23 ნოემბერი, შაბათი, 2024

წლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოვ­ლე­ნე­ბი

spot_img

გა­სუ­ლი წლის ბო­ლო დღე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით დას­რულ­და. დი­დი ხნის ლო­დი­ნის შემ­დეგ, 2022 წლის 31 დე­კემ­ბერს, სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რო­ბის მსურ­ველ­თა ტეს­ტი­რე­ბის თა­რი­ღი და გა­მოც­დის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა გა­ნი­საზღ­ვ­რა. გა­დაწყ­და, რომ ტეს­ტი­რე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მით, 2023 წლის 22 იან­ვარს, ერთ სე­სი­ად ჩა­ტარ­დე­ბო­და. ტეს­ტი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ იმ პი­რებს, რომ­ლებ­მაც 2020 წლის 3 თე­ბერ­ვ­ლი­დან 17 თე­ბერ­ვ­ლის ჩათ­ვ­ლით და 2022 წლის 24 ოქ­ტომ­ბ­რი­დან 16 დე­კემ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით გა­ი­ა­რეს რე­გის­ტ­რა­ცია, ამას­თან, გან­ცხა­დე­ბით არ მო­ითხო­ვეს რე­გის­ტ­რა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა და რე­გის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის გა­დახ­დი­ლი თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბა. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და 49 სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რი. ტეს­ტი­რე­ბის­თ­ვის რე­გის­ტ­რა­ცია 3 205-მა დი­რექ­ტო­რო­ბის მსურ­ველ­მა გა­ი­ა­რა, ად­გილ­ზე კი 1839 აპ­ლი­კან­ტი გა­მოცხად­და. ტეს­ტი­რე­ბის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, დი­რექ­ტო­რო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე, ანუ გა­სა­უბ­რე­ბის ეტაპ­ზე გა­და­ვი­დოდ­ნენ, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით მღელ­ვა­რე აღ­მოჩ­ნ­და უკ­ვე ტეს­ტი­რე­ბა­გავ­ლი­ლი აპ­ლი­კან­ტე­ბის­თ­ვის, რად­გან მათ ნა­წილს სწო­რედ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე ეთ­ქ­ვა უარი, სა­ბო­ლო­ოდ გამ­ხ­და­რიყ­ვ­ნენ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი. გა­სა­უბ­რე­ბა­ზე გას­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ დი­რექ­ტო­რო­ბის მსურ­ვე­ლებს, რომ­ლებ­მაც სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რი ტეს­ტი­რე­ბა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რეს, კერ­ძოდ, გა­და­ლა­ხეს ტეს­ტი­რე­ბის­თ­ვის დად­გე­ნი­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი (მაქ­სი­მა­ლურ ქუ­ლა­თა 60%). ასე­თი აღ­მოჩ­ნ­და აპ­ლი­კან­ტ­თა 76%.

სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რო­ბის მსურ­ველ­თა გა­სა­უბ­რე­ბის პრო­ცე­სი სა­მი­ნის­ტ­რომ 20 მარტს, გან­რი­გის მი­ხედ­ვით და­იწყო და რამ­დე­ნი­მე თვე გაგ­რ­ძელ­და.

ამა­ვე დღეს, 20 მარტს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ახა­ლი მი­ნის­ტ­რი გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი წა­რუდ­გი­ნა.

წარ­დ­გე­ნი­სას გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა გა­ნაცხა­და, რომ იმ დღი­დან­ვე, თა­ვის გუნ­დ­თან ერ­თად, და­იწყებ­და „აქტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სის­ტე­მა­ში ჩარ­თულ ყვე­ლა ადა­მი­ან­თან ბავ­შ­ვებ­თან, მათ მშობ­ლებ­თან, ჩვენს დამ­სა­ხუ­რე­ბულ და ღირ­სე­ულ მას­წავ­ლებ­ლებ­თან, სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, პრო­ფე­სო­რებ­თან, მეც­ნი­ე­რებ­თან და, რა თქმა უნ­და, ახალ­გაზ­რ­დებ­თან და სტუ­დენ­ტებ­თან. ყვე­ლა არ­სე­ბულ პრობ­ლე­მა­სა და გა­მოწ­ვე­ვა­ზე ვიმ­ს­ჯე­ლებთ მათ­თან ერ­თად და მი­ღე­ბუ­ლი უკუ­კავ­ში­რის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ვი­ღებთ სწრაფ და მყი­სი­ერ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ“.

მი­ნის­ტ­რის და­ნიშ­ვ­ნას სა­მი­ნის­ტ­რო­ში მას­შ­ტა­ბუ­რი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი არ მოჰ­ყო­ლია. 28 მარტს გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გე­ლა გე­ლა­ძე და­ნიშ­ნა.

პირ­ველ დღეს­ვე და­ა­ნონ­სე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რებს წინ უძღო­და, მი­ნის­ტ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შექ­მ­ნა, რო­მელ­საც თა­ვად გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს, კო­ორ­დი­ნა­ცი­ას კი ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი და პე­და­გო­გი გია მურ­ღუ­ლია უწევს. პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა მას­წავ­ლებ­ლე­ბის 150-კა­ცი­ან ჯგუფ­თან 21 აპ­რილს შედ­გა. პე­და­გო­გებ­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დაწყე­ბას მა­ლე მოჰ­ყ­ვა მი­ნის­ტ­რის პირ­ვე­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრაქ­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით – პორ­ტ­ფო­ლი­ოს წარ­დ­გე­ნის ვა­და გა­ხან­გ­რ­ძ­ლივ­და პირ­ველ ივ­ნი­სამ­დე, ამას­თა­ნა­ვე, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გა­მარ­ტივ­და პორ­ტ­ფო­ლი­ოს ატ­ვირ­თ­ვი­სა და წარ­დ­გე­ნის პრო­ცე­სი, კერ­ძოდ:

♦ მო­იხ­ს­ნა მას­წავ­ლებ­ლის პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის წე­რი­ლო­ბი­თი რეფ­ლექ­სი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ზე­პი­რად წა­რად­გენს, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წი­ნა­შე გა­სა­უბ­რე­ბი­სას. ბუ­ნებ­რი­ვია, ზე­პი­რი გა­სა­უბ­რე­ბის დროს მას­წავ­ლე­ბელს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ნი­ხი­ლოს შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­თან თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ამა თუ იმ აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა კავ­ში­რი ჰქონ­და ამ აქ­ტი­ვო­ბას სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან და მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი უკუ­კავ­ში­რი.

♦ მო­იხ­ს­ნა, თი­თო­ე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის წარ­მოდ­გე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. მას­წავ­ლე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, პორ­ტ­ფო­ლი­ო­ში ატ­ვირ­თოს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მხო­ლოდ ერ­თი კომ­პე­ტენ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და გა­სა­უბ­რე­ბის პრო­ცეს­ში, შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­თან, გა­ნი­ხი­ლოს ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბა, მი­სი კავ­ში­რი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა­სა და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას­თან.

23 მა­ისს, მი­ნის­ტ­რ­მა, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მო­რი­გი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო დრო­ე­ბით შე­ჩერ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებს, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის გა­რე­შე, კო­მი­სი­უ­რი წე­სით, სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევ­და. მი­ნის­ტ­რ­მა, ასე­ვე დრო­ე­ბით, შე­ა­ჩე­რა წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­და და და­ა­ა­ნონ­სა, რომ გა­მოც­და არ გა­უქ­მე­ბუ­ლა და ის 2024 წელს ჩა­ტარ­დე­ბა.

სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვით, კი­დევ ერ­თი ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და ივ­ნის­ში „მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის დამ­ტ­კი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის 2019 წლის 23 მა­ი­სის № 241 დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და, რომ­ლის თა­ნახ­მად, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სექ­ტო­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი პრაქ­ტი­კო­სის სტა­ტუსს 2025-2026 სას­წავ­ლო წლის ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ და მათ კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე მი­ე­ცე­მათ კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სა­მი­ნის­ტ­რო არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სექ­ტო­რის მას­წავ­ლებ­ლებს დაჰ­პირ­და, რომ მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­სებს შეს­თა­ვა­ზებს, რო­გორც საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბის, ასე­ვე ქარ­თუ­ლი ენის ფლო­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­დან, 2023 წელს, ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ან ამ­ბად დი­რექ­ტო­რე­ბის არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ცა. სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რო­ბის უფ­ლე­ბა, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს 2023 წლის 8 ივ­ნი­სის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 593 კან­დი­დატს მი­ე­ნი­ჭა. სა­ერ­თო ჯამ­ში, 927 სკო­ლა­ში ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი და უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში სა­მი­ნის­ტ­რომ მხო­ლოდ ერ­თი კან­დი­და­ტი წა­რად­გი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბი­სა. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ უკმა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია რო­გორც დი­რექ­ტო­რო­ბის კან­დი­და­ტებ­ში, ისე სკო­ლებ­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ 162 დი­რექ­ტო­რო­ბის მსურ­ვე­ლი, სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო წე­რი­თი გა­მოც­და­ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გე­ბით, სკო­ლის გა­რეთ დარ­ჩა. მათ­გან 26-მა სა­სა­მარ­თ­ლო­ში გა­აგ­რ­ძე­ლა და­ვა და გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბა და მი­სი ხე­ლახ­ლა, სა­მარ­თ­ლი­ან გა­რე­მო­ში გა­მარ­თ­ვა მო­ითხო­ვა. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, 1200-მდე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლე­ბენ მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი.

4 დე­კემ­ბერს, ორ­მა პე­და­გოგ­მა მაია ეკა­ლა­ძემ და და­ვით ფე­რა­ძემ სა­მი­ნის­ტ­როს წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და­იწყო. მაია ეკა­ლა­ძემ პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ზო­მას – შიმ­ში­ლო­ბას მი­მარ­თა (ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ორ დღეში, შიმშილობა შეწყვიტა). გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შეხ­ვ­და, თუმ­ცა, ეს არ აღ­მოჩ­ნ­და პრო­ტეს­ტის დას­რუ­ლე­ბის­თ­ვის საკ­მა­რი­სი, რად­გან შეხ­ვედ­რი­დან გა­მო­სულ­მა პე­და­გო­გებ­მა აქ­ცია ისევ გა­აგ­რ­ძე­ლეს და გა­ნაცხა­დეს, რომ „ეს იყო შეხ­ვედ­რა შეხ­ვედ­რის­თ­ვის“. გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა, იმა­ვე დღეს, მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გა­ნაცხა­და, რომ „თუ კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­რე­ბი თვლი­ან, რომ და­ირ­ღ­ვა მა­თი უფ­ლე­ბე­ბი, ამის­თ­ვის არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თ­ლო, ასე ხდე­ბა ნე­ბის­მი­ერ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში. პირ­ვე­ლე­ბი ვართ, ვინც და­ვიწყეთ სკო­ლე­ბის ავ­ტო­ნო­მი­ის ზრდა­ზე მუ­შა­ო­ბა, ასე რომ, მა­თი არ­გუ­მენ­ტე­ბი ამ კუთხით მი­უ­ღე­ბე­ლია“. პრო­ტეს­ტი გრძელ­დე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, 27 ოქ­ტომ­ბე­რი – იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე – მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ დღედ გა­მოცხად­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თ­ვის, ღვაწ­ლ­მო­სილ პე­და­გო­გებს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი პრე­მია და­უ­წეს­და სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მ­ნი­ლი სამ­კერ­დე ნი­შა­ნი და ფუ­ლა­დი ჯილ­დო 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. პირ­ვე­ლი პრე­მია, წელს, 11-მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­ი­ღო.

წლის მოვ­ლე­ნად კი, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ახა­ლი სა­ხელ­ფა­სო ფორ­მუ­ლის ამოქ­მე­დე­ბა იქ­ცა. მი­ნის­ტ­რ­მა, 2024 წლის 1 ივ­ლი­სი­დან, მას­წავ­ლე­ბელ­თა ხელ­ფა­სე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო ზრდა და­ა­ა­ნონ­სა სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე მო­მუ­შა­ვე მას­წავ­ლე­ბელ­თა ანაზღა­უ­რე­ბა, სა­შუ­ა­ლოდ, 500 ლა­რით და მე­ტით გა­იზ­რ­დე­ბა, რაც ერთ წე­ლი­წად­ში ხელ­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლის, და­ახ­ლო­ე­ბით, 35%-იანი მა­ტე­ბაა.

მიმ­დი­ნა­რე წელს ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხო პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა ასაკ­საც და ორ­ჯერ შე­ვი­და შეს­წო­რე­ბა „ზოგა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში“, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გა­ზაფხულ­ზე გა­მოცხა­დე­ბუ­ლი პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა რე­გის­ტ­რა­ცი­ის გავ­ლა შეძ­ლეს მოს­წავ­ლე­ებ­მა, რომ­ლებ­საც პირ­ველ ნო­ემ­ბ­რამ­დე შე­უს­რულ­დათ 6 წე­ლი, ხო­ლო შე­მოდ­გო­მა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­დევ ერ­თი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, და­რე­გის­ტ­რი­რე­ბას უკ­ვე ის ბავ­შ­ვე­ბი შეძ­ლე­ბენ, რომ­ლებ­საც 6 წე­ლი პირ­ველ დე­კემ­ბ­რამ­დე შე­უს­რულ­დე­ბათ.

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა, 20 სექ­ტემ­ბერს, კერ­ძო სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რებ­სა და ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს კერ­ძო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ახა­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი, მიდ­გო­მე­ბი და მე­ქა­ნიზ­მე­ბი გა­აც­ნო, რა­საც მა­ლე­ვე მოჰ­ყ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გე­გ­მა­ში. სა­მი­ნის­ტ­როს გან­ცხა­დე­ბით, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის­თ­ვის მე­ტი ავ­ტო­ნო­მი­ის მი­ნი­ჭე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ცვლი­ლე­ბე­ბი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის და­გეგ­მ­ვა­სა და წარ­მარ­თ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა კომ­პო­ნენტს შე­ე­ხო, მათ შო­რის, რო­გორც სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრინ­ცი­პებს, მიზ­ნებ­სა და ში­ნა­არ­სობ­რივ პრი­ო­რი­ტე­ტებს, ასე­ვე, სწავ­ლე­ბის მე­თო­დებს, შე­ფა­სე­ბა­სა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბას. შე­დე­გად, „სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტი მი­მარ­თუ­ლია ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მეტ მხარ­და­ჭე­რა­ზე და მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს სკო­ლებს, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად და მოს­წავ­ლის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­გეგ­მონ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი“.

ცვლი­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია და გან­ხილ­ვის საგ­ნად იქ­ცა გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა (საკ­ლა­სო, სა­ში­ნაო, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი) და მო­დე­ლე­ბი. ახ­ლა სკო­ლებს თა­ვად შე­უძ­ლი­ათ, შექ­მ­ნან გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბის ორი­გი­ნა­ლუ­რი სის­ტე­მა და პრინ­ცი­პე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სას­კო­ლო სის­ტე­მა­ში და­წე­რი­ლი ნიშ­ნე­ბის კონ­ვერ­ტი­რე­ბა მოხ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რულ 10-ბა­ლი­ან სის­ტე­მა­ში; ასე­ვე, კერ­ძო სკო­ლებს უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ, გან­საზღ­ვ­რონ არა კლა­სის, არა­მედ სა­ფე­ხუ­რის დაძ­ლე­ვის ბა­რი­ე­რი. მათ შო­რის სკო­ლა თა­ვად ად­გენს სას­კო­ლო სა­ა­თობ­რივ ბა­დეს, შე­სა­ბა­მი­სი და­სა­ბუ­თე­ბით, მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის, ასე­ვე, სკო­ლის ადა­მი­ა­ნუ­რი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში მო­ცე­მუ­ლი სა­ა­თობ­რი­ვი ბა­დე მხო­ლოდ სა­რე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თი­საა; ესგ-ში აღარ აღი­წე­რე­ბა საგ­ნობ­რი­ვი კა­თედ­რე­ბი­სა და დამ­რი­გებ­ლის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი. სკო­ლებს შე­უძ­ლი­ათ, თა­ვად მი­ი­ღონ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა რა ფუნ­ქ­ცი­ებს შე­ას­რუ­ლე­ბენ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი და რო­გო­რი იქ­ნე­ბა სკო­ლის სტრუქ­ტუ­რა. ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, კერ­ძო სკო­ლებს უფ­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­ი­ყე­ნონ არაგ­რი­ფი­რე­ბუ­ლი, შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ასე­ვე, მათ უფ­ლე­ბა აქვთ, თა­ვად გან­საზღ­ვ­რონ კლა­სის დამ­რი­გებ­ლის ფორ­მა და ფუნ­ქ­ცი­ე­ბი გა­უქ­მ­დე­ბა დამ­რი­გებ­ლის ინ­ს­ტი­ტუ­ტის არ­სე­ბო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც.

2023 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში, აქ­ტი­უ­რად და­იწყო ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, რომ­ლის მი­ზა­ნია რო­გორც კერ­ძო, ისე სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნა იმ აუცი­ლე­ბელ პი­რო­ბებ­თან, რო­მელ­თა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს რო­გორც უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს, ისე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რისხს. სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი 2027 წლის­თ­ვის უნ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, 13 ნო­ემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­მი­ნის­ტ­რო ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ვა­დე­ბის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბას გეგ­მავს და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ეტა­პობ­რი­ვი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ვა­და, 2026-2027 სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის ნაც­ვ­ლად, 2030-2031 სას­წავ­ლო წლის და­საწყი­სით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში 2086 სა­ჯა­რო სკო­ლა უნ­და ჩარ­თუ­ლი­ყო, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო მზა­ო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 600-მდე სა­ჯა­რო სკო­ლას უნ­და გა­მო­ე­ხა­ტა. ინი­ცი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ კი „პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თე­ბა გეგ­მა­ზო­მი­ე­რად და, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში 200-დან 300 სკო­ლამ­დე ჩარ­თ­ვა იგეგ­მე­ბა,“ აღ­ნიშ­ნუ­ლია კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში

2023 წე­ლი საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბით შე­ვა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის 2023-2024 სას­წავ­ლო წლის შე­მოდ­გო­მის სე­მეს­ტ­რი­დან გა­ორ­მაგ­და სტი­პენ­დი­ატ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და სა­ხელ­მ­წი­ფო სტი­პენ­დი­ის ოდე­ნო­ბა. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სას­წავ­ლო წლის 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ოქ­ტომ­ბ­რი­დან ივ­ლი­სის ჩათ­ვ­ლით, სა­ხელ­მ­წი­ფო უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, ყო­ველ­თ­ვი­უ­რად, 150 ლა­რის ნაც­ვ­ლად, მი­ი­ღე­ბენ 300-ლა­რი­ან სტი­პენ­დი­ას.

რაც შე­ე­ხე­ბა სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბას, თუ აქამ­დე სტი­პენ­დია გა­ი­ცე­მო­და, სა­შუ­ა­ლოდ, 2 500 სტუ­დენ­ტ­ზე, ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან გაზ­რ­დილ სტი­პენ­დი­ას 5 000 წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი მი­ი­ღებს. სი­ახ­ლე იყო ისიც, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ვად აღარ და­ად­გენს სტი­პენ­დი­ატ­თა შე­სარ­ჩევ კრი­ტე­რი­უ­მებს და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი სტი­პენ­დი­ატ­თა შე­სარ­ჩე­ვი სა­ერ­თო კრი­ტე­რი­უ­მე­ბით იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბენ, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით დამ­ტ­კიც­და. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, 15 სექ­ტემ­ბერს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის მე­ო­რე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მოჰ­ყ­ვა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზით სტა­ტუს­შე­ჩე­რე­ბულ სტუ­დენ­ტებს არ­სე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გა­უ­ნულ­დე­ბოდათ და ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიღ­მა საკ­მა­ოდ შთა­მ­ბეჭ­და­ვი რიცხ­ვი და თან­ხა და­სა­ხელ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, და­ახ­ლო­ე­ბით, 30 000-მდე სტუ­დენტს, ჯამ­ში, 40 მი­ლი­ო­ნამ­დე ლა­რის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ჩა­მო­ე­წე­რე­ბა. ინი­ცი­ა­ტი­ვას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი შე­უ­ერ­თ­და, ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გარ­და.

სა­მი­ნის­ტ­რომ, ნო­ემ­ბ­რის თვე­ში, სკო­ლის კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის­თ­ვის მოთხოვ­ნე­ბი და­ა­წე­სა და დარ­გობ­რი­ვი სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და მშო­ბელ­თა აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით, „ზოგად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კვე­ბის ობი­ექ­ტის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის­თ­ვის დად­გე­ნი­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი მოთხოვ­ნე­ბი“ და­ამ­ტ­კიც­ა. დო­კუ­მენ­ტ­ში ასა­ხუ­ლია რო­გორც ჯან­სა­ღი კვე­ბი­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი – აკ­რ­ძა­ლუ­ლი მზა კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი და ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბი, ასე­ვე სკო­ლის კვე­ბის ობი­ექ­ტის თა­ნამ­შ­რო­მელ­თა პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის მოთხოვ­ნე­ბი და სხვა.

12 დეკემბერს, ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ დარჩენილ სკოლებში (დაახლოებით 1000 სკოლაში), სადაც დირექტორები ვერ შეირჩა, ახალი კონკურსი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, ყველა კანდიდატს მიეცემა მონაწილეობის შესაძლებლობა, როგორც სერტიფიცირების მოპოვების მსურველებს, ასევე არსებულ სერტიფიცირების კანდიდატებს.

ასევე განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება,  ერთმანეთისგან გაიმიჯნოს  სახელფასო პოლიტიკა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით, 51 090 მასწავლებლიდან, სრულ განაკვეთზე მყოფ 70%-ს, მათი სტატუსის მიუხედავად, ხელფასი, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაეზრდებათ.

სახელფასო ზრდა და მასწავლებელთა რაოდენობა, მინისტრის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციით, ასეთია:

♦ 400 ლარზე მეტით გაეზრდება ხელფასი 8217 მასწავლებელს;

♦ 500 ლარზე მეტით – 14053 მასწავლებელს;

♦ 600 ლარზე მეტით – 7114 მასწავლებელს;

♦ 700 ლარზე მეტით – 4491 მასწავლებელს;

♦ 800 ლარზე მეტით – 1648 მასწავლებელს;

♦ 900 ლარზე მეტით – 917 მასწავლებელს.

სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ანაზღაურება 10%-ით გაიზრდება, ხოლო ტექნიკური პერსონალის 10-50%-ით, მათი ანაზღაურების მიხედვით.

როგორ მოხდება სტატუსის დანამატებისა და დაანონსებული ხელფასის ზრდის ერთმანეთზე მორგება? ამ შეკითხვაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, 12 დეკემბერს, ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე, ერთწინადადებიანი განმარტება ჰქონდა: არსებული წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ინარჩუნებენ სტატუსს და მიიღებენ ფუნქციის შესაბამის ფიქსირებულ დანამატს, რომელიც არ იქნება მიბმული საათობრივ დატვირთვაზე.

სიახლე იქნება მომავალი წლიდან ისიც, რომ მასწავლებლის სახლი მთლიანად, კონცეპტუალურად, შეცვლის მიდგომებს და დაიწყება:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შინაარსობრივი გარდაქმნა;

მასწავლებლების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი სერვისების შეთავაზება; 

სქემის განვითარება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით;

ტრენინგ მოდულების რევიზია და სავალდებულობის გარდაქმნა, რაც გულისხმობს იმას, რომ მომავალი წლიდან სრულად გაუქმდება ის სავალდებულო ტრენინგ-მოდულები, რომელიც აქამდე არსებობდა.

1 იან­ვ­რი­დან გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო უკ­ვე ახა­ლი სა­ხე­ლით გა­აგ­რ­ძე­ლებს ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას. მო­მა­ვა­ლი წლი­დან, სა­მი­ნის­ტ­როს ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­ა­გენ­ტო და­ე­მა­ტე­ბა და უწყე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბა იქ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­რო.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები