რე­ა­ლო­ბას აც­დე­ნი­ლი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სი მო­ზარ­დე­ბის მი­ერ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ფუ­ჭი მცდე­ლო­ბა

355

6 ოქ­ტომ­ბერს, შვი­დი, თერ­თ­მე­ტი და ჩვიდ­მე­ტი წლის მო­ზარ­დებ­მა, სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მოთხოვ­ნით, და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­მარ­თეს სა­სა­მარ­თ­ლოს. სარ­ჩე­ლი ერთ-ერ­თი სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბის მხრი­დან ბავ­შ­ვე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვას ეხე­ბო­და, თუმ­ცა, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლომ სარ­ჩე­ლი და­ა­ხარ­ვე­ზა და იმ მი­ზე­ზით არ მი­ი­ღო, რომ მა­თი სა­სარ­ჩე­ლო მოთხოვ­ნა ბუნ­დო­ვა­ნია და იქ­ვე მი­უ­თი­თა მო­სარ­ჩე­ლე მო­ზარ­დებს, რომ სა­ჭი­როა მი­მარ­თონ სა­სა­მარ­თ­ლოს სხვა კო­ლე­გი­ას.

ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სი, მუხ­ლი 13  — „ბავშვს აქვს უფ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თ­ლოს ან/და შე­სა­ბა­მის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ორ­გა­ნოს და ისარ­გებ­ლოს მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის ისე­თი სის­ტე­მით, რო­მე­ლიც არის ბავ­შ­ვის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, მი­სი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი, ბავ­შ­ვის­თ­ვის ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლი, სწრა­ფი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი, თან­მიმ­დევ­რუ­ლი, მის უფ­ლე­ბებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებს მორ­გე­ბუ­ლი, ბავ­შ­ვის ღირ­სე­ბი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მომ­ხატ­ვე­ლი“.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის“ მი­იჩ­ნევს, რომ სა­სა­მარ­თ­ლოს მხრი­დან მსგავ­სი პრაქ­ტი­კის და­ნერ­გ­ვა შე­ი­ცავს საფ­რ­თხე­ებს: ბავ­შ­ვებს შე­ეზღუ­დოთ სა­სა­მარ­თ­ლო­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა და და­ე­კარ­გოთ სა­სა­მარ­თ­ლოს მი­მართ ნდო­ბა.

რო­გორც ვხე­დავთ, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის კო­დექ­სით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბა ფუ­ჭი აღ­მოჩ­ნ­და. რას­თან გვაქვს საქ­მე და რა დაბ­რ­კო­ლე­ბებს ხე­და­ვენ უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლე­ბი ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში ან რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს სა­სა­მარ­თ­ლო ასეთ დროს — ამ სა­კითხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლი, „პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ანა აბა­ში­ძე.

– ანა, კონ­კ­რე­ტუ­ლი ქე­ი­სის მი­ხედ­ვით, რას­თან გვაქვს საქ­მე, უფ­რო ვრცლად რომ გან­გ­ვი­მარ­ტოთ და რას ამ­ბობს კა­ნო­ნი?

– რო­ცა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის და, კონ­კ­რე­ტუ­ლად, სა­სა­მარ­თ­ლოს მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ზე  ვსა­უბ­რობთ ბავ­შ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ის ფაქ­ტი, რომ  სა­ხელ­მ­წი­ფოს, დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სარ­ჩე­ლის ფორ­მა, რომ­ლის მი­ზა­ნია, ბავ­შ­ვ­მა, ყო­ველ­გ­ვა­რი ბა­რი­ე­რის გა­რე­შე, და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლოს სა­სა­მარ­თ­ლოს­თან კონ­ტაქ­ტი/მი­მარ­თ­ვა. სა­სა­მარ­თ­ლოს მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ზე გა­რან­ტი­ას ახ­ლა­ხან მი­ღე­ბუ­ლი „ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სიც“ იძ­ლე­ვა. მე­ტიც, კო­დექ­სი ამ­კ­ვიდ­რებს სი­ახ­ლეს, რომ ბავშვს, ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში (ასა­კის კონ­კ­რე­ტუ­ლი ლი­მი­ტი აღარ არ­სე­ბობს), შე­უძ­ლია, და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თ­ლოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, ჰყავ­დეს ად­ვო­კა­ტი და ა.შ. სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზა ბავშვს აძ­ლევს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, და სა­სა­მარ­თ­ლო, თით­ქოს, იმის გა­რან­ტა­დაც დგას, რომ იქ­ნე­ბა ბავ­შ­ვ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა, რე­ა­ლო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვაგ­ვა­რია.

ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, დარ­ღ­ვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის აღ­სად­გე­ნად, კო­დექ­სით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გორც შეძ­ლეს, და­წე­რეს სარ­ჩე­ლი დარ­ღ­ვე­უ­ლი უფ­ლე­ბის შე­სა­ხებ და მი­მარ­თეს სა­სა­მარ­თ­ლოს. სა­სა­მარ­თ­ლოს პა­სუ­ხი კი, სამ­წუ­ხა­როდ, სრუ­ლი­ად ალო­გი­კუ­რი აღ­მოჩ­ნ­და. სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის იყო ზუს­ტად ისე­თი, რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ად­რე, კო­დექ­სამ­დე. სა­სა­მარ­თ­ლო ბავშვს მი­უდ­გა, რო­გორც სრულ­წ­ლო­ვანს და სარ­ჩე­ლი არ მი­ი­ღო იმ მო­ტი­ვით, რომ ზუს­ტად ისე არ იყო შედ­გე­ნი­ლი რო­გორც ამას, ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­სარ­ჩე­ლო ფორ­მა მო­ითხოვს ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. მე­ტიც, მი­თი­თე­ბა სა­სა­მარ­თ­ლომ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი ტერ­მი­ნე­ბით და­წე­რა, რის გა­მოც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათ ჩვენ მოგ­ვ­მარ­თეს. სა­სა­მარ­თ­ლოს­გან უარით გა­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბი დაგ­ვი­კავ­შირ­დ­ნენ და გვთხო­ვეს, გაგ­ვერ­კ­ვია, რას ნიშ­ნავ­და ესა თუ ის ტერ­მი­ნი — „აი, ეს სიტყ­ვა ვერ გა­ვი­გეთ, ეს სიტყ­ვა რას ნიშ­ნავს“ და ა.შ. მათ შო­რის იყო ჩა­წე­რი­ლი მა­გა­ლი­თად, „მი­მარ­თეთ სხვა კო­ლე­გი­ას კონ­კ­რე­ტულ სა­სა­მარ­თ­ლო­ში“… დაბ­ნე­უ­ლი ბავ­შ­ვე­ბი გვთხოვ­დ­ნენ გან­მარ­ტე­ბას. „სა­მარ­თ­ლის ენა­ზე“ სა­უბ­რის გარ­და, ყვე­ლა­ზე აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ის იყო, რომ ბო­ლოს სა­სა­მარ­თ­ლომ ბავ­შ­ვებს და­უ­წე­რა – თუ კონ­კ­რე­ტულ პე­რი­ოდ­ში (რამ­დე­ნი­მე დღე­ში) არ გა­ას­წო­რებთ ამ ხარ­ვე­ზებს, თქვე­ნი სარ­ჩე­ლი სა­ერ­თოდ აღარ გა­ნი­ხი­ლე­ბაო (და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ში­ნა­არ­სია). რე­ა­ლუ­რად, სა­სა­მარ­თ­ლო და­ე­მუქ­რა კი­დეც ბავ­შ­ვებს, რომ თუ არ გა­მო­ას­წო­რებთ, სა­ერ­თოდ აღარ გან­ვი­ხი­ლავ­თო. მოკ­ლედ, მო­სარ­ჩე­ლე ბავ­შ­ვე­ბი,  უბ­რა­ლოდ, დაბ­ნე­უ­ლე­ბი და გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, რად­გან კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი  უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვერ შეძ­ლეს – „გა­ვი­გეთ, რომ შეგ­ვეძ­ლო მიგ­ვე­მარ­თა სა­სა­მარ­თ­ლოს­თ­ვის ჩვე­ნი უფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად, მაგ­რამ უარით გა­მოგ­ვის­ტუმ­რეს.  რო­გორც შეგ­ვეძ­ლო, ავუხ­სე­ნით სა­სა­მარ­თ­ლოს რა გვჭირ­დე­ბო­და, მათ­გან კი სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღეთ“. სა­სა­მარ­თ­ლომ  შაბ­ლო­ნუ­რი სა­კან­ცე­ლა­რიო ენით და­წე­რი­ლი პა­სუ­ხი გას­ცა, რო­მელ­საც, ცხა­დია, ბავ­შ­ვი ვერ გა­ი­გებ­და. აი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ნიშ­ნავს, რომ სა­სა­მარ­თ­ლო სის­ტე­მა ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი არ არის და, რა თქმა უნ­და, მხო­ლოდ ილუ­ზიაა ამის ძა­ხი­ლი, პრაქ­ტი­კამ სულ სხვა შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა.

სა­სა­მარ­თ­ლომ მო­სარ­ჩე­ლე ბავ­შ­ვე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და, იურის­ტის­თ­ვის მი­ე­მარ­თათ. აქ კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი იკ­ვე­თე­ბა – სა­სა­მარ­თ­ლომ ბავ­შ­ვებს წე­რილ­ში­ვე გა­ნუ­მარ­ტა, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს იური­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი, იქ­ვე მი­უ­წე­რა ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, მი­სა­მარ­თი, სა­დაც კონ­სულ­ტა­ცი­ის­თ­ვის უნ­და და­ე­რე­კათ. მოკ­ლედ, ასე ამც­ნო სა­სა­მარ­თ­ლომ ბავ­შ­ვებს, მისი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ვის­თან უნ­და გა­ევ­ლოთ კონ­სულ­ტა­ცია, რომ გა­ერ­კ­ვი­ათ, რას ითხოვ­და სა­სა­მარ­თ­ლო. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია – ბავშვს უბ­რა­ლოდ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მი­უ­თი­თო და მშვი­დად იყო, ბო­ლომ­დე არ დარ­წ­მუნ­დე, რომ ის აუცი­ლებ­ლად იპო­ვის ად­რე­სატს, რო­მელ­საც სარ­ჩე­ლის შეს­წო­რე­ბას სთხოვს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, სრუ­ლი­ად აც­დე­ნი­ლია რე­ა­ლო­ბა ბავ­შ­ვ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბას.

– ბავ­შ­ვის რო­მე­ლი უფ­ლე­ბა და­ირ­ღ­ვა კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში და რა მოთხოვ­ნა გაქვთ   უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლებს?

– ბავ­შ­ვი ერთ-ერთ სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბას ედა­ვე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან დარ­ღ­ვე­ვა­ზე. უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლე­ბი კი ვითხოვთ იმას, რომ სის­ტე­მუ­რად შე­იც­ვა­ლოს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც არას­რულ­წ­ლო­ვანს ისე კი არ მი­უდ­გე­ბა, რო­გორც სრულ­წ­ლო­ვანს, არა­მედ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ ის ბავ­შ­ვია და რომ მას გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, მარ­ტი­ვი და გა­სა­გე­ბი ენით უნ­და ესა­უბ­როს. მე­ტიც, თა­ვად უნ­და ეცა­დოს მის დახ­მა­რე­ბას და, რაც მთა­ვა­რია, შე­ას­რუ­ლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი. ეს აუცი­ლე­ბე­ლია, რომ მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა კი­დევ არ გან­მე­ორ­დეს, რომ ისევ ფა­რა­ტი­ნა ქა­ღალ­დ­ზე და­წე­რი­ლი მი­თი­თე­ბე­ბით არ გა­მო­აბ­რუ­ნოს სა­სა­მარ­თ­ლომ მო­ზარ­დი.  ნორ­მა­ლურ ქვეყ­ნებ­ში ბავშვს ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რებს კი არ აძ­ლე­ვენ, წა­დი და ვი­ღა­ცას სთხო­ვე დახ­მა­რე­ბაო, არა­მედ თვი­თონ ამ სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს იბა­რე­ბენ და ახ­ვედ­რე­ბენ ბავშვს, ავა­ლე­ბენ, რომ და­ეხ­მა­რონ. არც მხო­ლოდ ამით უნ­და  შე­მო­ი­ფარ­გ­ლოს სა­სა­მარ­თ­ლო, ბო­ლომ­დე უნ­და დარ­წ­მუნ­დეს, რომ ბავ­შ­ვ­მა მარ­თ­ლა მი­ი­ღო დახ­მა­რე­ბა.

მარ­ტი­ვი კითხ­ვა მაქვს – წარ­მო­იდ­გი­ნეთ თქვე­ნი თა­ვი, რო­გორ და­ეხ­მა­რე­ბო­დით ბავშვს, რო­მელ­საც  სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა აქვს, მაგ­რამ რა­ღაც ტექ­ნი­კუ­რი წე­სე­ბი ვერ და­იც­ვა  ისე, რო­გორც სრულ­წ­ლო­ვან­მა?

– რო­გორ არის ასა­ხუ­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­ს­ში, რო­მელ­ზეც ვამ­ბობთ, რომ აქ ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვ­ლი­ლია ბავ­შ­ვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­ზე?

– და­ვიწყოთ იმით, რომ ჩვენ არ ვამ­ბობთ, რომ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დე­ქი  სას­წა­უ­ლია და რომ  წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ გა­ა­კე­თა კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში. ამას ამ­ბობს სა­ხელ­მ­წი­ფო, რად­გან მას აწყობს, ასე წარ­მო­ა­ჩი­ნოს კო­დექ­სი. ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სი, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, 20 წლის წინ ჩვე­ნი მხრი­დან ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ქარ­თულ ენა­ზე და­წე­რაა. 20 წლის წინ თქვა სა­ხელ­მ­წი­ფომ, რომ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ას უერ­თ­დე­ბა და ამით აღი­ა­რებს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბებ­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. ზუს­ტად იგი­ვე წე­რია ახ­ლა, 2020 წელს მი­ღე­ბულ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­ს­ში. ამი­ტომ შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ახა­ლი და გრან­დი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა,  ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც სა­ხელ­მ­წი­ფომ კო­დექ­სით იტ­ვირ­თა, 20 წლის წი­ნაც ჰქონ­და ნა­კის­რი. მაგ­რამ კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, სა­ხელ­მ­წი­ფოს აწყობს, რომ მოვ­ლე­ნად გა­ა­სა­ღოს კო­დექ­სის შექ­მ­ნა და ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბებ­ში აქე­დან და­იწყოს წელ­თაღ­რიცხ­ვა.

იმის­თ­ვის, რომ ადა­მი­ან­მა უფ­ლე­ბე­ბით ისარ­გებ­ლოს, თა­ვის­თა­ვად, ჯერ კა­ნო­ნე­ბი იწე­რე­ბა, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად მოყ­ვე­ბა უფ­რო დე­ტა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი, გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი, რა­თა ყვე­ლამ ერ­თ­ნა­ი­ა­რად შეძ­ლოს მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა. ცხა­დია, ვერ ჩა­ი­წე­რე­ბა კო­დექ­სებ­ში და კა­ნო­ნებ­ში ისე­თი დე­ტა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლე­ბე­ლია თა­ვად სა­სა­მარ­თ­ლომ  შე­ი­მუ­შა­ოს, მა­გა­ლი­თად, რო­გორ მოქ­მე­დებს, სა­სა­მარ­თ­ლო, რო­ცა ბავ­შ­ვის სარ­ჩე­ლი შე­დის. ამას კა­ნო­ნი ვერ გან­მარ­ტავს – კა­ნონ­მა თქვა უფ­ლებ­რი­ვი სტან­დარ­ტით, რომ ბავშვს აქვს უფ­ლე­ბა, მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თ­ლოს და მას ამა­ზე უარს ვე­რა­ვინ ეტყ­ვის, მაგ­რამ რო­გორ უნ­და შე­უწყო ხე­ლი ბავშვს, რომ ამ უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის დროს პრობ­ლე­მა არ შეხ­ვ­დეს, ეს უკ­ვე აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, კა­ნო­ნის შემ­ფარ­დებ­ლის – მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის შტოს პრობ­ლე­მაა. მან უნ­და გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თ­ვის, რომ არას­რულ­წ­ლო­ვანს  არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შეხ­ვ­დეს ამ უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას.  ეს არის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა. რო­ცა კა­ნონს წერ­დ­ნენ, მათ შო­რის ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის კო­დექსს, კა­ნონ­მ­დებ­ლებს იმ­გ­ვა­რად უნ­და შე­ე­ხე­დათ ყვე­ლა უფ­ლე­ბის­თ­ვის, თი­თო­ე­უ­ლი მუხ­ლის­თ­ვის, რომ, პირ­ველ რიგ­ში, მათ­თ­ვის გამ­ხ­და­რი­ყო  მკა­ფიო – რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს ბავ­შ­ვი კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბულ უფ­ლე­ბას. თუ მსგავ­სი მიდ­გო­მით იმუ­შა­ვებ­და პარ­ლა­მენ­ტი, იმა­საც მიხ­ვ­დე­ბო­და, რომ, მა­გა­ლი­თად, გარ­და­მა­ვალ დე­ბუ­ლე­ბებ­ში და­ე­ვა­ლე­ბი­ნა კონ­კ­რე­ტუ­ლი უწყე­ბე­ბის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბი­სა და ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რა­თა უპ­რობ­ლე­მოდ ყო­ფი­ლი­ყო შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა.  ეს იმი­ტომ არ მოხ­და, რომ ქალ­ბა­ტო­ნი სო­ფიო კი­ლა­ძის სუ­ბი­ექ­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე კვა­ლი­ფი­ცი­ურ ადა­მი­ა­ნებს არ მი­ე­ცათ კო­დექ­სის შედ­გე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, არც ცალ­კე აღე­ბუ­ლი იუნი­სე­ფის, არც ცალ­კე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რის ან თუნ­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის მცდე­ლო­ბაა ამის­თ­ვის საკ­მა­რი­სი. აქ მთა­ვა­რია ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა და ყვე­ლა დე­ტა­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რა­საც პრაქ­ტი­კა­ში შე­იძ­ლე­ბა წა­ვაწყ­დეთ. ეს რომ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სწო­რედ ამი­ტომ ვი­ღებთ ასეთ ხარ­ვე­ზულ პრაქ­ტი­კას, რომ­ლის გას­წო­რე­ბა­ზე შემ­დეგ ორ­მაგ დროს ვხარ­ჯავთ.

რე­ა­ლუ­რად, კონ­კ­რე­ტუ­ლი ქე­ი­სით, ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის და მის­თ­ვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის სრუ­ლი უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა. არა­და, კო­დექ­სი ამ­ბობს, რომ მთე­ლი სის­ტე­მა ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი, რომ მას და­მო­უ­კი­დებ­ლად აქვს უფ­ლე­ბა, უფ­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თ­ლოს; მე­ო­რე მხრივ კი, სა­სა­მარ­თ­ლო, ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გა­მო, არ იღებს სარ­ჩელს. თუ­კი ბავ­შ­ვი მი­ნი­ჭე­ბულ უფ­ლე­ბას ვერ გა­მო­ი­ყე­ნებს დარ­ღ­ვე­უ­ლი უფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად, ეს მი­სი უფ­ლე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფაა, აბა რა არის?

– ანა, ბავ­შ­ვ­თა ად­ვო­კა­ტირე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა მდგო­მა­რე­ო­ბაა? გვყავს სის­ტე­მა­ში გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვ­თა ად­ვო­კა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ი­ცა­ვენ არას­რულ­წ­ლოვ­ნის უფ­ლე­ბებს?

– ზო­გა­დად, არას­რულწ­ლო­ვან­თა ად­ვო­კა­ტე­ბი ორ ნა­წი­ლად უნ­და დავ­ყოთ. ბავ­შ­ვ­თა ად­ვო­კა­ტე­ბი სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჯერ კი­დევ 2015 წლი­დან გვყავს, მას შემ­დეგ, რაც არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი მი­ვი­ღეთ. კო­დექ­სით იური­დი­უ­ლი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის მოთხოვ­ნი­ლი იყო მა­თი სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ეს ეხე­ბო­და რო­გორც ად­ვო­კა­ტე­ბის, ისე  პრო­კუ­რო­რე­ბი­სა და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვერ იმუ­შა­ვებ­დ­ნენ ბავ­შ­ვის საქ­მე­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ნა­წილს – ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­ს­მა იგი­ვე მოთხოვ­ნა შე­მო­ი­ტა­ნა უკ­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე ად­ვო­კა­ტე­ბის­თ­ვის (ისი­ნი უნ­და გა­დამ­ზად­დ­ნენ). რო­გორც იცით, კო­დექ­სი სექ­ტემ­ბ­რი­დან შე­ვი­და ძა­ლა­ში და მა­თი გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი, რე­ა­ლუ­რად, ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­საც ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცია კუ­რი­რებს.

– ბო­ლოს, მოკ­ლედ რომ მითხ­რათ,  რა დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა – ბავ­შ­ვის უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად მი­ვი­ღეთ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სი, მაგ­რამ პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბებ­მა, კონ­კ­რე­ტუ­ლი შემ­თხ­ვე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვაჩ­ვე­ნა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ის მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე და­წე­რილ დო­კუ­მენ­ტად რჩე­ბა.

– ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თი ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რად­გან ბავ­შ­ვებ­მა სცა­დეს კო­დექ­სით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ  უშე­დე­გოდ. თუმ­ცა, ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო შემ­თხ­ვე­ვის პრაქ­ტი­კა უფ­რო სრულ წარ­მოდ­გე­ნას შექ­მ­ნის, რო­გორ იმუ­შა­ვებს კო­დექ­სი. ჩვენ სწო­რედ ამას ვითხოვთ – პრაქ­ტი­კა­ში უნ­და იმუ­შა­ოს კო­დექ­ს­მა და მე­რე შე­ვა­ქოთ და არა ისე, რო­გორც მოხ­და – ჯერ ფო­ირ­ვერ­კე­ბი გა­ვის­რო­ლეთ და მე­რე ვნა­ხეთ, რომ პრობ­ლე­მე­ბია, თურ­მე კო­დექ­სი ისე­თი „ლა­მა­ზი“ არ არის, რო­გორც ეს სახ­ლ­მ­წი­ფოს უნ­და რომ  ხალხს და­ა­ნა­ხოს.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

P.S. ანას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში, გა­ირ­კ­ვა, რომ სა­სა­მარ­თ­ლომ მე­ო­რედ შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლიც და­ა­ხარ­ვე­ზა, ამ­ჯე­რად იმ მი­ზე­ზით, რომ ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ და­წე­რილ სარ­ჩელს მშო­ბე­ლი არ აწერ­და ხელს. ანა აბა­ში­ძე აცხა­დებს, რომ „გა­მო­ვი­ყე­ნეთ სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი, ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სარ­ჩე­ლის ფორ­მა. რო­გორც ვი­ცით, ეს ფორ­მა შე­იქ­მ­ნა სწო­რედ იმი­ტომ, რომ ბავ­შ­ვებს და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლე­ბო­დათ სარ­ჩე­ლის სა­სა­მარ­თ­ლო­ში შე­ტა­ნა. ამ ფორ­მა­ში კი, არ­სა­დაა მოთხოვ­ნი­ლი მშობ­ლის ხელ­მო­წე­რა“.

უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლი მი­იჩ­ნევს, სა­სა­მარ­თ­ლოს მხრი­დან სარ­ჩე­ლის ამ მი­ზე­ზით და­ხარ­ვე­ზე­ბა პირ­და­პირ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­ში მო­დის 2020 წლის პირ­ველ სექ­ტემ­ბერს ძა­ლა­ში შე­სულ „ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­ს­თან“ და, რაც მთა­ვა­რია, ნე­გა­ტი­უ­რად აისა­ხე­ბა ბავ­შ­ვე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­სა­მარ­თ­ლოს მი­მართ. ამი­ტომ, ორ­გა­ნი­ზა­ცია  „პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის“, რო­მელ­საც ანა აბა­ში­ძე წარ­მო­ად­გენს, მო­ითხოვს, რომ სა­სა­მარ­თ­ლომ ბავ­შ­ვის მი­ერ და­წე­რი­ლი სა­სარ­ჩე­ლო მოთხოვ­ნა გა­ნი­ხი­ლოს ძა­ლა­ში შე­სუ­ლი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, რომ­ლის მთა­ვა­რი მო­ნა­პო­ვა­რი სწო­რედ სა­სა­მარ­თ­ლოს­თ­ვის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­მარ­თ­ვის უფ­ლე­ბაა და არა ძველ ნორ­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, რო­მე­ლიც ასა­კობ­რივ ცენზს ად­გენ­და და აუცი­ლებ­ლად ითხოვ­და მშობ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­მარ­თ­ლი­ა­ნი სა­სა­მარ­თ­ლოს უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

დატოვეთ კომენტარი