23 ნოემბერი, შაბათი, 2024

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სააღდგომო მიმართვა გერმანელი და ევროპის საზოგადოებისადმი

spot_img
საღამო მშვიდობისა საყვარელო თანამოქალაქენო,
რამდენიმე საათში აღდგომის დღესასწაული იწყება. ბუნება აყვავებას იწყებს, ხოლო ჩვენ კი, საყვარელ ადამიანებთან, ოჯახთან, მეგობრებთან, ერთმანეთის სანახავად გარეთ მივილტვით.
ეს ასე ხდებოდა, ჩვენ ამას ვიყავით დაჩვეულნი, წელს კი ყველაფერი სხვაგვარადაა. მტკივნეულია, როდესაც მშობლებთან სტუმრობაზე უარის თქმა გვიწევს, ბებია-პაპები კი განიცდიან, თუნდაც აღდგომაზე, რომ ვერ ახერხებენ შვილიშვილებთან ჩახუტებას და კიდევ ბევრი სხვა რამ არის ამ წელს უჩვეულოდ.
არ ჩანს ადამიანებისგან შემდგარი ფერადი ნაკადი პარკებსა თუ კაფეებში, ბევრი მათგანისთვის გაუქმებულია დიდი ხნის ნანატრი სააღდგომო მოგზაურობები, სასტუმროები და გასტრონომები ვერ ახერხებენ მზიან, ახალ საზონზე სტუმრების მიღებას, მომლოცველები კი – ერთობლივ ლოცვას; ვსვამთ კითხვას თუ რა იქნება ამის შემდგომ, რადგან ყველა ჩვენგანი გაურკვევლობაში ვიმყოფებით.
მაშინ, როდესაც აღდგომის დღესასწაულზე, მთელ მსოფლიოში, ქრისტიანები სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ზეიმობენ, ჩვენ, ადამიანები, ამჯერად, უნდა შევიზღდუდოთ, რათა დაავადებამ და სიკვდილმა სიცოცხლეზე არ გაიმარჯვოს.
ბევრი ათასობით ადამიანი უკვე გარდაიცვალა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ბერგამოში, ელზასში, მადრიდში, ნიუ-იორკსა და კიდევ მსოფლიოს ბევრ სხვა ადგილებში. ის მძიმე და მტკივნეული სურათი, რასაც თითოეულ ქვეყანაშია, ჩვენთვის ნაცნობია. ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ იმ ადამიანებზე, რომლებიც მარტოსულობაში კვდებიან, ვფიქრობთ მათ ნათესავებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ მათთან გამომშვიდობებას; ამავდროულად, ჩვენ განსაკუთრებულად ვუხდით მადლობას მათ, ვინც შეუპოვრად ცდილობს სიცოცხლეების გადარჩენას და შემდეგ, ზრუნავს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. ვფიქრობთ, ასევე მათზე, ვისაც ეს კრიზისი ყველაზე მძიმედ შეეხო: ვინც მარტოსულია, ვინც ავად არის, – ვფიქრობთ მათზე ვინც სამსახური, ფირმა თუ საქმიანობა დაკარგა, ასევე იმ მარტოხელა ადამიანებზე, რომლებსაც ვიწროდ უწევთ თავიანთ ბინებში ცხოვრება, რომლებსაც არც აივანი და არც ბაღი არ აქვთ.
პანდემიამ გვაჩვენა, რომ მოწყვლადები ვართ, ის წარმოდგენა, რაც აქამდე გვქონდა – გვეგონა რომ ვიყავით ძლიერები და სწრაფად, მაღლა და წინ მივდიოდით, აღმოჩნდა მცდარი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს კრიზისი მხოლოდ სისუსტებს კი არ გვიჩვენებს, არამედ იმასაც, თუ როგორი ძლიერები ვართ, იგი გვაჩვენებს პლატფორმას, რომელზეც ჩვენ აშენება შეგვიძლია.
ღრმა შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ იმ ძლიერი სვლებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ წინა კვირების განმავლობაში შეძლო, თუმცა ეს არ გვაძლევს გაჩერების საფუძველს, რადგან საშიშროება კვლავ შესაჩერებელი რჩება. თუმცა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ თითოეულმა თქვენგანმა ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა, რითაც თითოეულმა თქვენგანმა   ადამიანის სიცოცხლე იხსნა და, ყოველდღიურად, უფრო მეტს შველის.
კარგია, რომ სახელმწიფო, მთელი თავისი შესაძლებლობებით, მოქმედებს ისეთ კრიზისში, რომლის სცენარი არ არსებობდა. ფედერაციის და მხარის მმართველები იაზრებენ ამ უზარმაზარ პასუხსისმგებლობას, რასაც ეს კრიზისი ქვია, მე კი, ყველა თქვენგანს გთხოვთ კვლავ ნდობას ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად.
მხოლოდ პოლიტიკოსები და ექსპერტები ვერ გადაწყვეტენ, როგორ შესუსტდება მოცემული შეზღუდვები, რა იქნება შემდგომ, ეს ყოველ ჩვენგანზე იქნება დამოკიდებული, ჩვენს მოთმინებასა და დისციპლინაზე – სწორედ ახლა, როდესაც ეს ყველაზე მეტად არის რთული ჩვენთვის.
იმ ძალისხმევას, რასაც ჩვენ ამ დღეების მანძილზე ვასრულებთ, იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ჩვენ ამას რკინის ხელი გვაიძულებს, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ცოცხალი დემოკრატია ვართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ცნობიერებით; დემოკრატია, რომელშიც ჩვენ ერთმანეთს ვენდობით და ერთმანეთის ფაქტებსა და არგუმენტებს ვუსმენთ, რათა გონიერება გამოვიჩინოთ და სწორედ მოვიქცეთ; დემოკრატია, რომლისთვისაც თითოეული სიცოცხლე ფასეულია და რომელიც თითოეულ მათგანს თანაბრად აფასებს, იქნება ეს ექთანი თუ ფედერაციის კანცლერი, მრჩეველთა საბჭო თუ მეცნიერები. იგი მხარს უჭერს საზოგადოების ხილულ თუ უხილავ ადამიანებს, რომლებიც დგანან სუპერმარკეტების სალაროებთან თუ უსხედან სატვირთოებისა და ავტობუსების საჭეებს, არიან საცხობებში, ფერმებსა თუ ნაგვის გადამამუშავებელ სამსახურებში.
ამ პერიოდში ბევრი თქვენთაგანი იზრდება, სწავლობს ახალს საკუთარი მაგალითზე, მე კი ამისთვის მადლობას გიხდით. ვიცი, რომ ყველანი მივილტვით ნორმალიზაციისკენ, თუმცა, საინტერესოა რა არის იგი სინამდვილეში – რაც შეიძლება სწრაფად უკან, ძველი ერთფეროვნებისკენ? ჩვეულებებისკენ? – რა თქმა უნდა არა, რადგან სამყარო, ამ კრიზისის შემდეგ, იქნება სხვანაირი, თუ როგორები ვართ და ვიქნებით, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული! მაშინ ვისწავლოთ, ჩვენი ცუდი და კარგი გამოცდილებებისგან, რომლებსაც ყოველდღიურად, მათ შორის ამ კრიზისული დღეებისგან, ვიღებთ.
მჯერა, რომ ახლა გზაჯვარედინზე ვდგავართ, რომელსაც ორი მიმართულებით მივყავართ: ერთი მიმართულებაა, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის ზრუნვისკენაა მიმართული – ვიძუნწოთ და მშრალზე გავიდეთ და ჩვენი ცხვრები გავიყვანოთ, ხოლო მეორე მიმართულება – ახლად აღმოცენებულ მოცემულობაში სხვებისთვის და საზოგადოებისთვის ჩაერთო და გახდე ერთი მთლიანის ნაწილი. არის კი ახლად წარმოქმნილი კრეატიულობა და სხვის მიმართ დახმარების მზაობა კვლავ აქტუალური? ვრჩებით კი ასაკოვან მეზობლებთან იმ განცდით, რომ კვლავ დავეხმაროთ საყიდლებზე კრიზისის დაძლევის შემდგომ? ვაჩუქებთ კი სუპერმარკეტების მოლარეებსა თუ ამანათის გადამზიდებს იმ ღირებულებების შეფასებას, რაც მათ (ამ კრიზისის პერიოდში) დაიმსახურეს? უფრო მეტი:   გვემახსოვრება კი, რომ კრიზისის შემდგომ ღირებულებების სწორი შეფასება შევძლოთ და გვერდში დავუდგეთ ისეთ აუცილებელ სფეროებს, როგორიცაა მომარაგება, სოციალური სამსახურები, მზრუნველობა, საბავშო ბაღები, სკოლები? დაეხმარებიან კი ისინი, ვინც შეძლო კრიზისის პერიოდში სამუშაოს შენარჩუნება, მათ, ვინც განსაკუთრებულად მწარედ დაზიანდა, ისევ ფეხზე დადგომაში?
ერთად ვეძებოთ მსოფლიოს კრიზისიდან გამოსავალი თუ ისევ, განცალკევებულებმა, მხოლოდ ჩვენს თავებზე ვიზრუნოთ? – გავაზიაროთ ჩვენი მთელი ცოდნა, კვლევა იმისათვის, რომ სწრაფად მოვახდინოთ ვაქცინის და თერაპიის შექმნა, ამისათვის კი, ვიზრუნოთ გლობალური ალიანსისთვის. ვზრუნავთ კი ჩვენ ამ გლობალურ ალიანსში, რომ უღარიბეს ქვეყნებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ამ სიკეთეებზე. ეს პანდემია ომი არ არის, რომელშიც ერები გამოდიან ერების წინააღმდეგ, ჯარისკაცი ჯარისკაცის წინააღმდეგ, არამედ ეს არის ჩვენი ადამიანობის გამოცდა, ეს გამოცდაა, რომელიც ავლენს ყველაზე ცუდსა და ყველაზე კარგს ადამიანში და ვაჩვენოთ ერთმანეთს საუკეთესო ჩვენში!
გთხოვთ, ვაჩვენოთ ეს მთელ ევროპაში ! გერმანია ამ კრიზისიდან ჯანმრთელი და ძლიერი ვერ გამოვა, თუ მისი მეზობლებიც არ იქნებიან ჯანმრთელები და ძლიერები; ეს ლურჯი დროშა კი აქ უმიზედოდ არ დგას: ოცდაათი წელია გერმანიის ერთიანობის, 75 წელია გასული ომის დასრულებიდან და გერმანელები ევროპაში მხოლოდ სოლიდარობისთვის კი არ ვართ მოწოდებულები, არამედ სოლიდარობა მოვალეობად გვაქვს ქცეული.
სოლიდარობა – მე ვიცი რომ ბევრის მთქმელია, მაგრამ ყოველ ჩვენგანს აქვს განცდა ძალიან კონკრეტულის, რას ნიშნავს ეგზისტენციალურად სოლიდარობა? – ჩემი მოქმედება სხვისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. !
გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ჩვენში ამ ძვირფას გამოცდილებას – სოლიდარობას, რომელსაც თქვენ ყოველდღე ავლენთ, რადგან მომავალში ჩვენ ეს უფრო მეტად დაგვჭირდება! ჩვენ, ამ კრიზისის შემდგომ, სხვა საზოგადოება ვიქნებით. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მშიშარა საზოგადოება, რომელშიც ადამიანები ერთმანეთს არ ენდობიან, პირიქით, შეგვიძლია გავხდეთ ისეთი საზოგადოება, სადაც ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი ნდობა, მოწიწება და რწმენა იქნება.
ცოტა მეტი იმედი ხომ არ არის ეს აღდგომისთვის? – ამ კითხვაზე ვირუსს არ აქვს არანაირი ძალა, ამაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ჩვენ ვიღებთ.
დროთა განმავლობაში სირთულეები გველის, მაგრამ ჩვენ, გერმანელები, მარტივად ისედაც არაფერს ვაკეთებთ; ჩვენ საკუთარი თავებისგან ბევრს ვითხოვთ და, ასევე, ერთმანეთს ძალიან ვენდობით, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავიზარდოთ ამ გარემოებაში.
აღდგომას გილოცავთ, გისურვებთ ყოველგვარ სიკეთეს და ვცეთ ერთმანეთს პატივი.

თარგმნა გიორგი ბერიაშვილმა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები