ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის №1 საჯარო სკოლისთვის შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტში `შეფასება განვითარებისთვის~ ჩართვა მორიგი გამოწვევაა.
2020 წლის დასაწყისში სკოლა, საქართველოს 200-მდე სკოლასთან ერთად, პროექტის პილოტირების პირველ ეტაპში ჩაერთო, რაც გულისხმობდა მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
მიმდინარე წლის 1-4 ივნისს, სკოლის ბაზაზე, პროექტის პილოტირების მორიგი საცდელი ფაზა გაიმართა. მოსწავლეებმა ტესტირება სრულად ელექტრონულ ფორმატში გაიარეს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ნაშრომების შეფასებას, რომელიც განმავითარებელი იქნება, უახლოეს მომავალში ელოდებიან. მიღებული შედეგების ანალიზი როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ განვითარების დონეს და გაიგონ რა პრობლემებს აქვს ადგილი სწავლის დროს. კლასში გამოკვეთილი ტენდენციები პედაგოგებს საშუალებას მისცემს, დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე.
მიღებ ულ ი შედეგების ანალიზის საფუძველზე, მშობლები შეძლებენ, დააკვირდნენ შვილის პროგრესს და სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდებიან, ხოლო სკოლა შედეგებს დაამუშავებს და შეადგენს განვითარების სტრატეგიას.
პილოტირებისთვის მზადების პერიოდში მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, ემუშავათ საცდელი ტესტირების დემო ვერსიაზე, რამაც ხელი შეუწყო ტესტირების პროცესის გამართულ და შეუფერხებელ წარმართვას.
მოსწავლეთა შთაბეჭდილებების ბარათებში აღნიშნულია, რომ ძალიან მოეწონათ როგორც კომფორტული სამუშაო გარემო, ასევე ტესტების შინაარსობრივი მხარე, რაც მარტივ, გასაგებ ენაზე ფორმულირებულ ინსტრუქციებს და სწორად შერჩეულ საკითხებს გულისხმობს.
მთვარისა თალაკვაძე – სკოლის კოორდინატორი, მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი