კონ­კ­რე­ტუ­ლი ხა­ზი უნ­და გვქონ­დეს მკა­ფი­ოდ გან­საზღ­ვ­რუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, სა­დაც ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტე­ე­ბიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია და ეკო­ნო­მი­კაც

561

გვესაუბრება ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

– ქალ­ბა­ტო­ნო მაია, სა­ინ­ტე­რე­სოა თქვე­ნი აზ­რი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გახ­ს­ნა/და­კეტ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა, ვიდ­რე ამ თე­მა­ზე გა­და­ვალთ, მინ­და გკითხოთ, რო­გორ გა­ა­ა­ნა­ლი­ზებთ პან­დე­მი­ის სი­ტუ­ა­ცი­ას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?

– მოკ­ლედ რომ ვთქვა, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია, მე­ტიც, მძი­მეა, აღ­მავ­ლო­ბის ტემ­პით მი­დის.  ყო­ველ­დღი­უ­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკ­ვე ბევრ ქვე­ყა­ნას გა­ვას­წა­რით. ცო­ტა ხნის წინ სა­უ­კე­თე­სო სტა­ტის­ტი­კა გვქონ­და, თუმ­ცა, ამ­ჟა­მად, სამ­წუხ­აროდ, ამას ვე­ღარ და­ვიკ­ვეხ­ნით. ახ­ლა მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ვართ, რომ რამ­დე­ნი­მე ხან­ში დად­გე­ბა სტა­ბი­ლი­ზა­ცია და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შემ­თხ­ვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბა, მაგ­რამ რო­დის, ეს არ ვი­ცით. ჯერ­ჯე­რო­ბით წინ, მი­ნი­მუმ, ზრდა გვაქვს.

– კო­ვიდ 19-ს ბავ­შ­ვე­ბის ჭრილ­ში რომ შევ­ხე­დოთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, რას ამ­ბობს კვლე­ვე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა, მარ­თა­ლია თუ არა მო­საზ­რე­ბა, რომ ბავ­შ­ვე­ბი ნაკ­ლე­ბი რის­კის ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ?

– ეს მო­საზ­რე­ბა არ არის სწო­რი და ბავ­შ­ვე­ბიც ისე­თი­ვე რის­კის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან, ინ­ფი­ცი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რო­გორც ზრდას­რუ­ლე­ბი. ისი­ნიც, რა თქმა უნ­და, ისე­ვე  ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან, რო­გორც  დი­დე­ბი. ხალ­ხ­მა არას­წო­რად გა­ი­გო, თით­ქოს  ბავ­შ­ვე­ბი და­ბალ რისკს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბი­ან. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ეს ასე არ არის, უბ­რა­ლოდ, ბავ­შ­ვებ­თან არ ხდე­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბი და ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი, უფ­რო სწო­რედ, ეს უკი­დუ­რე­სად იშ­ვი­ა­თი ხა­სი­ა­თი­საა. თო­რემ, ბავ­შ­ვე­ბიც ისე­ვე შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცირ­დ­ნენ, რო­გორც ჩვენ და კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ,  გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კია მათ­ში და­ბა­ლი და არ აღე­მა­ტე­ბა გრი­პი­სას.

– ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სკო­ლე­ბის გა­მო­კეტ­ვა რო­გო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა? თქვენ რამ­დე­ნი­მე დღის წინ წერ­დით, რომ „გარ­კ­ვე­უ­ლი აფეთ­ქე­ბე­ბი სკო­ლე­ბის გახ­ს­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს კი­დე­ვაც, მაგ­რამ და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე მო­მენ­ტის გათ­ვალ­სი­წი­ნე­ბა“ – რა არის ის მო­მენ­ტე­ბი, რაც აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ?

– ფაქ­ტი ის არის, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, სკო­ლე­ბი არ გა­იხ­ს­ნა და ბავ­შ­ვე­ბი ისევ სახ­ლ­ში არი­ან. აქ  მშობ­ლე­ბის მოთხოვ­ნა და გან­წყო­ბაც აშ­კა­რად ჩანს, ისი­ნი ძა­ლი­ან ში­შო­ბენ და არ უნ­დათ შვი­ლე­ბის გაშ­ვე­ბა სკო­ლა­ში. ფაქ­ტია, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაც უკ­ვე მი­ღე­ბუ­ლია — ბავ­შ­ვე­ბი რჩე­ბი­ან სახ­ლ­ში. თუმ­ცა, სკო­ლე­ბის გახ­ს­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ზო­გა­დად, იმას ვამ­ბობ­დი, რომ ასე ცალ­კე/მარ­ტო ბავ­შ­ვე­ბის სახ­ლ­ში გა­მო­კეტ­ვა დი­დად არაფ­რის მომ­ტა­ნია და არც რა­ი­მეს ცვლის, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ქუ­ჩა­შია. არ ვი­ცი რა­ტომ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად მა­ინც სკო­ლებს და უნი­ვერ­სი­ტე­ტებს კე­ტა­ვენ.

– თუმ­ცა, ეს რე­გუ­ლა­ცია არ შე­ე­ხო ყვე­ლა მოს­წავ­ლეს და სა­მი­ნის­ტ­რომ პი­რის­პირ სწავ­ლე­ბა გა­მო­აცხა­და პირ­ვე­ლი­დან მე­ექ­ვ­სე კლა­სე­ბის ჩათ­ვ­ლით მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, შემ­დგო­მი კლა­სე­ბი კი დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე და­ტო­ვა – თქვე­ნი აზ­რით,  ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა რას ეფუძ­ნე­ბა?  უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი უფ­რო მე­ტი საფ­რ­თხის ქვეშ არი­ან?

– ეს გათ­ვ­ლა იმა­ზე გა­კეთ­და, რომ უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად უფ­რო მე­ტად ახერ­ხე­ბენ ონ­ლა­ინ­ ს­წავ­ლე­ბა­ში ჩარ­თ­ვას, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი კი ნაკ­ლე­ბად. ვფიქ­რობ, ალ­ბათ, მხო­ლოდ ამ მო­საზ­რე­ბის გა­მო მი­ი­ღეს ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა.

– მთავ­რო­ბამ და­ა­წე­სა წერ­ტი­ლო­ვა­ნი შეზღუდ­ვე­ბი, ანუ სკო­ლებ­ში, სა­დაც კო­ვი­დის შემ­თხ­ვე­ვე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა, ეპი­დე­მი­ო­ლო­გებთან ერ­თად იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, და­ი­კე­ტოს სკო­ლა ან კლა­სი თუ გაგ­რ­ძელ­დეს სწავ­ლე­ბა?

– ალ­ბათ, სწო­რია, თუ რო­მე­ლი­მე კლას­ში გავ­რ­ცელ­და ინ­ფექ­ცია, უმ­ჯო­ბე­სია, შეზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სონ, რად­გან მა­სი­უ­რად არ მო­ე­დოს ყვე­ლას. მოკ­ლედ, უნ­და გა­და­ვი­დეთ ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური მიდ­გო­მე­ბის რე­ჟიმ­ზე. ასე სა­ყო­ველ­თაო და ყვე­ლას­თ­ვის ერ­თი ხე­ლის­ მოს­მით და­წე­სე­ბულ­მა შეზღუდ­ვამ – სახ­ლ­ში ჩა­კეტ­ვამ – რო­გორც ვნა­ხეთ, უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა.  ჩვენც ისე­ვე უნ­და მო­ვიქ­ცეთ, რო­გორც იქ­ცე­ვა, მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პა – ევ­რო­პა­შიც ასეა, გზა­დაგ­ზა, იმის მი­ხედ­ვით იღე­ბენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს, რო­გო­რი ეპიდ­სი­ტუ­ა­ცი­აც აქვთ. არც იქ არის სა­ყო­ველ­თაო ჩა­კეტ­ვე­ბი.

–  სა­ერ­თოდ, რას ფიქ­რობთ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს თუ არა სკო­ლებ­ში პი­რის­პირ სწავ­ლე­ბა, თუ სა­სურ­ვე­ლია გა­და­ვიდ­ნენ სრუ­ლად დის­ტან­ცი­ურ და ონ­ლა­ინ­ ს­წავ­ლე­ბა­ზე? გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­ფერ­ხე­ბით სტა­ტის­ტი­კის ზრდა შე­ფერ­ხ­დე­ბა?

– კი­დევ ერ­თხელ ვი­მე­ო­რებ, რომ მხო­ლოდ ბავ­შ­ვებ­ზე ეპიდ­ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბით დი­დად ვე­რა­ფერს შე­ვა­ჩე­რებთ. მა­ინც და მა­ინც ბავ­შ­ვებ­ზე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბა არა­ფერს მოგ­ვ­ცემს.

– 19 ოქ­ტომ­ბერს, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს უნ­და გა­ნე­ახ­ლე­ბი­ნათ სწავ­ლა  აუდი­ტო­რი­ებ­ში, თუმ­ცა, ერ­თი დღით ად­რე, სა­მი­ნის­ტ­რომ მიდ­გო­მა შეც­ვა­ლა და გა­მო­აცხა­და, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მხო­ლოდ პრაქ­ტი­კულ-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ნახ­ლ­დე­ბა და სხვა კომ­პო­ნენ­ტე­ბი ისევ დის­ტან­ცი­უ­რად წა­რი­მარ­თე­ბა. რას ფიქ­რობთ, გა­მო­იწ­ვევს თუ არა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გახ­ს­ნა შემ­თხ­ვე­ვე­ბის ზ­რ­დას?

– მე რომ ვი­ყო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რი, გავ­­ხს­ნი­დი, მაგ­რამ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სე­რი­ოზ­უ­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბაა მშობ­ლე­ბის მხრი­დან და თვი­თონ სტუ­დენ­ტებ­შიც სე­რი­ო­ზუ­ლი მა­სობ­რი­ვი ში­შია. რა­ტომ­ღაც უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლის პი­რის­პირ გა­ნახ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის მა­ინ­ც­და­მა­ინც ეპიდ­სი­ტუ­ა­ცი­ის აფეთ­ქე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. დი­დი ში­შის გა­მო, და­ვუთ­მობ­დი მშობ­ლებს და მო­ვუხ­ს­ნი­დი ამ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ფაქ­ტორს — არ გავ­ხ­ს­ნი­დი. თუმ­ცა, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ცალ­კე აღე­ბუ­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ სტუ­დენ­ტე­ბის და ბავ­შ­ვე­ბის სახ­ლ­ში ჯ­დო­მა  სი­ტუ­ა­ცი­ას ვერ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს.

– აქ­ვე გკითხავთ, რამ­დე­ნად სწო­რად შე­მუ­შავ­და, სა­მე­დი­ცი­ნო კუთხით, სას­წავ­ლებ­ლებ­ში რე­კო­მე­და­ცი­ე­ბი?

– რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ნამ­დ­ვი­ლად სწო­რად გა­ი­ცა, მთა­ვა­რია, ნამ­დ­ვი­ლად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია თუ არა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა და ნამ­დ­ვი­ლად ას­რუ­ლე­ბენ თუ არა ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებს  სას­წავ­ლებ­ლებ­ში.

– ზო­გა­დად, გრი­პის სე­ზო­ნი დგე­ბა, ეს ყვე­ლას დაგ­ვა­ვიწყ­და, რად­გან მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ახ­ლა გა­და­ტა­ნი­ლია კო­ვიდ­ზე, არა­და, შე­მოდ­გ­ომა-ზამ­თ­რის სე­ზო­ნი ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის აღმავ­ლო­ბის პე­რი­ო­დია. რას ურ­ჩევთ მშობ­ლებს?

– ვურ­ჩევ, რომ ყო­ველ­თ­ვის აც­რან თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბი. უბ­რა­ლოდ, წელს, სამ­წუ­ხა­როდ,  ვაქ­ცი­ნის დე­ფი­ცი­ტია, ამი­ტომ გა­მო­დის, რომ ამის გა­მო შე­იქ­მ­ნა პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ თუ ვაქ­ცი­ნა ისევ გაჩ­ნ­დე­ბა, უარი არ თქვან, აუცი­ლებ­ლად აც­რან შვი­ლე­ბი. და კი­დევ, თუ შვი­ლებს გრი­პის სიმ­პ­ტო­მი გა­მო­უვ­ლინ­და, არ გა­უშ­ვან სხვა ბავ­შ­ვებ­თან სა­კონ­ტაქ­ტოდ, რა­თა ნაკ­ლე­ბად მოხ­დეს სხვე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბა.

– რამ­დე­ნი­მე დღის წინ თქვენ და­წე­რეთ, რომ  გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცია ამ­ცი­რებს კო­ვი­დის გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კს და ამის შე­სა­ხებ ბრა­ზი­ლი­ის კვლე­ვაც მო­იშ­ვე­ლი­ეთ…

– დი­ახ, ეს ნამ­დ­ვი­ლად ასეა. ბრა­ზი­ლი­ა­ში კო­ვი­დის მქო­ნე 92 664 პა­ცი­ენ­ტ­ზე ჩა­ტარ­და კვლე­ვა, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო კო­ვი­დის გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­და­რე­ბა გრიპ­ზე აც­რილ და აუც­რელ ადა­მი­ა­ნებს შო­რის (რო­გორც ვი­ცით, სამ­ხ­რეთ ნა­ხე­ვარ­ს­ფე­როს ქვეყ­ნებ­ში გრიპ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცია რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვიდ­რე ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარ­ს­ფე­რო­ში). წელს გრიპ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კამ­პა­ნია ბრა­ზი­ლი­ა­ში 2020 წლის მარ­ტი­დან და­იწყეს. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ გრიპ­ზე ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ კო­ვი­დის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში 8%-ით ნაკ­ლე­ბი იყო იმის რის­კი, რომ დას­ჭირ­ვე­ბო­დათ ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია, 18%-ით ნაკ­ლე­ბი იყო შან­სი, რომ გა­დაყ­ვა­ნი­ლი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ მარ­თ­ვით სუნ­თ­ქ­ვა­ზე და 17%-ით ნაკ­ლე­ბი იყო ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი.

ამი­ტომ, მო­სახ­ლე­ო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად მე­ტი ჯგუ­ფე­ბის გრიპ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცია, კო­ვი­დის გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლა­დაც, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

– მინ­და გკითხოთ ნიღ­ბე­ბის შე­სა­ხე­ბაც – უნ­და ეკე­თოთ თუ არა ბავ­შ­ვებს სკო­ლა­ში ნიღ­ბე­ბი? თქვენ წერ­დით, რომ  „ბევ­რი მშო­ბე­ლი ღე­ლავს იმ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გა­მო, რომ ბავ­შ­ვებს მი­ე­ცათ უფ­ლე­ბა არ ატა­რონ ნიღ­ბე­ბი სკო­ლა­ში. მე ვფიქ­რობ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო სწო­რი შემ­დე­გი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“. კი­დევ ერ­თხელ რომ გან­მარ­ტოთ ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის, რა ფაქ­ტო­რებს გუ­ლის­ხ­მობთ?

– პირ­ველ რიგ­ში, ვგუ­ლის­ხ­მობ იმას, რომ  ბავ­შ­ვე­ბი ვერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ სწო­რად ნი­ღაბს და ამი­ტომ არა აქვს აზ­რი. უფ­რო კონ­კ­რეტ­ლად კი ჩა­მოვ­თ­ვ­ლი იმ ფაქ­ტო­რებს, რა­ტომ  ვე­თან­ხ­მე­ბი ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას:

⇒ ბავ­შ­ვე­ბი ნიღ­ბებს ხში­რად სრუ­ლი­ად არას­წო­რად მო­იხ­მა­რენ, მი­უ­ხე­და­ვად მშობ­ლე­ბის მი­თი­თე­ბი­სა, ნი­ღაბს კი­დე­ბენ ხელს და აბინ­ძუ­რე­ბენ. რო­დე­საც ბავ­შ­ვი იგ­რ­ძ­ნობს დის­კომ­ფორტს პირ­ბა­დის ტა­რე­ბი­სას (და ეს დის­კომ­ფორ­ტი პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბას ნამ­დ­ვი­ლად ახ­ლავს), მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ხში­რად მო­იხ­ს­ნი­ს, გან­სა­კუთ­რე­ბით შეს­ვე­ნე­ბის დროს და მას­წავ­ლებ­ლებს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის გაკონ­ტ­რო­ლება ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. დრო­ე­ბით მოხ­ს­ნილ პირ­ბა­დეს შე­ე­ხე­ბი­ან ჭუჭყი­ა­ნი ხე­ლით, ჩა­ი­დე­ბენ ჯი­ბე­ში, შე­იძ­ლე­ბა ძირს და­უ­ვარ­დეთ და ისევ აიღონ. შემ­დეგ ეს და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი პირ­ბა­დე ისევ მოხ­ვ­დე­ბა სა­ხე­ზე და გა­და­იქ­ცე­ვა მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის წყა­როდ;

⇒ ბავ­შ­ვე­ბი ხში­რად დარ­ბი­ან სკო­ლის ეზო­ში/დე­რეფ­ნებ­ში და იოფ­ლე­ბი­ან. და­ნეს­ტი­ა­ნე­ბუ­ლი პირ­ბა­დე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნ­და გა­მო­იც­ვა­ლოს, რად­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს სუნ­თ­ქ­ვის გაძ­ნე­ლე­ბა. ამის რე­გუ­ლი­რე­ბა სკო­ლა­ში გარ­თულ­დე­ბა;

⇒ პირ­ბა­დეს ვერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სხვა­დას­ხ­ვა პრობ­ლე­მე­ბის (გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სუნ­თ­ქი და გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა და­ა­ვა­დე­ბე­ბის) მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი. ამი­ტომ მო­ს­წავ­ლე­ებს შო­რის ასე­თე­ბი აშ­კა­რად გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან და ეს გარ­კ­ვე­უ­ლად სტიგ­მას­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ანუ ყვე­ლას­თ­ვის გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა,  თუ ბავშვს  პირ­ბა­დე არ უკე­თია, მას რა­ღაც პრობ­ლე­მა აქვს. ბავ­შ­ვის მი­ერ ასე­თი ფაქ­ტე­ბი მწვა­ვედ აღიქ­მე­ბა და სტრე­სუ­ლი იქ­ნე­ბა.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლებ­ში ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის დაც­ვა და ძა­ლის­ხ­მე­ვაც სწო­რედ  ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და იყოს – მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, ხე­ლის საპ­ნით და­ბა­ნის და გაშ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გა­დამ­წყ­ვე­ტია ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­თან, მათ შო­რის, კო­რო­ნა­ვი­რუს­თან ბრძო­ლა­ში.

– და­ბო­ლოს, ზო­გა­დად, რა შეც­ვა­ლა კო­ვიდ­მა? რა და­ი­ნა­ხეთ – რო­გო­რია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასეთ ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში? 

– რე­ა­ლუ­რად იმა­ზე უფ­რო კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვიდ­რე მე მე­გო­ნა, ად­რე უფ­რო უარე­სი წარ­მოდ­გე­ნის ვი­ყა­ვი. გა­ზაფხულ­ზე ხალ­ხ­მა წე­სე­ბი და­იც­ვა, მე­რე უბ­რა­ლოდ ყვე­ლა ძა­ლი­ან და­იბ­ნა იმი­ტომ, რომ ცო­ტა არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი იყო ეს წე­სე­ბი, თან რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მო­სუს­ტ­და, მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი შემ­თხე­ვე­ვე­ბში იკეტებოდა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, ამი­ტომ მო­ა­დუ­ნეს ყუ­რადღე­ბა, თო­რემ, რე­ა­ლუ­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სამ­დუ­რა­ვი სპე­ცი­ა­ლის­ტებს არ ეთ­ქ­მით.

– რო­გორ ფიქ­რობთ, ხალ­ხის მო­დუ­ნე­ბამ იქო­ნია გავ­ლე­ნა პან­დე­მი­ის აღ­მავ­ლო­ბა­ზე?

– არა, ჩვე­ნი მოშ­ვე­ბა არა­ფერ შუ­ა­შია, ეს გარ­და­უ­ვა­ლი იყო – რო­ცა რე­გუ­ლა­ცი­ებს შე­ა­სუს­ტებ, ცხა­დია, აღ­მავ­ლო­ბა იქ­ნე­ბა. კო­რო­ნა­ვი­რუ­სის შემ­თხ­ვე­ვე­ბის ზრდას­თან ერ­თად, სულ უფ­რო ხში­რად გა­ის­მის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ამ ში­ნა­არ­სის ფრა­ზა – ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, სა­ქარ­თ­ვე­ლომ კო­რო­ნა­ვი­რუს­თან ბრძო­ლა­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი და­დო; ახ­ლა სი­ტუ­ა­ცია იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ მო­იქ­ცე­ვი­ან ცალ­კე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი; შემ­თხ­ვე­ვა­თა მა­ტე­ბა იმის ბრა­ლია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი არ იცა­ვენ რე­გუ­ლა­ცი­ებს. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ამ მე­სი­ჯე­ბის იდეა ის არის, რომ თუ კო­ვი­დის აფეთ­ქე­ბა მოხ­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ბრა­ლი, თო­რემ შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს.

ცო­ტა არ იყოს, არ მომ­წონს ეს პა­თო­სი და ამ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის სრუ­ლად და­კის­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე. საქ­მე იმა­შია, რომ ტაქ­ტი­კა და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს სწო­რად და ეფექ­ტუ­რად, თუ ისი­ნი ზუს­ტად იმ კონ­ტექ­ს­ტ­სა და რე­ა­ლო­ბა­ზეა მორ­გე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს. ისე­დაც ხომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო და მეც ხში­რად ვი­მე­ო­რებ­დი ხოლ­მე, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლად დიდ­ხანს და­იც­ვან რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. ამი­ტომ, იმ­დე­ნად მო­ზო­მი­ლი უნ­და იყოს, რომ რა­ღაც მო­მენ­ტ­ში ყელ­ში არ ამო­უ­ვი­დეს ხალხს და სრუ­ლად არ თქვან უარი წე­სე­ბის დაც­ვა­ზე ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო მო­მენ­ტ­ში და მე­რე არ გაგ­ვიხ­დეს სა­ძა­ხე­ბე­ლი, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ და ახ­ლა თავ­ში ქვა გიხ­ლი­ათ, რაც და­გე­მარ­თე­ბათ, თქვე­ნი ბრა­ლიაო.

რო­დე­საც რე­გუ­ლა­ცი­ებს ვა­სუს­ტებთ, ისიც უნ­და იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ამით ისარ­გებ­ლე­ბენ.

სა­ერ­თოდ კი, კონ­კ­რე­ტუ­ლი ხა­ზი უნ­და გვქონ­დეს, მკა­ფი­ოდ გან­საზღ­ვ­რუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, სა­დაც ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტე­ე­ბიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია და ეკო­ნო­მი­კაც. რა­ღაც გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი და შუ­ა­ლე­დუ­რი ვა­რი­ან­ტე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბის თვით­შეგ­ნე­ბის იმე­დად დარ­ჩე­ნა არ გა­მო­დის. ან ისევ ყვე­ლაფ­რის ჩა­კეტ­ვის და იზო­ლა­ცი­ის ტაქ­ტი­კას ვირ­ჩევთ (პი­რა­დად მე ამ არ­ჩე­ვანს არ ვემ­ხ­რო­ბი), ან შე­სუს­ტე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს, ოღონდ ვაი-ვი­შის და ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შეჩ­ვე­ნე­ბის და ნა­მუს­ზე შეგ­დე­ბის გა­რე­შე და, ბო­ლოს ­და ­ბო­ლოს, ვე­გუ­ე­ბით გაზ­რ­დილ სტა­ტის­ტი­კა­საც.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე 

დატოვეთ კომენტარი