30 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

spot_img
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ 52 მონაწილეს სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ  გელა გელაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადებში მიეღოთ მონაწილეობა.
2022-2023 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სამ ტურად ჩატარდა შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართული ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენაში. ოლიმპიადაში ჯამში 56 700-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. აქედან, მეორე ტურში 9000-მდე მონაწილე, ხოლო მესამე ტურში კი 600-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საშუალო, ასევე, საბაზო საფეხურის მოსწავლეებს.
უახლოეს მომავალში გამოცხადდება 2023-2024 წლის ოლიმპიადისათვის რეგისტრაცია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები