20 აპრილი, შაბათი, 2024

მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა რო­გორც გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვა

spot_img

25-29 ოქ­ტომ­ბერს, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მას­შ­ტა­ბუ­რი კვი­რე­უ­ლი. მე­დი­ი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის გლო­ბა­ლუ­რი კვი­რე­უ­ლი 2021 წელს გა­ე­როს მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში ტარ­დე­ბა და მი­სი მი­ზა­ნია გა­ე­როს წევრ ქვეყ­ნებ­ში გა­ი­ზარ­დოს ცნო­ბი­ე­რე­ბა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და რო­ლის შე­სა­ხებ.

კვი­რე­უ­ლი საკ­მა­ოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი იყო. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტებ­მა, რომ­ლებ­მაც ისა­უბ­რეს სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­თან მიმ­დი­ნა­რე ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტებ­ზე. მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი მა­რი­ამ და­ხუნ­და­რი­ძე ამ­ბობს, რომ მა­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მხარ­და­ჭე­რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის კუთხით. მი­სი­ვე თქმით, კვი­რე­უ­ლის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი იყო მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა, რო­გორც გა­მოწ­ვე­ვა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რად და კი­დევ ერ­თხელ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

კვი­რე­ულ­ში, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რი ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი, ევ­რო­კავ­ში­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და სკო­ლე­ბი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი­სა და ექ­ს­პერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ორი კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ტარ­და, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო ისე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვა, რო­გო­რი­ცაა დე­ზინ­ფორ­მა­ცია, უსაფ­რ­თხო ინ­ტერ­ნე­ტი, სი­ძულ­ვი­ლის ენა, სიტყ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მე­დი­ის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის სტან­დარ­ტე­ბი. ასე­ვე, შე­ჯამ­და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და პრო­ექ­ტე­ბი. გარ­და კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი­სა, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, გან­ხორ­ცი­ელ­და სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში.

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ გა­მარ­თუ­ლი ორ­დღი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თად, გახ­ს­ნა. მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძემ, ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ევ­რო­პის საბ­ჭოს, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს, ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ვალ ნა­წილს მო­დე­რი­რე­ბა გა­უ­წია მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძემ.

ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძე: „ჩვენს ცენტრს ახა­ლი პო­ლი­ტი­კა აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბას ვუხ­დი ქალ­ბა­ტონ ეკა დგე­ბუ­ა­ძეს, ჩვე­ნი თა­ნა­მო­აზ­რე რომ გახ­და. მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის ერთ-ერთ მთა­ვარ ფუნქცი­ად უნ­და იქ­ცეს რო­გორც სა­გან­ში, ისე გამ­ჭოლ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ში (რო­გო­რი­ცაა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რა, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა, ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, კვლე­ვე­ბი, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა და სხვა მრა­ვა­ლი), ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე კვი­რე­უ­ლის ჩა­ტა­რე­ბა, რომ­ლის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­შიც მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი სფე­როს ექ­ს­პერ­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და­ეს­წ­რონ არა მარ­ტო მას­წავ­ლებ­ლე­ბი, არა­მედ დი­რექ­ტო­რე­ბი, მშობ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბიც. რაც მთა­ვა­რია, კვი­რე­უ­ლი შემ­დ­გომ­ში პრაქ­ტი­კუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, კონ­კურ­სე­ბით, გა­მო­ფე­ნე­ბი­თა და სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს ხოლ­მე. რო­გორც იცით, ცენ­ტ­რი სტე­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექტს „ჩხირ­კე­დე­ლა“, რო­მელ­შიც, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, ჩარ­თუ­ლია 300-ზე მე­ტი სკო­ლა და 1800-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლი. ჩვე­ნი შემ­დე­გი კონ­ფე­რენ­ცი­აც და კვი­რე­უ­ლიც, გა­ზაფხულ­ზე, სტემ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ იგეგ­მე­ბა ლი­ბერ­თი ბან­კ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. კვი­რე­ულ­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტი და უწყე­ბა, რო­მე­ლიც სტე­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რე­ნე­ცი­ის ერთ-ერ­თი მას­პინ­ძე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დი ინ­ტე­ლი იქ­ნე­ბა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან მო­ი­წო­ნა იდეა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის კონ­ფერ­ენ­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, გეტყ­ვით, რომ დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, რად­გან ეს ახა­ლი კომ­პე­ტენ­ციაა, ახა­ლი უნა­რი, რო­მელ­საც, მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი სა­თა­ნა­დოდ ვერ ფლო­ბენ, ანუ ტრა­დი­ცი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ასე­თი კომ­პე­ტენ­ცია არ არ­სე­ბობ­და. ამი­ტო­მაც არის ახა­ლი ის მშობ­ლის­თ­ვი­საც, მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვი­საც, დი­რექ­ტო­რის­თ­ვი­საც და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საც. მხო­ლოდ ოთხი­ვე აქ­ტო­რის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით მი­ვალთ სა­სურ­ველ შე­დე­გე­ბამ­დე.

ასე­ვე, ხაზ­გა­სას­მე­ლია ის ფაქ­ტო­რიც, რომ ეს იყო პირ­ვე­ლი კონ­ფე­რენ­ცია, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ყვე­ლა რგო­ლი — მშო­ბე­ლი, მოს­წავ­ლე, მას­წავ­ლე­ბე­ლი, დი­რექ­ტო­რი, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო. ამით ჩვენ რე­ა­ლუ­რად ვაჩ­ვე­ნეთ, რომ გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მი­სად­მი ჰო­ლის­ტუ­რი მიდ­გო­მა გვაქვს, ეს ყვე­ლამ ერ­თად უნ­და ვა­კე­თოთ და არა მხო­ლოდ სა­მი­ნის­ტ­რომ ან მის­მა რო­მე­ლი­მე ერთ-ერ­თ­მა უწყე­ბამ. რაც მთა­ვა­რია, რე­ფორ­მის პრო­ცეს­ში, აქ­ტი­უ­რად უნ­და იყოს ჩარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე, უნ­და ვუს­მენ­დეთ მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს და აქ­ტი­უ­რად ვრე­ა­გი­რებ­დეთ მათ მოთხოვ­ნებ­ზე. სკო­ლამ მოს­წავ­ლე მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის თუ უნ­და მო­ამ­ზა­დოს, მთავა­რი აქ­ცენ­ტე­ბი 21-ე სა­უ­კუ­ნის უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა/გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უნ­და გა­ა­კე­თოს. ცხა­დია, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის კვი­რე­უ­ლიც სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

რო­გორც გითხა­რით, სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვგეგ­მავთ ანა­ლო­გი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბას, მათ შო­რის, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან სის­ტე­მის­თ­ვის, მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტად უნ­და ვაქ­ცი­ოთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­და­ვამ­ზა­დოთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ავა­მაღ­ლოთ ცნო­ბი­ე­რე­ბა. ასე­ვე, აუცი­ლებ­ლად ჩა­ვა­ტა­რებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ას და კვი­რე­ულს ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის, რომ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის სკო­ლა ჩა­ერ­თოს პრო­ცეს­ში და მა­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბიც დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი იყოს.

რე­ა­ლუ­რად, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ასე­თი მას­შ­ტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა უფ­რო ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯ­ვა იყო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინ­ტე­რე­სის შე­მოწ­მე­ბაც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად. ორი­ვე ნა­წილ­ში, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა. ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მას­წავ­ლებ­ლის სახლს მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ძა­ლი­ან კარ­გი ტრა­დი­ცია აქვს, რაც მი­სი ყო­ფი­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს და მი­ხა­რია, რომ ჩვენც ვაგ­რ­ძე­ლებთ ამ ტრა­დი­ცი­ას, მარ­თა­ლია ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში, მაგ­რამ იმედს ვი­ტო­ვებ, რომ მა­ლე მოგ­ვე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ვუბ­რუნ­დეთ პი­რის­პირ ფორ­მატ­საც.

და­ბო­ლოს, მთა­ვა­რია, რომ გა­მო­იკ­ვე­თა ძა­ლი­ან დი­დი ინ­ტე­რე­სი რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ისე მშობ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­დან. რე­ა­ლუ­რად, სა­კითხი ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია. არ მე­გუ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ამ პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე არ დგას. არ­სე­ბულ საფ­რ­თხე­ებს მშობ­ლე­ბიც და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ და ბუ­ნებ­რი­ვია, ასე­თი მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი სწო­რედ ამი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მით უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­ცა ამ სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხებ­ზე ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბი ესა­უბ­რე­ბი­ან. ამი­ტო­მაც, შემ­დე­გი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის­თ­ვის, უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მა­ღა­ლი რან­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან, რო­მელ­თა კვლე­ვე­ბი და ნაშ­რო­მე­ბი, კონ­კ­რე­ტულ სფე­რო­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს და ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვია. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი გვაქვს მას­შ­ტა­ბურ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ცხა­დია, ამას ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის და რე­ა­ლუ­რად ჩვე­ნი რო­ლიც ეს არის.“

პლე­ნა­რუ­ლი სე­სი­ე­ბი მი­ეძღ­ვ­ნა ისეთ სა­კითხებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა, უნა­რე­ბის ინო­ვა­ცია და სხვა. კონ­ფე­რენ­ცი­ის მე­ო­რე დღე კი მთლი­ა­ნად და­ეთ­მო სპე­ცი­ა­ლურ სე­სი­ებს, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მოს­წავ­ლე­ებ­სა და მშობ­ლებს.

კონ­ფე­რენ­ცია იმ კუთხი­თაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რომ მთლი­ა­ნად მო­იც­ვა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა — მას­წავ­ლე­ბე­ლი, დი­რექ­ტო­რი, მშო­ბე­ლი და ბავ­შ­ვი, ასე­ვე, ყვე­ლა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი­დან ჰყავ­დათ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძე ამ­ბობს, რომ მო­ნა­წი­ლე­ებს მრა­ვალ­მ­ხ­რივი ორ­დღი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ბო­ლომ­დე არ და­უ­კარ­გავთ: „ფაქ­ტობ­რი­ვად, ბო­ლომ­დე გა­მოგ­ვ­ყ­ვ­ნენ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. კონ­ფე­რენ­ცია, პირ­ველ რიგ­ში, მას­შ­ტა­ბუ­რი იმ მხრი­ვაც იყო, რომ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ისი­ნი გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სპი­კე­რე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში, რის შე­დე­გა­დაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სპი­კე­რე­ბი წარ­დ­გ­ნენ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი ასე­თი იყო ვი­ტორ ტო­მე, ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი პრო­ფე­სო­რი ლი­სა­ბო­ნის ერთ-ერ­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან (იგი, ლი­სა­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გარ­და, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, სხვა წამ­ყ­ვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­შიც ას­წავ­ლი­და და ამას­თან ერ­თად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან მუ­შა­ობს მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით). სწო­რედ მან გახ­ს­ნა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის კონ­ფე­რენ­ცია და ისა­უბ­რა იმ ახალ გან­შ­ლა­ზე, კონ­ცეფ­ცი­ა­სა და ხედ­ვებ­ზე, რო­გორ­საც დღეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში იყე­ნე­ბენ მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ დღეს ცალ­კე აღე­ბუ­ლი მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა აღარ არ­სე­ბობს — მე­დია და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა ერ­თად გა­ნი­ხი­ლე­ბა, რა­საც ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც და­ე­მა­ტა, ანუ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია შე­სა­ბა­მი­სი უნა­რე­ბით და ტო­ლე­რან­ტუ­ლია ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში. მა­გა­ლი­თად, იცის რო­გორ და­იც­ვას თა­ვი კი­ბერ­ბუ­ლინ­გის­გან, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ, იცის რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­დეს ახალ ამ­ბებს, ზო­გა­დად, ინ­ფორ­მა­ცი­ის კრი­ტი­კუ­ლად გა­აზ­რე­ბის უნა­რი აქვს და ა.შ. სწო­რედ ამ პრიზ­მა­ში დაგ­ვა­ნა­ხა ცნო­ბილ­მა პრო­ფე­სორ­მა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა და მი­სი ად­გი­ლი გამ­ჭოლ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ში. რაც მთა­ვა­რია, ამ ხედ­ვით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ არა მხო­ლოდ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, არა­მედ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შიც.“

გარ­და ამი­სა, კონ­ფ­ერენ­ცი­ა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მომ­ხ­სე­ნე­ბე­ლი გვყავ­და კომ­პა­ნია ინ­ტე­ლი­დან. შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე თა­ვი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჭრილ­ში ისა­უბ­რა. აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ეს­ტო­ნე­ლი და ბრი­ტა­ნე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის გა­მოს­ვ­ლე­ბიც, რო­მელ­თაც ისა­უბ­რეს, რო­გორ უნ­და გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ პე­და­გო­გე­ბი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას, პრო­პა­გან­დას და რა რო­ლი ეკის­რე­ბა მათ ამ კუთხით; ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბის დარ­გ­ში, რო­მე­ლიც რუ­სე­თის დე­პარ­ტა­მენტს წარ­მო­ად­გენ­და, ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა რუ­სულ პრო­პა­გან­დის­ტულ ტალ­ღა­ზე და იმ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, რა­საც ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბა ატა­რებს მის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რა ინ­ვეს­ტი­ცი­ებს დებს რუ­სულ პრო­პა­გან­დას­თან საბ­რ­ძოლ­ვე­ლად და რო­გორ თა­ნამ­შ­რომ­ლობს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას­თან, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის კუთხით.

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, მა­რი­ამ და­ხუნ­და­რი­ძემ კი, ერ­თ­გ­ვა­რად შე­ა­ჯა­მა, თუ რა ხდე­ბა, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მას­წავ­ლებ­ლებ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღეს, ბევ­რი რამ მათ­თ­ვის სი­ახ­ლეც აღ­მოჩ­ნ­და, მა­გა­ლი­თად, თუნ­დაც ის, რომ წე­ლი­წად­ში უკ­ვე რამ­დენ­ჯერ­მე ტარ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კონ­კურ­სი „ნამ­დ­ვი­ლი თუ მო­გო­ნი­ლი“, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ახალ ამ­ბებ­თან. ჟი­უ­რის წევ­რე­ბი გან­ც­ვიფ­რე­ბუ­ლიც კი არი­ან ხოლ­მე ისეთ მწვერ­ვა­ლებს მი­აღ­წი­ეს ბავ­შ­ვებ­მა კვლე­ვით უნა­რებ­ში და კარ­გად აუღეს ალ­ღო იმის გა­გე­ბას, თუ სად გა­დის ზღვა­რი სან­დო და არა­სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ას შო­რის. კონ­კურ­სის მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს არის — კონ­კურ­სან­ტებ­მა და­ა­ნა­ხონ ჟი­უ­რის წევ­რებს, რო­გორ მი­ვიდ­ნენ სი­მარ­თ­ლემ­დე, რა გზა გა­ი­ა­რეს ნამ­დ­ვი­ლი ამ­ბის და­სად­გე­ნად. ეს კონ­კურ­სი ახალ­გაზ­რ­დებ­ში რომ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, ამა­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლე­ბის ყო­ველ­წ­ლი­უ­რი ზრდაც მეტყ­ვე­ლებს. შარ­შან ანა­ლო­გი­უ­რი კონ­კურ­სი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტებ­თა­ნაც ჩა­ტარ­და და დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია.

პლე­ნა­რუ­ლი სე­სი­ის შემ­დეგ, მე­ო­რე დღეს, კონ­ფე­რენ­ცია სექ­ცი­ე­ბად ჩა­ი­შა­ლა, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა სამ ნა­წი­ლად და­ი­ყო — ერთ ჯგუფ­ში გა­ერ­თი­ან­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, მე­ო­რე­ში — მშობ­ლე­ბი, მე­სა­მე ჯგუფ­ში — მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ერთ-ერ­თ­მა უცხო­ელ­მა ექ­ს­პერ­ტ­მა ვორ­ქ­შო­პი ჩა­უ­ტა­რა, ნი­უ­სის აღ­ქ­მი­სა და კრი­ტი­კუ­ლად გა­აზ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძე: „ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან დი­დი იყო, თუნ­დაც ჩემს ნა­წილ­ში, მშობ­ლებ­თან და­გეგ­მი­ლი ერ­თ­სა­ა­თი­ა­ნი სე­სია, და­ახ­ლო­ე­ბით, ორი სა­ა­თი გაგ­რ­ძელ­და. ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ კი­ბერ­სამ­ყა­როს ჭირ-ვა­რამ­ზე, მის და­დე­ბით თუ უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე, ონ­ლა­ინ სამ­ყა­როს შე­საძ­ლო საფ­რ­თხე­ებ­ზე. გან­ვი­ხი­ლეთ, რო­გო­რია ახალ­გაზ­რ­დე­ბის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, რა სტა­ტის­ტი­კა და საფ­რ­თხე­ე­ბი გვაქვს, რას შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დოთ მშობ­ლე­ბი, რის­თ­ვის უნ­და ვი­ყოთ მზად, რომ ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა გა­ვუ­წი­ოთ შვი­ლებს. მათ რომ ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნა­რებ­ში ვერ ვე­წე­ვით, ეს ფაქ­ტია, მაგ­რამ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ, რომ ვას­წავ­ლოთ საფ­რ­თხე­ე­ბის ამოც­ნო­ბა. მშობ­ლე­ბის მხრი­დან, ძი­რი­თა­დად, იკ­ვე­თე­ბო­და ინ­ტე­რე­სი, რო­გორ მო­იქ­ც­ნენ და რა მიდ­გო­მე­ბია უფ­რო მე­ტად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში.

ზო­გა­დად, მშობ­ლებს უჭირთ (და ეს კონ­ფ­ერენ­ცი­ა­ზეც გა­მოჩ­ნ­და) შვი­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა. მათ­თ­ვის, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, აკ­რ­ძალ­ვა ერ­თა­დერ­თი ნორ­მაა, თუმ­ცა, რო­ცა ეს სა­კითხი უფ­რო ფარ­თოდ გავ­შა­ლეთ, შე­ვე­ცა­დე ამეხ­ს­ნა, რომ მკაც­რი ტი­პის აკ­რ­ძალ­ვებს, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უკუ­შე­დე­გი მო­აქვს, რაც ცალ­სა­ხად ნიშ­ნავს, მა­თი შვი­ლე­ბის არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩა­ყე­ნე­ბას — სხვებს ექ­ნე­ბათ გან­ვი­თა­რე­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა და მათ შვი­ლებს კი — არა. უამ­რა­ვი ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თი მო­ვიყ­ვა­ნე, სა­დაც კულ­ტუ­რუ­ლი, რე­ლი­გი­უ­რი თუ სხვა ფაქტორე­ბის გა­მო, ახალ­გაზ­რ­დებს ინ­ტერ­ნეტ­ზე წვდო­მა არ აქვთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია მა­თი გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე იმ თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან, ვი­საც ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან წვდო­მა აქვს. თუმ­ცა, აქ­ვე ყუ­რად­სა­ღე­ბია ისიც, რომ ამ ყვე­ლა­ფერს შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი ტრავ­მე­ბი მოჰ­ყ­ვეს ან გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის საფ­რ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი თა­მა­ში და გა­მოწ­ვე­ვა, რო­მელ­შიც, არც თუ ისე ხში­რად, მაგ­რამ მა­ინც, ებ­მე­ბი­ან ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბი. ამის გარ­და, არ­სე­ბობს ონ­ლა­ინ გე­ი­მინ­გი, რო­მე­ლიც იწ­ვევს ადიქ­ცი­ას. არ­სე­ბობს გემ­ბ­ლინ­გი, მარ­თა­ლია, არა­ლე­გა­ლუ­რი გზით, მაგ­რამ არას­რულ­წ­ლოვ­ნებს მეტ-ნაკ­ლე­ბად მა­ინც აქვთ წვდო­მა — თუნ­დაც ის ფაქ­ტი რომ, კა­ზი­ნო­ში ბავ­შ­ვე­ბი ვერ შე­დი­ან, მაგ­რამ ონ­ლა­ინ მა­ინც ახერ­ხე­ბენ კა­ზი­ნო­ში ცხვი­რის შე­ყო­ფას. მშობ­ლე­ბის მხრი­დან ინ­ტე­რე­სი იმ­დე­ნად დი­დი იყო, მარ­თ­ლა ვერ ვას­რუ­ლებ­დი შეხ­ვედ­რას. მათ გა­ვა­ცა­ნი მშო­ბელ­თა ციფ­რუ­ლი გზამ­კ­ვ­ლე­ვი, რო­მე­ლიც შარ­შან ცენ­ტ­რის სა­ხე­ლით გა­მო­ი­ცა, შემ­დეგ ონ­ლა­ინ ვერ­სი­აც ჩა­ვუგ­დე დამ­ს­წ­რე­ებს და უკ­ვე დო­კუ­მენ­ტით აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი წა­ვიდ­ნენ. შევ­თა­ვა­ზე, თუ ამ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­ტი კითხ­ვა გა­უჩ­ნ­დე­ბათ, შე­უძ­ლი­ათ იმე­ილ­ზე მომ­წე­რონ და აუცი­ლებ­ლად ვუ­პა­სუ­ხებ. რაც მთა­ვა­რია, შევ­თან­ხ­მ­დით იმა­ზეც, რომ ეს არ იქ­ნე­ბა ერ­თ­ჯე­რა­დი შეხ­ვედ­რა, რად­გან რთუ­ლია ერთ შეხ­ვედ­რა­ში და ერთ ვე­ბი­ნარ­ზე გა­ნი­ხი­ლო ყვე­ლა­ფე­რი.“

მშობ­ლე­ბის მხრი­დან ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი კითხ­ვა იყო — აქვს თუ არა აზ­რი ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბის აკ­რ­ძალ­ვას მო­ზარ­დებ­ში? ამ კითხ­ვას, კონ­ფე­რენ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას, ბევ­რ­ჯერ გა­ე­ცა პა­სუ­ხი, რომ ცალ­სა­ხად აკ­რ­ძალ­ვას აზ­რი არ აქვს და არც უნ­და აუკრ­ძა­ლონ. თუმ­ცა, რო­გორც ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ამ­ბობს, რე­ა­ლუ­რად, არ არ­სე­ბობს ერ­თი გა­სა­ღე­ბი, ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რა მიდ­გო­მა აქვს მშო­ბელს შვილ­თან. „მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ერთ რა­მე­ზე ყვე­ლა­ნი ვთან­ხ­მ­დე­ბით — ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია და მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ბავ­შ­ვ­თან, მას არ უნ­და ჰქონ­დეს გა­მუდ­მე­ბუ­ლი თვალ­თ­ვა­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მშო­ბე­ლი გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლია მის ყო­ველ კო­მენ­ტარ­ზე და ა.შ. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იმა­ზეც შევ­თან­ხ­მ­დით, რომ მარ­ტო სკო­ლა ან გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა. ამ ტი­პის გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც სხვა სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო სა­კითხი, სახ­ლი­დან/ოჯა­ხი­დან უნ­და წა­მო­ვი­დეს, ბავ­შ­ვ­მა უნ­და იცო­დეს მშობ­ლის­გა­ნაც, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­გა­ნაც, მე­ურ­ვის­გან, ყვე­ლას­გან, ვი­საც მას­თან შე­ხე­ბა აქვს, რომ არ­სე­ბობს საფ­რ­თხე­ე­ბი, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი თუ ნე­გა­ტი­უ­რი ფო­ნი; რომ ეს მავ­ნე­ბე­ლია; რომ გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ეზო­ში სირ­ბი­ლი, ბურ­თის თა­მა­ში და სხვა აქ­ტი­ვო­ბა ისე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც ინ­ტერ­ნეტ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დით ყოფ­ნა. აი, ეს უნ­და ავუხ­ს­ნათ ჩვენს შვი­ლებს ერ­თად. ამას­თა­ნა­ვე, ვფიქ­რობ, გა­მო­სა­ვა­ლი მა­ინც იმა­შია, რომ ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ლი­მი­ტი და­ვუ­წე­სოთ და ამა­ზე აუცი­ლებ­ლად ერ­თად უნ­და შევ­თან­ხ­მ­დეთ. არ დაგ­ვა­ვიწყ­დეს ისიც, პირ­ველ რიგ­ში, შვი­ლის­თ­ვის მშო­ბე­ლია მა­გა­ლი­თი — თუ ბავშვს ეუბ­ნე­ბი, ნუ მო­გაქვს ტე­ლე­ფო­ნი სუფ­რას­თან, რო­ცა ვსა­დი­ლობთ და შემ­დეგ ჯერ­ზე შენ თვი­თონ და­ი­ჭერ ტე­ლე­ფონს სა­დი­ლო­ბი­სას და მე­სენ­ჯერ­ში თუ ინ­ს­ტაგ­რამ­ზე იძ­რო­მი­ა­ლებ, შე­ნი საქ­მე უკ­ვე წამ­ხ­და­რია. რა­საც და­ვა­წე­სებთ, ის წე­სე­ბი ჩვენც უნ­და და­ვიც­ვათ, რად­გან ჩვენ ვართ რო­ლუ­რი მო­დე­ლი ბავ­შ­ვის­თ­ვის — ვი­ყოთ ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც გვინ­და, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. რაც მთა­ვა­რია, ბა­ლან­სის დაც­ვა უნ­და მო­ვა­ხერ­ხოთ.“

კი­დევ ერ­თი თე­მა, რომ­ლი­თაც ასე­ვე ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ მშობ­ლე­ბი გახ­ლავთ ის, თუ რო­გორ გა­ვა­გე­ბი­ნოთ ბავ­შ­ვებს რა არის უსაფ­რ­თხო და რა — საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლი, რო­გორ ამო­იც­ნონ კი­ბერ­საფ­რ­თხე­ე­ბი ან რო­გორ მო­იქ­ც­ნენ კი­ბერ­ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვა­ში.

მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძის აზ­რით, არც ამ შემ­თხ­ვე­ვა­შია ერ­თი მზა რე­ცეპ­ტი, უამ­რა­ვი მიდ­გო­მა არ­სე­ბობს და რაც მთა­ვა­რია, ეს არც ერ­თი გაკ­ვე­თი­ლის და არც ერ­თი საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია არაა. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი უნ­და იყოს ყვე­ლა — ქი­მი­ის მას­წავ­ლებ­ლი­დან დაწყე­ბუ­ლი ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ეს სა­კითხიც ისე­ვე უნ­და და­ი­ნერ­გოს სწავ­ლე­ბი­სას, რო­გორც გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბა — სას­კო­ლო პრო­ექ­ტე­ბის დო­ნე­ზე და ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად.

„ტრე­ნინ­გებ­შიც გვაქვს შე­ტა­ნი­ლი, მა­გა­ლი­თად, რო­გორ შე­ვი­დეს ეს სა­კითხე­ბი სას­კო­ლო ეთი­კის კო­დექ­ს­ში და რო­გორ ვაქ­ცი­ოთ ის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად. ან თუნ­დაც, რო­გორ მო­იქ­ცეს ბუ­ლინ­გის შემ­ს­წ­რე ბავ­შ­ვი, რო­გორ გა­ვუ­ჩი­ნოთ მას შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ, თუ და­მა­ლა, ისე­თი­ვე დამ­ნა­შა­ვეა, რო­გორც ბუ­ლე­რი. ამ ტი­პის ღი­რე­ბუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბა­ზე და ამ სა­კითხე­ბის ეთი­კა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რია სა­მუ­შაო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დავ­დ­გით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, კი­დევ ბევ­რი რამ გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ გვქონ­და სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ტრე­ნინ­გე­ბი: „კი­ბერ­ბუ­ლინ­გის პ­რე­ვენ­ცია სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით“ — ეს ახა­ლი მო­დუ­ლი ევ­რო­საბ­ჭოს მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ვართ ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის პრო­ექ­ტ­ში, რო­მე­ლიც მეტ­წი­ლად მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბას მო­ი­ცავს. ვცდი­ლობთ, მო­ვას­წ­როთ და ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვებ­გ­ვერ­დ­ზე ვდებთ, დრო­უ­ლად გა­ვა­ქარ­თუ­ლოთ. რე­ა­ლუ­რად, მას­წავ­ლებ­ლებს ყვე­ლა­ფე­რი ხელთ აქვთ, მთა­ვა­რია, კარ­გად გა­ი­აზ­რონ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ამ ტი­პის თავ­ყ­რი­ლო­ბე­ბი და კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი კი, სწო­რედ ასეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა­სა და შეგ­რ­ძ­ნე­ბებს ქმნის. თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ უფ­რო არ გა­ვაქ­ტი­ურ­დე­ბით, მერ­წ­მუ­ნეთ, გვერ­დ­ზე დაგ­ვ­რ­ჩე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და ყვე­ლა­ნა­ი­რი საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია.

ჩვენ, ცალ-ცალ­კე, ყვე­ლა­ნი ვმუ­შა­ობთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ცენ­ტ­რ­ში ბევრ პროგ­რა­მას აქვს მო­ცუ­ლი ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა და მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტ­შიც, საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩარ­ჩოს ნა­წილ­ში, შე­ვი­და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა და ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ესგ-შიც ყო­ველ­თ­ვის ეკა­ვა თა­ვი­სი კუთ­ვ­ნი­ლი ად­გი­ლი, მაგ­რამ ახ­ლა უკ­ვე ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც და­ე­მა­ტა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ ნა­წილ­ში. სა­ერ­თო ჯამ­ში კი, ამ მხრივ, სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბი გვაქვს.“ — ამ­ბობს მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძე.

მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ნა­ტა­ლია ინ­გო­როყ­ვას, ნა­თია ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი­სა და ხა­ტია მან­ტ­კა­ვას გა­მოს­ვ­ლე­ბიც. უკ­ვე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მოთ­ქ­ვამს გუ­ლის­წყ­ვე­ტას, რომ ვერ მოხ­ვ­დ­ნენ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, თუმ­ცა, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში აცხა­დე­ბენ, რად­გან კვი­რე­უ­ლის ჩა­ტა­რე­ბა, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ოქ­ტომ­ბ­რის თვე­ში და­ი­გეგ­მა, მო­მა­ვალ წელს მათ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აუცი­ლებ­ლად მი­ე­ცე­მათ.

დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და ინ­ტე­რე­სი მოჰ­ყ­ვა მოს­წავ­ლე­ე­ბის სე­სი­ა­საც, რო­მე­ლიც და­გეგ­მილ­ზე უფ­რო დიდ­ხანს გაგ­რ­ძელ­და — ძა­ლი­ან ისი­ა­მოვ­ნეს და გა­ერ­თ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი; ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის საზ­რი­ა­ნო­ბით აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტიც.

მა­რი­ამ და­ხუნ­და­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რ­ძე­ლებს მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სხვა­დას­ხ­ვა სა­მიზ­ნე ჯგუ­ფის­თ­ვის, მათ შო­რის, მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის. მი­სი­ვე თქმით, და­გეგ­მი­ლია მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის შე­ფა­სე­ბა და სხვა­დას­ხ­ვა ჭრილ­ში კვლე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იმი­სათ­ვის, რომ სა­მიზ­ნე აუდი­ტო­რი­ას კვლე­ვა­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და რე­სურ­სე­ბი შეს­თა­ვა­ზონ.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები