26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩვენს ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა – პი­ტერ ვიბ­ლე­რი

spot_img

აშშ-სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ამე­რი­კუ­ლი მხა­რე 7 000 000 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას იწყებს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­ში წიგ­ნი­ე­რე­ბის, მა­თე­მა­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის, პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტი­სა და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ასე­ვე, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო დო­ნე­ზე ისე­თი პროგ­რა­მე­ბის ხელ­შეწყო­ბას, რო­მე­ლიც შემ­დ­გომ­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნას. მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხ­მ­დ­ნენ, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს ტექ­ნი­კურ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს მთავ­რო­ბის მი­ერ პრი­ო­რი­ტე­ტად გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პ­ლექ­სუ­რი რე­ფორ­მე­ბის პრო­ცეს­ში, რა­თა უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნეს მდგრა­დი, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი და მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე. ერ­თობ­ლი­ვი ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი პროგ­რა­მა, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ასა­მაღ­ლებ­ლად, მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბას და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს.

USAID-ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­სი­ის დი­რექ­ტო­რი პი­ტერ ვიბ­ლე­რი პროგ­რა­მის მთა­ვარ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე სა­უბ­რი­სას, აღ­ნიშ­ნავს, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მო­ვიდ­ნენ ახა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ყუ­რადღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლე­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და არა ძველ სტილ­ზე, რო­მე­ლიც გაკ­ვე­თი­ლის წა­კითხ­ვას, წე­რი­სა და და­ზე­პი­რე­ბის და­ვა­ლე­ბებს მო­ი­ცავ­და. „ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, 8 უნი­ვერ­სი­ტეტ­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით, გარ­დავ­ქ­მ­ნით მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის მე­თოდს, ხელს შე­ვუწყობთ მთავ­რო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტი­ზა­ცი­ას, შე­იქ­მ­ნას წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­ზი­დავს ახალ­გაზ­რ­დებს, გახ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი. წარ­სულ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბი იყო, რის გა­მოც მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რის არ­ჩე­ვა, კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ეკო­ნო­მი­კის პი­რო­ბებ­ში, სა­სურ­ვე­ლი არ იყო. ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ რე­ფორ­მებს, რი­თაც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას მიმ­ზიდ­ველს გავ­ხ­დით, ასე­ვე, და­ვეხ­მა­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, გა­მო­ავ­ლი­ნოს პრობ­ლე­მე­ბი და ხე­ლი შე­უწყოს გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის რე­ფორ­მებს, მთე­ლი სის­ტე­მის მას­შ­ტა­ბით, რაც, სა­ერ­თო ჯამ­ში, აამაღ­ლებს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს სა­ბა­ზო დო­ნე­ზე. სწო­რედ ამი­ტომ არის ჩვე­ნი პროგ­რა­მის სა­ხელ­წო­დე­ბა „USAID — სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა“, ჩვე­ნი პროგ­რა­მა დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პე­და­გო­გებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას. ჩვენს ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არა მხო­ლოდ USAID, არა­მედ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბიც აღი­ა­რებს. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ უამ­რავ­მა ქარ­თ­ველ­მა იცის ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის 5-წლი­ა­ნი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან და­ას­რუ­ლა და რო­მე­ლიც ხელს უწყობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო წინ­ს­ვ­ლას სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში. აშშ აც­ნო­ბი­ე­რებს და აღი­ა­რებს ამ რე­ფორ­მე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას.“

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის პრი­ო­რი­ტე­ტად სა­ხელ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ერთ-ერთ მთა­ვარ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზებ­ზე სა­უბ­რი­სას, პი­ტერ ვიბ­ლე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ფუნ­და­მენ­ტურ გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს ძვე­ლი სის­ტე­მი­დან მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვ­ლა.

მას­შ­ტა­ბურ პროგ­რა­მას, რა თქმა უნ­და, შე­სა­ბა­მი­სი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სიც სჭირ­დე­ბა. „რე­სურ­სი საკ­მა­რი­სი არა­სო­დე­საა, არც ამე­რი­კა­ში გვაქვს საკ­მა­რი­სი. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, რაც აქ ვცხოვ­რობ და ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლი ამ ქვეყ­ნის უდი­დე­სი აქ­ტი­ვია. ვგუ­ლის­ხ­მობ, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით და არა მხო­ლოდ თბი­ლის­ში. ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლი არ­სე­ბობს და სა­ჭი­რო­ებს გაღ­ვი­ვე­ბას, ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბას ისე, რომ შე­იქ­მ­ნას კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე სტუ­დენ­ტე­ბის მა­სა, რო­მელ­თაც ექ­ნე­ბათ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რი­სა და მა­თე­მა­ტი­კუ­რი უნა­რე­ბი, შე­ეძ­ლე­ბათ სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე კითხ­ვა და სა­უ­ბა­რი, რაც შემ­დ­გომ­ში ისეთ პრო­ფე­სი­ებ­ში აისა­ხე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა ტექ­ნო­ლო­გია, მა­თე­მა­ტი­კა, ზოგ­დად მეც­ნი­ე­რე­ბა.“ — აცხა­დებს პი­ტერ ვიბ­ლე­რი.

პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა­საც გუ­ლის­ხ­მობს. USAID-ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­სი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ამ­ბობს, რომ ახა­ლი პროგ­რა­მა არა მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, არა­მედ არა­ერთ სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად შე­იქ­მ­ნა. „ფარ­თო მას­შ­ტა­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ვი­ა­რეთ, რა­თა დაგ­ვედ­გი­ნა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და სა­მიზ­ნედ ის სფე­რო­ე­ბი აგ­ვე­ღო, რო­მელ­ზეც ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შეგ­ვიძ­ლია. ჩვენ აქ­ტი­უ­რად ჩავ­რ­თეთ სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა შეს­ყიდ­ვი­სა და იმ პარ­ტ­ნი­ო­რის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ამ პროგ­რა­მას USAID-სთვის. ერ­თობ­ლი­ვად ვი­მუ­შა­ვეთ პროგ­რა­მის შექ­მ­ნა­ზე, ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბი არა მხო­ლოდ აშშ-ს, არა­მედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბევ­რი სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რის ძა­ლის­ხ­მე­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მსოფ­ლიო ბან­კ­მა, წარ­სულ­ში, დი­დი ოდე­ნო­ბის ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­დო და კი­დევ გეგ­მავს ახალ, მსხვილ ინ­ვეს­ტი­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბა­ში, რა­თა ხე­ლი შე­უწყოს მთავ­რო­ბის რე­ფორ­მებს. ვი­ცი, რომ გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უჭერს მხარს პრო­ფე­სი­ულ-ტექ­ნი­კურ გა­ნათ­ლე­ბას და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფორ­მებს.

ვფიქ­რობ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ქარ­თ­ველ­მა ხალ­ხ­მა იცო­დეს, რა მას­შ­ტა­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა აქვს ქვე­ყა­ნას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ღერ­ძია. მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი და შე­უძ­ლი­ათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა. სკო­ლებ­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შე­უძ­ლი­ათ ისე­თი ახალ­გაზ­რ­დე­ბის გა­მოშ­ვე­ბა, რო­მელ­თა უნა­რე­ბიც სა­ჭი­როა სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე ეკო­ნო­მი­კის­თ­ვის. ეს ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის­თ­ვის.“

იმ მას­შ­ტა­ბის ცვლი­ლე­ბებს, რა­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს, რა თქმა უნ­და, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა. პი­ტერ ვიბ­ლე­რის აზ­რით, სა­უ­ბა­რია თა­ო­ბის ცვლი­ლე­ბა­ზე. ამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფორ­მას, ასე­ვე, შე­უძ­ლია მო­იც­ვას ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი და შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, რა­თა მე­ტად იყოს მათ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

„ჩვე­ნი პროგ­რა­მა ფორ­მა­ლუ­რად უკ­ვე და­იწყო. პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თად, გახ­ს­ნის დიდ ცე­რე­მო­ნი­ას ვგეგ­მავთ მარ­ტ­ში ან აპ­რილ­ში. შემ­დეგ კი, და­იწყე­ბა სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა და პრო­ექ­ტის შე­დე­გებს მომ­დევ­ნო 6 თვე­სა და ერთ წე­ლი­წად­ში და­ვაკ­ვირ­დე­ბით. ამ ეტაპ­ზე, 4-წლი­ან ძა­ლის­ხ­მე­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი, შემ­დეგ, რო­გორც USAID-ის სხვა პროგ­რა­მე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­დავ­ხე­დავთ რო­გორ მუ­შა­ობს პროგ­რა­მა და, ამე­რი­კის მხრი­დან სა­თა­ნა­დო რე­სურ­სე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­მო­მავ­ლო ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ზე ვი­ფიქ­რებთ.“ – ამ­ბობს USAID-ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­სი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი.

 

მო­ამ­ზა­და ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები