3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა I-II კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­ში

spot_img

მანანა ჩოკოშვილი

სსიპ სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. ბა­დი­ა­უ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლ

 

მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლე­ბე­ლი და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია, ხე­ლი შე­უწყოს მოს­წავ­ლე­ებ­ში ექ­ვ­სი ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას. ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბი ნიშ­ნავს ყვე­ლა იმ უნარ-ჩვე­ვა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბას, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა მოს­წავ­ლე­ე­ბის პი­როვ­ნუ­ლი თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

ეს არის ექ­ვ­სი ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რი, რო­მელ­თა გა­მო­მუ­შა­ვე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ყვე­ლა საგ­ნის ფარ­გ­ლებ­ში:

კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა;

შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა;

  კო­მუ­ნი­კა­ცია;

♦ კო­ლა­ბო­რა­ცია;

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა;

♦ ხა­სი­ა­თი, ნე­ბე­ლო­ბა.

რას გუ­ლის­ხ­მობს შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა? (კოგ­ნი­ტუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი/კომ­პო­ნენ­ტე­ბი)

  1. თა­ვი­სუფ­ლად აზ­როვ­ნე­ბა

•  კითხ­ვე­ბის დას­მა;

•  იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პა­სუ­ხე­ბის ძი­ე­ბა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა.

  1. ფლექ­სი­უ­რო­ბა

• პრობ­ლე­მის და­ნახ­ვა და შე­ფა­სე­ბა სხვა­დას­ხ­ვა პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან;

•  მიდ­გო­მე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა.

  1. ორი­გი­ნა­ლო­ბა

•  უნი­კა­ლუ­რი და ახა­ლი იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა;

•  სხვა­დას­ხ­ვა ელე­მენ­ტის­გან უნი­კა­ლუ­რი კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბის შექ­მ­ნა.

  1. დე­ტა­ლებ­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა

•  იდე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და გამ­დიდ­რე­ბა დე­ტა­ლი­ზა­ცი­ის ხარ­ჯ­ზე.

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის ერთ-ერ­თი გა­მო­ჩე­ნი­ლი მკვლე­ვა­რი, ედურდ დე ბო­ნო, მი­იჩ­ნევს, რომ არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი კო­ლექ­ტი­ურ შრო­მად გა­და­ვაქ­ცი­ოთ, შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მოს შექ­მ­ნი­თა და კარ­გად შერ­ჩე­უ­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ინ­დი­ვი­დი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად უფ­რო ეფექ­ტი­ან შე­მოქ­მე­დე­ბით ნა­ტუ­რად ვაქ­ცი­ოთ.

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა მოს­წავ­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­მო­ხა­ტოს ის, რაც იგ­რ­ძ­ნო, გა­ნი­ცა­და, იფიქ­რა; და­იხ­ვე­წოს ში­ნა­გა­ნად, შეძ­ლოს ემო­ცი­უ­რი თვით­გა­მო­ხატ­ვა.

მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და აღ­მო­ა­ჩი­ნოს, გა­მო­ავ­ლი­ნოს და გა­ნა­ვი­თა­როს მოს­წავ­ლე­ებ­ში ის თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის სა­ფუძ­ვ­ლებ­შია. მას­წავ­ლე­ბე­ლი მუდ­მი­ვად უნ­და ზრუ­ნავ­დეს, გა­მო­იწ­ვი­ოს მოს­წავ­ლე­ე­ბი, წა­ა­ქე­ზოს თა­მა­მად წარ­მო­ა­ჩი­ნონ თა­ვი­ან­თი უნა­რე­ბი, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც მა­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს.

უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბი­სას რამ­დე­ნი­მე სა­აზ­როვ­ნო უნა­რის გა­მო­ყე­ნე­ბა და ბა­ლან­სი­რე­ბა ხდე­ბა: სინ­თე­ზუ­რი აზ­როვ­ნე­ბის (ახა­ლი იდე­ე­ბის წარ­მო­შო­ბის უნა­რი), ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის (იდე­ე­ბის ანა­ლი­ზი და შე­ფა­სე­ბა, ანუ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა) და პრაქ­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ სა­მი­ვე უნა­რის ხელ­შეწყო­ბა.

შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა არ არის სა­გან­ზე მიბ­მუ­ლი, ამი­ტომ სა­ჭი­როა მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლა საგ­ნის ფარ­გ­ლებ­ში

ხე­ლი შე­უწყ­ვეთ იდე­ე­ბის წარ­მო­შო­ბას;

და­ა­ჯილ­დო­ვეთ მოს­წავ­ლე კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბის­თ­ვის;

წა­ა­ხა­ლი­სეთ გო­ნივ­რუ­ლი რის­კი;

იყა­ვით შემ­წყ­ნა­რე­ბე­ლი შეც­დო­მე­ბის მი­მართ, აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თეთ მათ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა­ზე.

ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­გა­ნია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ამავ­დ­რო­უ­ლად, იგი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს მოს­წავ­ლის აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში. შე­მოგ­თა­ვა­ზებთ იმ აქ­ტი­ვო­ბებს, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ხელს შე­უწყობს ბავ­შ­ვის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას პირ­ვე­ლი კლა­სი­დან­ვე. ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი პირ­ვე­ლი კლა­სის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რ­ში, ან­ბა­ნის­შემ­დ­გომ პე­რი­ოდ­ში, გა­მო­ვი­ყე­ნე ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან, გა­მო­ი­ყე­ნეთ თქვენც და დარ­წ­მუნ­დე­ბით მათ ეფექ­ტუ­რო­ბა­ში:

  1. მშობ­ლის სა­ა­თის ფარ­გ­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა მოს­წავ­ლის მშობ­ლის მი­ერ

მშო­ბე­ლი ატა­რებს გაკ­ვე­თილს კვი­რა­ში ერ­თხელ. მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბით, არ­ჩევს შე­სას­წავლ ტექსტს, გეგ­მავს და ახორ­ცი­ე­ლებს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მი­მარ­თულ აქ­ტი­ვო­ბებს. ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბია: დის­კუ­სია, კო­მიქ­სის შექ­მ­ნა, ეპი­ზო­დე­ბის და­ხატ­ვა და­სა­თა­უ­რე­ბით, მოთხ­რო­ბის სი­უ­ჟე­ტის გაგ­რ­ძე­ლე­ბა მოს­წავ­ლის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ით.

  1. აალა­პა­რა­კე შე­ნი საყ­ვა­რე­ლი სა­თა­მა­შო, საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი, საყ­ვა­რე­ლი ნივ­თი –  სათ­ქ­მელს გად­მოს­ცე­მენ ზე­პი­რად.

  2. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა – პერ­სო­ნა­ჟის ხედ­ვის კუთხის შეც­ვ­ლა (მოთხ­რო­ბა „ვა­ნო და ჩი­ტი“ – ჩი­ტის ხედ­ვის კუთხე).

  3. სტუმ­რად მუ­ზე­უმ­ში – გა­ა­ცოცხ­ლე ექ­ს­პო­ნა­ტი, კერ­ძოდ, ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის კა­ლა­მი. რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბით გად­მო­ე­ცი, რას გეტყო­დათ იაკო­ბის კა­ლა­მი.

  4. ლექ­სის სტრო­ფე­ბის და­ხატ­ვა. ლექ­სი „დი­ლა მშვი­დო­ბი­სა“. ყვე­ლამ სტრო­ფის შე­სა­ბა­მი­სი ნა­ხა­ტი შექ­მ­ნა.

  5. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტის „ჩვე­ნი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა ჩვენ ხელ­შია“ აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

ა) ნა­ხა­ტის შექ­მ­ნა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სე­ბის დაც­ვით უკე­თეს ფი­ზი­კურ აღ­ნა­გო­ბას მი­ვაღ­წი­ოთ.

ბ) სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტის შექ­მ­ნა, რა არის სა­ჭი­რო ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის – ბუკ­ლეტს გა­ა­ფორ­მე­ბენ ნა­ხა­ტე­ბი­თა და წარ­წე­რე­ბით.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები