21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ღმერ­თ­შე­მო­სილ კაც­თა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მი­სია გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის ცხოვ­რე­ბის მი­ხედ­ვით

spot_img

ნინო დოლეჯაშვილი

გო­გი­ტა კიკ­ნა­ძის სახელობის  თბი­ლი­სის №182 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გი

ქარ­თუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო მწერ­ლო­ბა მხო­ლოდ გმი­რო­ბის ქო­მა­გი რო­დია. ღმერ­თ­თან მიმ­ს­გავ­სე­ბულ სა­ხე-იდე­ალ­თა საქ­მე­თა გა­მოვ­ლე­ნის სა­კითხ­ში, უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და­ნიშ­ნუ­ლე­ბას ას­რუ­ლებს ეროვ­ნულ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­კითხ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი „გრიგოლ ხან­ძ­თე­ლის ცხოვ­რე­ბა“, ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ სა­ხელ­მ­წი­ფოს აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბის­თ­ვის შედ­გე­ნილ სა­მოქ­მე­დო გეგ­მად, თუ რას უნ­და ემ­ყა­რე­ბო­დეს ძლი­ე­რი სა­ხელ­მ­წი­ფო და რა ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებს უნ­და იცავ­დეს სუ­ვე­რე­ნუ­ლი კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის. მწერ­ლის მხრი­დან სა­გან­გე­ბოდ დარ­ღ­ვე­უ­ლი ტრა­დი­ცია საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო კა­ნო­ნი­საც სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა, „ნაკ­ლუ­ლე­ვა­ნე­ბად“ მი­იჩ­ნი­ოს და­დუ­მე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ლო­მო­ნის სიტყ­ვე­ბის მი­ხედ­ვით დუ­მილს ოქ­როს ფა­სი აქვს. კლარ­ჯე­თის მე­უ­დაბ­ნო­ე­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლის, რომ­ლის სა­თა­ვე­ში დგას „ზე­ცისა კა­ცი და ქუეყ­ანისა ან­გე­ლო­ზი“, შე­ფა­სე­ბა მრავა­ლამ­ხ­რივ და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია. პირ­ველ რიგ­ში, გან­ვ­საზღ­ვ­როთ, რა გზას ირ­ჩე­ვენ რე­ლი­გი­უ­რი გან­მ­ტ­კი­ცე­ბი­სა და ღმერ­თ­თან მიმ­ს­გავ­სე­ბუ­ლო­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის სა­კითხ­ში. შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა ღმერ­თ­თან მიმ­ს­გავ­სე­ბუ­ლო­ბის პირ­და­პი­რი გა­მე­ო­რე­ბაა – „ქა­ლაქ­ყო­ფის“ პრინ­ცი­პით ბერ­წი მი­წე­ბი გა­ა­ნა­ყო­ფი­ე­რონ, ახა­ლი სი­ცოცხ­ლე შთაჰ­ბე­რონ არა­ბე­ბი­სა­გან იავარ­ყო­ფილ სამ­ხ­რეთ-და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, სა­ი­და­ნაც იწყე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა. „სა­ქორ­წი­ნე კრე­ბუ­ლი“, ბერ­მო­ნაზ­ვ­ნუ­რი ცხოვ­რე­ბის მკაც­რი ეტი­კე­ტის და­წე­სე­ბით, „უდაბ­ნოს ვარ­ს­კ­ვ­ლავ­თან“ ერ­თად, აყა­ლი­ბებს ში­ნა­გა­ნი წეს­რი­გის კულ­ტუ­რას, რაც სის­ტე­მუ­რად ქმნის კავ­შირს რე­ლი­გი­ა­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს შო­რის. და­ნი­ელ წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლის სიტყ­ვე­ბი – „პუ­რი გუ­ლის სათ­ქ­მე­ლი არა ვჭა­მო“ – ბე­რე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით წმინ­და მა­მის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ პრინ­ცი­პად იქ­ცა, რა­საც მოჰ­ყ­ვა „ფიცხე­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის“ მხარ­და­ჭე­რა, მა­რად­დღე ქრის­ტეს­თ­ვის მოს­წყ­ვე­ტოდ­ნენ ამა ქვეყ­ნის სი­ა­მეს. სიტყ­ვა და საქ­მე – ამ ორი სიტყ­ვის ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი პრინ­ცი­პე­ბის ერ­თ­გუ­ლე­ბით ყა­ლიბ­დე­ბა. „სან­თე­ლი ესე და­უვ­სე­ბე­ლი“, „გა­ნუ­პარ­ვე­ლი ზე­თის დაგ­რო­ვე­ბა“, „უსის­ხ­ლო მსხვერ­პ­ლი“ – ეს ის პრინ­ცი­პე­ბია, რომ­ლე­ბიც ქმნი­და „ხორ­ცი­ე­ლი კე­თი­ლის“ შექ­მ­ნილ ქნარს. უდაბ­ნო „პირ­მეტყ­ველ საცხო­ვარ­თათ­ვის“ თვით­ჩაღ­რ­მა­ვე­ბის ად­გი­ლია, რით მი­აღ­წე­ვენ კა­თარ­ზი­სის გზას – საგ­ლა­ხა­კო საზ­რ­დე­ლით, ხორ­ცი­ე­ლი იწ­რო­ე­ბით, შექ­მ­ნი­ლი წეს­რი­გი­თა თუ იმ ტენ­დენ­ცი­ით, მოძღ­ვარს მიმ­ს­გავ­სე­ბოდ­ნენ ისე, რო­გორც გრი­გო­ლი ემ­ს­გავ­სე­ბო­და ღმერთს.

საქ­მით შე­ზა­ვე­ბუ­ლი სიტყ­ვით და­იწყო უდაბ­ნოს „ქა­ლაქ­ყო­ფა“, პრაგ­მა­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი­თა და ლოც­ვით „ფიცხელ“ კლდე­ებ­თან შერ­კი­ნე­ბა. რა იქ­ნე­ბო­და ეს ერ­თო­ბა „ზე­ცი­სა კა­ცი­სა და ქუეყა­ნისა ან­გე­ლო­ზის“ გა­რე­შე. ცხა­დია, ის შე­დე­გი ვერ იქ­ნე­ბო­და, რად­გან „სუ­ლი, ერ­თი, ოთხ­თა გვამ­თა ში­ნა დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი“ მხო­ლოდ მოძღ­ვ­რის მო­წო­დე­ბით უნ­და აღ­ტყი­ნე­ბუ­ლი­ყო და სწო­რედ მი­სი სურ­ვი­ლით უნ­და გვე­ხი­ლა გას­ვ­ლა ერ­თი მორ­წ­მუ­ნე ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ში. ბიბ­ლი­უ­რი მო­სე­სა და ბიბ­ლი­უ­რი წი­ნაპ­რის, აბ­რა­ა­მის, მსგავ­სად დაწყე­ბულ ძი­ე­ბას კო­ლო­სა­ლუ­რი შე­დე­გი მო­აქვს არა მხო­ლოდ VIII-IX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­მო­ნას­ტ­რო კომ­პ­ლექ­სის შექ­მ­ნის თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის, გი­ორ­გი მერ­ჩუ­ლე სი­ა­მა­ყით რომ იტყ­ვის: „ქარ­თ­ლად ფრი­ა­დი ქუე­ყა­ნაჲ აღი­რაცხე­ბის, რო­მელ­სა­ცა ში­ნა ქარ­თუ­ლი­თა ენი­თა ჟა­მი შე­ი­წირ­ვის და ლოც­ვაჲ აღეს­რუ­ლე­ბის“. რა უძღო­და ამ შე­დეგს წინ. შა­ვი ბერ­მო­ნაზ­ვ­ნუ­რი ცხოვ­რე­ბის მკაც­რი ეტი­კე­ტის შექ­მ­ნა, სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო ძალ­თა კონ­სო­ლი­და­ცია, სიტყ­ვი­სა და საქ­მის თა­ნა­არ­სე­ბო­ბა, ბაგ­რა­ტი­ონ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი მზა­ო­ბა – ნივ­თი­ე­რად შეს­წე­ოდ­ნენ „სა­ქორ­წი­ნე კრე­ბულს“, წმინ­და მა­მის მაქ­სი­მა­ლიზ­მი და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, გას­ც­ნო­ბო­და სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ეკ­ლე­სიო წეს­დე­ბას და ეროვ­ნუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­ექ­მ­ნა სა­ეკ­ლე­სიო წეს-გან­გე­ბა, სა­დაც მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი სიტყ­ვა – „კვი­რი­ლე­ი­სონ“ იქ­ნე­ბო­და ბერ­ძ­ნუ­ლი.

„მზვა­ობ­რი­ო­ბის­გან“ თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა ერიც და ბე­რიც. სწო­რედ ამ მან­კი­ე­რი თვი­სე­ბის დაძ­ლე­ვით ყა­ლიბ­დე­ბა დი­დი კულ­ტუ­რა, შენ­დე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო, რომ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის საქ­მე­ში მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­თან ერ­თად, გრ. ხან­ძ­თე­ლია. პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ხაზ­გას­მა წმინ­და მა­მის­გან „ხორ­ცი­ე­ლად ძლი­ერ კა­ცებ­თან“ და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი მი­ნიშ­ნე­ბით აიხ­ს­ნე­ბა: „სად არს პა­ტი­ვი მთავ­რო­ბი­საი, მუნ არს მსგავ­სე­ბაჲ ღმრთე­ე­ბი­საЎ“. ალ­ბათ, ეს მი­ნიშ­ნე­ბაც აფხიზ­ლებ­და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტერ­თა აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში. რწმე­ნით დაწყე­ბულ საქ­მეს დი­დი მო­მა­ვა­ლი აქვს. დღი­თი დღე აღორ­ძი­ნე­ბუ­ლი ერ­თო­ბა ვე­ნა­ხის მე­თერ­თ­მე­ტე ჟა­მის მუ­შაკ­თა და პირ­მეტყ­ველ საცხო­ვარ­თა არა­ერ­თხელ ამ­ტ­კი­ცებს, რა ძა­ლა აქვს თან­ხ­მი­ერ მოქ­მე­დე­ბას, მე­ტიც, ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ა­საც კი უჭე­რენ მხარს, რამ­დე­ნად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და შე­უ­ვა­ლია ეკ­ლე­სია სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვის საქ­მე­ში. „სარ­წ­მუ­ნო­ნი და ჭეშ­მა­რი­ტნი მო­ნა­ზონ­ნი ქუე­ყა­ნა­სა ზე­და არა­ ვი­სსა ხელ­მ­წი­ფე­ბა­სა ქუე­შე არი­ან“. ეს სიტყ­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მარ­თ­ლ­დე­ბა ჯა­ვა­ხე­თის კრე­ბა­ზე,რო­დე­საც „შფოთს, ძნე­ლად მო­სა­ცი­ლე­ბელს“ გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლი გან­მუხ­ტავს. „სუ­ლი­ე­რად ძლი­ე­რი ლაშ­ქა­რი“ ზნე­ობ­რი­ვი და სუ­ლი­ე­რი პრინ­ცი­პე­ბის ერ­თ­გუ­ლია, მი­სი რღვე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი – რა­დი­კა­ლუ­რი. არც „მახ­ვილ­ზე გან­მ­კ­ვე­თე­ლი“ სიტყ­ვით მოქ­მე­დე­ბაა უცხო წმინ­და მა­მის­თ­ვის. შე­იძ­ლე­ბა, სუ­ბი­ექ­ტუ­რიც იყოს გრი­გო­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, არ­სე­ნის კა­თა­ლი­კო­სო­ბა ღვთის ნე­ბით ახ­ს­ნას, თუმ­ცა უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­ვეყ­ნო სიმ­შ­ვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა, ვიდ­რე კრე­ბის ერთ-ერ­თი პრე­ტენ­დენ­ტის ინ­ტე­რე­სი­სა და უფ­ლე­ბის დაც­ვა. ეს არის ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც გვარ­წ­მუ­ნებს, რამ­დე­ნად არ­სე­ბობს დი­ლე­მა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, მით უმე­ტეს, რომ „ვე­რა­ვის ხე­ლე­წი­ფე­ბის ორ­თა უფალ­თა მო­ნე­ბა“, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვა­კე­თოთ არ­ჩე­ვა­ნი. გრ. ხან­ძ­თე­ლის არ­ჩე­ვა­ნი იყო, გაქ­ცე­ო­და ხორ­ცი­ელ პა­ტივს, და­ე­ტო­ვე­ბი­ნა მო­ნა­გე­ბი, უარი ეთ­ქ­ვა და­ყუ­დე­ბულ ბე­რო­ბა­ზე და „ად­გილ­ნი გლო­ვი­სა­თას“ მკვიდ­რი გამ­ხ­და­რი­ყო, სა­სუ­ლი­ე­რო თუ სა­ზო­გა­დო საქ­მე­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი. „სრბაი აღ­გის­რუ­ლე­ბი­ეს“ – ამ სიტყ­ვებს ამარ­თ­ლებს გრ. ხან­ძ­თე­ლი, რო­მელ­მაც „სა­ქორ­წი­ნე კრე­ბულ­თან“ ერ­თად ღირ­სე­უ­ლად გა­ი­ა­რა გზა წუ­თი­სოფ­ლის წარ­მავ­ლო­ბი­დან ზე­ცი­ურ მა­რა­დი­უ­ლო­ბამ­დე. იგი ყვე­ლა­ზე დი­დი მო­ქა­ლა­ქეა, რო­მელ­საც რე­ლი­გია არ გა­უ­მიჯ­ნავს სა­ე­რო ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა­გან, რომ­ლის აღ­ტყი­ნე­ბულ ხმას გაჰ­ყ­ვა ერიც და ბე­რიც.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები