­თ­გან დე­დას პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას იხ­სე­ნებთ და წერთ: „მა­ნა­ნას­თ­ვის არ არ­სე­ბობ­და ცუ­დი ბავ­შ­ვი. ყვე­ლა კარ­გი იყო, რა­ღაც­ნა­ი­რად“. რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლის უპი­რო­ბო ნდო­ბა მოს­წავ­ლი­სად­მი?

➖  ხში­რად ვე­ხუმ­რე­ბო­დი კი­დეც, და­გი­ჭე­რენ, ხუ­თი­ა­ნებს ასე რომ არი­გებ-მეთ­ქი. ამა­ზე ბრა­ზობ­და. უფ­რო სწო­რად, გაკ­ვირ­ვე­ბის­გან ბრა­ზობ­და. მის­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რი იყო ცუ­დი ბავ­შ­ვის ცნე­ბა. დე­და­ჩე­მი არ ცხოვ­რობ­და და არ ფიქ­რობ­და სკო­ლის ზა­რის და­რეკ­ვი­დან მე­ო­რე ზა­რამ­დე. ის არ მიჯ­ნავ­და მას­წავ­ლებ­ლო­ბა­სა და ადა­მი­ა­ნო­ბას. მის­თ­ვის მთა­ვა­რი სხვა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მოს­წავ­ლე­ში, ნა­თე­ლი მხა­რე­ე­ბის ძი­ე­ბა იყო. ვერ სწავ­ლობ­და ლექსს? – სა­მა­გი­ე­როდ, კარ­გად თა­მა­შობ­და რაგ­ბის; კარ­გად ვერ წერ­და კარ­ნახს? – სა­მა­გი­ე­როდ, თა­ვა­ზი­ა­ნი ახალ­გაზ­რ­და იყო. კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით, ალ­ბათ, მა­ნა­ნა ჯა­ფა­რი­ძე არ იყო კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რად­გა­ნაც მის­გან ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ვერ მიჰ­ქონ­და რუ­სუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ღრმა ცოდ­ნა, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, გა­ნა მხო­ლოდ ისაა სკო­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, რომ ახალ­გაზ­რ­და ადა­მი­ანს სხვა ენა­ზე და­წე­რი­ლი სა­ზე­პი­რო­ე­ბით გა­მო­უ­ჭე­დოს ტვი­ნი?! იქ­ნებ უფ­რო მა­ღა­ლი მიზ­ნე­ბიც არ­სე­ბობს?!

არ ვი­ცი, მე გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი არ ვარ.

🔘 მას­წავ­ლებ­ლის როლ­სა და გავ­ლე­ნა­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ მთელ ცხოვ­რე­ბას გვი­საზღ­ვ­რავს. რო­გო­რია თქვენს წარ­მოდ­გე­ნა­ში კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი?

➖  ცხოვ­რე­ბა­სა და სკო­ლა­შიც ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვად ირ­გე­ბენ რო­ლებს, მაგ­რამ ყვე­ლა ვერ იქ­ცე­ვა ხოლ­მე სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟად, რო­მე­ლიც სხვებ­ში ინ­ტე­რესს აღ­ძ­რავს. მგო­ნია, რომ მოს­წავ­ლე უს­მენს (თუნ­დაც ცა­ლი ყუ­რით) მხო­ლოდ ისეთ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც თა­ვა­დაა რა­ღა­ცით სა­ინ­ტე­რე­სო. ასეთ ადა­მი­ა­ნებს შან­სი ეძ­ლე­ვათ, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცი­ონ, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და ახა­ლი სა­ფიქ­რა­ლი გა­უ­ჩი­ნონ.

სწო­რედ მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­ფიქ­რა­ლის გა­ჩე­ნა მგო­ნია მას­წავ­ლებ­ლის საქ­მე. ფიქ­რი იმა­ზე, რომ მთა­ვა­რია ქმნი­დე და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, ეს ქმნი­ლე­ბა ჭან­ჭი­კი იქ­ნე­ბა, მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის დო­კუ­მენ­ტი, ლა­მა­ზი გო­ლი, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი რო­ლი თუ მშვე­ნი­ე­რი ლექ­სი. თუ შექ­მ­ნის პრო­ცე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბას გა­ნი­ჭებს და სხვის­თ­ვი­საც სი­კე­თე მო­აქვს, მა­შინ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ხარ.

🔘 ირ­გ­ვ­ლივ ძა­ლი­ან ხში­რად სა­უბ­რო­ბენ წარ­მა­ტე­ბა­ზე, რო­გორც ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ მიღ­წე­ვა­ზე. ნე­ბის­მი­ერ მი­სა­ლოც ტექ­ს­ტ­შიც ეს სიტყ­ვა აუცი­ლებ­ლად გა­იჟ­ღე­რებს ხოლ­მე. რა გა­ნა­პი­რო­ბებს მუდ­მი­ვად ამ ცნე­ბა­ზე ფიქრს ან რა არის ნამ­დ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბა?

არ მომ­წონს, რო­ცა მას­წავ­ლებ­ლე­ბი მხო­ლოდ უმაღ­ლეს მწვერ­ვა­ლებს მო­უ­ნიშ­ნა­ვენ ხოლ­მე მოს­წავ­ლე­ებს და მათ­ზე უს­წო­რე­ბენ სა­მიზ­ნეს. ეუბ­ნე­ბი­ან, რომ მხო­ლოდ იქამ­დე მიღ­წე­ვა ჩა­ით­ვ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბად, სხვა არა­ფე­რი. გაწ­ვა­ლებს მე­რე ეს აზ­რი, მოს­ვე­ნე­ბას არ გაძ­ლევს, ღა­მით არ გა­ძი­ნებს. გა­მო­ნა­ხავ ძა­ლას, შე­უდ­გე­ბი გზას, და­გიც­დე­ბა სად­მე ფე­ხი ან სხვა­გან წა­გიყ­ვანს ბი­ლი­კი, ვერ მი­აღ­წევ და შე­იძ­ლე­ბა თავ­ზე ჩა­მო­გე­შა­ლოს წარ­მო­სახ­ვა­ში აშე­ნე­ბუ­ლი; მი­აღ­წევ და შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნო, რომ ცხოვ­რე­ბა ამა­ში გა­ლიე და სუ­ლაც არ გე­ძახ­და ეგ მწვერ­ვა­ლი, სხვა ბორ­ც­ვე­ბი გე­სიზ­მ­რე­ბო­და.

ვერ გავ­რის­კავ, წარ­მა­ტე­ბის დე­ფი­ნი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ვცა­დო, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი რამ წარ­მო­მიდ­გე­ნია: რო­ცა მუდ­მი­ვად პრო­ცეს­ში ხარ, ეს პრო­ცე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებს შენ და სხვე­ბის­თ­ვის, რო­გორც მი­ნი­მუმ, ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი არ არის; რო­ცა დი­ა­დი მიზ­ნე­ბიც გაქვს, მაგ­რამ პა­ტა­რა-პა­ტა­რა მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვაც და­უ­ძა­ლე­ბელ ღი­მილს გი­ფენს სა­ხე­ზე; რო­ცა სავ­სე ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ, გაქვს ში­ნა­გა­ნი სიმ­შ­ვი­დე და, რო­გორც ალ­ფ­რედ ჰიჩ­კო­კი ამ­ბობ­და, წინ სუფ­თა ჰო­რი­ზონ­ტია.

🔘 მინ­და ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­საც შე­ვე­ხოთ. თქვენ­თ­ვის, რო­გორც მშობ­ლის­თ­ვის და ამა­ვე დროს, ქვეყ­ნის აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის, რა არის ის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლებ­საც ამ სის­ტე­მა­ში ამ­ჩ­ნევთ და რო­მელ­თა გა­მოს­წო­რე­ბა­საც ისურ­ვებ­დით?

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის პრობ­ლე­მე­ბის ცოდ­ნას ვერ და­ვი­ჩე­მებ და, შე­სა­ბა­მი­სად, ვერც მა­თი გა­დაჭ­რის გზე­ბი მე­ცო­დი­ნე­ბა. ჩე­მი მოს­წავ­ლე­ო­ბი­დან ბევ­რი წე­ლი გა­ვი­და და ამ მხრი­ვაც მო­მიძ­ველ­და ცოდ­ნა. ერ­თა­დერ­თი შან­სი მაქვს, ორი-სა­მი სიტყ­ვა ახალ­გა­მო­ჩე­კილ სტუ­დენ­ტებ­ზე ზე­და­პი­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად ვთქვა, მათ ხომ ჯერ კი­დევ მოჰ­ყ­ვე­ბი­ან სკო­ლის აჩ­რ­დი­ლე­ბი – ცოდ­ნა, რო­მელ­საც მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში აწ­ვ­დი­ან და სა­დის­კუ­სიო სივ­რ­ცე­ებს არ უტო­ვე­ბენ. რო­გორც ვხვდე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჯერ კი­დევ აცალ­კე­ვე­ბენ გენ­დე­რუ­ლად სტე­რე­ო­ტი­პულ პრო­ფე­სი­ებს, ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ესა თუ ის პრო­ფე­სია ქა­ლის ან კა­ცის საქ­მეა და ამით აბ­რ­კო­ლე­ბენ სა­კუ­თარ მოს­წავ­ლე­ებს (მხო­ლოდ იქამ­დე, სა­ნამ ისი­ნი მიხ­ვ­დე­ბი­ან, რომ პრო­ფე­სი­ე­ბის ქა­ლი­სად ან კა­ცი­სად და­ყო­ფა სი­სუ­ლე­ლე და მავ­ნებ­ლუ­რია); ვგრძნობ, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წი­ლი ცდი­ლობს კონ­ვე­ი­ე­რუ­ლი პრინ­ცი­პით იმუ­შა­ოს და სკო­ლი­დან სტან­დარ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი გა­უშ­ვას – მან­ქა­ნა, რო­მელ­საც ცოდ­ნი­სა და სა­ზე­პი­რო­ე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა აქვს. ბევ­რი არ ცდი­ლობს, მოს­წავ­ლის­გან მო­აზ­როვ­ნე მო­ქა­ლა­ქე შექ­მ­ნას. რა თქმა უნ­და, ეს ყვე­ლა სკო­ლა­სა და მას­წავ­ლე­ბელს არ მი­ე­მარ­თე­ბა. ალ­ბათ სხვა ბევ­რი პრობ­ლე­მა­ცაა, არ ვი­ცი.

🔘 ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცია უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, მათ შო­რის, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის­თ­ვის. თქვენ­გან, რო­გორც აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქის­გან, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ამ თე­მის გაშ­ლა, რა­თა ახალ თა­ო­ბას და­ვა­ნა­ხოთ, რა მას­შ­ტა­ბის მხარ­და­ჭე­რას­თან გვაქვს საქ­მე.

➖  ჩვენ „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“, მრა­ვალ­ხ­მი­ა­ნო­ბი­სა და ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას იდე­ე­ბის ქვე­ყა­ნა ვართ, ბუ­ნე­ბი­თა და ში­ნა­არ­სით გახ­ლა­ვართ ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მა­ტა­რებ­ლე­ბი. რა თქმა უნ­და, და­სავ­ლეთ­თან სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია ამ ქვეყ­ნის უმ­თავ­რეს მი­სი­ა­თა­გა­ნია. ევ­რო­პა ხომ მხო­ლოდ გე­ოგ­რა­ფია არ არის, ევ­რო­პა არის იდეა, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნი გრძნობს თა­ვი­სუფ­ლე­ბას და იაზ­რებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას. ყვე­ლა სი­კე­თეს­თან ერ­თად, ევ­რო­პა ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბაა. ცო­ტა რამ და­ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ისე, რო­გორც ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღებს და შემ­დეგ ამ ცოდ­ნას სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას მო­ახ­მარს.

🔘 წლი­დან წლამ­დე, იზ­რ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­გან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რიცხ­ვი. ამას­თა­ნა­ვე, ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და სარ­გებ­ლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მე­ბით. რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას?

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, რო­ცა ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ის­ტო­რი­უ­ლი მტრის­გან, რუ­სე­თის­გან გა­მოგ­ვიხ­ს­ნეს, და­სავ­ლურ­მა ქვეყ­ნებ­მა მკა­ფი­ოდ დაგ­ვა­ნა­ხეს მოყ­ვ­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. სხვა რომ არა­ფე­რი იყოს (არა­და, ძა­ლი­ან ბევ­რია), მარ­ტო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის, სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბი­სა და სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მოხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი რად ღირს. ეგ არის ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ძირ­კ­ვე­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი თა­ო­ბაა ქვეყ­ნის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი, და­უძ­ლე­ვე­ლი ენერ­გია.

🔘 ორი სა­კითხი რომ გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ: პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბი­სას, რა იყო ის მთა­ვა­რი ბიძ­გი, რო­მელ­მაც ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ამ­დე მი­გიყ­ვა­ნათ? და რას ურ­ჩევ­დით ახალ თა­ო­ბას, რა ნიშ­ნით აირ­ჩი­ონ საქ­მე, რომ­ლის კე­თე­ბაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ენ­დო­მე­ბათ?

მე ამ­ბე­ბის მო­ყო­ლა მომ­წონ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ის მო­მენ­ტე­ბი, რო­ცა სი­ნამ­დ­ვი­ლე და გა­მო­გო­ნი­ლი ხვდე­ბო­და ერ­თ­მა­ნეთს, რო­ცა ჩე­მი მეხ­სი­ე­რე­ბა და წარ­მო­სახ­ვა ერ­თ­დე­ბო­და. ღრმა ბავ­შ­ვო­ბა­ში­ვე ჩა­ვი­ფიქ­რე, რომ მწე­რა­ლი გავ­ხ­დე­ბო­დი. მა­შინ მო­მეჩ­ვე­ნა, რომ სამ­წერ­ლო საქ­მეს­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტი­კა იდ­გა. თან ისე და­ემ­თხ­ვა, რომ ავ­ტო­რებს, რო­მელ­თა წიგ­ნე­ბიც მომ­წონ­და, ჟურ­ნა­ლის­ტის გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­დათ ან ჟურ­ნა­ლის­ტობ­დ­ნენ.

აღ­მოჩ­ნ­და, რომ თან შევ­ც­დი და თან – არა. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა და ლი­ტე­რა­ტუ­რა სხვა­დას­ხ­ვა რამ აღ­მოჩ­ნ­და. პირ­ველ­ში ფაქ­ტია მთა­ვა­რი, მე­ო­რე­ში — ფაქ­ტებ­ზე ამაღ­ლე­ბა. თუმ­ცა, სა­ერ­თოც ბევ­რი აქვთ და, მათ შო­რის, მთა­ვა­რი ამ­ბა­ვია. ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც ვყვე­ბით და იმის ცოდ­ნა, თუ რო­გორ მო­უ­ძებ­ნო ამ ამ­ბავს თხრო­ბი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა ისე, რომ ბევ­რ­მა წა­ი­კითხოს.

შე­კითხ­ვის მე­ო­რე ნა­წილს რაც შე­ე­ხე­ბა… დრომ მიჩ­ვე­ნა, რომ მსგავ­სი რჩე­ვე­ბი უმა­დუ­რი საქ­მეა. არ მინ­და ვინ­მე და­ი­ზაფ­როს და გა­დაწყ­ვი­ტოს, რომ თუ­კი რა­ი­მე პრო­ფე­სი­ას აირ­ჩევს, სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე უნ­და მის­დი­ოს მას. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეგ ის ასა­კია, რო­ცა ადა­მი­ანს შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა აქვს. არ მო­ე­წო­ნე­ბა ფა­კულ­ტე­ტი? – გა­მო­იც­ვ­ლის. მიხ­ვ­დე­ბა, რომ სა­მა­გი­სო არ არის? – სხვა­ზე გა­და­ვა.

მთა­ვა­რი ალ­ბათ ისაა, რომ გუ­ლის კარ­ნახს და­უ­ჯე­როს. თუ რა­ი­მე ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს, თუ რა­ღაც შო­რი­დან აღაფ­რ­თო­ვა­ნებს და ახ­ლო­დან უნ­და და­ე­უფ­ლოს, ალ­ბათ იმ საქ­მის სწავ­ლას უნ­და მო­კი­დოს ხე­ლი. თუ არ გა­ა­მარ­თ­ლა და, რო­გორც მაღ­ლა ვთქვი, ამით ქვე­ყა­ნა არ და­იქ­ცე­ვა. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში იოლად შე­გიძ­ლია პრო­ფე­სი­ის შეც­ვ­ლა.

🔘 და­თო, „გორ­გი­ლა­ძის აუტა­ნელ სიმ­სუ­ბუ­ქე­ში“ ერთ-ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ინ­ტერ­ვიუ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ნა­ხე­ვარ­მ­ც­ველ­თან, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილ­თან გქონ­დათ, რო­მე­ლიც ახა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის მი­სა­ბა­ძი ფეხ­ბურ­თე­ლია. მის რო­მელ თვი­სე­ბას გა­მო­არ­ჩევ­დით, რო­მელ­მაც გაც­ნო­ბის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბით მოგ­ხიბ­ლათ?

გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილ­თან ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩემ­თ­ვი­საც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო და გა­მი­ხარ­და, რომ მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, რაც ამ ადა­მი­ან­ში და­ვი­ნა­ხე, ახა­ლი ცოდ­ნის შიმ­ში­ლია. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, რო­მელ­საც კი არ თრგუ­ნავს, ახა­ლი­სებს. ის მო­ე­დან­სა თუ ცხოვ­რე­ბა­ში დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს ტრა­გე­დი­ად კი არ აღიქ­ვამს, არა­მედ შე­საძ­ლებ­ლო­ბად, რომ უკე­თე­სი გახ­დეს.

🔘 თქვენს ტექ­ს­ტებ­ში ძა­ლი­ან ხში­რად ეხე­ბით ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სო­ცი­ა­ლურ თე­მებს. რო­გორც მწე­რა­ლი, რას ცდი­ლობთ ამ პრობ­ლე­მე­ბის წინ წა­მო­წე­ვით?

მე მგო­ნია, რომ ტექ­ს­ტი ასა­ხავს იმას, რაც ჩვენ გარ­შე­მო ხდე­ბა – კარ­გ­საც და ცუდ­საც. ბუ­ნებ­რი­ვია, პერ­სო­ნა­ჟე­ბის ცხოვ­რე­ბი­სა და მოქ­მე­დე­ბის ფონ­ზე, სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მე­ბიც ამო­ტივ­ტივ­დე­ბა ხოლ­მე. ისი­ნი ხომ სტე­რი­ლურ გა­რე­მო­ში არ ცხოვ­რო­ბენ, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის, თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ანა­რეკ­ლე­ბი ან აჩ­რ­დი­ლე­ბი არი­ან.

🔘 ახალ თა­ო­ბა­ზე რას იტყო­დით?

არ ვი­ცი, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში არ­სე­ბობს თუ არა თეთ­რი შუ­რი. შე­საძ­ლოა, შუ­რი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­გო­ნი­ლი ტერ­მი­ნია, სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბის გა­სა­მარ­თ­ლებ­ლად. მოკ­ლედ, თუ თეთ­რი შუ­რი არ­სე­ბობს, გა­მო­დის, რომ ასე მშურს მა­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ც­დი­სა და სი­ლა­ღის; იმის, რომ არ ეთა­კი­ლე­ბათ თქმა – „არ ვი­ცი“; სვა­მენ კითხ­ვებს და თუ პა­სუ­ხი ვერ გა­ი­გეს, არც ამის თქმის მო­ე­რი­დე­ბათ. თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან… და თუ თეთ­რი შუ­რი არ არ­სე­ბობს, ესე იგი შა­ვი შუ­რით მშურს.

🔘 მი­სა­ბა­ძი ქარ­თ­ვე­ლი…

სხვა­თა შო­რის, ახალ თა­ო­ბა­ში ისიც მომ­წონს, რომ ისი­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტებს არ აღი­ა­რე­ბენ. აფა­სე­ბენ ადა­მი­ან­თა ნა­თელ მხა­რე­ებს და თუ ბნე­ლი და­უ­ნა­ხეს, ამა­საც მო­უ­რი­დებ­ლად ამ­ბო­ბენ. ამის ფონ­ზე, მი­სა­ბაძ ადა­მი­ა­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი გან­წი­რუ­ლია სადღეგ­რ­ძე­ლო­ო­ბის­თ­ვის.

მო­დი, უფ­რო იმ ქარ­თ­ვე­ლებ­ზე ვიტყ­ვი, ვის­ზეც ვი­სურ­ვებ­დი, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა უფ­რო მე­ტი გა­ი­გონ – ნი­კო ნი­კო­ლა­ძე­სა და დი­მიტ­რი ყი­ფი­ან­ზე.

🔘 მწერ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც თქვენ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვეს…

ეგე­თი ბევ­რი იყო. ყვე­ლა­ფე­რი ჟი­ულ ვერ­ნით და­იწყო. აღ­მაფ­რ­თო­ვა­ნებ­და მის მი­ერ აღ­წე­რი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პროგ­რე­სი და პერ­სო­ნა­ჟე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გარ­ჯა სა­ერ­თო საქ­მის­თ­ვის. მე­რე იყო დი­უ­მა – ვე­რა­ვინ და­მა­ჯე­რებ­და, რომ ერთ-ერ­თი მუშ­კე­ტე­რი არ ვი­ყა­ვი. მარ­თა­ლია, დაშ­ნა ხი­სა მქონ­და… მარკ ტვე­ნი – დღემ­დე ვმე­გობ­რობ ტომ სო­ი­ერ­თან.

მე­რე ამათ სხვა სა­კითხა­ვი და სა­ფიქ­რა­ლი და­ე­მა­ტა: მარ­კე­სი, ფუ­ენ­ტე­სი, ლი­ო­სა, კენ კი­ზი, კორ­ტა­სა­რი, კლდი­აშ­ვი­ლი, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, დი­ნო ბუ­ცა­ტი, ის­მა­ილ კა­და­რე… ნუ ჩა­მო­მათ­ვ­ლე­ვი­ნებთ.

🔘 ერ­თი ლექ­სი, ერ­თი მოთხ­რო­ბა, ერ­თი ფილ­მი…

ყმაწ­ვილ­კა­ცო­ბა­ში ზვი­ად რა­ტი­ა­ნის ლექ­ს­მა მომ­ხიბ­ლა – „ნე­გა­ტი­ვი 20 წლის შემ­დეგ“. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­საც ცოცხა­ლია მაგ ლექ­სის ში­ნა­არ­სი.

მოთხ­რო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, „პოლ­კოვ­ნიკს არა­ვინ სწერს“ იყოს. სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტე, უმაღ­ლე­სი სამ­წერ­ლო ოს­ტა­ტო­ბაა.

ფილ­მი? – იყოს „ვი­ღა­ცამ გუ­გუ­ლის ბუ­დეს გა­და­უფ­რი­ნა“. ამ სუ­რა­თით გა­ვი­ცა­ნი მი­ლოშ ფორ­მა­ნი და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ უკე­თე­სი ნა­მუ­შევ­რე­ბიც აქვს.

ესა­უბ­რა მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები