ეს­ტო­ნუ­რი მო­დე­ლი: ევ­რო­პა­ში სა­უ­კე­თე­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის სა­ი­დუმ­ლო

1447

ციფ­რუ­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბი და თა­ვი­სუ­ფა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი

ეს­ტო­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი იდე­ა­ლურ გა­რე­მო­ში იზ­რ­დე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტე­ლო­ბი­სა და დი­დი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის წყა­ლო­ბით. რაც დრო გა­დის, სულ უფ­რო და უფ­რო მე­ტი ქვე­ყა­ნა ბა­ძავს ამ მო­დელს.

ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ სწავ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კი­სა და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაა. ამ მხრივ ევ­რო­პა­ში ერთ-ერ­თი მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი ეს­ტო­ნე­თია. ეს პა­ტა­რა ბალ­ტი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კა ნამ­დ­ვი­ლად არ არის მდი­და­რი ქვე­ყა­ნა, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 14.000 დო­ლა­რია. ვერც იმას ვიტყ­ვით, რომ აქ ეკო­ნო­მი­კის სწრა­ფი ზრდის ტენ­დენ­ციაა, თუმ­ცა, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს შო­რის, ეს­ტო­ნე­თი იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ ეკო­ნო­მი­კის ზრდი­სას გა­ნათ­ლე­ბას დიდ როლს ანი­ჭებს. ეს მე­ხუ­თე ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნაა გა­ნათ­ლე­ბა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მხრივ და­ნი­ის, შვე­დე­თის, ბელ­გი­ი­სა და ფი­ნე­თის შემ­დეგ და ერ­თა­დერ­თი გან­ვი­თა­რე­ბა­დი ეკო­ნო­მი­კა, რომ­ლის მთლი­ა­ნი ში­და პრო­დუქ­ტის 6% გა­ნათ­ლე­ბა­შია ჩა­დე­ბუ­ლი.

♦♦♦

ეს­ტო­ნეთ­ში, 3 წლის ასა­კი­დან, თით­ქ­მის ყვე­ლა ბავ­შ­ვი სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში და­დის. სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი არ არის მხო­ლოდ ბავ­შ­ვის მოვ­ლის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. თა­ვი­დან ბავ­შ­ვებს თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბით აწ­ვ­დი­ან გარ­კ­ვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სკო­ლის წი­ნა წელს კი ას­წავ­ლი­ან ასო­ებს, თვლას, აძ­ლე­ვენ ელე­მენ­ტა­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ზე, ის­ტო­რი­ა­ზე.

ეს­ტო­ნე­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ გა­ნათ­ლე­ბა ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ას­წავ­ლო სა­ხა­ლი­სოდ. სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ წარ­მარ­თუ­ლი თა­მა­შით და თან­და­თა­ნო­ბით ეჩ­ვე­ვი­ან აკა­დე­მი­უ­რად წარ­დ­გე­ნი­ლი მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბას. სკო­ლის პირ­ველ კლას­ში მი­სულ­მა ბავ­შ­ვებ­მა წე­რა-კითხ­ვა უკ­ვე იცი­ან. გარ­და ამი­სა, სკო­ლამ­დელ ჯგუ­ფებ­ში ქცე­ვის ელე­მენ­ტა­რულ წე­სებს — ხე­ლის აწე­ვას, კითხ­ვის დას­მას ას­წავ­ლი­ან. დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას.

სკო­ლა­ში შეს­ვ­ლის­თ­ვის 7 წლის ასა­კია და­წე­სე­ბუ­ლი, რა­თა ყვე­ლა მზად იყოს სწავ­ლის­თ­ვის — ემო­ცი­უ­რა­დაც და ფი­ზი­კუ­რა­დაც. სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში სას­კო­ლოდ გამ­ზა­დე­ბულ ბავშვს აძ­ლე­ვენ ბა­რათს, სა­დაც აღ­წე­რი­ლია მი­სი უნარ-ჩვევ­ბი, გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბი ფა­სი­ა­ნია. თან­ხის 50%-ს სა­ხელ­მ­წი­ფო იხ­დის, და­ნარ­ჩენს — მშობ­ლე­ბი, თუმ­ცა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ფა­სუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ოჯა­ხის შე­მო­სა­ვალ­ზე — ის არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს მშობ­ლის ხელ­ფა­სის 20%-ს.

♦♦♦

I-IX კლა­სე­ბის გა­ნათ­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. ეს პე­რი­ო­დი 4 ნა­წი­ლად იყო­ფა: I-III, IV-VI, VII-IX და X-XII კლა­სე­ბი. 9 კლა­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლე იღებს სერტიფიკატს ნიშ­ნე­ბის ფურ­ც­ლით. ამის შემ­დეგ შე­უძ­ლია, აირ­ჩი­ოს — სკო­ლა­ში, აკა­დე­მი­ურ კლას­ში და შემ­დ­გომ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­აგ­რ­ძ­ე­ლოს სწავ­ლა თუ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, და­საქ­მე­ბა არ­ჩი­ოს.

ეს­ტო­ნეთს შე­უძ­ლია იამა­ყოს მსოფ­ლი­ო­ში გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დით, კერ­ძოდ, 2012 წე­ლს ამუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტით, სა­ხე­ლად — ProgeTiger. ამ პრო­ექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბით, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა და აქ დი­დი ად­გი­ლი უკა­ვია ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს — ას­წავ­ლი­ან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მი­რე­ბის სა­ფუძ­ვ­ლებს „პრაქ­ტი­კუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით და ასა­კის შე­სა­ფე­რი­სი პროგ­რა­მუ­ლი ენით“. სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ვი­დე­ო­მა­სა­ლა ინ­ტერ­ნე­ტი­დან. სკო­ლებ­ში აქვთ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მე­ბი, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბიც უმე­ტე­სად ელექ­ტ­რო­ნუ­ლად სრულ­დე­ბა. დღი­უ­რე­ბი ელექ­ტ­რო­ნუ­ლია. მშობ­ლებ­სა და პე­და­გო­გებს აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია აქვთ, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წყა­ლო­ბით სირ­თუ­ლეს აღარ უქ­მ­ნის ყვე­ლა­ზე და­კა­ვე­ბულ მშობ­ლებ­საც კი.

♦♦♦

ეს­ტო­ნეთ­ში ბევრს მი­აჩ­ნია, რომ წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი მას­წავ­ლებ­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. სკო­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რი ავ­ტო­ნო­მია აქვთ. მას­წავ­ლე­ბე­ლი კი თა­ვად იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვის თა­ო­ბა­ზე, და­მო­უ­კი­დებ­ლად ად­გენს სი­ლა­ბუ­სებს. ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მის ეფექ­ტუ­რო­ბა რე­ი­ტინ­გებ­შიც აისა­ხა.

ეს არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სწრა­ფად იზ­რ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სი (სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი, 5 წე­ლი­წად­ში, 50%-ით გა­ი­ზარ­და — 810 ევ­რო­დან 1210 ევ­რომ­დე), რა­მაც ეს პრო­ფე­სია მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­ხა­და ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბავ­შ­ვის წარ­მა­ტე­ბა აქ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის სიმ­დიდ­რე­ზე. სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი უფა­სოა, რაც ნიშ­ნავს, რომ უფა­სოა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც და ტრან­ს­პორ­ტიც.

♦♦♦

ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (OESD) სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, PISA-ს (მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მა) შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ეს­ტო­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში ევ­რო­პა­ში პირ­ველ და მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე ად­გილს იკა­ვე­ბენ, სინ­გა­პუ­რი­სა და იაპო­ნი­ის შემ­დეგ, მა­თე­მა­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში — ევ­რო­პა­ში პირ­ველ (შვე­ი­ცა­რი­ას­თან ერ­თად) და მსოფ­ლი­ო­ში მეცხ­რე ად­გილს; გარ­და ამი­სა, ფუნ­ქ­ცი­ურ წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში ეს­ტო­ნე­ლებს ევ­რო­პა­ში მე­სა­მე ად­გი­ლი უკა­ვი­ათ, ფი­ნე­ლე­ბი­სა და ირ­ლან­დი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ო­ში კი — მე­ექ­ვ­სე ად­გი­ლი. OESD-ს თა­ნახ­მად, ეს­ტო­ნეთ­ში ასე­ვე იზ­რ­დე­ბა უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რიცხ­ვი. 10 წლის წინ აქ 400 უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობ­და, დღეს კი მა­თი რიცხ­ვი 4.000-ს აღ­წევს.

ნინო ქაჯაია
მომ­ზა­დე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მე­ბის –
Morning Future და BBC News – მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით

დატოვეთ კომენტარი