24 ნოემბერი, კვირა, 2024

გა­ნათ­ლე­ბა მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ო­ნებ­ში — რე­ა­ლო­ბა და პრობ­ლე­მე­ბი

spot_img

ვაგ­რ­ძე­ლებთ წე­რი­ლე­ბის ციკლს ქვეყ­ნის სა­გა­ნ­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­ზე. მით უფ­რო, რომ მათ წლე­ვან­დე­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბაც ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში მო­უ­წი­ათ — ისევ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში. მარ­თა­ლია, 4 ოქ­ტომ­ბ­რი­დან საკ­ლა­სო ოთა­ხებს კი და­უბ­რუნ­დ­ნენ, მაგ­რამ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლის აჩ­რ­დი­ლი „და­მოკ­ლეს მახ­ვი­ლი­ვით“ ჰკი­დი­ათ თავ­ზე — გზა­დაგ­ზა მა­ინც უწევთ ამ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლა, ზო­გან — ცალ­კე­ულ კლა­სებს, ზო­გან — მთლი­ა­ნად სკო­ლას.

დღეს ჩვენს რუბ­რი­კა­ში ქვეყ­ნის ორი მა­ღალ­მ­თი­ა­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის — მეს­ტი­ი­სა და დუ­შე­თის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებს წარ­მო­გიდ­გენთ იმ რე­ა­ლო­ბი­თა თუ პრობ­ლე­მე­ბი­თ, რაც მათ წი­ნა­შეა. თი­თო­ე­ულს ერ­თი და იმა­ვე კითხ­ვე­ბით მივ­მარ­თეთ, თუმ­ცა დუ­შე­თის რეს­ურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, და­ვით ოსე­ფაშ­ვილს, და­მა­ტე­ბით, მათ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბულ სკო­ლა-პან­სი­ო­ნებ­ზეც ვკითხეთ, რო­მელ­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც მა­ღალ­მ­თი­ან და მით უფ­რო სა­საზღ­ვ­რო რე­გი­ონ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

⇒ რო­გორ და­იწყეთ სას­წავ­ლო წე­ლი, პან­დე­მი­ამ რა­ი­მე და­უძ­ლე­ვე­ლი პრობ­ლე­მე­ბი ხომ არ შე­გიქ­მ­ნათ?
⇒ რამ­დე­ნად ხართ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი პან­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით?
⇒ რამ­დე­ნად მო­ემ­ზა­და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის, რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­უ­ფერ­ხებ­ლად და­საწყე­ბად?
⇒ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ონს წარ­მო­ად­გენთ, ტექ­ნი­კუ­რად რამ­დე­ნად გა­მარ­თუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა?
⇒ რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი მას­წავ­ლე­ბელ­თა კად­რე­ბით, საკ­მა­რი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გყავთ?
⇒ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის წი­ნა­შე მდგა­რი პირ­ვე­ლი რი­გის პრობ­ლე­მა რომ და­ვა­სა­ხე­ლოთ, რა არის ასე­თი?

და­რე­ჯან ნი­გუ­რი­ა­ნი

მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის
უფ­რო­სი
სკო­ლა — 24 სა­ჯა­რო, 1 აიიპ
♦ მოს­წავ­ლე — 1521
♦ მას­წავ­ლე­ბე­ლი — 426

 

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სას­წავ­ლო წე­ლი, 15 სექ­ტემ­ბ­რი­დან 4 ოქ­ტომ­ბ­რამ­დე, დის­ტან­ცი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, 4-დან კი საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლეთ სწავ­ლა. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე­გან მა­ინც დავ­რ­ჩით დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, სო­ფელ ჭუ­ბე­რის სა­ჯა­რო სკო­ლის I კლა­სი, სო­ფელ ცხუ­მა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის II კლასი, 24 ოქ­ტომ­ბ­რამ­დე, დარ­ჩ­ნენ დის­ტან­ცი­ურ­ზე; ამას­თან, 2 სკო­ლა, მათ შო­რის — ერ­თი ააიპ-ის სკო­ლა მთლი­ა­ნად დის­ტან­ცი­ურ­ზე იყო, თუმ­ცა უკ­ვე ისი­ნიც და­უბ­რუნ­დ­ნენ დას­წ­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ფორ­მატს. სხვა სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ყველ­გან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, შე­ფერ­ხე­ბე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ყვე­ლაფ­რით, რაც გვჭირ­დე­ბა პან­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის… გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­მო­ტა­ნი­ლია და სკო­ლებ­ში და­რი­გე­ბუ­ლია დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბი, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბი თუ სხვა სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

თა­ვის დრო­ზე, შე­მო­ვი­ტა­ნეთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი და გა­და­ვა­ნა­წი­ლეთ სკო­ლებ­ზე. ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის ფარ­გ­ლებ­ში, 96 კომ­პი­უ­ტე­რი შე­მო­ვი­ტა­ნეთ 11 სკო­ლის­თ­ვის.

ამას­თან, რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში ჩა­ტარ­და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია ორი სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა — სო­ფელ ჭუ­ბერ­სა და ყარ-სგუ­რი­ში. სო­ფელ ბე­ჩო­ში სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­ი­სად უნ­და დას­რულ­დეს, სო­ფელ იფარ­ში კი სკო­ლის დე­მონ­ტა­ჟი უნ­და მოხ­დეს. სა­მო­მავ­ლოდ ასე­ვე და­გეგ­მი­ლია ახა­ლი სკო­ლე­ბის აშე­ნე­ბა ნაკ­რა­სა და იდ­ლი­ან­ში.

შარ­შან­დელ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ ბევ­რი რამ გვას­წავ­ლა, ზო­გა­დად, მთელ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას. ყვე­ლა სკო­ლა, თა­ვად მშობ­ლე­ბი და ოჯა­ხე­ბიც მომ­ზა­დე­ბულ­ნი შეხ­ვ­დ­ნენ შე­საძ­ლო სირ­თუ­ლე­ებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა ვერ ვიტყ­ვი, რომ ეს პრობ­ლე­მა ყველ­გან ბო­ლომ­დე მოგ­ვარ­და, მაგ­რამ სკო­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ ამ კუთხით და ცდი­ლო­ბენ, მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თონ სა­ა­მი­სოდ.

ვა­კან­სი­ე­ბი გა­მო­ვაცხა­დეთ და ნა­წი­ლობ­რივ და­ი­ფა­რა ად­გი­ლე­ბი, ნა­წი­ლობ­რივ კი შიგ­ნით გა­და­ნა­წილ­და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის მი­ღე­ბამ­დე. მას­წავ­ლებ­ლის გა­რე­შე სკო­ლე­ბი დარ­ჩე­ნი­ლი არაა, თუმ­ცა ახა­ლი კად­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა მა­ინც არის.

ჩვენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა ისაა, რომ სა­კუ­თა­რი შე­ნო­ბა არ გვაქვს. ძვე­ლი შე­ნო­ბა ავა­რი­უ­ლია, რო­მე­ლიც 2018 წელს დავ­ცა­ლეთ. მე­რი­ამ, სა­კუ­თა­რი ფარ­თი­დან, ერ­თი ოთა­ხი გა­მოგ­ვი­ყო, რის­თ­ვი­საც მათ დი­დი მად­ლო­ბა, თუმ­ცა ჩვენ­თ­ვის ეს არაა საკ­მა­რი­სი — აქ თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბიც კი ვერ ვე­ტე­ვით, ვერ ვა­ტა­რებთ თათ­ბი­რებს. წიგ­ნე­ბი რომ მი­ვი­ღოთ და და­ვა­საწყო­ბოთ, ამის­თ­ვის სკო­ლე­ბის შე­ნო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მოგ­ვიხ­და. ად­რე ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა გვქონ­და, სა­დაც ყვე­ლაფ­რის გან­თავ­სე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ახ­ლა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ გვაქვს. პან­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რიც — დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბი, სა­დე­ზინ­ფექ­ციო სითხე­ე­ბი და ა.შ. — სხვა­გან გვაქვს შე­ნა­ხუ­ლი. იმე­დია, გა­ი­სად უკ­ვე და­იწყე­ბა მი­სი მშე­ნებ­ლო­ბა.

 

და­ვით ოსე­ფაშ­ვი­ლი

დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის
უფ­რო­სი
♦ სკო­ლა — 37 სა­ჯა­რო
♦ მოს­წავ­ლე — 3320
♦ მას­წავ­ლე­ბე­ლი — 639

 

შარ­შან­დელ­მა სე­ზონ­მა გა­მოც­დი­ლე­ბა შეგ­ვ­ძი­ნა. თა­ნაც — ძა­ლი­ან დი­დი და ამი­ტომ წლე­ულს სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შევ­ხ­ვ­დით. მზა­ო­ბა იყო რო­გორც პე­და­გო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, ასე­ვე — მშობ­ლე­ბის­გა­ნაც, თუმ­ცა, მზა­ო­ბას­თან ერ­თად, იყო მოთხოვ­ნაც, რის გა­მოც ჩვენც ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. დი­დი დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, რო­მელ­მაც, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად, პან­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო ყვე­ლა აუცი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით მოგ­ვა­მა­რა­გა.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, 4 ოქ­ტომ­ბერს, სწავ­ლა 37-ივე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში დას­წ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში ანუ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და­ვიწყეთ. თუმ­ცა იყო რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სი, რო­ცა მშობ­ლებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ითხო­ვეს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლა. ბუ­ნებ­რი­ვია, მა­თი მოთხოვ­ნა და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ. სას­წავ­ლო წლის გა­ნახ­ლე­ბის შემ­დეგ, დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლა­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ორი სკო­ლა — ჟინ­ვა­ლი­სა და ბუ­ლა­ჩა­უ­რის, თუმ­ცა მათ უკ­ვე და­ას­რუ­ლეს კა­რან­ტი­ნი და ისევ და­უბ­რუნ­დ­ნენ სკო­ლის შე­ნო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ბო­ლო დღე­ებ­ში იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლა­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნოთ ცალ­კე­უ­ლი კლა­სე­ბი. ამ დღე­ებ­ში დის­ტან­ცი­ურ­ზე გა­დაგ­ვ­ყავს ანა­ნუ­რის სა­ჯა­რო სკო­ლა.

რო­გორც გითხა­რით, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად, სრუ­ლად მოგ­ვა­მა­რა­გა ვი­რუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით — დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბი, პირ­ბა­დე­ე­ბი, სა­დე­ზინ­ფექ­ციო სითხე­ე­ბი, თხე­ვა­დი სა­პო­ნი, სვე­ლი ხელ­სა­ხო­ცე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ჭი­როა. ამ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ყვე­ლა სკო­ლა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია და მა­რა­გი აქვთ იმა­ზე მე­ტი, ვიდ­რე სჭირ­დე­ბათ. ამ კუთხით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყვე­ლა­ზე შო­რე­უ­ლი სოფ­ლე­ბიც კი, მათ შო­რის, შა­ტი­ლის სკო­ლაც, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბის ქვე­შაა — ეს სა­კითხი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის დო­ნე­ზეა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ვერც ერ­თი სკო­ლა ვერ იტყ­ვის, რომ რა­ი­მე სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს, ან მა­რა­გი არ აქვს, ან რა­ი­მე დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­უ­ვი­და. აგ­ვის­ტოს ბო­ლოს, ვიდ­რე სწავ­ლას და­ვიწყებ­დით, ყვე­ლა სკო­ლა მო­მა­რა­გე­ბუ­ლი იყო ყვე­ლაფ­რით.

ამ­ჟა­მად 3 სკო­ლა­ში სრულ­დე­ბა სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია — დუ­შე­თის I სა­ჯა­რო, ბა­რი­სა­ხო­სა და პირ­მი­სა­ან­თ­კა­რის სკო­ლე­ბი. ოქ­ტომ­ბ­რის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა დუ­შე­თის სკო­ლის რე­მონ­ტი, ნო­ემ­ბ­რის ბო­ლოს — იმ დარ­ჩე­ნი­ლი ორი­სა. სა­მი­ვე სკო­ლა­ში რე­მონ­ტი ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტით კეთ­დე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­მი­ვე­გან ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი. ეს 3 სკო­ლა ყო­ველ­გ­ვარ გა­მოწ­ვე­ვას და ეროვ­ნულ სტან­დარტს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

პა­ტარ-პა­ტა­რა სა­მუ­შა­ო­ე­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბა სკო­ლებ­ში ყო­ველ­თ­ვი­საა. ასეთ დროს რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბას ვუ­წევთ და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რო თან­ხ­მო­ბას აძ­ლევს, სკო­ლე­ბი კი სა­კუ­თა­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან ახერ­ხე­ბენ თან­ხის გა­მო­ყო­ფას და მცი­რე-მცი­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. პრაქ­ტი­კუ­ლად, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი ყველ­გან კე­თილ­მოწყო­ბი­ლია — ამ კუთხით, ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ფონ­დი. ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს კე­თილ­მოწყო­ბა აბა­ნოს­ხე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბო­ლო ფა­ზაა, რა­თა სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი იქაც მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით იყოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე, ახა­ლი სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ დგას, თუმ­ცა გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ყვე­ლა სკო­ლას სჭირ­დე­ბა კოს­მე­ტი­კუ­რი რე­მონ­ტი, გა­ცოცხ­ლე­ბა და გა­ახ­ლე­ბა. ცხა­დია, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არის, მაგ­რამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ გვაქვს ისე­თი შემ­თხ­ვე­ვა, რომ სკო­ლის შე­ნო­ბა რა­ი­მე საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლი იყოს მოს­წავ­ლე­ე­ბისთვის ან მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის.

სკო­ლა-პან­სი­ო­ნე­ბიც გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს. სამ­წუ­ხა­როდ, შა­ტი­ლის სკო­ლა-პან­სი­ონ­ში მე­ო­რედ გაჩ­ნ­და ხან­ძა­რი — ამ­ჯე­რად სამ­ზა­რე­უ­ლო და­იწ­ვა. ორი დღის წინ ვე­სა­უბ­რე დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბელს და მითხ­რა, რომ სა­ტენ­დე­რო კუთხით ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. იქ სენ­დ­ვიჩ-პა­ნე­ლე­ბით ძა­ლი­ან ჩქა­რა აშენ­დე­ბა და ხე­ლი არ შე­ეშ­ლე­ბა პან­სი­ო­ნის მუ­შა­ო­ბას. შა­ტილ­ში გვაქვს ეს პრობ­ლე­მა, რაც თა­ვად ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ჰყავს კონ­ტ­როლ­ზე აყ­ვა­ნი­ლი. ბა­რი­სა­ხო­სა და მა­ღა­როს­კარ­ში კი ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლებს სას­კო­ლო ტრან­ს­პორ­ტიც გა­მარ­თუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბა, რა­საც კონ­კ­რე­ტუ­ლი სატ­რან­ს­პორ­ტო კომ­პა­ნია და დუ­შე­თის მე­რია ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. რა­ი­მე სა­ხის შე­ფერ­ხე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ოპე­რა­ტი­უ­ლად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ ხოლ­მე მათ, მაგ­რამ, ამ ეტა­პის­თ­ვის, ნამ­დ­ვი­ლად არ­სად არაა ისე­თი შე­ფერ­ხე­ბა, რომ ბავ­შ­ვი უტ­რან­ს­პორ­ტო­ბის გა­მო ვერ ახერ­ხებ­დეს სკო­ლამ­დე მის­ვ­ლას ან ფე­ხით უწევ­დეს ამ მან­ძი­ლის გავ­ლა. ეს ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა მშო­ბელს აქვს და შე­უძ­ლი­ათ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თონ სკო­ლას. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვა­მა­ტე­ბი­ნებთ ტრან­ს­პორტს.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გვყავს 32 ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე, რომ­ლე­ბიც 10 სკო­ლა­ში სწავ­ლო­ბენ. მათ­თ­ვის შერ­ჩე­უ­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, რო­მელ­თა­გა­ნაც 6 უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია, 4 — პრაქ­ტი­კო­სი. მათ გა­ი­სად უწევთ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა და ვი­მე­დოვ­ნებ, წარ­მა­ტე­ბით გა­ა­კე­თე­ბენ ამას.   მათ­თან სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­უ­ფერ­ხებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს — მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებთ, რომ მოს­წავ­ლე­ზე ორიე­ნ­ტი­რე­ბუ­ლი იყოს ყვე­ლა­ფე­რი. თი­თო­ე­უ­ლი პე­და­გო­გი, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი სა­მი­ნის­ტ­როს­თან შე­თან­ხ­მე­ბით, მა­თი უშუ­ა­ლო დახ­მა­რე­ბით და ჩარ­თუ­ლო­ბით, ვცდი­ლობთ, ყვე­ლა­ფე­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვა­კე­თოთ მათ­თ­ვის.

ამ ეტა­პის­თ­ვის შე­ფერ­ხე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არაა. შარ­შან ბა­რი­სა­ხო­ში კი შეგ­ვექ­მ­ნა ინ­ტერ­ნე­ტის პრობ­ლე­მა, მაგ­რამ ამ მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის გამ­წევ­მა კომ­პა­ნი­ამ, სა­მი­ნის­ტ­როს შე­სა­ბა­მის სსიპ-თან ერ­თად, მო­ვაგ­ვა­რეთ ეს საკითხი. მე ნამ­დ­ვი­ლად არ მქო­ნია ინ­ფორ­მა­ცია, რომ რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლე, ინ­ტერ­ნე­ტის ან რა­ი­მე სხვა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ხარ­ვე­ზის გა­მო, ვერ ერ­თ­ვე­ბო­და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

ბუ­ნებ­რი­ვია, ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­თან და რო­გორც კი ჩნდე­ბა ვა­კან­სია, მათ­თან ერ­თად ვარ­ჩევთ კადრს. ასე­ვე მუ­შა­ობს პრო­ექ­ტი „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ და კად­რე­ბის კუთხით დე­ფი­ცი­ტი არ გვაქვს, ყვე­ლა სკო­ლა­ში საკ­მა­რი­სია სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. მა­ძი­ე­ბე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლიც ცო­ტა გვყავს. ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ვარ­ჩი­ეთ ისი­ნი და მათ შო­რის არი­ან საკ­მა­ოდ კარ­გი ახალ­გაზ­რ­დე­ბი. ვფიქ­რობ, ისი­ნი გა­ა­მარ­თ­ლე­ბენ იმე­დებს.

არ მახ­სენ­დე­ბა ისე­თი პრობ­ლე­მა, რომ მა­წუ­ხებ­დეს და ამის თქმა აუცი­ლე­ბე­ლი იყოს. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში დი­დი ხა­ნია ვმუ­შა­ობ და თუ რა­მე პრობ­ლე­მა იქ­მ­ნე­ბა, კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­მი­ნის­ტ­რო­დან მყი­სი­ე­რად გვეხ­მა­რე­ბი­ან მის მოგ­ვა­რე­ბა­ში. ნამ­დ­ვი­ლად ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი ისეთს, რაც სას­წ­რა­ფოდ სა­ჭი­რო­ებს გა­დაჭ­რას.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები