ონ­ლა­ინ სკო­ლა  – მრა­ვალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი ჟურ­ნა­ლი სკო­ლებ­ში

398
რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2020-2021 სას­წავ­ლო წელს, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ, და­იწყონ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბა, თუმ­ცა, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად, მათ შე­უძ­ლი­ათ, ტრა­დი­ცი­უ­ლი საკ­ლა­სო ჟურ­ნა­ლიც აწარ­მო­ონ. მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან კი, სას­კო­ლო ჟურ­ნალს სრუ­ლად ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი, რომლის წარმოებას სკო­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მით შეძ­ლე­ბენ.
აპ­ლი­კა­ცია „ონ­ლა­ინ სკო­ლა“, ანუ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი გუ­ლის­ხ­მობს მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის დას­წ­რე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლად აღ­რიცხ­ვას. აპ­ლი­კა­ცია, ასე­ვე, სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სკო­ლას, მყი­სი­ე­რად მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია მშო­ბელს მოს­წავ­ლის შე­სა­ხებ და აწარ­მო­ოს სრუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი აღრიცხვა რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მოს­წავ­ლის, ისე კლა­სის/კლა­სე­ბის შე­სა­ხებ.
რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იძ­ლე­ვა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის და­ნერ­გ­ვა და რო­გორ უნ­და მო­იხ­მა­რონ მშობ­ლებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა აპ­ლი­კა­ცია – ამ დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნი­ნო ეფხოშ­ვი­ლი.

რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ქმნის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი

ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში შე­იქ­მ­ნა. მი­სი მი­ზა­ნია, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­წო­დე­ბით, მას­წავ­ლებ­ლებს მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უფ­რო მარ­ტი­ვად შე­ა­ფა­სონ მოს­წავ­ლე და აღ­რიცხონ დას­წ­რე­ბა, ხო­ლო მშობ­ლებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პლატ­ფორ­მით, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, მყი­სი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბით, უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ შვი­ლის მოს­წ­რე­ბი­სა და დას­წ­რე­ბის სა­კითხებ­ში.

აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის აღ­რიცხ­ვა-შე­ფა­სე­ბე­ბი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მელ­საც ვნერ­გავთ, მაგ­რამ გარ­და ამი­სა, მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, მოს­წავ­ლე­ებს გა­უგ­ზავ­ნონ და­ვა­ლე­ბა, ასე­ვე, შეტყო­ბი­ნე­ბა რო­გორც მშო­ბელს, ისე­ვე მოს­წავ­ლეს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ნა­წი­ლი უფ­რო კომ­პ­ლექ­სუ­რია.

აპ­ლი­კა­ცია გაშ­ვე­ბუ­ლია და მას­წავ­ლებ­ლე­ბის პირ­ვე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა უკ­ვე გა­ი­მარ­თა. მათ მი­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია და მი­ვი­ღეთ უკუ­კავ­ში­რიც. აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, პლატ­ფორ­მა უკ­ვე და­ნერ­გი­ლია 166 სკო­ლა­ში და, პირ­ვე­ლი­დან მე­ოთხე კლა­სის ჩათ­ვ­ლით, მას­წავ­ლებ­ლე­ბი აპ­ლი­კა­ცი­ას უკ­ვე იყე­ნებ­დ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კ­ვე­უ­ლი უკუ­კავ­ში­რი მათ­გა­ნაც გვაქვს. ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა იქ­ვას, რომ მათ­თ­ვის ეს ახა­ლი პრო­დუქ­ტი არ არის.

შექ­მ­ნი­ლია რო­გორც ვებ, ისე მო­ბა­ილ აპ­ლი­კა­ცია და მშო­ბელ­საც და მას­წავ­ლე­ბელ­საც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია მი­სი გად­მო­წე­რა. აპ­ლი­კა­ცი­ის სა­ხე­ლია — Online School. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მომ­ხ­მა­რე­ბელს მხო­ლოდ ან­დ­რო­იდ­სა და აიოს­ში უნ­და აპ­ლი­კა­ცი­ის ჩა­მოტ­ვირ­თ­ვა, აუცი­ლებ­ლად უნ­და მი­ა­წე­რონ — emis, რად­გან ბევ­რი მსგავ­სი აპ­ლი­კა­ციაა და ამით უფ­რო მარ­ტი­ვად იპო­ვი­ან მათ­თ­ვის სა­სურ­ველს მშობ­ლე­ბიც და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც.

და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ მხო­ლოდ აპ­ლი­კა­ცი­ის შექ­მ­ნა საკ­მა­რი­სი არ არის იმის­თ­ვის, რომ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ პლატ­ფორ­მა, ამი­ტომ, რო­გორც გითხა­რით, ვაწყობთ სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რებს და მომ­ხ­მა­რე­ბელს აპ­ლი­კა­ცი­ის ფუნ­ქ­ცი­ო­ნალს დე­ტა­ლუ­რად ვუხ­ს­ნით. ამის გარ­და, მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, იქ­ვე დას­ვან კითხ­ვე­ბი, ჩვენ მზად ვართ, ყვე­ლა კითხ­ვას ვუ­პა­სუ­ხოთ და კონ­კ­რე­ტუ­ლად იმ თე­მებ­ზე ვი­სუბ­როთ, რაც მათ აინ­ტე­რე­სებთ. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მას­წავ­ლე­ბელ­მა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დროს, ვერ შეძ­ლო რა­ი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და გარ­კ­ვე­უ­ლი კითხ­ვე­ბი აქვს, შე­უძ­ლია ცხელ ხაზ­ზეც და­რე­კოს ან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დას­ვას კითხ­ვე­ბი (სა­თა­ნა­დო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც არ­სე­ბობს) — ჩვე­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო მარ­თ­ვის სის­ტე­მის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩაბ­მუ­ლი პრო­ცეს­ში და აუცი­ლებ­ლად გა­უ­წე­ვენ დახ­მა­რე­ბას. ეს არის გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პი და იმე­დია, და­ნერ­გ­ვის პრო­ცესს სკო­ლე­ბი კარ­გად გა­არ­თ­მე­ვენ თავს.

შეძ­ლებს თუ არა მოს­წავ­ლე მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბას

საკ­მა­ოდ მოქ­ნი­ლი პლატ­ფორ­მაა, თუმ­ცა, სა­მო­მავ­ლოდ, შე­საძ­ლოა და­მა­ტე­ბი­თი ფუქ­ნ­ცი­ო­ნა­ლის შე­მუ­შა­ვე­ბაც. აქ­ტი­უ­რად ვგეგ­მავთ გა­მო­კითხ­ვას იმის გა­საგე­ბად, რა მოს­წონთ ან არ მოს­წონთ რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებს, ისე მშობ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, თუ რა­ი­მე სა­კითხი გახ­დე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი, აუცი­ლებ­ლად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მათ შო­რის, მოს­წავ­ლის მი­ერ მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბა­საც.

გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში, რას შეც­ვ­ლის კონ­კ­რე­ტუ­ლი სი­ახ­ლე არ­სე­ბულ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში

ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად არის და­ნერ­გი­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­ში. რო­დე­საც ფუქ­ნ­ცი­ო­ნა­ლის შექ­მ­ნა­ზე ვმუ­შა­ობ­დით, ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ ნა­წი­ლად პრო­ცეს­ში მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა იმი­ტომ, რომ ვინც მუ­შა­ობს და არ შე­უძ­ლია სკო­ლა­ში აქ­ტი­უ­რად იაროს, თვალს ვერ ადევ­ნებს პრო­ცე­სებს და ვერც დრო­უ­ლად იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­კუ­თა­რი შვი­ლის მოს­წ­რე­ბი­სა თუ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ხებ, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მყი­სი­ე­რად შე­უძ­ლია მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია. ეს თა­ვის­თა­ვად გაზ­რ­დის მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას.

სკო­ლებ­ში, სა­დაც მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რია შე­სუ­ლი, მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებს სა­კუ­თა­რი შვი­ლის დარ­ღ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხე­ბაც (თუ ასე­თი მოხ­დე­ბა) მი­უ­ვათ შეტყო­ბი­ნე­ბა, ამი­ტომ სკო­ლას აღარ მო­უ­წევს და­ე­ლო­დოს მშობ­ლებს, სამ­სა­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, შვი­ლის შე­სა­ხებ რომ მი­ა­წო­დონ გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ჩე­მი აზ­რით (და არა მხო­ლოდ ჩე­მი აზ­რით), ეს აპ­ლი­კა­ცია ბევ­რად გა­უ­ი­ო­ლებს ურ­თი­ერ­თო­ბებს რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, ისე მშო­ბელს. რო­დე­საც ჩვე­ნი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი გა­მოვ­კითხეთ, პლატ­ფორ­მის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წი­ლად სწო­რედ ეს და­სა­ხელ­და. გარ­და ამი­სა, თა­ვის­თა­ვად, მას­წავ­ლებ­ლებს გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ მოს­წავ­ლის აღიცხ­ვაც და შე­ფა­სე­ბაც.

სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის რო­მე­ლი ანა­ლო­გია ონ­ლა­ინ სკო­ლა

ეს სრუ­ლად ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტია, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვერ ავი­ღებ­დით და ვერ გა­მო­ვი­ყე­ნებ­დით ვერც ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მას. აუცი­ლებ­ლად ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით უნ­და შეგ­ვედ­გი­ნა პლატ­ფორ­მა, შე­სა­ბა­მი­სად, ალ­გო­რით­მე­ბი, ნიშ­ნის დათ­ვ­ლა გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბი­სას და ა.შ. ყვე­ლა­ფე­რი მორ­გე­ბუ­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ასეც არის. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ არ­სე­ბუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მა­თი მშობ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ინა­ხე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მას­ზე წვდო­მა ვერც ერთ სხვა, არა­ქარ­თულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ვერ ექ­ნე­ბა.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

დატოვეთ კომენტარი