აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2023 წლის III ეტაპის განხორციელებას იწყებს.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ:
⇒ ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების სტუდენტები;
⇒ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების (ბაკალავრები,მაგისტრანტები) სტუდენტები;
⇒ ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების რეზიდენტები.
მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 15 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით:
♦ ელექტრონულ მისამართზე – apkhazeti@mes.gov.ge;
♦ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ. №68).
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
+995 598 17 41 78;
+995 577 09 22 39.
იხ. განცხადების ბლანკი: http://surl.li/kcjri
იხ. ვრცლად: http://surl.li/kcjvr