18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

„წიგ­ნი – სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი“

spot_img

მანანა დარსალია
სსიპ ქა­ლაქ თბი­ლი­სის №128 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მა­თი მშობ­ლე­ბის­თ­ვის მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და მო­ტი­ვა­ცი­ის მიმ­ცე­მია პირ­ვე­ლი სას­წავ­ლო წე­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის წიგ­ნი­ე­რე­ბას­თან პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა და იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა თუ რა­ო­დენ დი­დი მოვ­ლე­ნის წი­ნა­შე დგე­ბი­ან პა­ტა­რე­ბი წიგ­ნ­თან პირ­ვე­ლი „ზი­ა­რე­ბის“ დროს. მთე­ლი სას­წავ­ლო წე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მონ­დო­მე­ბით ვაც­ნობ­დი, ვას­წავ­ლი­დი, ვკითხუ­ლობ­დით, ვი­აზ­რებ­დით წა­კითხულს; ვცდი­ლობ­დი წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის სა­ფუძ­ვ­ლის ჩაყ­რას. მინ­და, რომ ამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა­ში ბავ­შ­ვე­ბი წიგ­ნებს კი არ და­შორ­დ­ნენ, პი­რი­ქით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­იყ­ვა­რონ და „და­ი­მე­გობ­რონ“. აი, ამ მიზ­ნით გა­დავ­წყ­ვი­ტე პრო­ექ­ტის დაწყე­ბა. წი­ნას­წარ ვი­ცო­დი პრო­ექ­ტის სარ­გე­ბე­ლი, მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა: სწავ­ლე­ბის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე ჩა­ეყ­რე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის იმ უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს კითხ­ვას, წე­რას, ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბას, იდე­ე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მოთ­ქ­მას. პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აუმაღ­ლ­დე­ბათ წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნე, თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლობე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი; ეცო­დი­ნე­ბათ წიგ­ნის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რომ­ლის ცოდ­ნა გა­უ­ად­ვი­ლებს მის გა­აზ­რე­ბულ მოხ­მა­რე­ბას; გა­ეც­ნო­ბი­ან სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კას და ხა­ლი­სით ითა­ნამ­შ­რომ­ლე­ბენ მას­თან. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­იქ­მ­ნე­ბა სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი – „პა­ტა­რა წიგ­ნე­ბი“, კითხ­ვის ჰო­ლის­ტუ­რი მე­თო­დი­სათ­ვის (მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბით).

პრო­ექ­ტის და­სა­ხე­ლე­ბა: „წიგ­ნი – სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი“

პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და მა­თი ასა­კი: I კლა­სის (7 წლის) მოს­წავ­ლე­ე­ბი

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი (ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი საგ­ნე­ბი: ქარ­თუ­ლი ენა, სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა)

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი: მოს­წავ­ლე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ: ის­წავ­ლონ წიგ­ნის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და წიგ­ნ­თან მუ­შა­ო­ბა, გა­ი­გონ და გა­ი­აზ­რონ წიგ­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ის­წავ­ლონ სხვებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა, ითა­ნამ­შ­რომ­ლონ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან; მშობ­ლებ­მა/მოს­წავ­ლე­ებ­მა/მას­წავ­ლებ­ლებ­მა შექ­მ­ნან სას­წავ­ლო რე­სურ­სი.

პრო­ექ­ტის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი შე­დე­გი: პრო­ექ­ტის მსვლე­ლო­ბი­სა და დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ებს გა­უჩ­ნ­დე­ბათ და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა წიგ­ნე­ბის მი­მართ, შე­იყ­ვა­რე­ბენ მათ, სა­კუ­თა­რი ხე­ლით შექ­მ­ნი­ან G-praid-ის პა­ტა­რა სა­კითხა­ვი წიგ­ნე­ბის მსგავს „პა­ტა­რა წიგნს“; მოს­წავ­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან წიგ­ნის ავ­ტო­რე­ბი და მხატ­ვ­რე­ბი, შექ­მ­ნი­ან „ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს“, ისა­უბ­რე­ბენ, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბე­ბენ დას­კ­ვ­ნებს, გახ­დე­ბი­ან სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის მკითხ­ვე­ლე­ბი, გა­ეც­ნო­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა ლი­ტე­რა­ტუ­რას, შეთხ­ზა­ვენ ის­ტო­რი­ებს; შექ­მ­ნი­ან ასე­ვე G-praid-ის პა­ტა­რა სა­კითხა­ვი წიგ­ნე­ბის მსგავს ასო-ბგე­რის სას­წავლ ტექ­ს­ტებს, იმუ­შა­ვე­ბენ ტექ­ს­ტის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი და გრა­მა­ტი­კუ­ლი ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, გა­ა­კე­თე­ბენ ილუს­ტ­რა­ცი­ებს, შე­ეც­დე­ბი­ან თა­ვი­ან­თი იდე­ე­ბის, პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბის, შეთხ­ზუ­ლის ქა­ღალ­დ­ზე გა­და­ტა­ნას, დახ­ვე­წენ ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბას, ის­წავ­ლი­ან ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გა­მო­ყე­ნე­ბას, გახ­დე­ბი­ან თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბი­ან მშობ­ლე­ბი, პე­და­გო­გე­ბი, ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

პრო­ექ­ტის გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­დე­გი: ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გა­დად­გ­მუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბით მი­ღე­ბულ ცოდ­ნას აუცი­ლებ­ლად და­ა­შე­ნე­ბენ, მომ­დევ­ნო წლებ­ში, ახალს და გახ­დე­ბი­ან „წიგ­ნი­ე­რე­ბის“ კომ­პე­ტენ­ცი­ის მა­ტა­რე­ბელ­ნი, რა­თა ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ სრულ­ფა­სო­ვან და მა­ღა­ლი შეგ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად და თვით­რე­ა­ლი­ზე­ბით და­იმ­კ­ვიდ­რონ ად­გი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში.

გან­ვ­საზღ­ვ­რე:

♦ პრო­ექ­ტის ვა­დე­ბი;

♦ ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი და რის­კე­ბი;

♦ შე­ვად­გი­ნე მას­წავ­ლებ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა;

♦ მოს­წავ­ლის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა.

საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დავ­გეგ­მე შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბე­ბი (გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს მი­ე­ცათ შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბე­ბი. ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა ცალ-ცალ­კე გა­დის ესგ-ით გან­საზღ­ვ­რულ მი­საღ­წევ შე­დეგ­ზე):

  1. მას­წავ­ლებ­ლის და უფ­რო­სე­ბის დახ­მა­რე­ბით, წიგ­ნებ­ზე მო­ძი­ე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ეც­ნო­ბი­ან, მო­ი­ტა­ნენ კლას­ში, ერ­თად და­ვა­ხა­რის­ხებთ და და­ის­წავ­ლი­ან;
  2. შე­ი­ძე­ნენ წიგ­ნის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­რო მა­სა­ლას და და­იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას.
  3. მოს­წავ­ლე­ე­ბი, ჩე­მი დახ­მა­რე­ბით, ხე­ლოვ­ნე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, დაჭ­რი­ან ფორ­მა­ტებს, და­ხა­ტა­ვენ, გა­ა­ფე­რა­დე­ბენ, და­ა­წე­ბე­ბენ, და­ა­ხა­რის­ხე­ბენ ქა­ღალ­დის ფორ­მა­ტებს (ყდის­თ­ვის, წიგ­ნის ფურ­ც­ლე­ბის­თ­ვის…), გა­და­ა­ნა­წი­ლე­ბენ მათ მი­ერ შეთხ­ზუ­ლი მოთხ­რო­ბის ტექ­ს­ტის წი­ნა­და­დე­ბებს წიგ­ნის გვერ­დებ­ზე და გა­და­წე­რენ, ერ­თ­მა­ნეთ­თან ითა­ნამ­შ­რომ­ლე­ბენ;
  4. მო­ემ­ზა­დე­ბი­ან პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თ­ვის და, გა­საც­ნო­ბად, ერ­თ­მა­ნეთს სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებს შეს­თა­ვა­ზე­ბენ. ერ­თობ­ლი­ვად გა­ი­მე­ო­რე­ბენ ტექ­ს­ტებს, რო­მე­ლიც უნ­და წარ­მოთ­ქ­ვან სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე;
  5. მო­აწყო­ბენ პრე­ზენ­ტა­ცი­ას სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბი და მშობ­ლე­ბი ერ­თობ­ლი­ვად წარ­მო­ად­გე­ნენ წიგ­ნებ­ზე მო­ძი­ე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და მხატ­ვ­რულ ტექ­ს­ტებს. ბო­ლოს კი, მოს­წავ­ლე­ე­ბი დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გე­ნენ ხელ­ნა­კეთ „პა­ტა­რა წიგ­ნებს“ (G-praid-ის პა­ტა­რა სა­კითხა­ვი წიგ­ნე­ბის მსგავსს).

პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ტარ­დე­ბო­და შუ­ა­ლე­დუ­რი შე­ფა­სე­ბა (მო­ნი­ტო­რინ­გი):

♦ დაკ­ვირ­ვე­ბა;

♦ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შე­მოწ­მე­ბა;

♦ მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია ერ­თ­მა­ნეთ­თან.

პრო­ექ­ტი, დას­რუ­ლე­ბი­სას, შე­ფას­და მას­წავ­ლე­ბელ­თა, მოს­წავ­ლე­თა და მშო­ბელ­თა მი­ერ წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით.

პრო­ექ­ტის შე­დე­გე­ბი:

♦ მო­წავ­ლე­ებ­მა და­ის­წავ­ლეს და გად­მოს­ცეს სა­ინ­ფორ­მა­ციო და მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბი;

♦ მშობ­ლებ­მა და მოს­წავ­ლე­ებ­მა შექ­მ­ნეს „პა­ტა­რა წიგ­ნე­ბი“ კითხ­ვის ჰო­ლის­ტუ­რი მე­თო­დი­სათ­ვის;

♦ მო­აწყ­ვეს პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში.

პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და და ხე­ლი შე­უწყო მეტყ­ვე­ლე­ბის, წე­რის უნა­რე­ბის დახ­ვე­წას. მოს­წავ­ლე­ებ­მა ის­წავ­ლეს აზ­როვ­ნე­ბა, გა­ნუ­ვი­თარ­დათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვით­გა­მო­ხატ­ვის უნა­რი; შე­უყ­ვარ­დათ კითხ­ვა, წიგ­ნე­ბი, ის­წავ­ლეს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, გა­უმ­დიდ­რ­დათ ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი, ის­წავ­ლეს აზ­რე­ბის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გა­მო­ხატ­ვა, მი­ი­ღეს სი­ა­მოვ­ნე­ბა შექ­მ­ნი­ლი პრო­დუქ­ტით; ის­წავ­ლეს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ და­მო­უ­კი­დე­ბელ მკითხ­ვე­ლე­ბად; გა­ი­გეს, რო­გორ იქ­მ­ნე­ბა და იბეჭ­დე­ბა წიგ­ნი. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად წარ­დ­გ­ნენ, დი­დი მონ­დო­მე­ბი­თა და ხა­ლი­სით გა­დას­ცეს დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა. იმი­სათ­ვის, რომ მათ კი­დევ უფ­რო მე­ტად გა­ნუ­ვი­თარ­დეთ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო უნა­რე­ბი, შემ­დე­გი პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ას, აუცი­ლებ­ლად, პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­თან ჩა­ვა­ტა­რებ.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები