26 აპრილი, პარასკევი, 2024

სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME) აღი­ა­რე­ბა

spot_img

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნული ცენ­ტ­რი პირ­ვე­ლი სა­ა­გენ­ტოა ევ­რო­პა­ში, რო­მელ­მაც სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME) აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა.
2017 წელს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა და­იწყო სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ას­თან (WFME) მო­ლა­პა­რა­კე­ბა, აღი­ა­რე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით. 2018 წელს ცენ­ტ­რ­მა გა­ი­ა­რა WFME-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა, რომ­ლებ­მაც და­ა­დას­ტუ­რეს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო პროგ­რა­მე­ბის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის ერ­თობ­ლივ მოთხოვ­ნებ­თან.
ცენ­ტ­რის მი­ერ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის­გან აღი­ა­რე­ბის მო­პო­ვე­ბა პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნის პროგ­რა­მე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბას შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მათ, და­საქ­მ­დ­ნენ და სწავ­ლა გა­აგ­რ­ძე­ლონ ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში.
გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ ფე­დე­რა­ცი­ის­გან მო­პო­ვე­ბუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ცენ­ტ­რის მი­ერ რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ასე­ვე მის საზღ­ვ­რებს გა­რეთ მოქ­მე­დი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია მთელ მსოფ­ლი­ო­ში იქ­ნე­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები