დაარსებიდან დღემდე
საქართველოს ბიზნესის აკადემია — SBA 2010 წლის 4 ნოემბერს დაფუძნდა, იმ ახალგაზრდა სპეციალისტთა ინიციატივით, რომლებსაც საქართველოსა და უცხოეთში წარმატებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდათ. აკადემიაში დაარსების დღიდან ხორციელდება მაღალი ხარისხის, თანამედროვე, შედეგებზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამები.
საქართველოს ბიზნესის აკადემიამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი მოიპოვა. ამ დროისათვის SBA ახორციელებდა საბაჟო საქმის მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის სტანდარტების შემუშავებაც აკადემიის ინიციატივა იყო. მომავალი წლისთვის, პარტნიორების ჩართულობით, აკადემიამ შეიმუშავა აუდიტორის ასისტენტის და ბანკის ოპერატორის პროფესიული სტანდარტები, წარმატებით მოიპოვა მათი განხორციელების უფლება და, 2013 წლიდან, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, მომხიბვლელი საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზა საზოგადოებას.
2018 წელს აკადემიამ წარმატებით გაიარა რეავტორიზაცია საზოგადოებრი კოლეჯის სტატუსით და 6 წლის ვადით მოიპოვა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ პირველად, პროფესიულ სასწავლებლებს შორის, აკადემიამ 2018 წელს შესთავაზა მსურველებს დუალური პროგრამა ბუღალტრულ აღრიცხვაში.
2019 წლის16 ოქტომბერს, ქალაქ ჰელსინკში, პროფესიული უნარების ევროპული კვირის ფარგლებში, სამეწარმეო საგანმანათლებლო დაწესებულებების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამეწარმეო სკოლის ჯილდოების ნომრისთვის, ევროპის 22 ქვეყნის 34 ინოვაციური (აკადემიური და პროფესიული) დაწესებულება შეირჩა, ეროვნულ დონეზე მათი უახლესი ხედვისა და მეწარმეობის საგანმანათლებლო პროგრამების შესანიშნავი განხორციელებისთვის. აღნიშნული ჯილდო გადაეცა საქართველოს ბიზნესის აკადემიას — SBA, როგორც საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებას ქვეყანაში, სამეწარმეო განათლების კუთხით.
2020 წელს აკადემიამ პირველად, კერძო კოლეჯებს შორის, მსურველებს შესთავაზა ლოგისტიკის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, რაც გულისხმობს იმას, რომ სტუდენტი, პროგრამის დასრულების შემდეგ, დიპლომთან ერთად, სრული ზოგადი განათლების ატესტატს იღებს.
SBA მისია
SBA განვითარებაზე ორიენტირებული დაწესებულებაა, რომელიც ზრუნავს სამეწარმეო, ასევე, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი პროფესიონალების განათლებაზე, უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, რისთვისაც უზრუნველყოფს სიცოცხლის მანძილზე განათლების ფორმალური და არაფორმალური გზით მიღების შესაძლებლობას.
„საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატების მთავარ კრიტერიუმად, ჩვენი კურსდამთავრებულების პიროვნულ და პროფესიულ წარმატებებს მივიჩნევთ და ვამაყობთ ამით. ჩვენი ერთობლივი წარმატებისათვის ოთხი მთავარი წინაპირობა არსებობს: საუკეთესო, კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო პროგრამები, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პროფესიონალი, გამოცდილი და აღიარებული მასწავლებლები და კარგი მენეჯმენტი.
მოხარულნი ვიქნებით, თუკი თქვენს არჩევანს ჩვენზე შეაჩერებთ. ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას უშურველად მოვახმართ თქვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. გაატარეთ სწავლის პერიოდი ჩვენთან, გახდით SBA-ს დიდი ოჯახის წევრი და ერთად ვიზრუნოთ თქვენი, ჩვენი და ქვეყნის საერთო წარმატებისათვის“. — ამბობს აკადემიის დირექტორი ია ერაძე.
აირჩიე საქართველოს ბიზნესის აკადემია — SBA — გახდი პროფესიონალი
აკადემია, პროფესიულ პროგრამებთან ერთად, წარმატებით ახორციელებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად მომზადება/გადამზადების მოკლევადიან პროგრამებს.
სადიპლომო პროფესიული პროგრამები:
1. ოფისის მენეჯერი;
2. საბაჟო საქმე (ქართულენოვანი);
3. საბაჟო საქმე (ინგლისურენოვანი);
4. სკოლამდელი განათლება;
5. საექთნო საქმე;
6. ბუღალტრული აღრიცხვა;
7. ლოგისტიკა;
8. ფარმაცია;
9. ფინანსები.
სასერტიფიკატო მომზადება/გადამზადების მოკლევადიანი პროგრამები:
1. ელექტრონული ბუღალტერია;
2. საბაჟო დეკლარირება;
3. სალაროს ოპერაციების განხორციელება;
4. კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა;
5. საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ორგანიზება;
6. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა;
7. მმართველობითი და საინფორმაციო დოკუმენტების მომზადება;
8. საწყობის ლოგისტიკა;
9. სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
პროგრამები ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ისე თვითდაფინანსებით.
ბრენდირება და ევროპის ხარისხის ნიშანი
აკადემია დღემდე აქტიურად მონაწილეობს, პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, მოდულური პროფესიული სტანდარტებისა და ჩარჩო პროგრამების შემუშავებაში, დანერგვასა და სრულყოფაში. აკადემიის პერსონალის მიერ შემუშავებულია არაერთი საგანმანათლებლო რესურსი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების წაარმატებით განხორციელებისათვის.
SBA თანამშრომლობს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან — ევროპული ტრენინგების ფონდი (ETF), ასოციაცია „People for people“, ინტეგრირების საგანმანათლებლო ქსელი (Integrity Action); საქართველოს ბიზნესის აკადემია, 2011 წლიდან, საბაჟო უნივერსიტეტების საერთაშორისო ქსელის (INCU) წევრია, 2014 წელს მიენიჭა EFQM (European Foundation for Quality Managment) ხარისხის მართვის ევროპული ფონდის ნიშანი.
SBA მონაწილეობს საქართველოს კერძო კოლეჯების მიერ ორგანიზებულ ბრენდირების პროცესში და ორგზის ბრენდირების 5-დან 5 ვარსკვლავის მფლობელია.
SBA — თქვენი საუკეთესო არჩევანი
2027 წლისათვის SBA აკადემია იქნება დაწესებულება, რომელიც საზოგადოებას მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო და სხვა სახის სერვისებს გაუწევს, საკუთარი სამეწარმეო იდეების რეალიზებაში, ბიზნესის განვითარებასა და ოპერირებაში დასახმარებლად. ამ მიზნით, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება:
⇒ საბაზო და ზოგადი განათლების მქონე პირებისათვის მაღალი ხარისხის, მათ შორის უცხოელ პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივად განხორციელებული საკვალიფიკაციო პროგრამების შეთავაზება;
⇒ სამუშაოს მაძიებლებისა და დასაქმებულთათვის მაღალი ხარისხის მომზადების, გადამზადების, სტაჟირების პროგრამების შეთავაზება საქართველოში და საზღვარგარეთ;
⇒ მოქმედი ბიზნესისა და მეწარმეებისათვის საკონსულტაციო, კვლევებისა და დაგეგმვის სერვისების შეთავაზება, მათ შორის საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის კუთხით;
⇒ ბიზნესისათვის სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის შეთავაზება ან/და აუთსორსული მომსახურება, მათი საქმიანობის ცალკეულ ფუნქციონალურ სფეროებში.
აკადემია, დაარსებიდან დღემდე, განვითარებისა და პროფესიული წინსვლისაკენ ისწრაფვის, სტუდენტებსა და მასწავლებლებს სთავაზობს არა მარტო მომხიბვლელ აკადემიურ გარემოს, არამედ სასწავლო პროცესის პარალელურად — კულტურულ, გასართობ და ინტელექტუალურ ღონისძიებებს. საქართველოს ბიზნესის აკადემიას არაერთი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს და ახორციელებს გაცვლით პროგრამებს.
„ახალი განათლების“ რედაქცია ულოცავს საქართველოს ბიზნესის აკადემიას 10 წლის იუბილეს.