21 დეკემბერი, შაბათი, 2024

ღია დაბოლოებიანი 3-ქულიანი ტესტი

spot_img
სოფიო ხმალაძე
სსიპ თბილისის გრიგოლ კობახიძის სახელობის №77 საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგი

 

 

ტრადიციული განათლების მსგავსად, დისტანციურ სწავლებასაც ჰქონდა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დისტანციური სწავლების ერთ-ერთ ძლიერ მხარედ დასახელდა მასწავლებლის მიერ სწორად მომზადებული პრეზენტაცია.

− აღწერეთ სტრატეგია, რომელიც დაეხმარება მასწავლებელს კარგად მოამზადოს პრეზენტაცია (კონკრეტულად აირჩიეთ საგანი და საკითხი, ან თემა).

− დაასაბუთეთ თქვენი პასუხი.

ინგლისურ ენაში (საპრეზენტაციო მასალად, მოსწავლეებთან ერთად შეირჩა ახალი წლის ტრადიციები საქართველოში, ინგლისსა და ამერიკაში), პრეზენტაციის მოსამზადებლად, პირველ რიგში, აუცილებელია განისაზღვროს მოსწავლეების ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებაზე მორგებული ინფორმაცია, რომელიც ვიზუალური ეფექტებით იქნება წარმოდგენილი (ფოტო-ვიდეომასალა).

საპრეზენტაციო თემა არ უნდა იყოს დიდი მოცულობის, ახალი ლექსიკა, ინგლისური განმარტებებით, განთავსდება ცალკე სლაიდზე – ქტივობების სახით, იმისთვის, რომ საგაკვეთილო პროცესი იყოს ინტერაქტიული და მოსწავლეებმა შეძლონ ახალი ლექსიკის გამოყენება პრაქტიკაში.

გასათვალისწინებელია, აგრეთვე, საპრეზენტაციო დრო, რისთვისაც აუცილებელია: სწორად განისაზღვროს თემისა და აქტივობების განხორციელების პროცესი. მნიშვნელოვანია, გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირება, შესასწავლი საკითხისთვის წინარე ცოდნის გააქტიურება, ცოდნის კონსტრუქტივისტულად აგება, გააზრება, ცოდნათა ორგანიზება, ურთიერთდაკავშირება და ცოდნის სამივე კატეგორიაზე ორიენტირება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები