23 ნოემბერი, შაბათი, 2024

და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე თვი­თად­ვო­კა­ტე­ბი პირ­ვე­ლად წარ­დ­გე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე

spot_img

ლია ტა­ბა­ტა­ძე
სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­უ­ნის სინ­დ­რო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის გამ­გე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე

 

 

⇒ გზა ასო­ცი­ა­ცი­ის და­ფუძ­ნე­ბი­დან დღემ­დე

ასო­ცი­ა­ცი­ის და­ფუძ­ნე­ბას წინ უძღო­და მშო­ბელ­თა მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო და­უ­ნის სინ­დ­რო­მის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას­თან. მე პი­რა­დად, და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე 14 წლის გო­გო­ნას მშო­ბე­ლი ვარ. რო­დე­საც თე­ო­დო­რა და­ი­ბა­და და ვე­ძებ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას, ქარ­თულ ენა­ზე, და­უ­ნის სინ­დ­რო­მის შე­სა­ხებ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ნა­ი­რი მა­სა­ლა არ არ­სე­ბობ­და ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე­ში. იმ პე­რი­ოდ­ში, რომ ვამ­ბობ­დი, ჩემს შვილს და­უ­ნის სინ­დ­რო­მი აქვს, ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, რა­ტომ არ მა­ლავ, რა­ტომ ლა­პა­რა­კობ ამა­ზე ხმა­მაღ­ლა – ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, დაკ­ვე­თა იყო ერ­თ­გ­ვა­რი, რომ ეს თე­მა ყო­ფი­ლი­ყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი და ჩუ­მად უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, რომ ამა­ზე ხმა­მაღ­ლა უნ­და გვე­ლა­პა­რა­კა, არა­ფე­რი ჩვენს შვი­ლებს და­სა­მა­ლი არ ჰქონ­დათ. და­ვიწყე თარ­გ­მ­ნა, ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე­ში ინ­გ­ლი­სურ და რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი უამ­რა­ვი მა­სა­ლა იყო.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეს თე­მა სტიგ­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი იყო. იმ პე­რი­ოდ­ში, სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლებ­ში მშობ­ლებს, უპი­რო­ბოდ, გვირ­ჩევ­დ­ნენ, ბავ­შ­ვე­ბი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­ში დაგ­ვეტყო­ვე­ბი­ნა. ეს მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა იყო, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან რჩე­ვა ბავ­შ­ვის მი­ტო­ვე­ბა­ზე. ჩემ­თა­ნაც და­ის­ვა კითხ­ვა, რა გა­დავ­წყ­ვი­ტე და ამ კითხ­ვამ ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ჩემ­ზე, თან გა­მიკ­ვირ­და, რა უნ­და გა­და­მეწყ­ვი­ტა ჩემს შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით?! შე­სა­ბა­მი­სად, ამან გა­მო­იწ­ვია ჩე­მი პრო­ტეს­ტი. მე­რე, ინ­ფორ­მა­ცი­ას რომ ვე­ძებ­დი, ვნა­ხე, რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი 21 მარტს, და­უ­ნის სინ­დ­რო­მის დღეს, არა­ფორ­მა­ლუ­რად აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ. ეს იყო, და­ახ­ლო­ე­ბით, 2010-11 წლე­ბი. და­ვუ­კავ­შირ­დი Down Syndrome International-ს და მი­ვა­წო­დე ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ. აღ­მოჩ­ნ­და, რომ 2011 წელს, გა­ე­რო­ში, გა­ტა­ნი­ლი იყო სა­კითხი 21 მარ­ტის და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მსოფ­ლიო დღედ და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ და მთხო­ვეს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ელ­ჩის­თ­ვის, ვინც იყო გა­ე­რო­ში, მი­მეწ­ვ­დი­ნა ხმა და ასეც მო­ვი­ქე­ცი. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­მაც ერ­თი ხმა მის­ცა ამ დღის და­წე­სე­ბას. ეს იყო 2011 წლის 10 ნო­ემ­ბე­რი და მას შემ­დეგ, უკ­ვე 2012 წლი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც და­ვიწყეთ ამ დღის აღ­ნიშ­ვ­ნა. მა­შინ უკ­ვე ორი მშო­ბე­ლი მყავ­და ნა­პოვ­ნი. ერთ-ერთ მშო­ბელს, ნი­ნო ცინ­ცა­ძეს (რო­მე­ლიც ასე­ვე „სა­ქარ­თ­ვე­ლოს პორ­ტი­ჯის ასო­ცი­ა­ცია“ – ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია) ჰქონ­და ორ­გა­ნი­ზა­ცია  „კავ­ში­რი ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი“ და ამ კავ­ში­რის ეგი­დით, რამ­დე­ნი­მე წე­ლი, აღ­ვ­ნიშ­ნავ­დით 21 მარტს.

⇒ სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა

იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც კვლე­ვებ­ზე მიმ­ყავ­და თე­ო­დო­რა, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ჰქონ­და ცოდ­ნა და­უ­ნის სინ­დ­რო­მის შე­სა­ხებ. უკ­ვე არ­სე­ბობ­და ამე­რი­კუ­ლი პე­დი­ატ­რი­ის აკა­დე­მი­ის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი და პრო­ტო­კო­ლე­ბი. მე და ნი­ნომ ბევ­რი ვიმ­ს­ჯე­ლეთ და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ვერ­სია, რო­მე­ლიც  2015 წელს  ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ და­ამ­ტ­კი­ცა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ად­ვო­კა­ტი­რე­ბას ვუ­წევ­დით გა­ე­როს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა კონ­ვენ­ცი­ას, რო­მე­ლიც არ გვქონ­და რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და 2014 წელს მოხ­და რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რაშიც ჩვე­ნი, მშო­ბელ­თა მოძ­რა­ო­ბის, წვლი­ლიც არის. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხი­თაც ბევრს ვმუ­შა­ობ­დით, უკ­ვე  2006 წლი­დან 10 სკო­ლა­ში პი­ლო­ტი­რე­ბაც იყო დაწყე­ბუ­ლი. 2012 წლი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­იწყო ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში ჯერ კი­დევ არ იყო და­ნერ­გი­ლი ინ­კ­ლუ­ზია და ამ კუთხი­თაც „სა­ქარ­თ­ვე­ლოს პორ­ტი­ჯის ასო­ცი­ა­ცია“ და „კავ­ში­რი ჩვენი ბავ­შ­ვე­ბი“ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და. 2014 წლი­დან, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­შიც და­იწყო ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა. ჩე­მი გო­გო­ნა ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი იყო სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში. პო­ზი­ტი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი და­იძ­რა, რასაც ბევ­რი სრუ­ლი­ად ახა­ლი სირ­თუ­ლე ახ­ლ­და რო­გორც სკო­ლებ­ში, ისე სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში – მშობ­ლე­ბის მხრი­დან მი­უ­ღებ­ლო­ბა, მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან პრო­ტეს­ტი… ძა­ლი­ან ბევ­რი მუ­შა­ო­ბა მოგ­ვი­წია ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე და ეს ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ე­ბი ბევრად წა­ად­გა მიმ­ღებ­ლო­ბის სა­კითხს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. კამ­პა­ნი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ტი­კა­ზე იყო აგე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, 2012 წელს – სკო­ლის თე­მა­ზე „მინ­და სწავ­ლა“, 2013 წელს – „მინ­და მუ­შა­ო­ბა“, 2014 წელს – „მინ­და სრულ­ყო­ფილი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა“ და ა.შ.  სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში ვუ­წევ­დით ად­ვო­კა­ტი­რე­ბას პრო­ტო­კო­ლის დამ­ტ­კი­ცე­ბას სა­მი­ნის­ტ­რო­ში.

გზავ­ნილ­მა – „მინ­და მუ­შა­ო­ბა“ გვი­ბიძ­გა, დაგ­ვეწყო ფიქ­რი და­საქ­მე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ზე. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც სამ­შო­ბი­ა­რო­ებ­ში ჯერ კი­დევ ტო­ვებ­დ­ნენ ბავ­შ­ვებს, და­უ­ნის სინ­დ­რო­მის გა­მო და ჩვენ კი მუ­შა­ო­ბა­ზე და­ვიწყეთ ლა­პა­რა­კი მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი (ვინც აქ­ტი­უ­რი მშობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით) შვი­ლე­ბი 3, 5 და 7 წლი­სა­ნი იყ­ვ­ნენ. სწო­რედ ამ კამ­პა­ნი­ას მოჰ­ყ­ვა ის, რომ ჩვენს წი­აღ­ში და­ი­ბა­და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო „ბა­ბა­ლე“, რო­მე­ლიც თა­ვი­დან პრო­ექ­ტის სა­ხით გვქონ­და, ძა­ლი­ან პა­ტა­რა გრან­ტით (და­ახ­ლო­ე­ბით 9000 ლა­რამ­დე). „ბა­ბა­ლეს“ არ­სე­ბო­ბამ მოგ­ვ­ცა ის, რომ უფ­რო მე­ტი მშო­ბე­ლი შე­მო­ვიკ­რი­ბეთ და, ერ­თ­გ­ვა­რი, მშობ­ლე­ბის შეკ­რე­ბის ად­გი­ლიც გახ­და, გარ­და იმი­სა, რომ თა­ვის საქ­მეს აკე­თებ­და – ცდი­ლობ­და და­ე­საქ­მე­ბი­ნა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შეზღუდ­ვის მქო­ნე პი­რე­ბი. ამას მოყ­ვა ის, რომ მშო­ბელ­თა თე­მი გაძ­ლი­ერ­და, მომ­წიფ­და იმის­თ­ვის, რომ უფ­რო დი­დი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დაგ­ვედ­გა და ასე და­ი­ბა­და და­უ­ნის სინ­დ­რო­მის ასო­ცი­ა­ცია, რო­მელ­მაც ეს პრო­ექ­ტიც – „ბა­ბა­ლე“ აქ­ცია თა­ვის სა­წარ­მოდ, და­ა­ფუძ­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად შპს „ბა­ბა­ლე“ და მი­სი 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია.

სა­მე­დი­ცი­ნო კუთხით უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვა გვაქვს. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო დღემ­დე კარ­გად არ იც­ნობს იმ პრო­ტო­კოლს, რო­მე­ლიც 2015 წელს და­ვამ­ტ­კი­ცეთ. შე­სა­ბა­მი­სად, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა არ ფა­რავს იმ სა­ვალ­დე­ბუ­ლო კვლე­ვებს, პრე­ვენ­ცი­ულს თუ გეგ­მი­ურს, რაც და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ, ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბის რის­კის გა­მო­სავ­ლე­ნად. ერ­თი მხრივ, არ იფა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო კვლე­ვე­ბი და მე­ო­რე მხრივ, პე­დი­ატ­რე­ბი არ უწე­ვენ სა­თა­ნა­დო კონ­ტ­როლს ბავ­შ­ვებს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად დგე­ბა და რთულ­დე­ბა რის­კე­ბი, რაც პრო­ტო­კოლ­შია. არც ის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი ფი­ნან­ს­დე­ბა სა­ყო­ველ­თაო დაზღ­ვე­ვით, შეზღუ­დულ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე თა­ნა­გა­დახ­დაა 20%. ხში­რად ეს დი­დი თან­ხაა, გარ­და ამი­სა, კლი­ნი­კას კი­დევ თა­ვი­სი ტა­რი­ფი აქვს, ამ 20%-ს ემა­ტე­ბა კლი­ნი­კის სხვა­ო­ბა და უფ­რო დიდი თან­ხა გა­მო­დის, რი­სი და­ფარ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ოჯა­ხებს ხში­რად არ აქვთ, გან­სა­კუთ­რე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს და მით უმე­ტეს – რე­გი­ო­ნებ­ში.

⇒ ვი­თა­რე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში

რე­გი­ო­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში კი­დევ სხვა სუ­რა­თია. არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თბი­ლი­სი უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და რა­ტომ? რო­ცა ბავშვს უწევს კვლე­ვა, ოჯა­ხი, რე­გი­ო­ნი­დან,  თბი­ლის­ში უნ­და ჩა­მო­ვი­დეს და და­ბი­ნავ­დეს, ზოგ­ჯერ – გად­მო­სახ­ლ­დეს. ამიტომ მათ ხარ­ჯი ბევ­რად ეზ­რ­დე­ბათ, თბი­ლი­ს­თან შე­და­რე­ბით.

გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის თვალსაზრისით, სე­რი­ო­ზუ­ლი ჩა­ვარ­დ­ნა გვაქვს რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის, ისე კვლე­ვი­თი და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი სა­კითხე­ბის მხრივ. ძა­ლი­ან სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა რე­გი­ო­ნებ­ში, ზო­გი­ერ­თ­ში, შე­იძ­ლე­ბა, ტრავ­მა­ტო­ლო­გიც კი არ ყავ­დეთ, არა თუ სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, მე­ტი ფი­ნან­სუ­რი ტვირ­თია რე­გი­ო­ნებ­ზე და სწო­რედ ამ პრობ­ლე­მამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ ისევ ჩვენ ვუ­პა­სუ­ხეთ ამას და 2018 წელს გა­ვა­კე­თეთ ფონ­დი, რო­მელ­საც ჩვე­ნი გი­გო ში­უ­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ჰქვია. ის ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცი­ის. დღემ­დე ფონ­დ­მა 300-ზე მეტ ადა­მი­ანს გა­უ­წია მხარ­და­ჭე­რა, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რის და­ფარ­ვის კუთხით და რამ­დე­ნი­მე სი­ცოცხ­ლეც კი გა­და­არ­ჩი­ნა. რომ არა ფონ­დი, შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

დღე­ვან­დე­ლი სუ­რა­თი

მე-13 წე­ლია, რაც 21 მარ­ტის კამ­პა­ნი­ებს ვა­ტა­რებთ და შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქ­ვას, სამ­წუ­ხა­როდ, იმ მო­მენ­ტის­თ­ვის, რო­ცა ჩვენ და­ვიწყეთ საქ­მი­ა­ნო­ბა, არა­ვის კვლე­ვა არ ჩა­უ­ტა­რე­ბია და არც ჩვენ არ ვი­ყა­ვით იმ კონ­დი­ცი­ა­ში, რომ რა­მე გვეკ­ვ­ლია. თუმ­ცა, იყო სრუ­ლი კა­ტას­ტ­რო­ფა, რო­გორც გითხა­რით, არ იგუგ­ლე­ბო­და „და­უ­ნის სინ­დ­რო­მი“ და ამა­ზე მე­ტი კვლე­ვა რა გინ­და. დღეს რომ და­გუგ­ლოთ „და­უ­ნის სინ­დ­რო­მი“ ქარ­თუ­ლად, მი­ლი­ო­ნი ინ­ფორ­მ­აცია ამო­ვა. ეს არის ჩვე­ნი ამ წლე­ბის შრო­მის შე­დე­გი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, შე­იც­ვა­ლა, ცნო­ბი­ე­რე­ბაც ამაღ­ლ­და, იგი­ვე სიტყ­ვა „და­უ­ნის“ და­მაკ­ნი­ნე­ბელ კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­მო­ყე­ნე­ბაც, მეტ-ნაკ­ლე­ბად, შემ­ცირ­და და სა­მეტყ­ვე­ლო ენი­დან რა­ღა­ცის ამო­ღე­ბა კი, ვი­ცით, რო­გო­რი რთუ­ლია, დრო სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ესეც მო­ხერ­ხ­და და ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მარ­ნენ (თუ დახ­მა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ვარ­ქ­ვათ:)) სა­ჯა­რო პი­რე­ბი – იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტ­ში გა­ის­მა, ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან რა­ღაც შო­უ­ებ­ში, მა­შინ­ვე გან­ცხა­დე­ბით ვრე­ა­გი­რებ­დით და ვახ­დე­ვი­ნებ­დით ბო­დიშს იმა­ვე ეთერ­ში, სა­დაც ეს ფაქ­ტი მოხ­და. ამან იმუ­შა­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე. დღეს სად­მე ვინ­მეს თუ რა­მე წა­მოს­ც­დე­ბა, იმა­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც, ვაკ­ვირ­დე­ბი, ჩვე­ნი ჩა­რე­ვა აღარც არის სა­ჭი­რო, ისე უს­წო­რებს ხალ­ხი ერ­თ­მა­ნეთს, რაც თა­ვი­დან, თით­ქოს, უც­ნა­უ­რი იყო.

დღეს ისე­თი ვი­თა­რე­ბა გვაქვს, რომ აღა­რა­ვის უკ­ვირს და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი, სამ­შო­ბი­ა­რო­ებ­ში აღარ ურ­ჩე­ვენ ბავ­შ­ვის და­ტო­ვე­ბას, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და. ჩვენ გვაქვს ცხე­ლი ხა­ზი მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა მშო­ბე­ლი, თუ­კი და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ბავ­შ­ვი იბა­დე­ბა, ად­რე თუ გვი­ან ჩვენ­თან ხვდე­ბა და ყო­ველ­თ­ვის ვა­ტა­რებთ გა­მო­კითხ­ვას, რო­გორ მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია სამ­შო­ბი­ა­რო­ში. არ შე­იძ­ლე­ბა არ ით­ქ­ვას ეს პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბა, ამ კუთხი­თაც ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლებ­თან, ნე­ო­ნა­ტო­ლო­გებ­თან, პე­რი­ნა­ტო­ლო­გებ­თან, რო­გორ უნ­და მი­ა­წო­დონ ინ­ფორ­მა­ცია, რა­ტომ არ უნ­და ურ­ჩი­ონ ნე­გა­ტი­ურ კონ­ტექ­ს­ტ­ში და რო­გორ უნ­და იქო­ნი­ოს ექიმ­მა გავ­ლე­ნა, რომ ბავ­შ­ვი აუცი­ლებ­ლად იყოს მშო­ბელ­თან. ნამ­დ­ვი­ლად იმუ­შა­ვა მი­ტო­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ­მა აქ­ტი­ვო­ბებ­მა, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად იკ­ლო უარ­ყო­ფით­მა სტა­ტის­ტი­კამ, წე­ლი­წად­ში, შე­იძ­ლე­ბა, 2-3 შემ­თხ­ვე­ვა იყოს, მაქ­სი­მუმ, რო­ცა ად­რე უპი­რო­ბოდ ხდე­ბო­და ბავ­შ­ვის მი­ტო­ვე­ბა და სახ­ლ­ში წაყ­ვა­ნის ფაქ­ტე­ბი იყო ნაკ­ლე­ბი, ახ­ლა პი­რი­ქი­თაა.

ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი, დღეს, და­დი­ან სკო­ლებ­ში, ბა­ღებ­ში და უკ­ვე პირ­ვე­ლი თა­ო­ბა გვყავს იმ ბავ­შ­ვე­ბის, ვინც პირ­ვე­ლი კლა­სი­დან, 2012 წლი­დან, იყო ჩარ­თუ­ლი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში.

პროგ­რა­მე­ბი სრულ­წ­ლო­ვან­თათ­ვის

ბავ­შ­ვებ­ზე გათ­ვ­ლი­ლი პროგ­რა­მე­ბიც ძა­ლი­ან მცი­რეა. ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რია ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც, რა­ო­დე­ნო­ბით და გე­ოგ­რა­ფი­ულ ჭრილ­ში, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა ბავშვს ვერ ფა­რავს, მომ­ლო­დი­ნე­თა სია გრძე­ლია და ბევ­რი ბავ­შ­ვი რჩე­ბა ამ პროგ­რა­მის გა­რე­შე, რო­მე­ლიც არის მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სა­ბა­ზი­სოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იმი­ტომ, რომ მი­სი შემ­დ­გო­მი ცხოვ­რე­ბა იმ უნა­რებ­ზე უნ­და და­შენ­დეს, რო­მელ­საც იძენს 3-6 წლამ­დე ასაკ­ში.

ამის გარ­და, 6 წლი­დან 18 წლამ­დე, და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის და მო­ზარ­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი პროგ­რა­მე­ბი ვერ პა­სუ­ხობს. გვაქვს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია/აბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა, არ­სე­ბობს ასე­ვე დღის ცენ­ტ­რე­ბის პროგ­რა­მა. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია/აბი­ლი­ტა­ცია უფ­რო ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რაც თა­ვის­თა­ვად ცუ­დი არ არის (თუმ­ცა, სე­ან­სე­ბის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბაა, რაც კი­დევ სხვა სა­კითხია), მაგ­რამ ამ ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით მხარ­და­ჭე­რა, რა­საც ვერც ერ­თი პროგ­რა­მა ვერ პა­სუ­ხობს.

დღის ცენ­ტ­რე­ბის პროგ­რა­მაც სეგ­რე­გი­რე­ბუ­ლია, ასე ვთქვათ, შე­რე­ულ ჯგუფ­თან მუ­შა­ობს და არ არის ბუ­ნებ­რივ გა­რე­მოს­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი. მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო პრაქ­ტი­კაა, რო­ცა ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში ას­წავ­ლი ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბას.

რას ვგუ­ლის­ხ­მობ? მა­გა­ლი­თად, სახ­ლ­ში, სა­მე­ზობ­ლო­ში, მა­ღა­ზი­ა­ში, ტრან­ს­პორ­ტ­ში, კი­ნო­ში, სკო­ლა­ში, მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით აც­ნობ იმ სა­ჭი­რო­ე­ბებს, რაც მას აქვს. მა­გა­ლი­თად, ტრან­ს­პორ­ტის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას, შუქ­ნი­შან­ზე გა­დას­ვ­ლას… ერ­თია, რო­ცა დღის ცენ­ტ­რ­ში სხე­დან ბავ­შ­ვე­ბი და ვუყ­ვე­ბით, რა არის შუქ­ნი­შა­ნი და რო­გორ გა­და­ვი­დეთ გა­და­სას­ვ­ლელ­ზე და მე­ო­რეა, რო­დე­საც უშუ­ა­ლოდ შუქ­ნი­შან­ზე ვას­წავ­ლით გა­დას­ვ­ლას, ტრან­ს­პორ­ტ­საც იქ­ვე და არა მო­ყო­ლით, სადღაც შე­ნო­ბა­ში. რო­მე­ლი უფ­რო ეფექ­ტუ­რია?! ასე­თი პროგ­რა­მე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ გვაქვს. ჩვენ გვქონ­და მცდე­ლო­ბა, გა­ვა­კე­თეთ 7 წლი­დან ზე­მოთ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის პროგ­რა­მა, პი­ლო­ტიც გან­ხორ­ცი­ელ­და ევ­რო­პის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი დაბ­რ­კო­ლე­ბა შეგ­ვიქ­მ­ნა ჩვენ­მა სა­ხელ­მ­წი­ფომ, მო­ითხო­ვეს და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბი, რაც მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობს (ცალ­კე სტან­დარ­ტი და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თა გან­ვი­თა­რე­ბის). სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი მიმ­ღებ­ლო­ბა ცო­ტა რთუ­ლი აქვს ჩვენს სის­ტე­მას და ურ­ჩევ­ნია ძვე­ლი, ნა­ცა­დი მე­თო­დე­ბით გა­აგ­რ­ძე­ლოს მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც დღეს ვე­ღარ მუ­შა­ობს. ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს სა­კითხი კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ არის და შე­ფერ­ხე­ბუ­ლია, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს შო­რის. ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ სა­ით სჯობს, რომ მი­ე­მარ­თოს პროგ­რა­მა და რა სა­ხით გან­ხორ­ცი­ელ­დეს, თან ჩვენ­გან მეტს ითხო­ვენ, ვიდ­რე თა­ვად არი­ან ვალ­დე­ბუ­ლე­ბი. იმა­ვე კონ­ვენ­ცი­ას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, იქ პირ­და­პი­რაა ნათ­ქ­ვა­მი, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, ხე­ლი შეუწყოს სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და არა ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი, მით უმე­ტეს – მშო­ბელ­თა. ჯერ­ჯე­რო­ბით, პი­რი­ქით ხდე­ბა, ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი ჩვენ­გან მი­დის – ქვე­მო­დან ზე­მოთ, მაგ­რამ ზე­მოთ, ნაც­ვ­ლად იმი­სა, რომ სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყ­ვეს, უფ­რო ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი რე­ა­გი­რე­ბე­ბია.

რაც შე­ე­ხე­ბა 18 წლის ზე­მოთ, აქაც მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი დღის ცენ­ტ­რე­ბის პროგ­რა­მაა, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან მცი­რეა. მიგ­ვაჩ­ნია, რომ 18 წლის ზე­მოთ, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ უნ­და იყ­ვ­ნენ დღის ცენ­ტ­რებ­ში და შრო­მით თე­რა­პი­ა­ში კი არ უნ­და იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი, არა­მედ – სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში. ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო „ბა­ბა­ლე“. მის ფარ­გ­ლებ­ში შევ­ქ­მე­ნით 4-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი პროგ­რა­მა – რო­დის უნ­და შე­მო­ვი­დეს მო­ზარ­დი, რო­გორ გა­ი­ა­როს გზა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, გვაქვს წი­ნაპ­რო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცია და და­საქ­მე­ბის ხელ­შეწყო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მე­ბი მსგავს მიდ­გო­მებს არ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, არ გვაქვს ასე­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი მიდ­გო­მა, მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტუ­ლი. დღეს გვაქვს სკო­ლა, დღის ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის არ არის საკ­მა­რი­სი და არ პა­სუ­ხობს თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს. თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებ­ში ვგუ­ლის­ხ­მობ, რომ მშობ­ლებს აქვთ მოთხოვ­ნა, ბავ­შ­ვ­მა, ზრდას­რუ­ლო­ბის მიღ­წე­ვის შემ­დე­გაც,  ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში გა­აგ­რ­ძე­ლოს ცხოვ­რე­ბა და არა სეგ­რე­გი­რე­ბულ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ეს სეგ­რე­გი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი ვე­ღარ მუ­შა­ობს და მშობ­ლე­ბიც აღარ აკე­თე­ბენ არ­ჩე­ვანს იმ ტი­პის დღის ცენ­ტ­რებ­ზე, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა სკო­ლის გა­რე­მო­საც მოწყ­ვი­ტოს, ოჯა­ხურ გა­რე­მო­საც და სა­მე­გობ­როს, სა­მე­ზობ­ლოს ან სა­ნა­თე­სა­ო­საც. მთელ დღეს რომ იქ ატარებს, იმ ურ­თი­ერ­თო­ბებს კარ­გავს, რო­მე­ლიც ჩვენ, ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ადა­მი­ა­ნებს, გვაქვს სო­ცი­უმ­ში და ვა­ვი­თა­რებთ სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ისი­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამას ვერ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ იმი­ტომ, რომ ცალ­კე არი­ან სა­ღა­მომ­დე, მე­რე მო­დი­ან სახ­ლ­ში და იძი­ნე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი მშო­ბე­ლი ამ­ბობს უარს. მა­გა­ლი­თად, ჩვენს თემ­ში ძა­ლი­ან ცო­ტა სარ­გებ­ლობს დღის ცენ­ტ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით, რად­გან მშობ­ლე­ბი ხვდე­ბი­ან, რომ ეს ის მომ­სა­ხუ­რე­ბა არ არის, რაც მათ შვი­ლებს სჭირ­დე­ბათ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში.

⇒ თუ არი­ან სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბას მიღ­წე­უ­ლი რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი

სრულ­წ­ლო­ვა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ასე­თი სუ­რა­თი გვაქვს – ესე­ნი არი­ან 30 წლამ­დე ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რო­მელ­თაც მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­ე­ხოთ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა. რო­ცა და­იწყო ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ეს 30 წლამ­დე ახალ­გაზ­რ­დე­ბი, ასა­კობ­რი­ვად, წა­ვიდ­ნენ VI, VII, VIII კლა­სებ­ში, მათ გა­მო­ტო­ვეს დაწყე­ბი­თი და შემ­დ­გო­მი სა­ფე­ხუ­რე­ბი. ეს თა­ო­ბა გვყავს ახ­ლა, რომ­ლე­ბიც მეტ-ნაკ­ლე­ბად რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მა­გა­ლი­თად, გი­გო ში­უ­კაშ­ვი­ლი, ასე­ვე ჩვე­ნი ად­ვო­კა­ცი­ის და მხარ­და­ჭე­რის შე­დე­გად, უკ­ვე მე-6 წე­ლია, „ჰო­ლი­დეი ინ“-ის თა­ნამ­შ­რო­მე­ლია. გვყავს სხვა ყო­ჩა­ღი ახალ­გაზ­რ­დე­ბიც, რომ­ლე­ბიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი თე­ატ­რის კუთხით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, უნ­დათ მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ გი­გო­სა­ვით ჯერ ვერ არი­ან რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი. აქ ბევ­რი ფაქ­ტო­რია – გა­რე­მო, ოჯა­ხი, დამ­საქ­მე­ბე­ლი…

ასე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბა გვაქვს ზრდას­რუ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ვერ გეტყ­ვით, რომ სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გე­ბია კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. ყვე­ლა­ზე დი­დი ინ­დი­კა­ტო­რი კი ის არის, თუ რო­გორ შე­იც­ვა­ლა კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა, ამ მხრივ დი­დი ცვლი­ლე­ბე­ბი არ გვაქვს, მაგ­რამ იმედს ვი­ტო­ვებ, 10 წლის შემ­დეგ, ბევ­რი და­საქ­მე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი გვე­ყო­ლე­ბა.

პრობ­ლე­მაა (თუ ამას პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ) ისიც, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ გვყავს წყვი­ლი და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე, მი­ნი­მუმ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­ინც, რაც ბევრ ფაქ­ტორ­ზე მეტყ­ვე­ლებს – არა­სა­თა­ნა­დო გა­რე­მო, ოჯა­ხე­ბის მიდ­გო­მა, აღ­ზ­რ­დის მე­თო­დე­ბი, დაშ­ვე­ბა იმი­სა, რომ მათ ამის უფ­ლე­ბა აქვთ… სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რა თქმა უნ­და, შე­იც­ვა­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ასე­თი წყვი­ლი რომ და­ი­ნა­ხოს, იმე­დი მაქვს, არა­ვის გა­უკ­ვირ­დე­ბა.

წლე­ვან­დე­ლი გზავ­ნი­ლი — ერ­თად და­ვა­მარ­ცხოთ სტე­რე­ო­ტი­პე­ბი

ეს არის მსოფ­ლიო გზავ­ნი­ლი. მთელ მსოფ­ლი­ო­ში გვაქვს სტე­რე­ო­ტი­პებ­თან საქ­მე, მა­გი­ლი­თად, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის მი­მართ, და­ო­ჯა­ხე­ბის ან წყვი­ლე­ბის… ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან, მო­ლო­დი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ ისევ ბევ­რი სტე­რე­ო­ტი­პია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც კი­დევ ბევ­რია საბ­რ­ძო­ლი, მა­გა­ლი­თად, ის, რომ დაუნის სინდრომის მქონე ახალ­გაზ­რდებს შე­უძ­ლი­ათ და­ო­ჯა­ხე­ბა… კრე­ა­ტი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით ჩავატარეთ პრინტ კამ­პა­ნია, რო­მელ­შიც 11 სა­ა­გენ­ტო მო­ნა­წი­ლე­ობ­და. რო­გორც ვი­ცით, თვი­თონ ამ კომ­პა­ნი­ებ­შიც იყო აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა, მათ­შიც მოხ­და სტე­რე­ო­ტი­პე­ბის და­მარ­ცხე­ბა, რად­გან თვი­თო­ნაც არ ჰქონ­დათ ეს ინ­ფორ­მა­ცია და მო­ი­ძი­ეს, რომ თურ­მე და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ჰქონ­დეს ოჯა­ხი და იცხოვ­როს სრულ­ფა­სო­ვა­ნი, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით, თა­ვად მი­ი­ღოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა რო­გორ და ვის­თან ერ­თად უნ­და ცხოვ­რე­ბა, კი­დევ ბევ­რი სხვა ფაქ­ტო­რია… რომ და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნიც იზ­რ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც შეუყ­ვარ­დეს, ვი­ღა­ცა­ზე გუ­ლი დას­წყ­დეს, ვი­ღა­ცა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყოს… რა­ტომ­ღაც ჩვენს შვი­ლებს მუდ­მივ ბავ­შ­ვე­ბად აღიქ­ვა­მენ, რომ­ლე­ბიც არ იზ­რ­დე­ბი­ან და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც, შე­სა­ბა­მი­სად, ისე­თია, რო­გორც ბავ­შ­ვე­ბი­სად­მი.

⇒ რჩე­ვა მშობ­ლებს

მთა­ვა­რი, რა­საც მშობ­ლებს ვურ­ჩევ­დი, არის ის, რომ დიდ­ხანს არ დარ­ჩ­ნენ დარ­დ­ში იმი­ტომ, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი, ნე­ბის­მი­ე­რი შვი­ლი იმ­სა­ხუ­რებს სიყ­ვა­რულს. ვურ­ჩევ, უპი­რო­ბოდ უყ­ვარ­დეთ თა­ვი­ან­თი შვი­ლი და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უქ­მ­ნან გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მო. ირ­წ­მუ­ნონ მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, ბავ­შ­ვი აუცი­ლებ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა დაგ­ვი­ა­ნე­ბით, ვიდ­რე სხვა მი­სი დედ­მა­მიშ­ვი­ლი, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბა და ექ­ნე­ბა ის შე­დე­გე­ბი, რი­თაც გა­ა­ხა­რებს მშო­ბელს, ძა­ლი­ან ბევრ სი­ხა­რულ­სა და ბედ­ნი­ერ წუ­თებს მო­უ­ტანს ისე­ვე, რო­გორც სხვა ნე­ბის­მი­ე­რი შვი­ლი. შე­იძ­ლე­ბა სათ­ქ­მე­ლად ად­ვი­ლია, მაგ­რამ ამის ყვე­ლა­ზე კარ­გი წა­მა­ლია ჩა­ხუ­ტე­ბა, მო­ფე­რე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მო.

⇒ სა­მე­დი­ცო­ნო კონ­ფე­რენ­ცია და­უ­ნის სინ­დ­რო­მის სა­კითხებ­ზე

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და სა­მე­დი­ცი­ნო კონ­ფე­რენ­ცია და­უ­ნის სინ­დ­რო­მის სა­კითხებ­ზე. მე გე­სა­უბ­რეთ პრო­ტო­კოლ­ზე, რო­მე­ლიც 2015 წელს და­ვამ­ტ­კი­ცე­ბი­ნეთ სა­მი­ნის­ტ­როს, თუმცა ჯერ კი­დევ ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა გვაქვს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში. მას მე­რე ამე­რი­კუ­ლი პე­დი­ატ­რი­ის აკა­დე­მი­ამ ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა, ჯან­დაც­ვა წინ მი­დის და სულ რა­ღაც სი­ახ­ლე­ე­ბი გვაქვს. 2022-ში პრო­ტო­კო­ლი გა­ნახ­ლ­და და ჩვენც, შე­სა­ბა­მი­სად, გან­ვა­ახ­ლეთ. ასე­ვე, შე­იქ­მ­ნა ზრდას­რულ­თა პრო­ტო­კო­ლი, რო­მე­ლიც ვთარ­გ­მ­ნეთ და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ჩვენს რე­ა­ლო­ბას მო­ვარ­გეთ. უკ­ვე ორი­ვე პრო­ტო­კო­ლი გვექ­ნე­ბა, რო­გორც პე­დი­ატ­რი­უ­ლი, ისე ზრდას­რულ­თა, რომ­ლებ­შიც გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის მსგავ­სე­ბე­ბი არის, მაგ­რამ ზრდას­რუ­ლებ­ში კი­დევ სხვა გა­მოწ­ვე­ვე­ბი დგე­ბა, რომელსაც აუცი­ლებ­ლად უნ­და იც­ნობ­დეს ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა. ორი­ვე მათ­გა­ნი უკ­ვე გა­დაგ­ზავ­ნი­ლი გვაქვს სა­მი­ნის­ტ­რო­ში, რომ გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის და პრო­ტო­კო­ლე­ბის ეროვ­ნულ­მა საბ­ჭომ და­ამ­ტ­კი­ცოს, ატ­ვირ­თოს თა­ვის ვებ­გ­ვერ­დ­ზე და რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ გა­უშ­ვას ცირ­კუ­ლარ­ში, რომ გა­მო­ი­ყე­ნონ ექი­მებ­მა. არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა მარ­ტო ოჯა­ხის ექი­მი, დო­კუ­მენ­ტი მიზ­ნობ­რი­ვად მო­ი­აზ­რებს სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს, თით­ქ­მის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბის ექიმს მო­ი­ცავს, მათ შო­რის, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ­საც კი. ბევ­რი სა­გუ­ლის­ხ­მო სა­კითხია, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფი­ლის ექიმ­მა უნ­და იცო­დეს.

გარ­და ამი­სა, ვცდი­ლობთ, ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო კვლე­ვე­ბი, რაც პრო­ტო­კო­ლითაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ აღი­ა­როს და შე­ი­ტა­ნოს თა­ვის და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა­ში, ვერ­ტი­კა­ლუ­რი იქ­ნე­ბა თუ ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი პროგ­რა­მა, რომ აღარ დაგ­ვ­ჭირ­დეს ფონ­დი­დან ამ სა­კითხე­ბის და­ფარ­ვა.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გვყავ­დ­ნენ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­გორც წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ისე მსურ­ვე­ლი ექი­მე­ბი, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­და­ნაც იყ­ვ­ნენ, მი­ნის­ტ­რიც ეს­წ­რე­ბო­და და მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლეც, ასე­ვე, პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე , USAID მი­სი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი. გან­ვი­ხი­ლეთ რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან დღეს და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი. კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­იც­ნეს ეს პრო­ტო­კო­ლი და სი­ახ­ლე­ე­ბი. გვყავ­და 4 ექ­ს­პერ­ტი, ამე­რი­კი­დან ჩარ­თუ­ლი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ არი­ან ამ პრო­ტო­კო­ლე­ბის და გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამე­რი­კა­ში 71 სპე­ცი­ა­ლუ­რი კლი­ნი­კაა და­უ­ნის სინ­დ­რო­მის პრო­ფი­ლით, რომ­ლე­ბიც მარ­თა­ვენ და­უ­ნის სინ­დ­რომს, ხო­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და პოსტ საბ­ჭო­თა სივ­რ­ცე­ში ერ­თიკ­ლი­ნი­კაც კი არ გვაქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. თვი­თონ ექი­მე­ბიც გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, რამ­დე­ნი სა­კითხი ყო­ფი­ლა თურ­მე, სა­მე­დი­ცი­ნო კუთხით გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, რო­მელ­თა შე­სა­ხებ მათ ცოდ­ნა არ ჰქონ­დათ. ძა­ლი­ან ღია კონ­ფე­რენ­ცია იყო და ამა­ზე არა­ვის მო­რი­დე­ბია სა­უ­ბა­რი. მი­ხა­რია, რომ თვი­თონ ექი­მებ­მაც და­ი­ნა­ხეს ეს გა­მოწ­ვე­ვე­ბი და თუ ად­რე, შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც არ აინ­ტე­რე­სებ­დათ, ახ­ლა ძა­ლი­ან დი­დი ინ­ტე­რე­სია მე­დი­ცი­ნის სფე­რო­და­ნაც, ბევ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, კერ­ძო სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რი გვთხოვს, რომ მათ ექი­მებს შევ­ხ­ვ­დეთ, მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, რაც ად­რე არ იყო.

კონ­ფე­რენ­ცი­ის მე­ო­რე დღე რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სა­კითხებს და­ეთ­მო და აქაც ამე­რი­კე­ლი ექ­ს­პერ­ტი, პრო­ფე­სო­რი, ძა­ლი­ან კარ­გი სექ­სო­ლო­გი გვყავ­და ჩარ­თუ­ლი ვა­შინ­გ­ტო­ნი­დან. დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ კუთხი­თაც გა­ეც­ნენ, თუ რა არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გარ­და, უსაფ­რ­თხო­ე­ბაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია – რა უნ­და იცო­დეს ადა­მი­ან­მა, რომ მარ­თოს თა­ვი­სი პი­რა­დი სივ­რ­ცე, რომ თუნ­დაც ძა­ლა­დო­ბის­გან იყოს და­ცუ­ლი, რი­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა მი­მართ.

ეს სა­კითხე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და მი­ხა­რია, რომ მა­ღა­ლი იყო ინ­ტე­რე­სი, ორი­ვე დღეს 100-100 ადა­მი­ა­ნი ეს­წ­რე­ბო­და, ასე­ვე ონ­ლა­ი­ნაც ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა და დის­ტან­ცი­უ­რა­დაც იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი რო­გორც თბი­ლი­სის, ისე რე­გი­ო­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. კონფერენციამ გვიჩვენა, რომ ინ­ტე­რე­სი მა­ღა­ლია, რი­სი მო­ლო­დი­ნიც, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ნაკ­ლე­ბად გქონ­და. რო­გორც ჩანს, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ებ­მა იმუ­შა­ვა და ყუ­რადღე­ბა ფო­კუ­სირ­და და­უ­ნის სინ­დ­რო­მის თე­მა­ზე. კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­ი ბევ­რ სი­ახ­ლესა და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ციას გა­ეცნენ.

რით იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი წლე­ვან­დე­ლი 21 მარ­ტი

რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, 2024 წლის მარ­ტ­ში, თვი­თად­ვო­კა­ტე­ბი, და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­დე­ბი, პირ­ვე­ლად წარ­დ­გე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ეს არის პირ­ვე­ლი თა­ო­ბა და ეს იქ­ნე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სი – ესე­ნი და­იწყე­ბენ და გაყ­ვე­ბი­ან შემ­დე­გი თა­ო­ბე­ბი. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ამას მუდ­მი­ვად უზ­რუნ­ველ­ყოფს.

მთა­ვა­რი – ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და­გეგ­მი­ლი გვაქვს ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც თვი­თად­ვო­კა­ტე­ბის სა­კითხს მოჰ­ყ­ვე­ბა. ცვლი­ლე­ბა გვექ­ნე­ბა გამ­გე­ო­ბა­ში და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტრუქ­ტუ­რა­ში. ვგეგ­მავთ, გამ­გე­ო­ბა­ში შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­დე­ბი, ასე­ვე, შევ­ქ­მ­ნათ გამ­გე­ო­ბას­თან არ­სე­ბუ­ლი მა­თი სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო. გვინ­და, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ყვე­ლა პრო­ცეს­ში, რად­გან ეს მათ ეხე­ბათ.

ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები