26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ საჯარო ღონისძიება ჩატარდა

spot_img

გასულ კვირას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები და სტუდენტები შეიკრიბნენ და საჯაროდ ისაუბრეს სფეროში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

უნივერსიტეტთან ერთად, ღონისძიების ორგანიზებაში ჩაერთო სტარტაპი Arrival, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მუდმივი მხარდამჭერი – Startup Büro და საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა გაერთიანება – Axel.

მოწვეული სტუმრები შეხვდენენ სტუდენტებს, მოქმედ და მომავალ ანტრეპრენერებს და თავიანი საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს. სექციებისა და ვორქშოპების ფარგლებში, შედგა მსჯელობა ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ეკოსისტემის განვითარების დინამიკა, არსებული გამოწვევების დაძლევის გზები, სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური სიახლეები და მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები, ინვესტორებთან კომუნიკაციისა და ინვესტიციის მოზიდვის გზები და სხვა.

„საგანმანათლებლო სივრცეებისა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების თანამშრომლობა უდიდეს ღირებულებას ქმნის თითოეული მონაწილისთვის. ოხარულნი ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლება როგორც სტუდენტებთან, ასევე კოლეგებთან. სტარტაპ Arrival-ის გუნდი არა მხოლოდ საკუთარი პროდუქტის, 3 მოდელებისა და სივრცეების გენერატორის განვითარებაზე მუშაობას, არამედ აქტიურადაა ჩართული ვირტუალურ თუ ფიზიკურ ღონისძიებებში, რაც მიზნად ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს. მიმართულებით მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას და წვლილს შევიტანთ საერთო ღირებულებების შექმნასა და სფეროს განვითარებაში,“ – ამბობს სტარტაპ Arrival-ის დირექტორი ანი კაზარიანი.

შეხვედრაზე სტუმრებს მიმართეს KIU-ს რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ და ფონდი „ქართუს“ პროექტების დირექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ოხდა შეთანხმება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ, ერთი მხრივ, საუნივერსიტეტო სივრცემ და მეორე მხრივ, სტარტაპ ეკოსისტემამ, რათა თანამშრომლობა ღირებული იყოს ყველა მონაწილისთვის და ამავდროულად, ეკონომიკის განვითარებაში შევიტანოთ წვლილი,“ – აღნიშნავს ფონდი „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი.

#KIU #StartUp #Ecosystem

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები