მასწავლებლების და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 2025
გთავაზობთ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შედეგებს. ასევე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგებს შემდეგ საგნებში:
♦ დაწყებითი საფეხური – ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
♦ დაწყებითი საფეხური – აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
♦ დაწყებითი საფეხური – სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
♦ დაწყებითი საფეხური – რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV), ბუნებისმეტყველება (I-VI), ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI), მათემატიკა (I-VI).
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge, სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება.