16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

„ჩვენ დე­და­მი­წის შვი­ლე­ბი“

spot_img

ადე­ლი­ნა იგი­ტი­ა­ნი

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ქობულეთის №2 საჯარო სკოლის  XI კლა­სის მოს­წავ­ლე

ძა­ლი­ან მიყ­ვარს კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ამი­ტომ დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვერ­თე ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლის, ქე­თე­ვან შა­ნი­ძის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ პრო­ექ­ტ­ში – „ჩვენ დე­და­მი­წის შვი­ლე­ბი“. ყო­ველ­თ­ვის მქონ­და ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი, რად­გან ჩემს კლას­ში სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ და პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­მოწ­ვე­ვად მი­ვი­ღე.

პრო­ექ­ტი რვა კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2022 წლის 27.03-18.05, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ყო­ვე­ლი კვი­რა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

და­საწყის­ში, მას­წავ­ლე­ბელ­მა გაგ­ვაც­ნო პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი, ში­ნა­არ­სი, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტა­პე­ბი და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. თვა­ლი გა­და­ვავ­ლეთ შე­სას­წავ­ლი ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე­ში გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს. დავ­წყ­ვილ­დით და მი­ვი­ღეთ და­ვა­ლე­ბე­ბი.

საკ­ვ­ლევ ქვეყ­ნად ავირ­ჩიე სომ­ხე­თი და მეწყ­ვი­ლედ – ლი­კა ეპ­რი­კი­ა­ნი. მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა და გვთხო­ვა, შეგ­ვევ­სო პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სვე­ტი – „ვი­ცი-მინ­და ვი­ცო­დე“. შემ­დე­გი 2-3 კვი­რის­თ­ვის, დაგ­ვე­ვა­ლა ტექ­ს­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ფო­ტო­მა­სა­ლის მო­ძი­ე­ბა და და­ხა­რის­ხე­ბა; მი­ნი-ტექ­ს­ტე­ბის შექ­მ­ნა და ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა.

და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ად­რე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კუთხე­ე­ბის შე­სა­ხებ და ასე­ვე ის, რომ მე და ჩე­მი მეწყ­ვი­ლე კარ­გად ვსა­უბ­რობთ ქარ­თუ­ლად.

მე-4 კვი­რა მო­ნი­ტო­რინ­გის­თ­ვის იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა წყვილს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ხვდე­ბო­და და აძ­ლევ­და რჩე­ვებს, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის.

მე და ჩემს მეწყ­ვი­ლეს ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­და სომ­ხე­თის შე­სა­ხებ, მაგ­რამ გვი­ჭირ­და მთა­ვა­რი და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყო­ფა. ქე­თი მას­წავ­ლე­ბელ­მა შეგ­ვახ­სე­ნა ქვეყ­ნის წარ­დ­გე­ნის გეგ­მა, რა თან­მიმ­დევ­რო­ბით დაგ­ვე­ლა­გე­ბი­ნა მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლა, მიგ­ვა­ნიშ­ნა, რო­გორ გა­მოგ­ვე­ყო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კითხე­ბი.

ყუ­რადღე­ბის მიღ­მა დაგ­ვ­რ­ჩა სა­ლექ­სი­კო­ნო სა­მუ­შაო. გვე­გო­ნა, არ დაგ­ვ­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ტექ­ს­ტებ­ში ისე­თი საკ­ვან­ძო სიტყ­ვე­ბი შეგ­ვ­ხ­ვ­და, რო­მელ­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჩვენ­თ­ვის უცხო იყო. მას­წავ­ლებ­ლის რჩე­ვით, ლექ­სი­კო­ნის შედ­გე­ნა დაგ­ვეხ­მა­რა სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ს­ტე­ბის უკეთ გა­გე­ბა­ში. გვირ­ჩია, ასე­ვე, პრე­ზენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას, ყუ­რადღე­ბა გაგ­ვე­მახ­ვი­ლე­ბი­ნა შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უმ­ზე, რა­თა ჩვე­ნი პოს­ტე­რი სა­ინ­ტე­რე­სოდ წარ­გ­ვედ­გი­ნა.

ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო მე-5 კვი­რა, რო­ცა ყვე­ლა ვეც­ნო­ბო­დით ერ­თ­მა­ნე­თის ნა­მუ­შევ­რებს. ამით კი­დევ უფ­რო მე­ტი ცოდ­ნა მი­ვი­ღეთ, უკეთ გა­ვი­ცა­ნით და და­ვუ­ახ­ლოვ­დით ერ­თ­მა­ნეთს. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ შე­მიძ­ლია გა­ვავ­ლო პა­რა­ლე­ლე­ბი და გა­მოვ­ყო მსა­გავ­სე­ბა-გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის. გა­ვი­გე, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი კულ­ტუ­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აქვს და პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს.

საკ­მაო ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა დაგ­ვიგ­როვ­და და მე-6 კვი­რას უკ­ვე შეგ­ვეძ­ლო „ვმვ“ სქე­მის მე­სა­მე სვე­ტის – „ვის­წავ­ლე“ – შევ­სე­ბა. მას­წავ­ლე­ბე­ლი, შე­კითხ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, გვეხ­მა­რე­ბო­და ძი­რი­თა­დი სა­კითხე­ბის წა­მო­წე­ვა­ში.

მე-7 კვი­რა პოს­ტე­რე­ბი­სა და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბას და­ეთ­მო. იმ­დე­ნი ინ­ფორ­მა­ცია დაგ­ვიგ­როვ­და, ყვე­ლას პოს­ტერ­ზე ვერ და­ვა­ტევ­დით, ამი­ტომ ავირ­ჩი­ეთ ყვე­ლა­ზე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი. მას­წავ­ლე­ბე­ლი მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს მი­წევ­და, რა­თა პოს­ტე­რი ში­ნა­არ­სი­ა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ც­ვ­ლე­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის დროს (მე-8 კვი­რა) ცო­ტა ვღე­ლავ­დი, ეროვ­ნუ­ლი კერ­ძი და სა­მო­სი უნ­და წარ­მედ­გი­ნა. მღელ­ვა­რე­ბამ და­მაბ­ნია და სიტყ­ვებს ძლივს ვუყ­რი­დი თავს. თა­ვის დრო­ზე არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე მას­წავ­ლებ­ლის რჩე­ვა, რომ პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თ­ვის მე­ვარ­ჯი­შა, რა­ღაც ისე ვერ ვთქვი, რო­გორც მინ­დო­და.

პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ ბევ­რი კარ­გი რამ მომ­ცა: შე­მიძ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის კლა­სი­ფი­კა­ცია, ანა­ლი­ზი, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბა; და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლე­ბად დრო­ის მიზ­ნობ­რი­ვად გა­ნა­წი­ლე­ბა; ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე. გა­ვი­გე ჩემი კლა­სელების კულ­ტუ­რულ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე, ის­ტო­რი­ა­ზე, გე­ოგ­რა­ფი­ა­ზე, ეროვ­ნულ სა­მოს­სა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე.

რას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ მო­მა­ვალ­ში, ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის დროს? — მივ­ხ­ვ­დი, რომ მე­ტი უნ­და ვი­მუ­შაო პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნა­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

კი­დევ ბევრ პრო­ექ­ტ­ში მსურს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­მა­ვალ­ში.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები