18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ციფრული მოქალაქეობის შესახებ კვლევის წარმართვისთვის

spot_img

გუნდური (კოლაბორაციული) კვლევა ციფრულ მოქალაქეობაზე აერთიანებს სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს. კვლევა წარიმართება როლანდ ხოჯანაშვილის მენტორინგით (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი)

 

კვლევის საჭიროება ეფუძნება მასწავლებელთა დაკვირვებას (კვლევის თვისებრივი მეთოდი).

კვლევის განხორციელებისთვის იქმნება კოორდინაციული ჯგუფი, რომელიც იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:

  • ინფორმაციაზე წვდომა;
  • ინკლუზიურობა და ჩართულობა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან (კულტურული, სოციალური და გენდერული ბარიერების მოშლა);
  • თვითგამოხატვის საშუალება და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • სოციალური კომუნიკაცია (ინფორმაციის, ფოტოების, აუდიო და ვიდეოფაილების გაზიარება);
  • შემეცნებითი და საგანმანათლებლო კუთხით განვითარების ხელშეწყობა: საგანმანათლებლო პროექტები, ონლაინსწავლა-სწავლება და ურთიერთსწავლება.

კვლევის ავტორები და თანაავტორები იქნებიან საქართველოს რეგიონების პედაგოგები, რომლებიც ჩართული არიან ე.წ. „ახალი განათლების“ 120-საათიან არაფორმალური განათლების ტრენინგ-კურსში.

კვლევის ანგარიშის აქტივობების შესახებ, პერიოდულად, „ახალი განათლება“ გამოაქვეყნებს ინფორმაციას.

რედაქცია, ასევე, გეგმავს სხვა ტიპის სამოქმედო კვლევათა (პედპრაქტიკისა და სკოლის საჭიროებათა) მხარდაჭერას.

სამოქმედო კვლევის დანიშნულება სასკოლო პრობლემის იდენტიფიცირება და მოგვარებაა. კვლევის შედეგად ვითარდება სასკოლო საზოგადოება, სუსტდება ან აღმოიფხვრება პრობლემები, მჭიდროვდება კოლეგიალობა და სკოლათაშორისი ურთიერთობის კულტურა მაღლდება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები