21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ჩვე­ნი პრო­ფე­სიაა თვი­თონ გა­მოწ­ვე­ვა

spot_img

მაია გი­გა­უ­რი

თბი­ლი­სის №172 და ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის №178 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი 

 

Δ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ გა­ჩე­ნი­ლი ინ­ტე­რე­სი

პრო­ფე­სი­ით ინ­გ­ლი­სუ­რის და ეს­პა­ნუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­ლო­გი­ის კურ­სი რომ გა­ვი­ა­რეთ, პირ­ვე­ლად მა­შინ და­ვინ­ტე­რეს­დი ამ სფე­რო­თი. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ ჩე­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია ერ­თ­მა შემ­თხ­ვე­ვამ. ჩე­მი უფ­რო­სი გო­გო­ნას კლას­ში იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე. ვე­ძებ­დი და ვეც­ნო­ბო­დი სხვა­დას­ხ­ვა ლი­ტე­რა­ტუ­რას, კვლე­ვებს, მიდ­გო­მებს თუ რა შეგ­ვეძ­ლო გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა მი­სი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის, პირ­ველ რიგ­ში, საკ­ლა­სო გა­რე­მო­ში, შემ­დ­გომ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. 2016 წელს დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის ფსი­ქო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუტ­ში გა­ვი­ა­რე ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი. 2017 წელს გავ­ხ­სე­ნი სას­წავ­ლო ცენ­ტ­რი „ცოდ­ნის სახ­ლი“ (სულ 83 მოს­წავ­ლე გვყავ­და, რომ­ლებ­საც ყვე­ლა სა­გან­ში ვამ­ზა­დებ­დით). ყვე­ლა მოს­წავ­ლე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო, თითოეუ­ლთან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა იყო სა­ჭი­რო. მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, რომ ის, რაც მე ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­დო­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცია იყო.

რა­ტომ? ჩემ­თ­ვის კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი ნიშ­ნავს, რო­ცა მოს­წავ­ლეს ბევ­რი სირ­თუ­ლე აქვს სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით და შეძ­ლებ მას­თან ერ­თად გა­დად­გა ნა­ბი­ჯი წინ („სუსტ მოს­წავ­ლე­ებს სჭირ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბი და არა ძლი­ე­რებს“). სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს არ აქვს ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რის მი­ხედ­ვი­თაც უნ­და ას­წავ­ლოს, ეს არის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი, ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბის და რე­სურ­სის შექ­მ­ნა და მომ­ზა­დე­ბაა სა­ჭი­რო.

Δ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ერ­თი დღე

ჩე­მი ერ­თი დღე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და დატ­ვირ­თუ­ლია, ვმუ­შა­ობ ორ სკო­ლა­ში. სკო­ლა­ში მის­ვ­ლის­თა­ნა­ვე მო­ვივ­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხებს, ვა­მოწ­მებ არი­ან თუ არა „ჩე­მი ბავ­შ­ვე­ბი“. ვეს­წ­რე­ბი გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და ვაკ­ვირ­დე­ბი მათ ჩარ­თუ­ლო­ბას სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა­ში,ზოგ­ჯერ ასის­ტი­რე­ბას ვუ­წევ (სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე). ხში­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მაქვს მას­წავ­ლებ­ლებ­თან, გან­ვი­ხი­ლავთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებს, ვსა­უბ­რობთ წარ­მოქ­მ­ნილ სირ­თუ­ლე­ებ­ზე და სი­ხა­რუ­ლით აღ­ვ­ნიშ­ნავთ წინ გა­დად­გ­მულ ნა­ბი­ჯებს. რე­სურ­სო­თახ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის ვამ­ზა­დებ იმ რე­სურ­სებს, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის დროს დაგ­ვ­ჭირ­დეს, თუმ­ცა პრო­ცეს­ში ხში­რად ხდე­ბა ისეც, რომ სულ სხვა აქ­ტი­ვო­ბა და რე­სურ­სი დამ­ჭირ­ვე­ბია, ეს ბევრ რა­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი (მაგ.: მოს­წავ­ლის გან­წყო­ბა). ვხვდე­ბი მშობ­ლებს და ვსა­უბ­რობთ ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და მიღ­წე­ვებ­ზე. ხში­რად შე­მო­დი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, ითხო­ვენ კონ­სულ­ტა­ცი­ას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვეხ­მა­რე­ბი და ერ­თად ვცდი­ლობთ, სწო­რი მიზ­ნე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი დავ­გეგ­მოთ. მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვად­გენთ ინ­ტერ­ვენ­ცი­ის გეგ­მას. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ნი­მუმ, ოთხ­ჯერ გვაქვს ისგ ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რე­ბი, ვწერთ ოქ­მებს, სა­მოქ­მე­დო გეგ­მებს; სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში ვწერთ მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბას, ვად­გენთ გაკ­ვე­თი­ლე­ბის გან­რიგს (არ მინ­და რა­მე და­მა­ვიწყ­დეს). ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და შე­მოქ­მე­დე­ბი­თია სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ერ­თი დღე, ყვე­ლაფ­რის ფურ­ცელ­ზე გად­მო­ტა­ნა ცო­ტა რთუ­ლია.

სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში სირ­თუ­ლე­ე­ბი ბევ­რია. ჯერ კი­დევ ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და მა­თი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის გაზ­რ­და ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა. მშობ­ლის მა­ღა­ლი მო­ლო­დი­ნი ან პი­რი­ქით, უიმე­დო­ბა, ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლია მოს­წავ­ლის­თ­ვის.

ყვე­ლა­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბია, რო­ცა მათ წინ ვჯდე­ბი, თით­ქოს, სადღაც ქრე­ბა დაღ­ლა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში ვი­ნაც­ვ­ლებ, სა­დაც მარ­ტო ჩვენ ვართ და ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხიც ჩვენ ხელ­თაა, რაც იმის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ერ­თად ბევრ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ. მა­თი ერ­თი ჩა­ხუ­ტე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე სიტყ­ვე­ბი ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რია.

ვცდი­ლობ, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი შევ­თა­ვა­ზო, რა­თა სა­ინ­ტე­რე­სო იყოს მათ­თ­ვის სწავ­ლის პრო­ცე­სი.

Δ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მიდ­გო­მა პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კი­დან

შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია. პირ­ველ რიგ­ში, ვცდი­ლობ გა­ვი­გო მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი, ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი. ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნო, რომ მა­თი­ა­ნი ვარ, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გვაქვს. უპი­რო­ბო პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის სა­უ­კე­თე­სო გზაა. ხში­რად უთ­ქ­ვამს მშო­ბელს, რომ მას­თან ბავ­შ­ვი კონ­კ­რე­ტულ აქ­ტი­ვო­ბას არ ას­რუ­ლებს, მაგ­რამ ჩემ­თან არ აპ­რო­ტეს­ტებს, ეს კი იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მე­ცა­დი­ნე­ო­ბის დაწყე­ბი­სას ყო­ველ­თ­ვის ვაძ­ლევ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას, ორ აქ­ტი­ვო­ბას ვთა­ვა­ზობ (მაგ.: ორი ტექ­ს­ტი), ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვანს და ყვე­ლა იმ კომ­პო­ნენ­ტით და­ხუნ­ძ­ლულს, რაც სხვა­დას­ხ­ვა უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყობს ხელს. რო­ცა არ­ჩევ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევ და თვი­თონ ამ­ბო­ბენ რა უნ­დათ, შემ­დეგ აღარც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ინ­ტე­რე­სით ას­რუ­ლე­ბენ ყვე­ლა და­ვა­ლე­ბას, რაც შე­დე­გის მომ­ცე­მიც არის. და­ძა­ბუ­ლი, უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ით დატ­ვირ­თუ­ლი ბავ­შ­ვი ვერ ის­წავ­ლის, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ მი­ვაღ­წევთ მი­ზანს.

ერთ ჩემს მოს­წავ­ლეს არ უყ­ვარს წე­რა (არ გა­მოს­დის), კითხ­ვით ვიწყებთ ყო­ველ­თ­ვის, რაც ძა­ლი­ან უყ­ვარს, ამის შემ­დეგ გა­დავ­დი­ვართ წე­რა­ზე ისე, რომ არას­დ­როს არ მიპ­რო­ტეს­ტებს; მე­ო­რეს კი მა­თე­მა­ტი­კა არ გა­მოს­დის – პა­ტა­რა ტექ­ს­ტე­ბით ვიწყებთ და ფე­რა­დი მა­გა­ლი­თე­ბი „გვსტუმ­რო­ბენ“, მათ კი ხა­ლი­სით ვხვდე­ბით. მოს­წავ­ლეს უნ­და ვაჩ­ვე­ნოთ, რომ ჩვენ მათ­თან ვართ ყო­ველ­თ­ვის, შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ აღარ ვცა­დოთ, ბევ­რ­ჯერ ვცდით და ერ­თად აუცი­ლებ­ლად გა­მოგ­ვი­ვა.

Δ თუ კლას­ში სსსმ ან შშმ მოს­წავ­ლე გყავს…

ჩემს კო­ლე­გებს ვურ­ჩევ­დი, პირ­ველ რიგ­ში, გა­ი­გონ მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი, ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იმის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ, სწო­რი სტრა­ტე­გი­ე­ბი და მე­თო­დე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ, და­გეგ­მონ აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი – აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნონ, რომ ისი­ნი კლა­სის ნა­წი­ლი არი­ან, ეს მათ მო­ტი­ვა­ცი­ას გაზ­რ­დის და და­მი­ჯე­რეთ, მა­თი მიღ­წე­ვე­ბით იამა­ყე­ბენ. არ შე­მიძ­ლია არ და­ვა­მა­ტო კი­დევ ერ­თი, უნ­და სჯე­რო­დეთ და სწამ­დეთ, რომ მა­თი მოს­წავ­ლე აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს მი­ზანს, თუ მათ, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებს, ეს არ სჯე­რათ და უბ­რა­ლოდ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მიზ­ნით მუ­შა­ო­ბენ, შე­დე­გიც არ ექ­ნე­ბათ.

Δ ქვე­ყა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტია?

ხში­რად მეს­მის, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის დე­ფი­ცი­ტია, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია, ვინც ვერ საქ­მ­დე­ბა. ცო­ტა უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბაა.

მე წელს და­ვამ­თავ­რე სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა. ძა­ლი­ან ცო­ტაა სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მა­გის­ტ­რი. სამ­წუ­ხა­როდ, ამ­ჟა­მად პროგ­რა­მა გან­ლე­ვად რე­ჟიმ­შია და იმე­დი მაქვს, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მით დაბ­რუნ­დე­ბა.

წელს აპი­რებ­და რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვას, თუმ­ცა, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით, ვერ მო­ხერ­ხ­და. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა თუ მო­მა­ვალ წელს მა­ინც მი­ე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ი­ა­რონ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მა.

2021 წელს პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და, სწო­რედ მა­შინ გა­ვე­დი გა­მოც­და­ზე და წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე, ახ­ლა კი მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი წამ­ყ­ვა­ნის გა­მოც­დას. სამ­წუ­ხა­როდ, წელს არ ჩა­ტარ­და და იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ წელს მა­ინც მოგ­ვე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის. ჩემს კო­ლე­გებს, ვინც ახ­ლა აპი­რებს გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლას, ვურ­ჩევ­დი, აუცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თონ ეს. დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა არ­სე­ბობს ქარ­თულ ენა­ზე, რაც მათ გა­მოც­დის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

Δ გა­მოწ­ვე­ვე­ბი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლებ­აში

ჩვე­ნი პრო­ფე­სიაა თვი­თონ გა­მოწ­ვე­ვა. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ არ არ­სე­ბობს ორი ერ­თ­ნა­ი­რი მოს­წავ­ლე. ყვე­ლა მოს­წავ­ლეს­თან სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გია, მე­თო­დი, რე­სურ­სი, აქ­ტი­ვო­ბა უნ­და მო­ი­ფიქ­რო, მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ შეძ­ლო სხვა­დას­ხ­ვა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ამის­თ­ვის კი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბია სა­ჭი­რო. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ ბევრ სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს რე­სურ­სო­თახ­ში არ აქვს პრინ­ტე­რი და კი­დევ ბევ­რი ისე­თი სა­ჭი­რო ნივ­თი, რო­მე­ლიც მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ჩვე­ნი მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლია. არ გვაქვს ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა რე­სურსს თვი­თონ ვქმნით. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, პე­რი­ო­დუ­ლად, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა (მაგ.: რო­გორ იმუ­შა­ონ მცი­რედმ­ხედ­ველ­თან ან სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლეს­თან).

კარ­გი იქ­ნე­ბო­და, გვყავ­დეს სუ­პერ­ვი­ზო­რი, ვის­თა­ნაც შევ­ძ­ლებ­დით სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხის გან­ხილ­ვას და იმის გა­გე­ბას, რომ რა­ღაც სწო­რად გა­ვა­კე­თეთ ან არ გა­ვა­კე­თეთ. ნე­ბის­მი­ე­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელს სჭირ­დე­ბა სუ­პერ­ვი­ზია, რომ უფ­რო მე­ტად გან­ვი­თარ­დეს და პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყოს მი­სი მუ­შა­ო­ბა.

ვი­სურ­ვებ­დი, არ­სე­ბობ­დეს გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი საზღ­ვარ­გა­რეთ (მაგ.: ნორ­ვე­გი­ა­ში, ფი­ნეთ­ში…). ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მომ­ცემ­და, პრაქ­ტი­კუ­ლად გავ­ც­ნო­ბო­დი მათ მუ­შა­ო­ბას, მე­თო­დებ­სა და სტრა­ტე­გი­ებს.

სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ ვერ ვიტყ­ვით, რომ სა­ერ­თოდ არ იწე­რე­ბა შაბ­ლო­ნუ­რად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მე­ბი, მაგ­რამ აქაც ნამ­დ­ვი­ლად არის წინ­ს­ვ­ლა და ცვლი­ლე­ბე­ბი უკე­თე­სო­ბის­კენ.

მე ორ სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ და ორი­ვე სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია მთლი­ა­ნა­დაა ჩარ­თუ­ლი სსსმ და შშმ მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. სრუ­ლი ინ­კ­ლუ­ზია რომ გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ამის­თ­ვის ყვე­ლას ჩარ­თუ­ლო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მე და ჩემს კო­ლე­გებს ყო­ველ­თ­ვის გვაქვს მხარ­და­ჭე­რა, ყვე­ლა რე­სურ­სით, მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს შშმ და სსსმ მოს­წავ­ლე­თა მი­მართ სტიგ­მა ბევრ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ბო­ლო წლებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბია სკო­ლებ­ში უფ­რო მე­ტი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბი­სა და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბის­კენ. მე და ჩე­მი კო­ლე­გე­ბი ხში­რად ვაწყობთ სხვა­დას­ხ­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ულ კამ­პა­ნი­ებს, რაც, მოს­წავ­ლე­ებ­შიც და მას­წავ­ლებ­ლებ­შიც, ხელს უწყობს ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას; ვაწყობთ ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბას ბავ­შ­ვებ­თან, სა­დაც ნათ­ლად ჩანს, რომ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს – თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ი­ღებს, ყვე­ლას შე­უძ­ლია, სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი იპო­ვოს ცხოვ­რე­ბა­ში და თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნოს. სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბი ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მშობ­ლე­ბის­თ­ვის, რად­გან ხში­რია შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა თვი­თონ მშო­ბელს არ აქვს მიმ­ღებ­ლო­ბა შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის, არ სჯე­რა მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის. არა­და ყვე­ლა ბავ­შ­ვ­ში არის პა­ტა­რა მარ­ც­ვა­ლი, რო­მელ­საც უბ­რა­ლოდ გაღ­ვი­ვე­ბა სჭირ­დე­ბა. ვფიქ­რობ, დღეს, ამ კუთხით, საგ­რ­ძ­ნობ­ლად წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბია.

Δ რჩე­ვე­ბი კო­ლე­გებს

თუ გა­დაწყ­ვი­ტეთ გახ­დეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ალ­ბათ, აც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ თქვენ შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის­თ­ვის სი­ნათ­ლის ის სხი­ვი გახ­დეთ, რო­მელ­მაც მი­სი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ უნ­და შეც­ვა­ლოს, ამი­ტომ არას­დროს შე­გე­შინ­დეთ სირ­თუ­ლე­ე­ბის, შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის, თუ მთე­ლი გუ­ლით მო­ინ­დო­მებთ, აუცი­ლებ­ლად იპო­ვით იმ სტრა­ტე­გი­ას, რო­მე­ლიც მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ თქვენს მოს­წავ­ლე­ებ­თან.

მხო­ლოდ ერთს ვიტყ­ვი, იქ ვარ, სა­დაც უნ­და ვი­ყო, მე ჩე­მი თა­ვი ვი­პო­ვე ამ პრო­ფე­სი­ა­ში. ეს არის პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც ხში­რად გა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ რა­ღაც არ იცი, რის­თ­ვი­საც უფ­რო და უფ­რო მეტს სწავ­ლობ და ვი­თარ­დე­ბი, ეს პრო­ცე­სი კი ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნოა. მე ახ­ლა ვსწავ­ლობ ჟეს­ტურ ენას და ვცდი­ლობ, კი­დე ბევ­რი რამ ვის­წავ­ლო, რაც იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს, რომ ნე­ბის­მი­ერ სირ­თუ­ლეს დავ­ხ­ვ­დე მზად და ის იმე­დის სხი­ვი ვი­ყო ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და მა­თი მშობ­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მათ ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები