23 ნოემბერი, შაბათი, 2024

არის თუ არა ბავ­შ­ვი სკო­ლის­თ­ვის მზად?

spot_img
გვანცა ჩვამანია

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა რე­გის­ტ­რა­ცი­ის ასაკ­მა კი­დევ ერ­თი თვით გა­და­ი­წია და მო­მა­ვალ სას­წავ­ლო წელს (2024-2025 წწ) სკო­ლა­ში შეს­ვ­ლას შეძ­ლე­ბენ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც 6 წე­ლი პირ­ველ დე­კემ­ბ­რამ­დე შე­უს­რულ­დე­ბათ. აქ­ვე და­ვა­ზუს­ტებთ, რომ ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა პირ­ველ დე­კემ­ბ­რამ­დე და­ბა­დე­ბულ 5 ათა­სამ­დე ბავშვს. თუმ­ცა, რო­გორც მი­ნის­ტ­რ­მა, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა გა­ნაცხა­და, ეს არ არის სკო­ლა­ში შეს­ვ­ლის ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რად­გან 2025-2026 სას­წავ­ლო წელს პირ­ველ კლას­ში შევ­ლენ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც 6 წე­ლი 31 დე­კემ­ბ­რამ­დე შე­უს­რულ­დე­ბათ. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა 9 ოქ­ტომ­ბერს გა­მა­რთულ ბრი­ფინ­გ­ზე ახ­ს­ნა, რომ ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა გა­მო­იწ­ვია იმ მშობ­ლე­ბის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბამ, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნევ­დ­ნენ, რომ მათ უნ­და ჰქო­ნო­დათ არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თუმ­ცა, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, „ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი და თუ მშო­ბე­ლი ან მე­ურ­ვე მი­იჩ­ნევს, რომ ამ ასაკ­ში ბავ­შ­ვი არ არის სას­კო­ლოდ მზად, ბა­ღებ­ში რჩე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და მშო­ბელს შე­უძ­ლია სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში და­ტო­ვოს ბავ­შ­ვი და მომ­დევ­ნო წელს მი­იყ­ვა­ნოს სკო­ლა­ში“.

სა­მი­ნის­ტ­რომ და­ა­კა­მა­ყო­ფი­ლა მშობ­ლე­ბის მოთხოვ­ნა, რომ „ერ­თი წე­ლი არ და­კარ­გონ მათ­მა შვი­ლებ­მა, სკო­ლა­შიც ად­რე­ულ ასაკ­ში შე­იყ­ვა­ნონ და შემ­დეგ სკო­ლაც დრო­უ­ლად და­ამ­თავ­რონ“. თუმ­ცა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რია ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიღ­მა – არის თუ რე­ა­ლუ­რად მზად სკო­ლა 5 წლის ასა­კის ბავ­შ­ვის მი­სა­ღე­ბად და რამ­დე­ნად პა­სუ­ხობს სას­კო­ლო გა­რე­მო ად­რე­ულ ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს, ან თუნ­დაც, აქვს თუ არა მშო­ბელს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი რა რის­კე­ბი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას მი­სი 5 წლის შვი­ლის სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნას­თან ერ­თად და რო­გორ უნ­და შე­ა­ფა­სოს – არის თუ არა ბავ­შ­ვი მზად სკო­ლა­ში მი­სას­ვ­ლე­ლად? თა­ვის­თა­ვად, ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მხო­ლოდ მშო­ბელ­ზე მინ­დო­ბა, არა­მარ­თე­ბუ­ლია, რად­გან, მშო­ბე­ლი ამ სა­კითხ­ში არ არის კომ­პე­ტენ­ტუ­რი, მთელ რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, მან შე­იძ­ლე­ბა არას­წო­რად შე­ა­ფა­სოს შვი­ლის სკო­ლის­თ­ვის მზა­ო­ბა. ყუ­რად­სა­ღე­ბია, რას ფიქ­რო­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და რას ურ­ჩე­ვენ მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც ჩქა­რო­ბენ შვი­ლის სკო­ლა­ში შეყ­ვა­ნას.

გთა­ვა­ზობთ ფსი­ქო­ლო­გის, ქცე­ვი­თი ანა­ლი­ტი­კო­სის, გვან­ცა ჩვა­მა­ნი­ას რჩე­ვებს, რო­მელ­მაც გა­და­ცე­მა­ში – „გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა მე­გი კავ­თუ­აშ­ვილ­თან ერ­თად“ ისა­უბ­რა – რო­გორ გან­საზღ­ვ­რონ სწო­რად მშობ­ლებ­მა არი­ან თუ არა მა­თი შვი­ლე­ბი სკო­ლის­თ­ვის მზად და რას მი­აქ­ცი­ონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას.

⇑⇓ აქვს თუა არა მშო­ბელს რე­სურ­სი, შე­ა­ფა­სოს მზა­დაა თუ არა მი­სი შვი­ლი სკო­ლის­თ­ვის?

პირ­ვე­ლი, რაც ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა, და­კარ­გულ წელ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გვეს­მო­დეს, რომ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი მი­თია, თით­ქოს, სწავ­ლა მხო­ლოდ სკო­ლის გა­რე­მო­ში ხდე­ბა. სწავ­ლა არ არის აუცი­ლებ­ლად აკა­დე­მი­ურ გა­რე­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი. ბავ­შ­ვი, და­ბა­დე­ბი­დან მე­სა­მე თვეს რომ იწყებს სწავ­ლას, მას მე­რე გა­რე­მოს­გან უამ­რავ რა­მეს სწავ­ლობს. ამი­ტომ, ის წე­ლი, ფი­ზი­კუ­რად, და­კარ­გუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა, თუ სწო­რად არის წარ­მარ­თუ­ლი ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რამ­დე­ნად არი­ან მზად მშობ­ლე­ბი, გან­საზღ­ვ­რონ შვი­ლის მზა­ო­ბა, აქაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გვეს­მო­დეს, რომ, ჯერ ერ­თი, სას­კო­ლო მზა­ო­ბა არ არის აუცი­ლებ­ლად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ლექ­სე­ბის ცოდ­ნას­თან ან თუნ­დაც ციფ­რებ­თან. „უკ­ვე იცის პირ­ვე­ლი კლა­სის მა­სა­ლა“ – თუ მარ­თ­ლა იცის, ეს შე­იძ­ლე­ბა ხე­ლის შემ­შ­ლელ ფაქ­ტო­რებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, იმა­ვე მო­ტი­ვა­ცი­ას­თან, რად­გან სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია თუ რამ­დე­ნად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვარ და თუ ვი­ცი რა­ღაც ე.ი. აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს, ეს კი­დევ ცალ­კე პრობ­ლე­მაა.

სას­კო­ლო მზა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­დან, რაც მშობ­ლებ­ში მხვდე­ბა ხოლ­მე, არის ის, რომ მათ მხო­ლოდ აკა­დე­მი­უ­რი მზა­ო­ბა ჰგო­ნი­ათ სას­კო­ლო მზა­ო­ბა. რე­ა­ლუ­რად, ასე არ არის. სას­კო­ლო მზა­ო­ბა, ასე­ვე არის ემო­ცი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მზა­ო­ბა, რო­ცა მე შე­მიძ­ლია გა­ზი­ა­რე­ბა, ნივ­თის თხო­ვე­ბა, პრობ­ლე­მის კონ­ფ­ლიქ­ტის გა­რე­შე მოგ­ვა­რე­ბა და ა.შ.  ამ ყვე­ლაფ­რის უნა­რე­ბი უნ­და ჰქონ­დეს ბავშვს. ამავ­დ­რო­უ­ლად, სას­კო­ლო მზა­ო­ბა გუ­ლის­ხ­მობს მო­ტო­რულ მზა­ო­ბა­საც და კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, თუ ბავშვს არ შე­უძ­ლია, მა­გა­ლი­თად, თას­მის შეკ­ვ­რა, ამა­ნაც კი შე­იძ­ლე­ბა შე­უ­შა­ლოს ხე­ლი სას­კო­ლო მზა­ო­ბა­ში, რად­გან  თვით­მოვ­ლის წე­სებ­საც გუ­ლის­ხ­მობს – ბავ­შ­ვი დიდ დროს ატა­რებს სკო­ლა­ში და მან უნ­და შეძ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლად თა­ვის მოვ­ლა.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ემო­ცი­უ­რი მზა­ო­ბა სკო­ლის­თ­ვის. მა­გა­ლი­თად, მაქვს ნე­ბის­ყო­ფა, რომ დაწყე­ბუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო, რაც გარ­კ­ვე­ულ ასაკ­ში ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია – ჩე­მი ტვი­ნის და ასა­კობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა არ მაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ნე­ბის­ყო­ფით ვი­ყო აღ­ჭურ­ვი­ლი. მათ შო­რის, ეს მზა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა 6 წლის ასაკ­შიც კი არ იყოს სრულ­ფა­სოვ­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. რა თქმა უნ­და, ამას ერთ დღე­ში ვერ გა­მო­ი­მუ­შა­ვებ, ძა­ლი­ან დი­დი შრო­მაა გა­სა­წე­ვი, რომ სა­თა­ნა­დო მზა­ო­ბა ჰქონ­დეს ბავშვს, რო­ცა სკო­ლა­ში წას­ვ­ლის დრო დად­გე­ბა. 3 წლი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა და­იწყოს ამა­ზე გა­რე­მომ – მშო­ბელ­მა, ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დე­ლებ­მა, პე­დი­ატ­რებ­მა იმის შე­მოწ­მე­ბა, რამ­დე­ნად შე­სა­ბა­მი­სად ვი­თარ­დე­ბა ბავ­შ­ვი იმი­სათ­ვის, რომ, რო­ცა დრო დად­გე­ბა, მზად იყოს აკა­დე­მი­უ­რი სწავ­ლის­თ­ვის.

ყვე­ლა­ზე ხში­რად რაც გაგ­ვი­გია და ალ­ბათ, ახალს არა­ფერს ვიტყ­ვი, რომ, რო­ცა ბავ­შ­ვი თა­ვი­სით გა­მო­ხა­ტავს ამა თუ იმ წრე­ზე სი­ა­რუ­ლის სურ­ვილს, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ უარს ამ­ბობს, აცხა­დებს, რომ აღარ უნ­და წრე­ზე სი­ა­რუ­ლი და წყვეტს ამ პრო­ცესს. მე­რე რა­ღაც ახალს სთა­ვა­ზო­ბენ და იმა­საც რამ­დე­ნი­მე თვე­ში ანე­ბებს თავს. რა­ტომ ხდე­ბა ასე? ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს, რო­მელ­საც თა­ვი­დან ენ­თუ­ზი­აზ­მით ვიწყებთ, გვსი­ა­მოვ­ნებს, გვი­ხა­რია, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, შემ­დეგ სირ­თუ­ლე მოყ­ვე­ბა, რად­გან ამ ყვე­ლა­ფერს თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა, ნე­ბის­ყო­ფა და მონ­დო­მე­ბა სჭირ­დე­ბა. მაგ­რამ თუ მე ეს არ გა­მო­მი­მუ­შავ­და და არ მაქვს მზა­ო­ბა, რომ დაწყე­ბუ­ლი საქ­მე, სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო და თუნ­დაც მარ­ცხის მი­უ­ხე­და­ვად გა­ვაგ­რ­ძე­ლო, სწავ­ლის პრო­ცე­სი არ შედ­გე­ბა, ანუ ვერ ვის­წავ­ლი ბო­ლომ­დე.

მშობ­ლებ­მა იცი­ან თუ არა ამის შე­სა­ხებ?  არ გა­მი­გია, მშობ­ლო­ბას ან ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბას სად­მე სწავ­ლობ­დე. თუ მშო­ბე­ლი არ არის კონ­კ­რე­ტუ­ლად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ამ სა­კითხით და არა აქვს იმის დრო, რომ და­მა­ტე­ბით გა­ეც­ნოს სა­თა­ნა­დო მა­სა­ლას, ლი­ტე­რა­ტუ­რას, მი­ვი­დეს სპე­ცი­ა­ლის­ტ­თან და რჩე­ვე­ბი მი­ი­ღოს, რა თქმა უნ­და, შე­იძ­ლე­ბა, ამის შე­სა­ხებ არ ექ­ნე­ბა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა შეც­დეს გარ­კ­ვე­უ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში.

⇑⇓ რას უნ­და მი­აქ­ცი­ოს ყუ­რადღე­ბა მშო­ბელ­მა, რომ არას­წო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ მი­ი­ღოს?

პირ­ველ რიგ­ში, ნამ­დ­ვი­ლად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრო­ცე­სია გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა, თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, გარ­კ­ვე­ულ ნორ­მებს მივ­ყ­ვე­ბით, მაგ­რამ ამ ნორ­მე­ბის ცოდ­ნა მშობ­ლის­თ­ვის ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბობს ბევ­რი კითხ­ვა­რი, აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც შე­უძ­ლია მან შე­ავ­სოს და და­ახ­ლო­ე­ბით მა­ინც შე­იქ­მ­ნას წარ­მოდ­გე­ნა იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად ახ­ლოს არის ბავ­შ­ვი ნორ­მას­თან, ან სად არის თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბით, თა­ნა­ტო­ლებ­თან შე­და­რე­ბით, ეს მა­ინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გან­სა­საზღ­ვ­რი პრო­ცე­სია. ამავ­დ­რო­უ­ლად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გვეს­მო­დეს, რომ პან­დე­მი­ის შემ­დ­გომ ძა­ლი­ან ბევ­რი კვლე­ვა გვე­უბ­ნე­ბა, რომ 6 წლის ბავ­შ­ვე­ბიც კი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად არ იყ­ვ­ნენ მზად, ემო­ცი­უ­რად, ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბით თუ ქცე­ვი­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით, სკო­ლა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის.

⇑⇓ რას უნ­და მი­აქ­ცი­ოს მშო­ბელ­მა ყუ­რადღე­ბა, ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის მხრივ:

პირ­ველ რიგ­ში, ის უნ­და და­აკ­ვირ­დეს, რამ­დე­ნად აქვს ბავშვს ინ­ტე­რე­სი სწავ­ლის მი­მართ, რად­გან მო­ტი­ვა­ცია სწავ­ლა­ში გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა. რამ­დენ თქვენ­განს აქვს იმის გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ სკო­ლა­ში გყავ­დათ მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც არ მოგ­წონ­დათ ან რო­მელ­მაც ვერ და­გა­ინ­ტე­რე­სათ და დღემ­დე არ იცით ეს სა­გა­ნი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კავ­შირ­შია მო­ტი­ვა­ცი­ას­თან, ანუ რამ­დე­ნად მომ­წონს და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ ამ პრო­ცე­სით; მე­ო­რე, რა­საც მშო­ბელ­მა უნ­და მი­აქ­ცი­ოს ყუ­რადღე­ბა, არის ის, ილ­ტ­ვის თუ არა ბავ­შ­ვი წიგ­ნი­ე­რე­ბის­კენ და რამ­დე­ნად შე­უძ­ლია მას წიგ­ნ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა, მშვი­დად ჯდო­მა. თუმ­ცა, მხო­ლოდ მშვი­დად ჯდო­მა და მოს­მე­ნის კულ­ტუ­რა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ბავ­შ­ვი სკო­ლის­თ­ვის მზად არის. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე, რამ­დე­ნად შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად რა­ი­მეს კე­თე­ბა, თუნ­დაც მცი­რე და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, სა­ვალ­დე­ბუ­ლო, რუ­ტი­ნუ­ლი და­ვა­ლე­ბის და არა იმის, რაც იმ წუ­თას მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოა – ნაკ­ლე­ბად რომ აინ­ტე­რე­სებს და მა­ინც ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოს, არ შეწყ­ვი­ტოს შუა გზა­ში ეს არის ყუ­რად­სა­ღე­ბი.

ასე­ვე, რა თქმა უნ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ენობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა, შე­უძ­ლია თუა რა თხრო­ბა, კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რეოა, ასე­ვე, შე­უძ­ლია თუ არა მას თა­ნა­ტო­ლებ­თან და­მო­უ­კი­დებ­ლად ურ­თი­ერ­თო­ბა. პირ­ვე­ლი, რაც უნ­და შე­ეძ­ლოს ბავშვს, იმ­პულ­სის შე­კა­ვე­ბაა. რას ნიშ­ნავს იმ­პულ­სის შე­კა­ვე­ბა? პა­ტა­რებს (1-2 წლის ბავშვს) ხში­რად ახა­სი­ა­თებთ – თუ გაბ­რაზ­და, მა­შინ­ვე ის­რო­ლოს რა­ი­მე ნივ­თი ან ვი­ღა­ცას და­არ­ტყას, რაც არ უნ­და იყოს უკ­ვე სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შ­ვე­ში, რო­მე­ლიც მი­დის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა მას­წავ­ლე­ბელ­თან და თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად უწევს საკ­მა­ოდ დი­დი დრო­ის გა­ტა­რე­ბა. თუ მსგავ­სი პრობ­ლე­მა აქვს, ვერ მარ­თავს სა­კუ­თარ მრის­ხა­ნე­ბას, ად­ვი­ლად ფეთ­ქ­დე­ბა ან, პი­რი­ქით, გულ­ჩ­ვი­ლი ხდე­ბა, ად­ვი­ლად სწყინს, მშფოთ­ვა­რეა, ეში­ნია – ეს ძა­ლი­ან სა­ყუ­რადღე­ბო ნიშ­ნე­ბია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, წა­ვაწყ­დე­ბით ხოლ­მე, რომ მას აღარ უნ­და სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი, რად­გან ვერ მო­ძებ­ნა კლა­სე­ლებ­თან სა­ერ­თო ენა ან რა­მე­ზე გაბ­რაზ­და. მე­ო­რეა, რო­ცა არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ასე პირ­და­პირ მი­სი ემო­ცია და, სკო­ლა­ში წასვ­ლის წინ, ნამ­დ­ვი­ლად სტკივ­დე­ბა მუ­ცე­ლი. ეს უკ­ვე სო­მა­ტუ­რი ნი­შა­ნია იმი­სა, რომ ბავ­შ­ვი იმ გა­რე­მო­ში დის­კომ­ფორტს გა­ნიც­დის, შფო­თავს, ანუ მზად არ არის იმ გა­რე­მოს­თ­ვის.

და­საწყის­ში ვახ­სე­ნე, რომ სწავ­ლა არ არის მხო­ლოდ აკა­დე­მი­უ­რი პრო­ცე­სი. ბავ­შ­ვი, პირ­ველ რიგ­ში, სწავ­ლობს ჯერ სა­კუ­თა­რი თა­ვის მოვ­ლას, პა­ტა­რა რა­ღა­ცე­ბით იწყებს, პირ­ველ კონ­ტ­როლს სა­კუ­თარ სხე­ულ­ზე ამ­ყა­რებს. მა­გა­ლი­თად, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოს ხე­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად, ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით შარ­დის ბუშ­ტ­ზე იწყებს კონ­ტ­როლს, მოთ­მე­ნის უნა­რი უვი­თარ­დე­ბა და ტუ­ა­ლეტ­ში სი­ა­რუ­ლის ჩვე­ვა უყა­ლიბ­დე­ბა. კი­დევ უფ­რო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ემო­ცი­ის კონ­ტ­როლს სწავ­ლობს – არ გა­მო­მი­ვი­და რა­ღაც აქ­ტი­ვო­ბა, მაგ­რამ კი არ მო­ვის­რო­ლე ან კი არ გავ­ბ­რაზ­დი, არა­მედ ისევ ვცა­დე და ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნე დაწყე­ბუ­ლი საქ­მე.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვე­ბია, რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა მშობ­ლებ­მაც და პე­და­გო­გებ­მაც გა­ა­მახ­ვი­ლონ ყუ­რადღე­ბა – რო­დე­საც ბავშვს რა­მე გა­მოს­დის, მი­უ­თი­თეთ არა იმა­ზე, რო­გო­რი ნი­ჭი­ე­რია, არა­მედ იმა­ზე, რო­გო­რი ძა­ლის­ხ­მე­ვა და­ხარ­ჯა და რამ­დე­ნი იშ­რო­მა. ეს სე­რი­ო­ზულ სხვა­ო­ბას გვაძ­ლევს იმი­ტომ, რომ ფრთი­ა­ნი ფრა­ზა, რო­მე­ლიც არ მიყ­ვარს – „ნი­ჭი­ე­რია, მაგ­რამ ზარ­მა­ცი“ – რე­ა­ლუ­რად, არა­ფერს კარგს არ გვაძ­ლევს სწავ­ლას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, იმი­ტომ, რომ რაც უნ­და ნი­ჭი­ე­რი იყოს ადა­მი­ა­ნი და ჰქონ­დეს გარ­კ­ვე­უ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი, თუ მას არ აქვს ნე­ბის­ყო­ფა, შრო­მის უნა­რი, რომ საქ­მე გა­ა­კე­თოს, დიდ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევს!

⇑⇓ რა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა აიღოს მშო­ბელ­მა, თუ 5 წლის შვი­ლი შე­იყ­ვა­ნა სკო­ლა­ში?

კი­დევ ერ­თხელ უდა გა­ვი­მე­ო­რო, რომ სას­კო­ლო მზა­ო­ბა მოკ­ლე პრო­ცე­სი არ არის, ერთ თვე­ში ბავ­შ­ვი ვერ იქ­ნე­ბა სკო­ლის­თ­ვის მზად, აკა­დე­მი­უ­რი გა­რე­მოს­თ­ვის ბავ­შ­ვის მომ­ზა­დე­ბა 3 წლი­დან იწყე­ბა. იმ მშობ­ლე­ბის სა­ყუ­რადღე­ბოდ, ვინც მო­მა­ვალ­ში გეგ­მავს 6 წლამ­დე ასა­კის შვი­ლის სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნას, უკ­ვე ძა­ლი­ან ყუ­რადღე­ბით უნ­და იყოს, ყუ­რადღე­ბა უდა მი­აქ­ცი­ოს ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბას, იქ­ნე­ბა ეს ემო­ცი­უ­რი, ქცე­ვი­თი, ენობ­რი­ვი თუ წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამის გარ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თუ მშო­ბე­ლი გა­დაწყ­ვეტს და შვილს სკო­ლა­ში 5 წლის ასაკ­ში მი­იყ­ვანს (ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­შიც), აქ­ტი­უ­რად უნ­და ჩა­ერ­თოს მის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში – იცო­დეს რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. უნ­და ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, მას­წავ­ლე­ბელ­თან გაც­ვა­ლოს აზ­რი, თვი­თონ და­აკ­ვირ­დეს მე­ცა­დი­ნე­ო­ბის პრო­ცესს, თუნ­დაც სახ­ლ­ში. და რაც მთა­ვა­რია, კი­დევ ერ­თხელ ხაზ­გას­მით გა­ვი­მე­ო­რებ, და­აკ­ვირ­დეს ბავ­შ­ვის ქცე­ვას. სკო­ლა­ში მის­ვ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში იწყე­ბა ზუს­ტად ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, რა­ზეც უკ­ვე ვი­სა­უბ­რე. შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მი­ზეზ­თა გა­მო, პირ­ველ­კ­ლა­სელ­მა თა­ვი ვერ და­იმ­კ­ვიდ­როს სას­კო­ლო გა­რე­მო­ში, რის გა­მოც, შემ­დეგ უამ­რა­ვი ბავ­შ­ვის მშო­ბე­ლი მო­დის ჩვენ­თან ჩი­ვი­ლით: რომ მის შვილს უჭირს სა­გა­კევ­თ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა. და ეს ხდე­ბა, სკო­ლა­ში მის­ვ­ლი­დან არა პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში ან თვე­ებ­ში, არა­მედ ბევ­რად უფ­რო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პირ­ვე­ლი კლა­სის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რ­ში ან მე­ო­რე კლას­შიც კი, რო­ცა უკ­ვე გა­და­ი­ა­რა პირ­ველ­მა ენ­თუ­ზი­აზ­მ­მა, სა­ინ­ტე­რე­სო რაც იყო მის­თ­ვის ამო­წუ­რა, მას­წავ­ლე­ბელ­მაც და კლა­სე­ლებ­მაც უკეთ გა­იც­ნეს და მე­ტი პრობ­ლე­მა და­უგ­როვ­და. მა­გა­ლი­თად, გაკ­ვე­თილს ვერ ის­მენს, ვერ არის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი, რაც ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ხდე­ბა სხვის­თ­ვი­საც, ან ად­ვი­ლად ღი­ზი­ან­დე­ბა, თვით­შე­ფა­სე­ბის პრობ­ლე­მე­ბი იჩენს თავს, შფო­თავს, თვალ­ც­რემ­ლი­ა­ნია, უჭირს ხმის ამო­ღე­ბა. ხში­რად იმა­საც ამ­ბობს მშო­ბე­ლი, რომ ბავ­შ­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი მი­დის სკო­ლა­ში, იცის გაკ­ვე­თი­ლი, მაგ­რამ უარს აცხა­დებს ხმის ამო­ღე­ბა­ზე, ღე­ლავს, რამ­დე­ნად სწო­რი იქ­ნე­ბა მი­სი პა­სუ­ხი, თავს იკა­ვებს, რომ არ მო­ე­წო­ნოს მას­წავ­ლე­ბელს ან თა­ნაკ­ლა­სელს.

⇓⇓  რა არის თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მშობ­ლო­ბა­ში

რო­დე­საც ამ კითხ­ვას ვსვამთ, ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხია: ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, შვილ­თან რე­გუ­ლა­რუ­ლად ატა­რებ­დე ნა­ყო­ფი­ერ დროს, რაც ნიშ­ნავს, რომ ეკ­რა­ნი გა­და­დე­ბუ­ლია და მე და შვი­ლი ერ­თად ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი რა­ი­მე სა­სი­ა­მოვ­ნო აქ­ტი­ვო­ბა­ში. აქაც, სა­სურ­ვე­ლია, ბავ­შ­ვ­მა აირ­ჩი­ოს რა ვა­კე­თოთ, იქ­ნე­ბა ეს გა­ფე­რა­დე­ბა, სა­მა­გი­დო თა­მა­ში თუ სხვა. ვა­კე­თოთ მხო­ლოდ ის, რაც მას მოს­წონს და სი­ა­მოვ­ნებს. ამ პრო­ცეს­ში, ერ­თი მხრივ, მშო­ბე­ლი უკეთ ეც­ნო­ბა შვილს და ხვდე­ბა, აქვს თუ არა მას და­მახ­სოვ­რე­ბის პრობ­ლე­მა, ან ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბის, ან ემო­ცი­უ­რად რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, გა­აჩ­ნია თუ არა მოთ­მე­ნის უნა­რი, რო­გორ ეგუ­ე­ბა მარცხს. მე­ო­რე მხრივ, მშო­ბე­ლი თვი­თონ ქმნის ბავ­შ­ვ­თან სწორ ემო­ცი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბას, რაც მე­დე­გო­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა, რომ ბავ­შ­ვი იყოს მე­დე­გი, ანუ ნაკ­ლე­ბად მოწყ­ვ­ლა­დი სხვა­დას­ხ­ვა გა­მოწ­ვე­ვის მი­მართ. ამი­ტომ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მშო­ბე­ლი ნა­ყო­ფი­ერად ატა­რებ­დეს დროს შვილ­თან, თუნ­დაც, ეს იყოს 20 წუ­თი, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები