24 მაისი, შაბათი, 2025

ხმა­უ­რი­სა და დუ­მი­ლის ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში

spot_imgspot_img

ქე­თე­ვან გა­რა­ყა­ნი­ძე

ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი

 

 

დუ­მი­ლი ხში­რად ხმა­ურ­ზე მე­ტია. ის, რაც არ ით­ქ­ვა, შე­საძ­ლოა, უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე რაც ით­ქ­ვა. მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არა­ერ­თი ავ­ტო­რი ეძებს იმ ზღვარს, სა­დაც ნათ­ქ­ვამ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ისაა, რაც სტრი­ქო­ნებს შო­რის იკითხე­ბა. ამ ორ პო­ლუსს შო­რის მოძ­რა­ობს ავ­ტო­რი, გმი­რი და ტექ­ს­ტი, სა­ბო­ლო­ოდ – მკითხ­ვე­ლიც.

კნუტ ჰამ­სუ­ნის „შიმ­ში­ლის“ პერ­სო­ნა­ჟი გვიჩ­ვე­ნებს, თუ რო­გორ კარ­გავს ადა­მი­ა­ნი თხრო­ბის ძა­ლას. ის დუმს, იმი­ტომ, რომ ლა­პა­რა­კი აღარ შე­უძ­ლია; სხე­ულ­მა, შიმ­ში­ლის გა­მო, აზ­რის გა­მოთ­ქ­მის ძა­ლა და­კარ­გა. ნათ­ქ­ვა­მის გულ­თან ახ­ლოს მიმ­ტა­ნიც აღა­რა­ვი­ნაა, სიტყ­ვა თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას ვე­ღარ იწ­ვევს.

სე­მუ­ელ ბე­კე­ტის გმი­რე­ბი „გო­დოს მო­ლო­დინ­ში“ გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ლა­პა­რა­კო­ბენ, თუმ­ცა მა­თი სა­უ­ბა­რი დუ­მი­ლის იმი­ტა­ციაა, რად­გან არ­სე­ბი­თად არა­ფერს ამ­ბო­ბენ. აბ­სურ­დი სწო­რედ იქ იბა­დე­ბა, სა­დაც ხმა­უ­რი აზრს ვე­ღარ ბა­დებს.

მაქს ფრი­შის ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში დუ­მი­ლი ში­ნა­გან კონ­ფ­ლიქტს ასა­ხავს, ხმა­უ­რი კი ში­ნა­გა­ნი არე­უ­ლო­ბის (გა­და­უწყ­ვე­ტე­ლო­ბის) გა­მომ­ხატ­ვე­ლია. მას­ში ასა­ხუ­ლია ყალ­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და პი­როვ­ნუ­ლი სი­ყალ­ბის მკა­ფიო სუ­რა­თე­ბი. სა­თა­უ­რად გა­მო­ტა­ნი­ლი ფრა­ზა – „ვიქ­ნე­ბი თუნ­დაც გან­ტენ­ბა­ი­ნი“ – პერ­სო­ნა­ჟის მი­ერ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის ად­გი­ლის ძი­ე­ბის (ადა­მი­ან­თა შო­რის თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბის) მცდე­ლო­ბის ფორ­მაა. დუ­მი­ლი მაქს ფრიშ­თან ერ­თ­გ­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა, მკითხ­ვე­ლი და­ფიქ­რ­დეს, თუ რო­გორ იხ­ლი­ჩე­ბა ინ­დი­ვი­დის სამ­ყა­რო ხმა­ურ­სა და დუ­მილს შო­რის.

ჯონ უილი­ამ­სის „სტო­უ­ნერ­ში“ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მდუ­მა­რე გმი­რის პორ­ტ­რეტს ვხვდე­ბით. მი­სი დუ­მი­ლი არც ნი­ჰი­ლის­ტუ­რია, არც – მტკივ­ნე­უ­ლი, ეს გმი­რის მო­რა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნია. სტო­უ­ნე­რი არა­სო­დეს სა­უბ­რობს სა­კუ­თარ გან­ც­დებ­ზე – სიყ­ვა­რულ­ზე, და­ნა­კარ­გ­ზე – მაგ­რამ ამ დუ­მი­ლით სწო­რედ იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე მიგ­ვი­თი­თებს, რომ­ლე­ბიც სიტყ­ვე­ბით ვერ გა­მო­ხა­ტა, რად­გან გარ­შე­მო ყვე­ლა ყრუ და ბრმაა.

ერიხ მა­რია რე­მარ­კის „და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვ­ლე­ლია“ მრა­ვალ­შ­რი­ა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­ს­ტია. ეს რო­მა­ნი ადა­მი­ან­თა დუ­მი­ლის შე­დე­გებს ნათ­ლად მა­შინ წარ­მო­ა­ჩენს, რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი ამაზ­რ­ზენ სა­ხეს იძენს. აქ მოქ­მე­დე­ბა მსოფ­ლიო ომის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა: ჭურ­ვე­ბის აფეთ­ქე­ბის ხმა, ტყვი­ე­ბის ზუ­ზუ­ნი, დაჭ­რილ­თა შემ­ზა­რა­ვი ყვი­რი­ლი – ეს ხმა­უ­რი სი­სას­ტი­კი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. რო­მან­ში დუ­მი­ლის შრეც არის. ის არაა სიმ­შ­ვი­დის მომ­გ­ვ­რე­ლი დუ­მი­ლი, არა­მედ ესაა უაზ­რო­ბის, უნუ­გე­შო­ბის, ში­ში­სა და სი­ნა­ნუ­ლის დუ­მი­ლი. ომის გმი­რებ­სა და და­ნარ­ჩენ სამ­ყა­როს შო­რის გა­უ­გებ­რო­ბის დუ­მი­ლიც ჩნდე­ბა. დუ­მი­ლი აუტა­ნე­ლია მა­შინ, რო­ცა რო­მა­ნის ერთ-ერ­თი ახალ­გაზ­რ­და პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც ომ­ში სკო­ლის მერ­ხი­დან მოტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნეს, სიკ­ვ­დი­ლის სა­რე­ცელ­ზე წევს და მას თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი ცოცხალს უკა­ნას­კ­ნე­ლად ხე­დავს. პერ­სო­ნა­ჟის სიკ­ვ­დი­ლის ჟამს ფრონ­ტის ყვე­ლა მებ­რ­ძო­ლი დუმს და ეს დუ­მი­ლი იმ უაზ­რო მსხვერ­პ­ლის გა­აზ­რე­ბის დუ­მი­ლია, რო­მელ­საც კა­ცობ­რი­ო­ბის­გან ომე­ბი მო­ითხოვს.

ჟან-პოლ სარ­ტ­რი – მის ტექ­ს­ტებ­ში სიტყ­ვას გა­ნუ­ზო­მე­ლი ძა­ლა აქვს. სარ­ტ­რი ყვე­ლა­ფერს სიტყ­ვე­ბით ქმნის და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­საც სიტყ­ვებს აკის­რებს. მი­სი გმი­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ აწო­ნილ-და­წო­ნი­ლი ტექ­ს­ტე­ბით, მა­თი სა­უ­ბა­რი სავ­სეა ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი ტკი­ვი­ლით, ში­ნა­გა­ნი დი­ა­ლო­გე­ბი­თა და, სა­ბო­ლო­ოდ, იმით, რაც უთ­ქ­მე­ლი არ უნ­და დარ­ჩეს.

ალ­ბერ კა­მი­უს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში სიტყ­ვა იმ­დე­ნად აღა­რა­ფერს ნიშ­ნავს, რომ ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გმი­რი, მერ­სო, ლა­პა­რაკს სა­ერ­თოდ ივიწყებს. ის არა­ფერს ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა, თუმ­ცა გარ­შე­მო არ­სე­ბულ სი­ნამ­დ­ვი­ლეს ვერ ეგუ­ე­ბა. კა­მი­უს დუ­მი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამო­რა­ლუ­რო­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი გუ­ლის­წყ­რო­მაა.

გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სის ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში თე­მა ფა­ქი­ზად, ავ­ტო­რის მა­ღა­ლი ოს­ტა­ტო­ბით, არის ნაქ­სო­ვი. მის მა­გი­ურ რე­ა­ლიზ­მ­ში პერ­სო­ნაჟ­თა დუ­მი­ლი ხში­რად იმა­ზე მეტს ამ­ბობს, ვიდ­რე – სიტყ­ვა. აქ ხმა­უ­რი დრო­ი­სა და ის­ტო­რი­ის ხმაა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა მოვ­ლე­ნა­თა დი­ნე­ბა ხმა­უ­რი­სა და დუ­მი­ლის მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბის ფონ­ზე. მარ­კეს­თან ხმა­უ­რი და დუ­მი­ლი ერ­თ­ნა­ი­რა­დაა ფი­ზი­კუ­რიც და მე­ტა­ფი­ზი­კუ­რიც. მის რო­მან­ში, „გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვ­დი­ლის ქრო­ნი­კა“, დუ­მი­ლი და ხმა­უ­რი თა­ნა­არ­სე­ბო­ბენ, ეს ორი ფუნ­ქ­ცი­უ­რად ებ­მის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას გარ­და­უ­ვა­ლი ტრა­გე­დი­ის დროს. აქ დუ­მი­ლი უმოქ­მე­დო­ბის (და­ნა­შა­უ­ლის) მე­ტა­ფო­რაა, ხო­ლო ხმა­უ­რი – ყრუ ჟღე­რა­დო­ბა. დუ­მი­ლი ასა­ხავს იმ სო­ცი­ა­ლურ კრი­ზისს, რო­მელ­მაც მკვლე­ლო­ბა და­უშ­ვა, ხო­ლო ხმა­უ­რი ეს არის სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა: ბაზ­რის, ქორ­წი­ლის, კინ­კ­ლა­ო­ბის ხმე­ბი.

მარ­კე­სი ამ­გ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ნა­თელს ჰფენს ცრუ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის რე­ა­ლურ ბუ­ნე­ბას. მთე­ლი რო­მა­ნი პა­სი­უ­რი დუ­მი­ლი­სა და არაფ­რის­მომ­ცე­მი ხმა­უ­რის და­პი­რის­პი­რე­ბაა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ ქმნის ტრა­გე­დი­ას: ყვე­ლამ იცო­და, მაგ­რამ არა­ვინ არა­ფე­რი თქვა.

ფრანც კაფ­კას პრო­ზის საყ­რ­დე­ნი ცნე­ბე­ბი სწო­რედ დუ­მი­ლი და ხმა­უ­რია. ხმა­უ­რი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის უსუ­ლო ჟღე­რა­დო­ბაა, დუ­მი­ლი კი ინ­დი­ვი­დის სივ­რ­ცე. კაფ­კას გმი­რე­ბი ეძე­ბენ პა­სუ­ხებს, მაგ­რამ მა­თი კითხ­ვე­ბი ან არა­ვის ეს­მის, ან ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი არ არ­სე­ბობს. ფრანც კაფ­კას დუ­მი­ლი არის ღმერ­თის, კა­ნო­ნის, სამ­ყა­როს სი­ჩუ­მე ინ­დი­ვი­დის მგრძნო­ბე­ლო­ბის მი­მართ. მი­სი გმი­რე­ბი აჯან­ყე­ბებს არ აწყო­ბენ, წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა მდუ­მა­რე­ბა­შია. გრე­გო­რი ზამ­ზა, „მე­ტა­მორ­ფო­ზა­ში“, დუმს, მაგ­რამ მკითხ­ვე­ლის ყუ­რებ­ში სამ­ყა­რო ზან­ზა­რებს ყო­ფი­ე­რე­ბის აუტა­ნელ წნეხ­ში მოქ­ცე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სევ­დით. სა­სა­მარ­თ­ლო, ცი­ხე, კან­ცე­ლა­რია – ყვე­ლა მათ­გა­ნის ხმა­უ­რი მჭა­ხე ჟღე­რა­დო­ბაა უგუ­ლო­ბი­სა და უზ­ნე­ო­ბი­სა. აი, კაფ­კას გმი­რე­ბის დუ­მი­ლი­სა და მე­ტა­მორ­ფო­ზის ორი მი­ზე­ზი.

ჰენ­რი გრა­ამ გრი­ნის „ჩუმ­ჩუ­მა ამე­რი­კე­ლის“ ანა­ლი­ზი­სას ხვდე­ბი, რომ რო­მან­ში ინ­გ­ლი­სე­ლი რე­პორ­ტი­ო­რი­სა და ახალ­გაზ­რ­და ამე­რი­კე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ხე­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის ფონ­ზე პრობ­ლე­მა მთე­ლი სიცხა­დით იჩენს თავს. ინ­გ­ლი­სე­ლი რე­პორ­ტი­ო­რი, გარ­კ­ვე­ულ დრომ­დე, მხო­ლოდ კონ­ფ­ლიქ­ტის გა­შუ­ქე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და ხმა­მა­ღალ გან­ცხა­დე­ბებს ერი­დე­ბა – თა­ვის საქ­მეს ჩუ­მად აკე­თებს, მაგ­რამ ეს დუ­მი­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მძვინ­ვა­რე­ბა­ში გა­და­იზ­რ­დე­ბა ამე­რი­კე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ხე­ლის მი­მართ, რო­მე­ლიც აზი­ურ კონ­ფ­ლიქ­ტ­ში ამე­რი­კის სა­ხელ­მ­წი­ფოს გა­უ­მარ­თ­ლე­ბელ ზრახ­ვებს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. დუ­მი­ლი ამ რო­მან­ში ვი­ეტ­ნა­მე­ლი ხალ­ხის მდგო­მა­რე­ო­ბის მე­ტა­ფო­რაა, და­მო­ნე­ბულ­თა ცხოვ­რე­ბის მე­ტა­ფო­რა: ამ­ბა­ვი იმ ხალ­ხი­სა, სხვის ომ­ში რომ არის ჩარ­თუ­ლი. მწე­რა­ლი გრა­ამ გრი­ნი პა­ცი­ფის­ტია. მას ომის ხმა ზა­რავს და სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟს უმ­ძი­მეს მო­რა­ლურ ტვირთს ჰკი­დებს: ახალ­გაზ­რ­და ამე­რი­კე­ლის სიკ­ვ­დილ­ში რევს. ეს გა­ნა­ჩე­ნია დი­დი და გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლი ავან­ტი­უ­რის მი­მართ, რო­მელ­საც რი­გი­თი ვი­ეტ­ნა­მე­ლე­ბის სი­ცოცხ­ლე ეწი­რე­ბა.

ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის პრო­ზა­ში ხმა­უ­რი და დუ­მი­ლი ყვე­ლა­ზე მძაფ­რი ალე­გო­რი­ე­ბია, რომ­ლე­ბიც იმ კულ­ტუ­რულ და სო­ცი­ა­ლურ ნარ­ჩე­ნებს ინა­ხავს, რა­საც კა­ცობ­რი­ო­ბა ყო­ველ­დღე ანად­გუ­რებს. ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის რო­მა­ნი, „მე­ტის­მე­ტად ხმა­უ­რი­ა­ნი მარ­ტო­ო­ბა“, დუ­მი­ლი­სა და ხმა­უ­რის ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მე­ტა­ფო­რაა. მთა­ვა­რი გმი­რი, ჰან­ტა, ყო­ველ­დღე ათა­სო­ბით წიგნს აქ­ცევს წნეხ­ში. თით­ქოს ამას გულ­გ­რი­ლად ეკი­დე­ბა, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მკითხ­ველს შე­მეც­ნე­ბის, აზ­როვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის გა­ნად­გუ­რე­ბის ხმა­უ­რი ეს­მის. ჰან­ტას გო­ნე­ბა­ში აღ­ბეჭ­დი­ლი ცი­ტა­ტე­ბი პერ­სო­ნა­ჟის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ მარ­ტო­ო­ბას აჩ­ვე­ნებს. ჰან­ტას მარ­ტო­ო­ბა ხმა­უ­რით სავ­სე იზო­ლა­ციაა. ის იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რობს, სა­დაც სუ­ლი­ე­რე­ბა ვერ გა­დარ­ჩე­ბა. ჰან­ტას მი­ერ წიგ­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა აღ­ვიქ­ვათ, რო­გორც სათ­ქ­მე­ლის ის­ტო­რი­ის­თ­ვის შე­მო­ნახ­ვა. დუ­მი­ლი არ­ქი­ვია, რო­მე­ლიც არ ხმა­უ­რობს, მაგ­რამ იტევს კა­ცობ­რი­ო­ბის სიბ­რ­ძ­ნეს.

ოსა­მუ და­ძა­ის პრო­ზა აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ტი­კა­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვად თავ­ს­დე­ბა. მის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ (ში­ნა­გა­ნი დი­ა­ლო­გე­ბით სავ­სე) ტექ­ს­ტებ­ში ხში­რად ვხვდე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­რე­სამ­ყა­როს ხმა­ურ­ში კარ­გა­ვენ სა­კუ­თარ ხმას და არ­სე­ბო­ბას დუ­მილ­ში იწყე­ბენ. მი­სი ერთ-ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი, იოძი ობა, თით­ქოს სიტყ­ვე­ბი­თაა სავ­სე, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მას ნამ­დ­ვი­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია არა­ვის­თან აქვს, რად­გან მი­სი არა­ვის ეს­მის. იოძი ობას ხმა­უ­რი ში­ნა­გა­ნია, დუ­მი­ლი – სა­ჯა­რო. ის ვერ თავ­ს­დე­ბა ყო­ფი­ე­რე­ბის „ნორ­მა­ლურ“ ხმა­ურ­ში და სწო­რედ ამი­ტომ მი­სი ცხოვ­რე­ბა გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის უწყ­ვე­ტი ბრძო­ლაა. და­ძა­ის პერ­სო­ნა­ჟე­ბის დუ­მი­ლი ხში­რად უხერ­ხუ­ლო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, ამი­ტომ დუ­მი­ლი მა­თი მო­რა­ლუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი ერთ-ერ­თი ფორ­მაა.

ოსა­მუ და­ძაი ენის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რია. მის გმი­რებს არ სჯე­რათ, რომ სიტყ­ვებს რა­მის შეც­ვ­ლა შე­უძ­ლი­ათ, ამი­ტომ მის პრო­ზა­ში ხმა­უ­რი კვდე­ბა და რჩე­ბა დუ­მი­ლის მტკივ­ნე­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა. ოსა­მუ და­ძა­ის დუ­მი­ლის ინ­ტი­მუ­რო­ბა მკითხ­ველ­თან ძლი­ერ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ამ­ყა­რებს. ამ დუ­მილს ერ­თე­უ­ლე­ბი იგე­ბენ, მაგ­რამ მას­ში ჩაღ­რ­მა­ვე­ბა სუ­ლი­ე­რი შვე­ბის არ­ნა­ხუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.

ჟო­ზე სა­რა­მა­გუს­თან სიტყ­ვე­ბი სა­კუ­თარ არ­სე­ბო­ბა­ში ხმა­უ­რო­ბენ. მი­სი ტექ­ს­ტე­ბი — გრძე­ლი აბ­ზა­ცე­ბი­თა და ზოგ­ჯერ გრა­მა­ტი­კუ­ლად გა­უ­მარ­თა­ვი ფორ­მე­ბით – გა­მო­ხა­ტავს ადა­მი­ან­თა მცდე­ლო­ბას, აჯო­ბონ სი­ჩუ­მეს. სა­რა­მა­გუს გმი­რე­ბი დუ­მილ­ში არ იხარ­შე­ბი­ან, მათ ლა­პა­რა­კი სჭირ­დე­ბათ – თუნ­დაც გა­უ­გე­ბა­რი – მაგ­რამ სა­ვალ­დე­ბუ­ლო აზ­რ­თა ჭი­დი­ლი – უსაგ­ნო და უში­ნა­არ­სო ხმა­უ­რი ყო­ფი­ე­რე­ბა­ში მარ­ტი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­და­სარ­ჩე­ნად.

ის­მა­ილ კა­და­რეს პერ­სო­ნა­ჟებ­თან დუ­მი­ლი­სა და ხმა­უ­რის საზღ­ვ­რად ის­ტო­რი­ის, სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა გვევ­ლი­ნე­ბა. აქ პერ­სო­ნა­ჟი დუმს, რად­გან არ იცის, რა უნ­და თქვას და მი­სი ყო­ვე­ლი მოქ­მე­დე­ბა ში­ნა­გა­ნი რეფ­ლექ­სე­ბი­თაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი: ვერ­ბა­ლუ­რი დუ­მი­ლი და პრო­ტეს­ტი მოქ­მე­დე­ბებ­ში.

ჯონ მაქ­ს­ველ კუტ­ზე­ეს რო­მა­ნებ­ში დუ­მი­ლი პოს­ტ­კო­ლო­ნი­უ­რი სამ­ყა­როს მი­მართ ეთი­კურ პა­სუ­ხად იქ­ცე­ვა: მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი გმი­რი, პრო­ფე­სო­რი ლუ­რი, თა­ვი­დან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ხმა­უ­რი­თა და და­პი­რის­პი­რე­ბით იწყებს, მაგ­რამ რო­ცა ყრუ კე­დელს ეჯა­ხე­ბა, ხმა­ურს დუ­მი­ლი ცვლის. კუტ­ზე­ეს გმი­რე­ბის დუ­მი­ლი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი დუ­მი­ლის ფორ­მას იღებს, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია უსა­მარ­თ­ლო­ბი­სა და ადა­მი­ან­თა უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­სა­კენ.

გუს­ტავ ლე კლე­ზი­ოს პრო­ზა­ში დუ­მი­ლი­სა და ხმა­უ­რის სივ­რ­ცე ოკე­ა­ნე­სა­ვი­თაა, საზღ­ვარს მარ­ტი­ვად ვერ მიჯ­ნავ. ხმა­უ­რი კო­ლო­ნი­უ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გავ­ლე­ნა­შია, დუ­მი­ლი – კულ­ტუ­რა­ში, რო­მე­ლიც თა­ვის ხმას თა­ვის­თ­ვის იტო­ვებს და მოკ­რ­ძა­ლე­ბით უზი­ა­რებს მკითხ­ველს. გუს­ტავ ლე კლე­ზი­ოს რო­მა­ნებ­ში ხმა­უ­რი და დუ­მი­ლი თა­ნა­არ­სე­ბო­ბენ.

და­ვით ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლის რო­მან­ში „მე­გა­პო­ლი­სი და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი“ თე­მა მრა­ვალ­შ­რი­ა­ნია და მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რო­გორც პერ­სო­ნა­ჟე­ბის ში­ნა­გან სამ­ყა­როს­თან, ისე მე­გა­პო­ლი­სე­ბის კულ­ტუ­რულ და პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­ს­ტებ­თან. ქა­ლა­ქის რუ­ტი­ნა­ში ჩა­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის დუ­მი­ლი, შე­საძ­ლოა, გახ­დეს იმ უცხო წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის ფორ­მა, რო­მე­ლიც უხი­ლავ სის­ტე­მას უპი­რის­პირ­დე­ბა. რო­დე­საც სიტყ­ვებს აზ­რი ეკარ­გე­ბა ან კო­მუ­ნი­კა­ცია მე­ქა­ნი­კუ­რია, დუ­მი­ლი ხდე­ბა ბრძო­ლი­სა და გა­მო­ხატ­ვის იარა­ღი, რა­თა გმირ­მა პი­როვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. მე­გა­პო­ლი­სის ხმა­უ­რი­ან, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად ცა­რი­ელ სივ­რ­ცე­ში დუ­მი­ლი, შე­იძ­ლე­ბა, პერ­სო­ნა­ჟის გა­რი­ყუ­ლო­ბის მე­ტა­ფო­რა იყოს. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სურ­ვი­ლის და­კარ­გ­ვა უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ გმი­რი სა­კუ­თარ თავ­შიც ვერ პო­უ­ლობს სა­ი­მე­დო საყ­რ­დენს. დუ­მი­ლი აქ ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს ტრავ­მუ­ლი ან მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბის სი­ჩუ­მე, რომ­ლის გახ­მო­ვა­ნე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს დუ­მი­ლი სევ­დი­სა და და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­უთ­ქ­მე­ლი გან­ც­დე­ბით არის გაჟ­ღენ­თი­ლი. დუ­მი­ლი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა აიხ­ს­ნას, რო­გორც ენი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბის სიმ­ბო­ლო, სა­დაც სიტყ­ვა გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლია და მას რე­ა­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვა აღარ შე­უძ­ლია. ამა­ვე რო­მა­ნის ზო­გი­ერთ ეპი­ზოდ­ში დუ­მი­ლი შე­იძ­ლე­ბა აღ­ქ­მულ იქ­ნას პო­ზი­ტი­ურ მოვ­ლე­ნად – ში­ნა­გა­ნი სიღ­რ­მი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბის სივ­რ­ცედ, სა­დაც გმი­რი სამ­ყა­როს არ­სის წვდო­მას ცდი­ლობს.

სა­ბო­ლო­ოდ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა ხში­რად დუ­მი­ლის მე­ტა­ფო­რას ირ­ჩევს, რად­გან აღარ ენ­დო­ბა ხმა­ურს.

რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა დროს ვე­ღარ უმ­კ­ლავ­დე­ბა.

ხმა­უ­რი ისე­თი ძა­ლით შე­მო­იჭ­რა ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბა­ში – პო­ლი­ტი­კა­სა და მე­დია სივ­რ­ცე­ში, ყო­ველ­დღი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში – მკითხ­ველს იზი­დავს დუ­მი­ლის მე­ტა­ფო­რა და იმა­ზე  ფიქ­რი, რომ იქ­ნებ რა­ღაც ჯერ კი­დევ დარ­ჩა სათ­ქ­მე­ლი.

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება