3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

შე­საძ­ლოა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა ჩვე­ნი­ვე უპი­რა­ტე­სო­ბად იქ­ცეს

spot_img

მა­რი­ამ ჯამ­დე­ლი­ა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ბავ­შ­ვო მწე­რა­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლია. მი­სი პირ­ვე­ლი წიგ­ნი „კუ­და­მე­ლა ბო­გის თავ­გა­და­სა­ვა­ლი“ 2023 წელს გა­მო­ი­ცა („აზ­როვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა“). პა­ტა­რა წიგ­ნ­მა პა­ტა­რა მკითხ­ვე­ლე­ბის დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი უკ­ვე და­იმ­სა­ხუ­რა. სა­დე­ბი­უ­ტო წიგ­ნ­ში ავ­ტო­რი ეხე­ბა ისეთ მა­რა­დი­ულ თე­მებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა, სახ­ლი­დან გას­ვ­ლა და სამ­ყა­როს აღ­მო­ჩე­ნის წყურ­ვი­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, უცხოს სიყ­ვა­რუ­ლი, მე­გობ­რო­ბი­სა და ნდო­ბის გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლი ძა­ლა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა… რო­გორც წიგ­ნის ანო­ტა­ცი­ა­ში მწე­რა­ლი თა­მარ გე­გე­ში­ძე აღ­ნიშ­ნავს, ეს წიგ­ნი „ყვე­ლა ბავ­შ­ვ­სა თუ ზრდას­რულს ააღელ­ვებს და ისევ და ისევ შეგ­ვახ­სე­ნებს, რა არის ამ­ქ­ვეყ­ნად ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი“.

მა­რი­ამ ჯამ­დე­ლი­ა­ნი გვი­ამ­ბობს მკითხ­ვე­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გზა­ზე, ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­ნუ­საზღ­ვ­რელ ძა­ლა­ზე და წიგ­ნებ­ზე, რომ­ლებ­მაც მას­ზე წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა. ამას­თა­ნა­ვე, და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­მელ წიგ­ნებს ურ­ჩევ­და ის ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებს. და­ბო­ლოს, მწე­რა­ლი გვე­სა­უბ­რა თა­ვის პირ­ველ წიგ­ნ­ზე, რომ­ლის და­წე­რის ამ­ბა­ვიც შთამ­ბეჭ­და­ვია – კუ­და­მე­ლა ბო­გის ავ­ტო­რი ხომ, იდე­ის­თ­ვის რომ ფრთე­ბი შე­ეს­ხა, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერ­თ­მა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­მა პერ­სო­ნამ – მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­ა­გუ­ლი­ა­ნა.

♦♦♦

მკითხ­ვე­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გზა ბევ­რად ად­რე იწყე­ბა, ვიდ­რე წე­რა-კითხ­ვას ვის­წავ­ლით. გახ­დე­ბა თუ არა წიგ­ნი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მეგ­ზუ­რი, ეს ხში­რად იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, გვყავ­და თუ არა წიგ­ნამ­დე­ლი ამ­ბის მთხრო­ბე­ლე­ბი, რად­გან რა ფიქ­რის ნარ­თ­საც შე­მო­ახ­ვევს ჩვე­ნი გო­ნე­ბის თი­თის­ტარ­ზე ამ­ბის მთქმე­ლი, იმ ნარ­თით­ვე იქ­სო­ვე­ბა, მო­მა­ვალ­ში, მო­ზარ­დის წარ­მო­სახ­ვი­სა თუ ფან­ტა­ზი­ის ნაჭ­რე­ლი. ახ­ლა რომ ვიხ­სე­ნებ, ჩე­მი პირ­ვე­ლი ამ­ბის მთქმე­ლი დე­და იყო, 90-იანე­ბის წკვა­რამს ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბით რომ გვი­ნა­თებ­და, ბავ­შ­ვო­ბა­ში გან­ც­დილ-გა­გო­ნი­ლი კი ჩვე­ნი ქვეც­ნო­ბი­ე­რის­თ­ვის კე­თილ და უტყუ­არ მეგ­ზუ­რად იქ­ცა.

„წი­ქა­რა“, „მე­ჩონ­გუ­რე“, „ას­ფურ­ცე­ლა“ თუ „მე­ბა­დუ­რი ბი­ჭი“ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის კო­დე­ბად ეს­მო­და გო­ნე­ბას სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც გზა­გა­სა­ყარ­ზე ვყოვ­ნ­დე­ბო­დით. მეხ­სი­ე­რე­ბა იმ­დ­რო­ინ­დელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს დღემ­დე ირეკ­ლავს და დრო­დად­რო ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბად გარ­დაქ­მ­ნის.  ამი­ტო­მაც აქვს დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ბავ­შ­ვო­ბის­დ­რო­ინ­დელ ამ­ბის მთქმე­ლებს და მათ წა­კითხულ ლი­ტე­რა­ტუ­რას.

რო­დე­საც არა­ერ­თხელ გა­გო­ნილს არა­ერ­თხელ წა­კითხ­ვის უპი­რა­ტე­სო­ბა ანაც­ვ­ლებს, ეს თვით­შე­მეც­ნე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვ­ლას ჰგავს და, ალ­ბათ, ასეც არის. პო­უ­ლობ სა­კუ­თარ რიტმს, უს­მენ სა­კუ­თა­რ ხმას და ქმნი წარ­მო­სახ­ვის პორ­ტალს. და­მო­უ­კი­დებ­ლად წა­კითხუ­ლი პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც დღემ­დე მახ­სოვს, ჰექ­ტორ მა­ლოს „უსახ­ლ­კა­რო“ გახ­ლავთ. სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვი ერ­თი ობო­ლი, უსახ­ლ­კა­რო, პა­ტა­რა ბი­ჭი­სა, ვი­სი დარ­დის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლიც კე­თი­ლი მო­ხუ­ცი კა­ცი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა. მახ­სოვს, სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი­დან სკო­ლა­ში რომ დავ­ბ­რუნ­დით, მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი ყვე­ლას­თ­ვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა რე­მის ფა­თე­რა­კე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბა. აღ­მოჩ­ნ­და, რომ კლას­ში არა­ვინ იც­ნობ­და ფრან­გი მწერ­ლის ამ კე­თილ­შო­ბილ გმი­რებს. რო­დე­საც გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს თა­ნაკ­ლა­სელ­მა წიგ­ნი მთხო­ვა, მეც მინ­და „უსახ­ლ­კა­რო“ წა­ვი­კითხოო, პირ­ვე­ლად მა­შინ აღ­მო­ვა­ჩი­ნე მკითხ­ვე­ლად ყოფ­ნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა – წიგნს შე­უძ­ლია დრო­დად­რო სა­კუ­თარ ექოდ გაქ­ცი­ოს და ამით უპი­რა­ტე­სო­ბა გაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს.

ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არ­ჩილ სუ­ლა­კა­უ­რის დიდ, არამ­ხო­ლოდ მო­ცუ­ლო­ბით, არ­სობ­რი­ვად დიდ ზღა­პარს, „სა­ლა­მუ­რას თავ­გა­და­სა­ვალს“ უკავ­შირ­დე­ბა – ჭი­ა­მა­ი­ე­ბის მწყემ­სი ბი­ჭუ­ნას და ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის მზე­თუ­ნა­ხა­ვი ბა­ი­ას ჯა­დოს­ნუ­რი ამ­ბა­ვი დღემ­დე მაბ­რუ­ნებს ბავ­შ­ვო­ბას­თან და შე­სა­ბა­მი­სად, სა­კუ­თარ თავ­თან. წიგ­ნის სი­უ­ჟე­ტით მო­ნუს­ხუ­ლი აღ­ტა­ცე­ბით ვეც­ნო­ბო­დი პერ­სო­ნა­ჟე­ბის გა­ლე­რე­ას: მი­დი მო­ა­დე, ალე-ჰო­პი, ფრინ­ტა, ჰი­ლა­რიო ბუ­ე­რა, კვან­ტი და­უ­დე… და ვგრძნობ­დი, იუმო­რით გა­ჯე­რე­ბულ ამ სა­ხელ­წო­დე­ბებ­ში რო­გორ ხა­ლა­სად ირეკ­ლე­ბო­და ავ­ტო­რის მი­ერ ქარ­თუ­ლი ენის მო­ხელ­თე­ბის უნა­რი – ვრცე­ლი სათ­ქ­მე­ლი ექ­ცია ერთ ფრა­ზად და მო­ეთხ­რო ამ­ბა­ვი მე­გობ­რო­ბა­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე, თავ­გან­წირ­ვა­სა და ერ­თ­გუ­ლე­ბა­ზე. ეს იყო დღე-ღა­მის გა­სა­ყარ­ზე და­წე­რი­ლი ყვე­ლა­ზე ვრცე­ლი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ზღა­პა­რი, რაც კი ოდეს­მე წა­მე­კითხა და რო­მელ­საც დღემ­დე ვუბ­რუნ­დე­ბი თვით­გა­მორ­კ­ვე­ვი­სა და თვით­რ­წ­მე­ნი­სათ­ვის.

მომ­დევ­ნო წიგ­ნი, რო­მე­ლიც „გა­ა­და­მი­ან­და“ და მე­გობ­რად მექ­ცა, თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის დრო­ინ­დე­ლი შარ­ლო­ტა ბრონ­ტეს „ჯე­ინ ეარი“ გახ­ლავთ. მე­ოც­ნე­ბე, მტკი­ცე ხა­სი­ა­თის, ობო­ლი გო­გო­ნას არ­ც­თუ მარ­ტი­ვი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი რო­მა­ნი სწო­რედ მა­შინ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რო­დე­საც ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი სკეპ­ტი­კუ­რო­ბი­თა და უნ­დობ­ლო­ბით ვუ­ყუ­რებ­დი სამ­ყა­როს და ამავ­დ­რო­უ­ლად, სულს გა­უმ­ხე­ლე­ლი რო­მან­ტი­კა სწყუ­რო­და. ჯე­ინ ეარი სა­უ­კე­თე­სო გულ­თ­მი­სა­ნი აღ­მოჩ­ნ­და იმ­ჟა­მინ­დე­ლი ჩე­მი თა­ვი­სა, რო­მელ­საც ღრმად სწამ­და, და­უნ­დო­ბელ სამ­ყა­რო­ში არა­ნა­ი­რი „სო­ულ­მე­ი­თე­ბი“ არ არ­სე­ბობ­დ­ნენ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ „კა­ე­შანს“ ისევ ლი­ტე­რა­ტუ­რამ უწამ­ლა.

მას შემ­დეგ, რაც მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­ხ­დი, სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რას აქ­ტი­უ­რად ვეც­ნო­ბი. ხელ­მე­ო­რედ ვუბ­რუნ­დე­ბი წა­კითხულ ტექ­ს­ტებს, უფ­რო ხში­რად კი პირ­ვე­ლად წა­კითხ­ვი­სა და აღ­მო­ჩე­ნის სი­ხა­რულს ვი­ზი­ა­რებ მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად. ამ წე­რილ­ში, ვეც­დე­ბი ვი­სა­უბ­რო რამ­დე­ნი­მე წიგ­ნ­ზე, რომ­ლებ­მაც ჩვენ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა.

 

თეა თო­ფუ­რია

„უჩი­ნა­რი სახ­ლი“

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ზო­ლი­ა­ნი კა­ტა“

დრო­დად­რო მოს­წავ­ლე­ებს ვე­კითხე­ბი, რო­მე­ლია მა­თი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი. თეა თო­ფუ­რი­ას „უჩი­ნა­რი სახ­ლი“ რომ წა­ვი­კითხეთ, ძა­ლი­ან დიდ­ხანს სწო­რედ ამ ტექსტს ასა­ხე­ლებ­დ­ნენ.

სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი „ა“ კლა­სის 10 მოს­წავ­ლე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­სი­ი­თაა შეკ­რე­ბი­ლი. მა­თი არ­სე­ბო­ბა დღემ­დე ეჭ­ვის ქვეშ დგას. უარ­სე­ბია კი ოდეს­მე ამ ზღვის­პი­რა ქა­ლაქს? თუ მხო­ლოდ მო­გო­ნე­ბებს შე­მორ­ჩე­ნი­ლი ილუ­ზიაა და მე­ტი არა­ფე­რი? სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც წყალ­ქ­ვეშ მო­ექ­ცა და ბავ­შ­ვე­ბის­გან აღ­მო­ჩე­ნას ელის.

თეა თო­ფუ­რია წარ­მო­შო­ბით სწო­რედ იმ ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქი­და­ნაა, რო­მე­ლიც, დრო­ე­ბით, მარ­თ­ლაც რომ გა­უ­ჩი­ნარ­და. მწე­რალ­მა, თით­ქოს ზღვის წი­აღ­ში „გა­და­მა­ლა“ მშობ­ლი­უ­რი კუთხე, იმ იმე­დით, რომ ახა­ლი თა­ო­ბა ჯი­უ­ტი შე­უ­პოვ­რო­ბით მი­აგ­ნებ­და და „ამო­აშ­რობ­და“ მი­სი კედ­ლე­ბი­დან ცრემ­ლე­ბი­ვით მლა­შე წყალს.

ფან­ტას­ტი­კის ჟან­რ­ში და­წე­რილ ამ წიგნს, ისე, რო­გორც მის სხვა ნა­წარ­მო­ე­ბებს, ჩუ­მი „სა­უნ­დ­ტ­რე­კი­ვით“ გას­დევს ოკუ­პა­ცი­ის თე­მა. მო­ზარ­დე­ბი კი, ხში­რად ამ ალე­გო­რი­ულ სათ­ქ­მელს უბ­რა­ლო მე­ბა­დუ­რე­ბის სიღ­რ­მი­თა და გა­უთ­ქ­მე­ლო­ბით იგე­ბენ, და მე­ბა­დუ­რო­ბი­დან გა­მარ­ჯ­ვე­ბის მა­უწყებ­ლე­ბამ­დე ხომ ერ­თი ნა­ბი­ჯია. ეგე­ბის!

 

ნა­თია როს­ტი­აშ­ვი­ლი

 „სხვა სკო­ლა“

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტი“

რას იზამ­დით, ერთ დღე­საც მშობ­ლებს სოფ­ლის პა­ტა­რა სკო­ლი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სკო­ლა­ში რომ გა­და­ეყ­ვა­ნეთ? ამ სკო­ლა­ში მოხ­ვედ­რა ხომ „რჩე­ულ­თა ხვედ­რია“. ასე იქ­ცა ერთ-ერთ „რჩე­უ­ლად“ პრო­ტა­გო­ნის­ტი ლეო. რო­გორც მი­სი მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ – გა­უ­მარ­თ­ლათ. სკო­ლა, მარ­თ­ლაც რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია – აქ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საგ­ნე­ბის ნაც­ვ­ლად ას­წავ­ლი­ან, თუ რო­გორ გახ­დ­ნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი, პირ­ვე­ლე­ბი. ლე­ოც თავს არ­წ­მუ­ნებს, რომ მის­მა მშობ­ლებ­მა სა­უ­კე­თე­სო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. თუმ­ცა, მა­ლე­ვე აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ამ „წეს­რი­გის“ მიღ­მა დი­დი „უწეს­რი­გო­ბა“ დგას. ასე იწყე­ბა მთა­ვა­რი გმი­რის ში­ნა­გა­ნი უთან­ხ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც ად­რე თუ გვი­ან ხმა­მა­ღალ პრო­ტეს­ტად გა­და­იქ­ცე­ვა.

წიგ­ნ­ში სევ­და­ნა­რე­ვი იუმო­რი­თაა მოთხ­რო­ბი­ლი მშობ­ლე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის სირ­თუ­ლე­ებ­ზე, მე­გობ­რო­ბა­სა და გა­უ­ტან­ლო­ბა­ზე, ბავ­შ­ვურ გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა­სა და უფ­რო­სე­ბის მრა­ვალ­სა­ხოვ­ნე­ბა­ზე, სიყ­ვა­რულ­სა და ერ­თ­გუ­ლე­ბა­ზე, პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­სა და უბ­რა­ლო­ე­ბა­ზე.

„სხვა სკო­ლა“ იმ სა­კითხავ ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ  მო­ზარ­დე­ბის, არა­მედ მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბი­სათ­ვის არა­ერთ სა­გუ­ლის­ხ­მო სა­ფიქ­რალს აჟ­ღე­რებს.

ნა­ტო და­ვი­თაშ­ვი­ლი

„ჯი­ბის კა­ცუ­ნა და მწვა­ნე კუნ­ძუ­ლი“

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტი“

რო­დე­საც ნა­ტო და­ვი­თაშ­ვი­ლის ახა­ლი წიგ­ნი და­ა­ნონ­ს­და, მა­შინ­ვე და­ვე­შუ­რე და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­კითხავ ლი­ტე­რა­ტუ­რად მი­ვით­ვა­ლე. თუმ­ცა, აღ­მოჩ­ნ­და, რომ არა მხო­ლოდ წიგ­ნი შე­ვი­ძი­ნეთ, თა­ნა­ავ­ტო­რე­ბად ვი­ქე­ცით. ფენ­ტე­ზის ჟან­რის მწერ­ლის­გან მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი რა გა­საკ­ვი­რია, მაგ­რამ რო­დე­საც მწე­რა­ლი მას­წავ­ლე­ბელს მოს­წავ­ლე­ე­ბის ფან­ტა­ზი­ის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად, მზა დამ­ხ­მა­რე რე­სურსს სთა­ვა­ზობს, რო­მე­ლიც ასე­ვე მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ცაა, ეს, უბ­რა­ლოდ, გა­მარ­თ­ლე­ბაა.

„ჯი­ბის კა­ცუ­ნა“ არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი, უბ­რა­ლო ცხვირ­სა­ხო­ცია, რო­მე­ლიც დრო­დად­რო ჯი­ბის კა­ცუ­ნად გა­და­იქ­ცე­ვა და მწვა­ნე კუნ­ძუ­ლის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობს, თუმ­ცა ამას და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ შეძ­ლებს. აი, სწო­რედ აქე­დან ვხდე­ბით ჩვენ წიგ­ნის თა­ნა­ავ­ტო­რე­ბი და სა­ერ­თო თავ­გა­და­სა­ვა­ლიც იწყე­ბა!

გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი

„რო­გორ დავ­წე­როთ მოთხ­რო­ბა“

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „აზ­როვ­ნე­ბის აკა­დე­მია“

მო­ზარ­დე­ბი ხში­რად ჩი­ვი­ან, რომ წე­რა რთუ­ლი პრო­ცე­სია, რომ მარ­ტი­ვი არ არის გა­ა­სიტყ­ვო ფიქ­რე­ბი, მწყობრ და თან­მიმ­დევ­რულ ტექ­ს­ტად აქ­ციო სათ­ქ­მე­ლი. მაგ­რამ, წე­რა ერთ-ერ­თი მძლავ­რი სა­ვარ­ჯი­შოა გო­ნე­ბის გა­სა­წა­ფად, შე­სა­ბა­მი­სად მას­წავ­ლებ­ლე­ბი არა­ერთ დამ­ხ­მა­რე რე­სურსს ვქმნით და ვი­გო­ნებთ ყო­ველ ჯერ­ზე, თუმ­ცა ეს დიდ ძა­ლის­ხ­მე­ვა­სა და დროს მო­ითხოვს. გა­მო­სა­ვალ­ზე ფიქ­რ­მა ერთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ­დე მი­მიყ­ვა­ნა — „რო­გორ დავ­წე­როთ მოთხ­რო­ბა“ ტექ­ს­ტის აგე­ბის ძი­რი­თად და­ვა­ლე­ბებს მო­ი­ცავს. ამ და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბით მო­ზარ­დე­ბი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ იგო­ნე­ბენ პერ­სო­ნა­ჟებს, გა­რე­მოს, მი­ზანს, პრობ­ლე­მას, სა­ხა­ვენ გა­მო­სავ­ლის გზებს, ეს კი თა­ვის­თა­ვად შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია, სა­ბო­ლო­ოდ კი სა­კუ­თარ ნა­წარ­მო­ებს ქმნი­ან. წიგ­ნ­ში სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ ავ­ტო­რი­სე­უ­ლი ტექ­ს­ტია მო­ცე­მუ­ლი, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც მო­ზარ­დე­ბი უკეთ ხვდე­ბი­ან რო­გორ უნ­და ააგონ ამ­ბის ქარ­გა. მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვას­თან ერ­თად, წე­რი­თი და­ვა­ლე­ბე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ მო­ზარ­დებს სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­ხატ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა, წე­რის სიყ­ვა­რულს ას­წავ­ლის. მო­ზარ­დებს უსაზღ­ვ­რო ფან­ტა­ზია აქვთ. ზოგ­მა ეს იცის, ზოგს ამის არ სწამს, ზოგს სჯე­რა, თუმ­ცა — პა­სი­უ­რად. ამ დროს, მთა­ვა­რია, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ირ­წ­მუ­ნონ, სცა­დონ და კა­ლა­მი თა­ვად გა­ი­ყო­ლებს მათ.

 

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს წიგნს

ვიდ­რე წე­რას და­ვიწყებ­დი, ამ­ბა­ვი მთე­ლი წე­ლი ვა­ტა­რე. შემ­დეგ, რო­გორც ხდე­ბა, სათ­ქ­მე­ლი ყო­ველ­დღი­ურ საზ­რუ­ნავ­ში გა­იბ­ნა, მაგ­რამ გა­მო­ხატ­ვის სურ­ვილ­მა გა­დას­ძა­ლა და ერთ დღე­საც, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თვა­ლი მოვ­კა­რი წე­რის კურსს „ფას­კუნ­ჯი“ – გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის წე­რის სა­ავ­ტო­რო სკო­ლა“. გა­დავ­წყ­ვი­ტე, მე­ცა­და – „რჩე­ვე­ბი გა­მოც­დი­ლი ავ­ტო­რის­გან და უც­ნო­ბი მსმე­ნე­ლი – ური­გო არ უნ­და იყოს!“ – გა­ვიმ­ხ­ნე­ვე თა­ვი და მო­ლო­დი­ნე­ბის­გან დაც­ლილ­მა, ჩე­მი ზღაპ­რის პირ­ვე­ლი გვერ­დე­ბი წა­ვუ­კითხე სრუ­ლი­ად უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს. გუ­ლი ისე გა­მა­ლე­ბით მი­ცემ­და, პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბი­დან მხო­ლოდ ეს ფრა­ზა მახ­სოვს – „თუ ამ­ბავს არ უღა­ლა­ტებ, შე­იძ­ლე­ბა წიგ­ნად იქ­ცეს“. და რად­გან წიგ­ნად იქ­ცა, გა­მო­დის, ვუ­ერ­თ­გუ­ლე. და ვუ­ერ­თ­გუ­ლე, რად­გან მას­წავ­ლე­ბელს სჯე­რო­და ჩე­მი, ამ რწმე­ნამ კი ის მენ­ტო­რად, მე კი ავ­ტო­რად მაქ­ცია. კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დი, ამ­ჯე­რად უკ­ვე ზრდას­რუ­ლო­ბა­ში, თუ რა შე­უძ­ლია მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც მოს­წავ­ლის იმა­ზე მე­ტად სჯე­რა, ვიდ­რე მოს­წავ­ლეს სა­კუ­თა­რი თა­ვის.

ბავ­შ­ვე­ბი ხში­რად გა­უმ­ჟ­ღავ­ნებ­ლად დარ­დო­ბენ, აწუ­ხებთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის გან­ც­და, თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­ს­ტინ­ქ­ტი კი ერ­თ­მა­ნე­თის ანა­რეკ­ლე­ბად აქ­ცევთ. ამ დროს, შე­საძ­ლოა სა­კუ­თა­რი უნი­კა­ლუ­რო­ბა უარ­ყონ და მა­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი და­ი­კარ­გოს. ამას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა კი დიდ გამ­ბე­და­ო­ბას მო­ითხოვს. წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი მე­ლა­კუ­დაა, უფ­რო სწო­რად კუ­და­მე­ლა, რო­გორც ეს მის­მა ან­ტა­გო­ნის­ტ­მა კლა­სელ­მა შე­არ­ქ­ვა, რად­გან ბო­გის მოკ­ლე­ზე მოკ­ლე კუ­დი აქვს, თით­ქ­მის უკუ­დოა, რა­საც ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. ბო­გი მე­ოც­ნე­ბე მე­ლიაა, რო­მე­ლიც ხში­რად გან­მარ­ტოვ­დე­ბა ხოლ­მე და გას­ც­ქე­რის მდი­ნა­რის მე­ო­რე მხა­რეს გაშ­ლილ ქა­ლაქს და ოც­ნე­ბობს, ოდეს­მე თვი­თო­ნაც მოხ­ვ­დეს ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის ქვე­ყა­ნა­ში. და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა­ში ბო­გის გი­მი­ე­ლი ბი­ჭუ­ნა და­ეხ­მა­რე­ბა — ასე აღ­მოჩ­ნ­დე­ბა მე­ლა­კუ­და უც­ნობ ქა­ლაქ­ში. აქ მას, რო­გორც ძაღლს, ისე გა­იც­ნო­ბენ. ბო­გის არა­ერ­თი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გა­დახ­დე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, სა­კუ­თა­რი თა­ვის აღ­მო­ჩე­ნამ­დე და სიყ­ვა­რუ­ლამ­დე მი­დის. ამის შემ­დეგ, ბო­გი შინ, მო­ნატ­რე­ბულ ოჯახ­თან დაბ­რუ­ნე­ბას გა­დაწყ­ვეტს. სახ­ლის გზა­ზე კი ის სა­ბო­ლო­ოდ რწმუნ­დე­ბა, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა, შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი­ვე უპი­რა­ტე­სო­ბად იქ­ცეს.

ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს პერ­სო­ნა­ჟე­ბის სა­ხე­ლებ­ზე ვფიქ­რობ­დი. მინ­დო­და სა­ხე­ლებს მა­თი არ­სი გა­მო­ე­ხა­ტათ. სა­ხე­ლე­ბი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მარ­ტი­ვი და მჟღე­რი. დი­დი ფიქ­რის შემ­დეგ, გა­დავ­წყ­ვი­ტე, სვა­ნურ ენა­ში მო­მე­ძებ­ნა „გა­მო­სა­ვა­ლი“ და ვფიქ­რობ, გა­ა­მარ­თ­ლა. „ბოგ“ — ხიდს ნიშ­ნავს, ჩვე­ნი მე­ლა­კუ­დაც ორი სამ­ყა­როს და­მა­კავ­ში­რე­ბელ რგო­ლად იქ­ცა. „გიმ“ მი­წაა — ამ სიტყ­ვი­დან მი­ღე­ბუ­ლი „გი­მი­ე­ლი“ კი დე­და­მი­წელს, მი­წი­ელს, შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ანს აღ­ნიშ­ნავს.

ეს იყო მცდე­ლო­ბა, ქარ­თუ­ლი ენის უძ­ვე­ლეს პლას­ტებ­ში მი­მეგ­ნო სათ­ქ­მე­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად გა­და­ი­ნაც­ვ­ლებ­და მკითხ­ვე­ლის მეხ­სი­ე­რე­ბის სა­ცა­ვებ­ში და უძ­ვე­ლეს სიტყ­ვებ­თან და­ა­მე­გობ­რებ­და მო­ზარ­დებს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები